22 мая 2010

სულელი ქალები, ვარდისფერი "ბარბები" და სულ სხვანარი მონრო

"საავადმყოფოში თუ მოვხვდი გთხოვ იმაზე იზრუნე, რომ ფარდების და გადასაფარებლის ფერები ერთმანეთს შეესაბამებოდნენ "
(C) ერთ-ერთი "ბარბი"


მძაგს "ბარბები"- აი მხოლოდ იმაზე რომ ზრუნავენ რომ ყველაფერი, - ფეხის კოჭთან შებნეული სამაჯურით დაწყებული მობილურის ბრელოკით დამთავრებული შეესაბამებოდეს მათ ტანსაცმელს, რომელიც როგორც წესი ვარდისფერია, ჰარმონიაში მოდიოდეს მათი თმის ფერთან რომელიც როგორც წესი ქერაა და ყველაფერი ეს კომბინაციაში ჯდებოდეს მანქანის მარკასთან რომელიც ძველი, თუმცა ცნობილი ანეგდოტის თანახმად BMW-ა რადგან მათ ზედიზედ მხოლოდ ამ სამი ასოს წარმოთქმა შეუძლიათ.


ცოცხალი მაგალითები საკმაოდ ბევრია - მაგალითად პარის ჰილტონი, რიზ უიზერსპუნი, რომლის ქერათმიან ადვოკატს ჩემს კურსზე იმდენი მიმბაძველ- მომხრე ჰყავდა რომ პირველ კურსზე ლამის საერთოდ დავანებე სწავლას თავი. (საბედნიეროდ კურსი მალე გაიზარდა და მიხვდა რომ იურისტობა გაცილებით უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ვარდისფერი ფეხსაცმელებით კაკუნი და ვარდისფერ ბუმბულიანი კალმით სურნელოვან ფურცლებზე გაკეთებული ჩანახატები)


Image and video hosting by TinyPic

ამ თვალსაზრისთ ნამდვილად გამიმართლა რომ კაცად არ დავიბადე, რადგან იმდენად ორგანულად მძაგს სულელი ქალები, კაცთა გემოვნების შესახებ საზოგადოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით უდაოდ ქალთმოძულე კაცი ვიქნებოდი.

ამ ლოგიკის მიხედვით - ქერა თმა, წითლად შეღებილი ტუჩები და დიდოსტატობა სულელური კითხვების დასმაში საკმარისი საფუძველი იყო - არ მომწონებოდა მსოფლიოს სექს-სიმბოლო მერილინ მონრო სანამ მის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს წავაწყდებოდი რომელიც ასე იწყებოდა:
"მე თუ სულელი გოგოს როლს ვთამაშობ და სულელურ კითხვებს ვსვამ ამას მხოლოდ თავის დასაცავად ვაკეთებ. აბა რას მივაღწევდი ინტელიგენტის ჰაბიტუსით?!"

(ეს კიდევ რაღაცას ნიშნავს! როგორც ჩანს ის არც თუ ისე სულელი იყო, უბრალოდ სტრატეგია ჰქონდა ასეთი)


რომანი ჯონ კენედისთან 1961 წელს დაიწყო მერილინის გარდაცვალებიდან 1 წლით ადრე. ჯონ კენედი შიშობდა, რომ ეს რომანი მის პოლიტიკურ კარიერას გადაიყოლებდა ამიტომ მოულოდნელად მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.
ამის შემდგ მერილინი საძილე აბებს დიდი დოზით იღებდა და რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა შემდეგ კიპრეზიდენტის ბიძაშვილთან რობერტ კენედისთან გააბა რომანი - (შურისძიებისთვის ჭეშმარიტად სულელური ხერხი. )
მალე მანაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა მერილინი.
"მე მინდა მოვხუცდე და მერე საათობით მუარო ჩემს სახეს, რათა დავმალო სიბერის კვალი... ზოგჯერ მეჩვენება რომ უფრო ადვილია არ დაბერდე და და მოკვდე ახალგაზრდა, მაგრამ მაშინ ხომ შენს შეწყვეტილ ცხოვრებას ვერასოდეს დაასრულებ და ვერც საკუთარ თავს გაიცნობ ბოლომდე. "
მოხუცი მონრო კი ნამდვილად არავის უნახავს - დეპრესიაში ჩავარდნილი 1962 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალვას მხოლოდ მისი მეგობრები ესწრებოდნენ ჰოლივუდიდან და პრესიდან არავინ მოუწვვეიათ, რომელიც ასე იქნა ახსნილი :
"მათ მხოლოდ გული ატკინეს მერილინს"
(ალბათ ამიტომაც დარჩა მსოფლიოს სექს-სიმბოლოდ, რადგან არ დაბერებულა. 36 წლის ასაკში გარდაიცვალა- ნაოჭების გარეშე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ქერა, ჯერ კიდევ წითლად შეღებილი დაბუშტული ტუჩებით)

ამბობენ რომ მერილინის მეორე ქმარს ჯო დიმაჯოს 20 წელზე მეტხანს მიჰქონდა ყვავილები მეუღლის საფლავზე.

P.s. ძველსადღაცური ანდაზა გვასწავლის:" თუ არ გიყვარს ადამიანი გეცოდებოდეს მაინცო"
ჰოდა ყველგან იმდენად სევდიანად არის აღწერილი მერილინის სიყვარულის ისტორია რომ სიყვარულით ნამდვილად არ შემყვარებია, რადგან ისიც "ბარბი" თუ არ იყო ხომ თამაშობდა "ბარბს". თუმცა შეცოდებით კი ნამდვილად მეცოდება, მიუხედვად იმისა რომ გულის სულ სულ სიღრმეში მგონია რომ ეს სიყვარულის ისტორია მისი უბრალო ახირება იყო და მეტი არაფერი.

Image and video hosting by TinyPic
"... და არ ამბობდა, ან არ იცოდა, რომ ყველა ქალის გული სტკიოდა
რომ ყველა ქალის სახელით იწვა ყველაზე გულწრფელ მიჯნურის გვერდით... "

43 комментария:

  1. ეს რა ჰქენი?
    იუსერსპუნს როგორ შეეხე :D :D

    ОтветитьУдалить
  2. ბარბები არა, მონრო მიყვარს. < მონრო ბარბი არ იყო :)

    ხოოდა, რა ვიცი, ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ სულელი გოგოები (ოღონდ არა მონროსნაირები) უფრო ბედნიერად ცხოვრობენ, ვიდრე მე, ან შენ, იმიტომ რომ ვარდისფერის დეფიციტს არ განიცდის მსოფლიო, გადაიღებენ სარკეში ტუჩებგაბუსხულ ფოტოებს და იჭორავებენ ერთმანეთზე და ერთმანეთის ბიჭებზე...
    ხოოდა, მარტივია მაგათი ბედნიერება...

    ОтветитьУдалить
  3. მაცაცო

    ტოჟე მნე ხელშეუხებელი ობიექტი :დ

    ნასტასია

    ვფიქრობ არსებობს ბარბების ნაირსახეობები..:)
    რასაკვირველია სულელებისთვის უფრო მარტივია ცხოვრება და ეს ყოველთვის ასე იყო :)

    ОтветитьУдалить
  4. Анонимный22 мая 2010 г., 23:13

    იუსერსპუნს როგორ შეეხე? : (((((

    ОтветитьУдалить
  5. Анонимный22 мая 2010 г., 23:19

    იუსერსპუნის მაგივრად ჯესიკა სიმფსონი უნდა დაგეწერა ; )))) :P

    ОтветитьУдалить
  6. ზედა კომენტარების დამტოვებლებს მინდა ვუთხრა, რომ "იუსერსპუნი" კი არა, "უიზერსპუნი".




    გეთანხმები. მეც ატანა არ მაქვს ბარბების. ძალიან "უწი-პუწი" კატეგორიაა და ცუდად მხდიან. მარაზმ ნუ.

    ОтветитьУдалить
  7. ქერათმიან ადვოკატში იუზერსპუნი თამაშონს
    ასე რომ უძლური ვიყავი :D

    ОтветитьУдалить
  8. მერლინ მონროს რომ კაცი მიატოვებს ის კაციაო?
    ეს უკვე დაიწერა თუ ჯერ არა ? :D :D

    ჰილტონს, სიმპსონს, იუზერსპუნს კი რაც შეეხება ნამდვილად ტიპიური ბარბები არიან. დაპრუწული ტუჩებით და გრამი ტვინის გარეშე.
    ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთ გმირებს თამაშობენ და პირად ცხოვრებაში დიდად არ მაქვს შეხება

    ОтветитьУдалить
  9. Анонимный23 мая 2010 г., 0:42

    კერგით რა კერგით

    ტიპიური ჭკვიანი გოგოების სასტავი შეიკრიბა და წავიდა ქილიკი ე.წ. "უტვინო ბლანძიკების" მისამართით.

    რაც არ უნდა სასაცილოდ ჩანდნენ ამ ადამიანებს საკუთარი სამყარო აქვთ, საკუთარი ვარდისფერი სამყარო სადაც ცხოვრება დიახაც რომ გაცილებით უფრო მარტივია.

    თქვენ კი ჭკვიანი გოგოები თქვენს რუხ და უფერულ სამყაროში ჩაკეტილები ხართ და უბრალოდ გშურთ ამ ვარდისფერი ბარბების რადგან მათ შეძლეს და ცხოვრება რომელიც ისედაც უფერულია, გააფერადეს. ხო ეს ისედაც რუხი სამყარო კიდევ უფრო არ ჩაუბნელებიათ სქელყდიანი და უაზრო წიგნების ფრუცვლით და ათას სისულელეზე უაზრო მსჯელობით.

    ОтветитьУдалить
  10. Анонимный23 мая 2010 г., 0:43

    უიზერსპუნმა ესეთი როლი ითამაშა("Bigger. Bolder. Blonder") და კარგადაც გამოუვიდა რა ტიპიური ბარბი (დიოს მიო).
    http://www.youtube.com/watch?v=GsvZGwd8vrI

    რა მოსაწყენი ლოგიკა გაქვთ... :rolleyes:

    ОтветитьУдалить
  11. Анонимный23 мая 2010 г., 0:46

    Edit-
    [quote] კერგით რა კერგით [/quote]

    მომეწონა ეს კომენტარი : )

    ОтветитьУдалить
  12. ხელშუხებელი ობიექტი კი არა
    ტყუილად ზიხარ შენ ფსიქოლოგიის ლექციებზე?

    რომ გეუბნებიან უზენაეს ღირებულებებს არ შეეხოო ე.ი. არ უნდა შეეხო და მორჩა
    სერიოზულად გაჭედა აქ ხალხმა მგონი :rolleyes:

    ОтветитьУдалить
  13. :D
    კითხვა: როგორ ანთებს ქერა ქალი შუქს სექსის შემდეგ?
    პასუხი: აღებს მანქანის კარს

    ძველი და ცნობილი ანეგდოტიო რომ ეწერა მაგაზე გამახსენდა.

    :D

    macaco
    ეუF
    იუზერსპუნი რომ იქნება ვიღაცის უზენაესი და ხელშეუხებელი ღირებულება - :D O O O ეგეთ ადამიანთან მინდა გასაუბრება, თუმცა არ ვიცი რაზე შეიძლება მასთან საუბარი ალბათ ისევ იუზერსპუნზე :D


    აქ ამბავი ატყდება საღამოს დედოფლობაზე რომ ხოცავენ ერთმანეთს კარგი და ცუდი გოგოები თინეიჯერულ-ჰოლივუდურ-ბლანძინკურ კომედიებში :D

    მაგას რა ჯობია- ფეხმურთი დამთავრდა და რაღაცით მაინც ხომ უნდა გავერთოთ :D

    ОтветитьУдалить
  14. dexter

    ღირებულებას იმიტომ ჰქვია ღირებულება რომ ყველას სხვადასხვა აქვს
    ზოგისთვის იუზერსპუნი და ზოგისთვის გოია.

    ОтветитьУдалить
  15. Анонимный23 мая 2010 г., 3:07

    am gogoebs 'it girls' qviat, 'barbie' mati misamartit arasodes gamigia... hoda tu 'utvinoebi' arian, magitomac akvt bankis angarishebze milionebi... :D
    P.S. neta egeti 'utvino' viyoooo :D

    ОтветитьУдалить
  16. ერთი მანახა, რომელი ექს-ბარბი გაასვენეს ვარდისფერი კუბოთი? :))

    ОтветитьУдалить
  17. Анонимный

    ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია ჭკვიანი გოგოების კლუბის სახელი გესაუბრო მაგრამ რადგან შენი პოსტი ჩემს პოსტს ეხმაურებოდა საფძველი მაქვს ვიფიქრო რომ შენი კომენტარი მე მეხება. :)

    არ ვიცი ვინ ხარ თუმცა თუ ჩემს ბლოგს კითხულობ და მითუმეტეს თუ მიცნობ ნამდვილად ვერ იტყვი რომ ჩემი ცხოვრება რუხია.
    და საერთოდ ლოგიკა რომ ვინც წიგნებს კითხულობს ის ამით ცხოვრებას იმუქებს იმდენად უაზრობაა რომ ამაზე არც კი ღირს კამათი
    მე მიყვარს წიგნები და ეს არის ჩემი ცხოვრების ლამაზი ფერებია :)
    როგორც გინდა ასე აღიქვი

    რაც შეეხება შურის მომენტს
    ესეც იმდენად სასაცილოა რომ ...
    თავად ამბობ რომ ასე ცხოვრება გაცილებოთ მარტივია სულელებს უფრო უადვილდებათ...
    რომ გვშურდეს ნასტასიამ როგორც აღნიშნა ჩვენც გადავიღედბით სარკეში ტუჩებგაბუსხულ ფოტოებს, დავსხდებოდით მთელი დღე რომელიმე კაფეში და ვიჭორავებდით იკაზე, ნიკაზე, ზუკაზე და მერე პირიქით
    ასე ხომ უფრო მარტივი იქნებოდა.
    და თუ ასე არ ვაკეთებთ ე.ი. ეს არ მიგვაჩნია სწორად და არა იმიტომ რომ სწორად მიგვაჩნია და უბრალოდ ვერ ვაკეთებთ :)

    @ მეორე ანონიმური :D
    მაპატიეთ რომ ადამიანს ინტელექტით უფრო ვაფასებ ვიდრე მამიკოს მილიონებით ან გარეგნობით

    სამწუხაროა რომ მილიონებს ტვინი არ მოაქვთ თან :D

    მაცაცო

    ისე აიჭრა ხალხი მართლა ჯობდა საერთოდ არ მეხსენებინა
    მაგრამ
    კარგი რა :D ფასეულობის შესახებ წარმოდგენას ნუ დამიკარგავ


    kate
    "ვაიმე"
    აი ზუსტად :D

    ОтветитьУдалить
  18. ისეთი რაღაცეები წავიკითხე, ლამისაა ქერად შევიღებო თმები. :D

    ОтветитьУдалить
  19. kate

    მოღალატევ!

    მოგწყინდა რუხი ცხოვრება?
    :D :D :D

    ОтветитьУдалить
  20. ჰაჰაჰაააააააა... :))))))))

    რატომ არ გძინავს???
    ბლოგის საათი არის გასასწორებელი შენთანაც და ჩემს ბლოგშიც. :(

    ОтветитьУдалить
  21. kate
    დილაა უკვე

    კი გასასწორებელია :)

    ОтветитьУдалить
  22. Анонимный23 мая 2010 г., 12:18

    ჩემი ბარბობა არ გაიშვა არსად!!! მაგრამ აი,ვარდისფერი ძალიან,ძალიან მიყვარს. როდესაც სამეცადინოდ ვჯდები აუცილებლად ვარდისფერ მაისურს ვიცვამ და ვარდისფერი პასტით ვწერ,საოცრად კარგ განწყობაზე მაყენებს.:შორსხელებივარდისფერისგან:

    ОтветитьУдалить
  23. არც მე მიყვარს ბარბები! ისე კი ნათქვამია, ჭკვიან ქალს საჭიროებისამებრ შეუძლია სულელი ითამაშოს, პირიქით კი შეუძლებელიაო!ეს მერლინის თემაზე. ;)

    ОтветитьУдалить
  24. მაინტერესებს რომელმა იდიოტმა შეთხზა მითი რომ კაცები გიჟდებიან სულელ ქალებზე?
    სისულელეა
    ან ეგ არის სისულელე
    ან არ ყოფილა ყველა კაცი მართლა ერთნაირი და რას გვერჩით.
    მერილინს რაც შეეხება ძალიან ქალური და სექსუალურია
    და მეც ვფიქრობ რომ მხოლოდ თამაშობდა სულელ ქალს
    ასე გაცილებით უფრო მარტივი იყო თავიდამკვიდრება , განსაკუთრებით კი იმ ეპოქაში როდესაც ის ცხოვრობდა.

    ОтветитьУдалить
  25. ვაჰ
    გეუბნები უკვე მესამედ თუ მეოთხედ
    თუ უკვე რამდენჯერ ამერია სათვალავი

    რაღაცით ხომ უნდა მიიქციონ ყურადღება?
    ყველა შენნაირი ვერ იქნება

    ОтветитьУдалить
  26. ჰექსე,

    რაღა ამერიკელ ქერებს და ვარდისფერებს გადაუარე, ეგ ერთი გოგოც და მეორე სექსსიმბოლოც ორივ ჭკვიანი იყო, შეიძლება ამ უკანასკნელმა ცხოვრებაშ ბევრი შეცდომა დაუშვა და ტრაგიკულადაც დამთავრდა ეს ცხოვრება მისთვის, თან ნაადრევად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ უჭკუო იყო. უჭკუოებს სხვანაირი თვალები აქვთ , ასე მგონია :)

    ჰოდა, რისი თქმა მინდოდა,
    აბა გაიხედე გარშემო, ჩვენივე დედაქალაქში, რა ქერა, რის ქერა, რა ვარდისფერი, რის ვარდისფერი.
    ვარდისფერი ჩვენს გარშემო მგონი ერთადერთი ბლოგერი სვითია მას რომ ზემოთხსენებულ გოგოებთან საერთო მხოლოდ ვარდისფერი აქვს, მე მგონი დამეთანხმები :)

    ახლა ჩვენთან მოდაში შუაზე გადაყოფილი შავი თმაა, თმაშუბლის ზღვარზე ფერადი მბზინავი წვრილი თასმითა და ტუჩებზე წითელი პომადით ;) ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.

    ჰოდა ის დროა ბრუნეტკებს დაერიო :D

    თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, ჭკუა და თმის ფერი, ან თუნდაც ტანსაცმლის, არც ისეთი პირდაპირპროპორციულია, როგორც ეს კლიშედქეულ მოსაზრებებშია :)

    ОтветитьУдалить
  27. მერილინს რაც შეეხება, არა მგონია, ფრაზა "მართლა ასეთი კი არ ვარ, ვთამაშობ" იმას ნიშნავდეს, რომ მართლა ასეა :)

    ОтветитьУдалить
  28. katiee
    მე ზოგად ფენომენზე დავწერე
    და რა თქმა უნდა არაქართულ სინამდვილეზე
    რაც შეეხება შენს მიერ დახატულ პორტრეტს ანუ მბზინავი თასმა და წითელი პომადა - ეგ იმდენად საგანგაშო კატეგორიაა რომ სახსენებლად არც კი ღირს. ჩემს ბარბებს მათთან შედარებით ერთი დიდი პლიუსი აქვთ მათ გემოვნება მაინც გააჩნიათ ეს ქართული სინამდვილის თასმიანი ბარბები კი ტიპიური გოიმები არიან, სულელები კი არა გოიმები რომელთაც თავი რა თქმა უნდა ზედმეტად ჭკვიანები ჰგონაით, აი ბარბები კი ხშირ შემტხვევაში აღიარებენ იმას რომ დიდი ინტელექტით ვერ დაიკვეხნიან.
    ნუ, სვითი რომ ამ პოსტთან არაფერ შუაშია მგონი პოსტშიც იგრძნობოდა. :)

    tornike
    შესაძლოა ესეც გარკვეულწილად ტავდაცვა იყო, ანუ მართლა ასეთი სულელი კი არ ვარ არამედ ვთამაშობ
    :)
    მაგრამ როგორც ეკამ აღნიშნა სულელებს უფრო სხვანაირი თვალები უნდა ჰქონდეთ :)

    zuzu
    ისე ამბობ თითქოს მე რაღაც ზეკატეგორია ვიყო :)

    ОтветитьУдалить
  29. sxvananiri rom ar iyo shenc barbi iqnebodi :) :)

    mokled ar mesmis ratom gagizianebt aseti xalxi
    :)

    ОтветитьУдалить
  30. არავინ მძაგს, არც ბარბები არც მონროები და არც არავინ :)

    ვარდისფერს რაც შეეხება ბოლოს რაც წავიკითე რაღაც ფსიქ კვლევა იყო, ლიდერი ქალები სამჯერ უფრო ხშირად ირჩევენ ვარდისფერს როგორც ფავორიტ ფერს ვდრე არა ლიდერი ქალები.

    ОтветитьУдалить
  31. არადა არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ვარდისფერთან :)
    პირიქით
    თავად ვწერდი ვარდისფრად
    მეყენა ვარდისფერი ავატარები
    და მოკლედ პიკასოსი არ იყოს მქონდა ვარდისფერი პერიოდი ცხოვრებაში
    უბრალოდ გააპაპასავეს ბარბებმა.
    და თანაც არსებობს ფერები რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში შეუფერებელია
    ich meine so...

    ОтветитьУдалить
  32. კი კი, სვითი რომ არაფერ შუაში იყო, ეგ პირველივე წინადადებიდან იგრძნობოდა და ისედაც, რატომ უნდა ყოფილიყო შუაში.

    უბრალოდ ბუნებრივად სვითი და მისი პოსტიც გამახსენდა ამ თემაზე კი არადა ამ მსახიობზე, ძაღლით ხელში. და სიაშუეზე და იდეალებზე. ისიც კარგი პოსტი იყო სხვათა შორის, ოღონდ სრულიად საპირისპირო მხრდან დანახული. ნახე თუ არ გინახავს :)

    ОтветитьУдалить
  33. ჰმ, ზემო კომენტარი ჩემი იყო, რატომღაც ანონიმურად დაიპოსტა :/

    ОтветитьУдалить
  34. http://www.curledup.com/blondeth.htm

    ОтветитьУдалить
  35. რა დღეში გაქვთ ნერვები
    ნწ ნწ
    ყველა რომ იდელაური იყო ჩვენ იდეალურები ვერ გამოვჩნდებოდით
    :D :D :D

    სფეშალ მეორე ანეგდოტი თმის შეღებვასთან დაკავშირებით

    კითხვა: რა ჰქვია ბუნებრივად ქერა ქალს რომელიც თამს შავად იღებავს?
    პასუხი: ხელოვნური ინტელექტი

    ОтветитьУдалить
  36. dexter

    შენა და ის იცი კაცი რომ სახინკლეში შედის 99 ხინკალი მომიტანეო :spy:

    ბრჭყვიალა აბადოკი და წითელ პომადას კიდევ ერთი დეტალი აკლია სრულყოფილებისთვის საშინელი "ზაგარი" და "სვარჩიკის" სათვალეები :)

    ОтветитьУдалить
  37. lenon
    ეს რომელი ახალია რამე? მომიყევი აბა....

    შენა და ეგეთი გოგოები არ მოგწონს?
    ყოველთვის მეგონა რომ ეგეთი გოგოები მოგწონდა
    თურმე ვცდებოდი :(

    ОтветитьУдалить
  38. Great blog post, I have been looking for that!!

    Francesca

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)