
"მომეცით ამ ფულის ნახევარი და მე თავად დავდები ძეგლის მაგივრად "-ო
"ასეთი კაცის ( შოთა რუსთაველი) გვერდით ამ მაიმუნობას ("მაგდონალდსი") რომ ააშენებ რომელ ქართველობაზეღაა იქ საერთოდ ლაპარაკი? " - "ხინკლის სახლიდან" ამოსული ღიპიანი ქართველი. აღშფოთების მიზეზი ალბათ ის გახლდათ რომ იმ "მაიმუნობაში" არ აქვთ ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, სოკო კეცზე და მისთ. ანუ "ჰამბურგერი ვჭამოთ? - "გზები ვჭამოთ"-ის შემქმნელებისაგან.
"უნივერსიტეტის წინ ვიღაც უკრაინელის ძეგლი (ტარას შევშჩენკო) რომ არ დაეყენებინათ უნივერსიტეტის წინ დასაყენებლი ქართველები დაგველია ქართველებს? "- მელიქიშვილისკენ მისეირნე პატრიოტი სტუდენტი - უნივერსიტეტის წინ ვინც აყენია ქართველები ისინი ხო სულ ზეპირად იცი.
ლონდონში ჩერჩილის ძეგლზე არასდროს სხდებიან მტრედები, რადგან მისი თავი და მხრები წვრილი, ალესილი, შეუმჩნეველი ნემსებით არის დადფარული - ასეთი რამ ჩვენც გვჭირდება ოღონდ არა ჩიტების არამედ ხალხისა და მათი საწერი საშუალებების (ფლომასტერების, მარკერების, დანის წვერებისგან დასაცავად. )
"მაიაკოვსკიმ რა გამიკეთა ამისთანა შუა დიღომში რომ წამომეჭიმა?" - მაიაკოვსკის ღვაწლით დაეჭვებული დიღმელი.
"ამ შადრევნების აჩუხჩუხებას ერთი სტალინის ძეგლი დადგი თბილისში ხო ხედავ მთელი გორი დაბომბეს და მის ძეგლს ხელი ვერ ახლეს რუსებმა რატო თუ იცი? " (ეშმაკური ჩაღიმება) - რუსების მხრიდან დიდი ბელადის მიმართ ჯერ კიდევ ძრწოლვის ფაქტით ამაყი ქართველი ("ერთი სტალინი გინდათ თქვენ!"-ის შემქმნელებისაგან)
"მგონი ძალიან სიმბოლურია რომ ეს აქციები ილიას ძეგლის წინ იმართება, რადგან ილია ხომ მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეალია"- აქციებით აღელვებული სიმბოლისტი მამულიშვილი ციკლიდან "რაღაც არსებობს!" მაგრამ მაინც იქნება ვინმემ აუხსნათ რომ ეს აქციები ილიას ძეგლის კი არა პარალამენტის წინ იმართება თორემ რაღაც დაიბნა.
ის მრავალსერიანი ანეგდოტებისა და კურიოზების არმია ვაჟას ძეგლზე, მისკენ მიმავალ ყველა "მარშუტკაზე" იქ ასულ კარგად ჩაცმულ შუა ხნის ქალბატონსა და სიცილით ჩახოცილ მგაზვრების შესახებ თქვენც გეცოდინებათ
აი ასე ჩვენ ქართველებს ცოცხლები არ გვიყვარს თორემ მკვდრებს საფლავში მივყვებით გვიყვარს კველევებისა და გამოკითხვების ჩაატარება მერე კი მის შედეგებზე ევროპულად თუ ვიტყვით -უაღრესად დიდი შეშფოთება ქართულად კი "დავარდნა ქვეყანასა ზედა და ცრემლითა მწარითა მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი" )

კვლევა # 1 - ალბათ უნივერსიტეტი დაარსა რავი...
5-6 წლის წინ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ივ. ჯავახიშვილის ძეგლის ახლო-მახლო "მობირჟავე" ახალგაზრდებს ჰკითხეს თუ ვის ძეგლთან იდგნენ.
მათ ვერ დაასახლეს ეს პიროვნება მხოლოდ ერთმა აღნიშნა რომ ეს ადამიანი შესაძლოა ( (?) უნივერსიტეტის დამაარსებელი ყოფილიყო, თუმცა სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
კითხვა - ვინ არის ამაში დამნაშავე?
ჩემი აზრით ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს და საქმე გვაქვს დანაშაულის რთულ თანამონაწილეობასთან, ანუ სახეზეა რამდენიმე დამნაშავე:
- პირველ რიგში რა თქმა უნდა ფინანსთა სამინისტრო -
2. სკოლა - 11 წელი შენთან რომ დადიოდა ბავშვი არ უნდა გესწავლებინა ვინ არის ივ. ჯავახიშვილი და რა გააკეთა? სიგარეტის მოწევა და დანის ტრიალი კარგად ასწავლე?
3. უნივერსიტეტი - იმან არ ასწავლა არ ასწავლა შენ რატომ მიიღე შენს რიგებში ისეთი სტუდენტი რომელმაც ისიც კი არ იცის რა ხარ და ვინ დაგაარსა?
4. ოჯახი - ფეხი-ფეხზე რომ გადაგიდია და მარტო სკოლის უნივერსიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს იმედზე ხარ ის მაინც არ იცი რომ მტერი იყოს ამ მთავრობის იმედზე...
და ა.შ.
და არც ერთ შემთხვევაში არ არის დამნაშავე თავად ეს სტუდენტი
მერე რა რომ უკვე წლებია აქ აბირჟავებს? არ მესმის რატომ უნდა გასჩენოდა ინტერესი ძეგლთან მისვლისა და წარწერის წაკითხვის
ვინმე დაურეკავს და სად მოვიდეო კითხავს და მიასწავლის რამენაირად - "აი შემოსავლელში რომ შემოხვალ პირდაპირ წამოდი მერე მარჯვნივ შეუხვიე და იქ დამჯდარი კაცის ძეგლი რომ დგას იქ ვარ"- რა პრობლემაა არ მესმის
კვლევა #2 - "მე რავი ვიღაც ქალია"
ასევე ასე 5-6 წლის წინ რუსთაველზე მოსეირნე ახალგაზრდობას უთითებდნენ ელენე ახვლედიანის ბიუსტზე და ეკითხებოდნენ მის ვინაობას, რომელიც არავინ უწყოდა შემდეგ უთითებდნენ პლაკატზე სადაც გამოსახული იყვნენ ესტრადის მაშინდელი კორიფეები ლექს-სენი და შავი პრინცი და ახლა მათ ვინაობას ეკითხებოდნენ
გამვლელები სიხარულს ვერ მალავდნენ მათი ცნობის გამო და ბევრი მათ სიმღერებსაც კი სიამოვნებით ასრულებდა. აქაოდა მერე რა რომ ე. ახვლედიანი არ ვიცი ვინ არის სამაგიეროდ ლექს-სენის ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად მაქვს ნასწავლიო.
კითხვა: ვინ არის დამნაშავე?
ალბათ ზ/ა პირებთან ერთად მასმედიაც
რადგან 24/7-ზე ლექს-სენის ტრიალს 1 საათიანი გადაცემა ე. ახვლედიანზეც მოგემზადებინა.
ერთი სტატია დაგეწერა მის შემოქმედებაზე შავი პრინცის პლაკატების მსხვილი ტირაჟით დაბეჭდვას რათა ახლაგაზრდებს გაეგოთ რომ ლექს-სენისა და შავი პრინცის გარდა კიდევ სხვებიც გვყავს ქართველთ საამაყოდ.
და ბოლოს
ასევე 5-6 წლის წინათ ცნობილი ხუმრობა
დ.აღმაშენებლის ძეგლის გადატანას სასტიკად აპროტესტებს იქ შეკრებილი ახალგაზრდობა. მათი არგუმენტი საკმაოდ მყარია
"კი მაგრამ ეს ძეგლი რომ გადაგაქვთ ჩვენ რაღას მივეყუდოთ - ო"

რა მოუხდებოდა ამ პოსტს იმაზე უკეთ, ვიდრე- სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. მარა ბოდიში მომითხოვია და მოვკვდი სიცილით.. :D ძალიან მომეწონა პოსტი :)
ОтветитьУдалитьgenialuria!!
ОтветитьУдалитьmartlac da dasaxocia eri da beri : )
ძალიან ძალიანმაგარი პოსტია, ოღონდ მე როგორც ვიცი, ჩერჩილის ქანდაკებაზე წვრილი ნემსები კი არ არის დამაგრებული, დენი გადის მცირე ვოლტით. :)
ОтветитьУдалитьპ.ს. მე ძეგლო და შენობოფილი ვარ. თუ არ წავიკითხე, არ მივაშტერდი სიფათზე ან ჩუქურთმებზე, ისე აზრი არა აქვს :)
ОтветитьУдалитьმაგარი იყო! ყოჩაღ! :))
ОтветитьУдалить"კი მაგრამ ეს ძეგლი რომ გადაგაქვთ ჩვენ რაღას მივეყუდოთ - ო"
ОтветитьУдалитьვაიმე ვერ ვსუნთქავ :lol: :lol: :lol:
სერიოზულად მაგარი იყო :)
"მაიაკოვსკიმ რა გამიკეთა ამისთანა შუა დიღომში რომ წამომეჭიმა?" - მაიაკოვსკის ღვაწლით დაეჭვებული დიღმელი.
ОтветитьУдалитьაჰაჰაჰაჰა
დიღმელის ვინაობა დასახელდეს :)))
საინტერესოა
ОтветитьУдалитьვაიმე რა მაგარი იყო...
ОтветитьУдалитьძალიან მაგარი პოსტი იყო.
ყოჩაღ ნინ :***
"კი მაგრამ ეს ძეგლი რომ გადაგაქვთ ჩვენ რაღას მივეყუდოთ - ო"
ОтветитьУдалитьდიახ დიახ
მე ვაპროტესტებდი მაგას ზალზედ აქტიურად
ეს რა ძეგლი წაგვართვეს
თუ დაწერის თარიღით ვიმსჯელებთ, ცოტა დაგვიანებით წავიკითხე, მაგრამ სხვა მხრივ, ზუსტად რომ დროულია.
ОтветитьУдалить1 weli
ОтветитьУдалитьკი პოსტი ზაფხულში დავწერე და ახლა გამახსენდა :)
true religion uk outlet
ОтветитьУдалитьcoach outlet online
tiffany outlet
ghd uk
polo ralph lauren
nfl jersey wholesale
air max uk
soccer jerseys wholesale
coach outlet
coach outlet
longchamp pas cher
kobe shoes
omega outlet
tory burch sandals
swarovski jewelry
michael kors uk
michael kors outlet
coach outlet online
fitflops clearance
nike outlet store
polo ralph lauren
true religion jeans
lululemon uk
nfl jerseys
fitflops sale
michael kors outlet online
michael kors outlet
louis vuitton handbags outlet
nike outlet online
pandora outlet
kate spade uk outlet
longchamp outlet
cheap snapbacks
nfl jerseys wholesale
cheap nfl jerseys
czq20160725
hollister clothing
ОтветитьУдалитьlouis vuitton
michael kors outlet
louis vuitton outlet
nike roshe run
polo ralph lauren
burberry outlet
coach outlet
nike trainers
cheap snapbacks
20170322lck
nike roshe run
ОтветитьУдалитьmichael kors handbags
coach factory outlet
ray ban canada
manolo blahnik
hollister clothing
nike running
coach outlet
san antonio spurs jerseys
fred perry outlet
20175.20chenjinyan
adidas stan smith
ОтветитьУдалитьmichael kors handbags
michael kors outlet online
michael kors outlet store
hogan outlet
adidas tubular shadow
yeezy boost 350
nike roshe run
hermes belts for men
michael kors outlet
pop over to this site recommended you read click this over here now important site this post company website
ОтветитьУдалить