09 июня 2010

"სექსი დიდ ქალაქში 2"-ის პრემიერაზე მე ვიცვამ....

"სექსი დიდ ქალაქშის პრემიერაზე თუ მიდიხარ, მაშინ თეთრი კაბა ჯობს" მაღაზიაში გაგონილიდან




ეს პოსტი არის პასუხი დოინჯის პოსტისა "…და თქვენ რას იცვამთ “სექსი დიდ ქალაქში”-ს პრემიერაზე?"
სხვათაშორის მადლიერი ვარ ამ პოსტის რადგან რომ არა ის, ხომ ვერასოდეს ვნახავდი ქრონიკის სიუჟეტს, რომელიც მე თუ მკითხავთ, გვირგვინია ქართული ჟურნალისტიკის.

თუმცა პირველ რიგში მაინც მადლობა "ქრონიკას" იმისათვის რომ სიუჟეტი "რას იცვამს ქართული ბომონდი სექსი დიდ ქალქში 2-ის პრემიერაზე " კულტურის ბლოგში არ ჩასვა.
მეორე რიგში კვლავ დიდი მადლობა "ქრონიკას" რადგან ამ სიუჟეტმა ჩემი ბანკეტის დრო გამახსენა ერთმანეთს რომ ვურჩევდით და ვუყვებოდით ვინ როგორ მოვიდოდა ბანკეტზე. თუმცა მაშინ ჩვენზე სიუჟეტის გადასაღებად ტელევიზიიდან რატომღაც არვინ მოსულა.
დრო იყო მაშინ რაღაცნაირად უცნაური იცით?
მესამე რიგში კიდევ დიდი მადლობა "ქრონიკას" რადგან ერთ უცნაური კითხვაზე დამაფიქრა

გამაგებინა ნეტავ ვინ იდიოტმა დაადგინა რომ ახალი ამბები ტელევიზიაში სულ მცირე 1 საათი უნდა გრძელდებოდეს. მოყევი ნახევარ საათში და მერე თუ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი გაუშვი ეს რეკლამა 2 საათი და ეგ არის.
არ მესმის რატომ ვერ შეიგნო ვერც ტელევიზიამ და ვერც კინომ რომ თუ სიუჟეტში/კადრში მკრთალად ჩანს გუდვილი, პსპ, ამირანი ეს ამ ბრენდის უკვე ფარული რეკლამაა ხოლო თუ შემდეგ ჩაწერ ინტერვიუს "ამირანის" წინ მდგომ კაცთან რომელიც ყვირის "აუ რა მაგარია ამირანი.... 3D გადაარჩენს მსოფლიოს" ეს უკვე აშკარა რეკლამა იქნება და ამ გარეკლამებული სიუჟეტების ყურებას ისეც წმინდა რეკლამების ყურება მირჩევნია - მეცოდინება მაინც რომ არავინ არაფერს მატყუებს.

მგონი იმდენად აშენებული ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ სხვა საჭირ-ბოროტი არაფერი ხდება და მალე დაიწყებენ სიუჟეტების კეთებას თემაზე " ვინ როგორ მიდის მეზობლის ბიჭის ქორწილში" ან "შორეული ახლობლის ორმოცზე თევზი ქინძმარში ვარგოდა თუ არა?"

არადა სულ ცოტათი მაინც რომ მინდოდეს მაღალ საზოგადოებაში ფეხის შედგმა ასეთი სიუჟეტის ნახვის შემდეგ აუცილებლად უნდა დამევიწყებინა ის ფაქტი, რომ ჩინეთის მეტეოროლოგიური პროგნოზი უფრო მეტად მაინტერესებს ვიდრე ეს ფილმი, გადამედო ორი თვის წინ დაგეგმილი გამოფენა და პრემიერისთვის მზადებას შევდგომოდი.

  • კაბა - რა თქმა უნდა თეთრი - აბა დრეს-კოდს ხომ ვერ დავარღვევ, ისე კარგი იქნებოდა თუ ამ თეთრ კაბას ოთხივე კუთხით ჯვრები ეხატებოდა რადგან არაფერია დღეს ისე მოდური, როგორც პატრიოტიზმი.
  • ვარცხნილობაც საჭიროა არა? თმაში აუცილებლად მექნებოდა ჩაბნეული ვარდი - ხომ ვთქვი პატრიოტიზმი აქტუალურია მეთქი. "თბილისი Live"-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აუცილებლად აღვნიშნავდი რომ ეს ექსკლუზიური ვარდი იმ ვარდთაგანია რომელიც ექსკლუზიურად ამ პრემიერისთვის ჰოლანდიიდან ჩამოიტანეს ექსკლუზიურად ჩემი თმისთვის."
სიტყვა "ექსკლუზიური" მოდური რამეა შავი ხელჩანთასავითაა, ყველაფერს უხდება.

  • ფეხსაცმელი? ნუ რა თქმა უნდა ვერცხლისფერი, რადგან ის ჰარმონიში მოსულიყო იმ ვერცხლისფერ გლამურულ ხალიჩასთან რომელსაც ექსკლუზიურად ამ დღისთვის და ექსკლუზიურად ჩვენთვის აგებს "ამირანი".
ხოლო ამ ვერცხლისფერი ფეხსაცმლის ლანჩები აუცილებლად უნდა ყოფილიყო წითელი, რადგან ეს იქნებოდა საუკეთესო მინიშნება იმაზე, რომ ჩემი ფეხსაცმლის ლანჩები მხოლოდ წითელ ხალიჩაზე იმსახურებს დგომას.

აი ხომ გითხარით სულ არ ვარ გარკევული ასეთ ბულვარულ ამბებში. ამიტომ დაზუსტებით არ ვიცი დღეს თბილისში ასეთ ღონისძიებებზე მისვლა პარტნიორთან ერთად უფრო მოდურია თუ უ.

თუმცა გვერდით აუცილებლად მეყოლებოდა
  • პარტნიორი მამაკაცი მაინც ყოველი შემთხვევისთვის რომელიც მთელი დროის განმავლობაში იწუწუნებდა იმაზე რომ ყველა ნორმალური ადამიანი ახლა დაკავებულია ფეხბურთით. ჟურნალისტის პროვოკაციულ შეკითხვაზე " რა ბრენდი გმოსავთ? " უხერხულად შეიშმუშნებოდა და დაძაბული გადმომხედავდა. მე კი ვითომ აქ არაფერი მომხიბვლელი ღიმილით დავიწყუებდი ცნობილი კუწიურეების სახელების რახა-რუხს რა თქმა უნდა ეტიკეტის ჩვენებით, აბა ისე როგორ? "

მე თუ მკითხვათ, საკმაოდ სახალისო იქნებოდა.
რა ცუდია რომ ჩინეთის მეტეოროლოგიური პროგნოზი უფრო მეტად მაინტერესებს ვიდრე ეს ფილმი
და არც ვერცხლისფერი ფეხსაცმელი მაქვს წითელი ლანჩებით.

25 комментариев:

  1. ვააჰ, გამაგებინეთ ვინმემ რა სიუჟეტი იყო ასეთ და სად ვნახო :D
    ნუ ფილმი რომ არ მინახავს და წარმოდგენა არ მაქვს რაზეა, ეს ცალკე სირცხვილი და თავის მოჭრა :(

    ОтветитьУдалить
  2. ვიზიარებ შენიშვნას. ამდენი ხანია ჟურნალისტიკას ვსწავლობ და არავის უთქვამს, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვება რამე დროითი ჩარჩოებით უნდა გავიდეს და მაინცდამაინც ნიკა ცქიტიშვილის უმცროსი ძმის პორტრეტით (სხვათა შორის, იმავე საოცარ გამოშვებაში ესეც იყო)შეივსოს :)

    თბილისი ლაივს რაც შეეხება, ეგ ცალკე სასწაულია (ვენაცვალე იდეის ავტორს) :) ნერვების მოშლა რომ არ მეზარებოდეს, წესით ღირს, რომ მის რომელიმე გადაცემას თავიდან-ბოლომდე ჩაუჯდე და რაღაც დაწერო :) (ნუ, კორექტულობის ფარგლებში, რა თქმა უნდა) :)

    ОтветитьУдалить
  3. სიტყვა "ექსკლუზიური" მოდური რამეა შავი ხელჩანთასავითაა, ყველაფერს უხდება - ამაზე მაგრად ვიხალისე! არც მე მაინტერესებს ეს ფილმი და საერთოდ არც ერთი ღონისძიება, სადაც პეროების გარჭობაა საჭირო! :)

    ОтветитьУдалить
  4. katiee

    http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi
    აი აქ შედი და 8 ივნისი მონახე 20:50 და ეგ არის
    სექსი დიდ ქალაქში რომ არ გქონდეს ნანახი ეგ კიდევ გეპატიება და ასეთი სიუჟეტის ნახვა უბრალოდ - არა :)

    მჩხაპნელი
    თბილისი ლაივს რაც შეეხება ძალიან კარგი იქნება თუ მაგ გადაცემაზე დაწერ
    შთაგონებისთვის ამონარიდი მაგ გადაცემიდან
    წამყვანი და კრისწი ყიფშიძე სხედან ერთ-ერთ ტაილანდურ რესტორნაში

    წამყვანი- კრისწი შენ რომელი სამზარეულო უფრო მოგწონს
    ტაილანდური თუ იტალიური?
    კრისწი- მე უფრო ვიეტნამური
    წამყვანი- ვაუ რა მოდური ხარ :დ :დ

    დასკვნითი ნაწილი - წამყვანი - ყველას გირჩევთ აუციებლად ესტუმროთ ტაილანდურ რესტორანს აქ შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი: ვინ ვისთან ერთად მოვიდა ვინ ვისთან ერთად იჯდა და ვინ ვისთან ერთად წავიდა მოკლედ რაც ჩვენ გვიყვარს რა - ჭორები :დ

    ხათო
    ხო პეროების გარჭობა არა მხოლოდ საჭიროა არამედ მოდურიც კია ასეთ ღონისძიებებეზე :დ

    ОтветитьУдалить
  5. ჰა ჰა ჰა
    ბოლო სურათმა საერთოდ დაგლიჯა :D
    ჰოდა დღეს ფეხბურთია ასე რომ სულ სახლსი წაუღიათ ის ვერცხლისფერი ხალიჩა

    ОтветитьУдалить
  6. dexter

    dges ki ara zeg :D :D :D

    hoda mec verafrit vamugameb mag films
    seriali gacilebit ufro kargi iyo :)

    ОтветитьУдалить
  7. თამ
    არ ვიცი
    ალბათ ფილმის ფერებში ჩასვეს.
    ისე ეს დრეს-კოოდიც ვინ დააგინა საინტერესოა :)

    ОтветитьУдалить
  8. უკვე დადგენილი ფაქტია და ტრადიციადაც ნაქცევი მგონი რომ პრემიერაზე მისვლის მთავარი მოტივაცია ახალი ფეხსაცმელი/ტანსაცმელი/პარტნიორი/რამდენიმე გასავრცელებელი ჭორია და თვითონ ფილმი იქაც ყველას ისევე კიდია, როგორც მე მაგათი ახალი ფეხსაცმელი/ტანსაცმელი/პარტნიორი/რამდენიმე გასავცრცელებელი ჭორი...


    ხოოდა, მოკლედ, პეროები ცუდი რამეა და კულტურა და სუბკულტურა სხვადასხვა, და საერთოდ, ქართული ელიტის და ბომონდის დებილი დედაც :)

    ОтветитьУдалить
  9. fexburti iqit iyos da pirvel suratshi im gogos ramdeni fexsacmeli aqvs
    :(

    ОтветитьУдалить
  10. ძაან მაგარი პოსტია, ჰექს :D

    ОтветитьУдалить
  11. კარგი პოსტია
    მართლა ვისიამოვნე :)

    მიუხედავად იმისა რომ მე მიყვარს მოდა და "კუწურიები" სინამდვილეს ვცდილობ არ ავცდე ხოლმე
    აბსოლიტურად სწორი შენიშვნები იყო
    განსაკუთრებით ეტიკეტების ჩვენებაზე

    მაგრამ თეთრი კაბააააააააა
    მიყვარს
    ულამაზესია
    ნუ ყველა არა რა თქმა უნდა

    ОтветитьУдалить
  12. ნასტასია - სწორი კომენტარი იყო :)
    ი.ა. აი შენ ეგა თქვი :)
    ზურა მადლობა :)))
    თაა - მეც მიყვარს მოდა და შენი ბლოგიც :) მაგრამ დოზას გააჩნია ხომ ხვდები :)

    ОтветитьУдалить
  13. ეგ კი არადა მე იმას ვერ ვხვდები რა ჯანდაბად უნდათ ქალებს 47 ფეხსაცმელი
    როცა თვეში მხოლოდ 30 ჰა ჰა ჰა 31 დღეა

    ОтветитьУдалить
  14. ჰექსე

    თაა - მეც მიყვარს მოდა და შენი ბლოგიც :) მაგრამ დოზას გააჩნია ხომ ხვდები :)


    didi madloba :) gamixarda
    ra tqma unda dozebsac gaachnia da kidev bevr rames
    magram es unda gesmodes adamians da acnobierebde :)

    ОтветитьУдалить
  15. მაპატიეთ რომ პრემიერაზე ვიყავი და წითელ ლანჩიანი ფეხსაცმელი მეცვა :|

    ОтветитьУдалить
  16. 7a replica bags wholesale view it m8q73g6m26 7a replica bags wholesale go to the website f9w35l0k76 good quality replica bags replica bags wholesale in divisoria n7v92x1f38 replica bags paypal find more g8l25g9k74 replica bags forum

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)