25 мая 2010

რომელი უფრო ჭკვიანია - ქალი თუ მამაკაცი?


კითხვა რომელიც კაცობიროობას დიდი ხანია რაც აწუხებს
"რომელი უფრო ჭკვიანია - ქალი თუ მამაკაცი?"

რა თქმა უნდა მამაკაცი! - და არ მესმის რათ უნდა ამას ამხელა განხილვა?

თუმცა მაინც განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე:
ციცაბო კლდე, რომლის თავზეც არის ამოსული ველური ვარდი. კლდის ქვემოთ დგანან ბიჭები და გოგოები, რომელთაც ძალიან მოეწონათ ეს ყვავილი
თუმცა ისმის კითხვა: ვინ ავა მის მოსაწყვეტად?
გოგოები რა თქმა უნდა ამბობენ რომ: "-აუ ჩვენ არა..." " აი ჩვენ, როგორ თორემ კი.."
ბიჭები კი დაუფიქრებლად მიხოხავენ ციცაბო კლდეზე და ასე ნახევარი საათის შემდეგ თავ-პირ დამტვრეულებსა და მუხლებგადატყავებულ-დასისხლიანებულებს ჩამოაქვთ ყვავილი, რომელიც რეალურად არავის სჭირდებოდა.

მაშ, რომელი უფრო ჭკვიანია?


წყარო: წიგნი "ქალი და მამაკაცი"
ზ.მხეიძის ლექცია "ფსიქოლოგთა კლუბში" თემაზე "ინტერპერსონალური ურთიერთობები"


17 комментариев:

  1. ზურა მომიკითხე და გაახსენე, რამდენჯერ დახამებულივით აცოცებულა კლდეზე ;)

    ОтветитьУдалить
  2. ეჰ.. მარტო კლდეზე? მარა რას ვიზავთ, არ ახვალ და არ გამოდის. არ შეიძლება ეს გაუთავებელი ბანკეტები, შეხვედრები.. თუ ეს სხვაგან უნდა ვთქვა?

    ОтветитьУдалить
  3. მე სულ ვიცოდი და არც არასოდეს მიჭირდა აღიარება, რომ კაცები უფრო ნიჭიერები და ჭკვიანები არიან, თუმცა ქალები უფრო შრომისმოყვარეები :)

    ОтветитьУдалить
  4. ა, ხოო, ჩმი მაგალიათია ნებისიმიერი გამოცდა :))))

    ОтветитьУдалить
  5. არაადეკვატური მაგალითია. კლდეზე დაუფიქრებლად ცოცვა ჭკუასთან რა კავშირშია? :D ჭკუა შეიძლება გაიზომოს სამეცნიერო ან კარიერული მიღწევებით, ეგ ცოტა სხვა რაღაცაა. ასე უამრავი ქალის მოძებნა შეიძლება რომელმაც წამლები გადაყლაპა ან ვენები აგდაიჭრა ბიჭის გამო. მერე რა?

    ОтветитьУдалить
  6. ჰეჰ
    რასაც შენ არ იპოვი :)
    ვიცი ეგ წიგნი
    ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი
    არც ერთი მხარე რომ არ რჩება გულნაკლული ისე

    gijmaji
    ჭკუაში ჩემი აზრით პირველ რიგში პრაქტიკული ჭკუა იგულისმხბეა და არა ის თუ ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული და ვის რამდენი დისერტაცია დაწერილი
    მე ასე ვფიქრობ პირადად :0

    ОтветитьУдалить
  7. ეგ წიგნი მეც ვიცი
    წერია რომ რა თქმა უნდა მამაკაცია ჭკვიანი მტკიცებულებად კი მოყვანილი ის ფაქტი რომ ყველა მნიშვნელოვანი გამოგონების ავტორი მამაკაცია.

    თუმცა მე სხვანაირად ვფიქრობ
    დაწერა მეზარება
    ხვალ დავწერ
    თუ არ დამავიწყდა

    ОтветитьУдалить
  8. ეგ წიგნი მე არ მაქვს წაკითხული და რომ ვთქვა წაკითხული მაქვს მეთქი
    ვინმე გაიგებს ნეტავ? :spy:

    ОтветитьУдалить
  9. წარმოდგენილ სიტუაციაში ჭკუა და ანალიზი არაფერ შუაშია, მარიაჟობის/ვინმეს გულისთვის გაკეთებული საქციელია და არა გააზრებულ/აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება რამე საქმისთვის :D

    ОтветитьУдалить
  10. ოჰო... კლონი გამომჩენია :)))))) ნეტა მემკვიდრეობაშიც ხომ არ შემეცილება :)))))

    ОтветитьУдалить
  11. dexter
    სულ რატომ იკბინები?
    დავიჯერო შენს ცხოვრებაში ტკბილი არ გიჭამია არაფერი ? :D :D

    lenon
    შენც ისე ფიქრობ როგორც მე? :P

    ОтветитьУдалить
  12. dexter
    არ ვიცი გაიგებს თუ არა მაგრამ რომ არ დაგიჯერებთ ცხადია :D

    i.a.
    არ მახსოვს მე და შენ მაგ თემაზე გვქონია თუ არა დისკუსია მაგრამ მე ვფიქრობ რომ ისევ და ისევ ქალის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ქალები ნაკლებად ფიქრობენ მთელ სამყაროზე, ანუ მათ იშვიათად უჩნდებათ კაცობრიობის გადარჩენის ამბიცია
    ხოლო ადამიანი რომელიც რამეს იგონებს თავისთავად ყველაზე ფიქრობს.
    ანუ ქალებს ურჩევნიათ უფრო ნაკლებ ხალხზე იფიქრონ მაგალითად ოჯახზე, ვიდრე მთელ პლანეტაზე.

    p.s. ზოგადად მოსახლეობის უმრავლესობა იკბინება იმიტომ რომ არ აქვთ სამსახური ლევანი კი იკბინება იმიტომ რომ აქვს სამსახური მაგრამ ისეთი არაფერი რომ არ არის იქ საკეთებელი ხოდა თავისუფალი დროის შევსების საუკეთსო საშუალებებს იკვლევს :D

    ОтветитьУдалить
  13. კაიჰ რა ლევან
    ეგეთი სამსახური მქონდეს არაფერი იყოს იქ საკეთებელი და თავისუფალი დროის გატარების საუკეთესო საშუალებები მერე გენახა შენ
    ისე ამ ბოლო დროს აღარ მომწონს შენი იუმორი
    როგორც ჩანს კრიზისი ყველაფერს ეხება :D

    ჰოდა აქვვე შენს მიერ გამოთქმულ აზრს არ დავეთანხმები იმაშირ ომ ვინც რამეს იგონებს აუცილებლად კაცობრიობაზე ზრუნავს
    ისინი პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ხოლო უკვე შემდეგ ფიქორბენ რომ მათ მიერ გამოგონებული ველოსიპედი შესაძლოა გამოადგეს ბევრს.
    ასეა ეს იშვიათადი გამონაკლისების გარეშე

    ОтветитьУдалить
  14. სინამდვილეში დექსტერს საქმე აქვს თუმცა ყველა მის საქმეს თანამშრომლები აგვარებენ
    (შენი უფროსი იმდენად დაკავებული პიროვნებაა ძნელი დასაჯერებლია ეცალოს ჩემი ბლოგის საკითხავად :D)

    lenon
    გეთანხმები მაგრამ მაგის მიზეზი ფსიქოლოგიაა თუ ის რომ შესაძლოა დაბადებიდან ეუბნებიან რომ მისი საქმე არ არის კაცობრიობაზე ზრუნვა?
    ნუ ესეც ხომ ვერსიაა ?

    ОтветитьУдалить
  15. რა თავმდაბალი ხარ ნი :)
    შენს მაგივრად ყველა საქმეს თანამშრომელი აგვარებდეს და შენ მხოლოდ მადლობებს იღებდე ეგეთი სამსახური მხოლოდ უფროსებს აქვთ.. მე მაგდენი სად შემიძლია?



    და შენ კიდევ ყველგან დაჩაგრული ქალები ნუ გელანდება რა,..
    არ აქვთ ამ ქალებს კაცობრიობაზე ზრუნვის პრეტენზია და რა გინდა

    ОтветитьУдалить
  16. გააჩნია ქალს და კაცს. ამ შემთხვევაში სტატისტიკით ვერ გაზომავ.
    უჰ, ეს რა კითხვა დასვი ჰექსე, ამის გამო ხოცავს ხალხი ერთმანეთს :))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)