ავტობუსი ლექციის ბოლო წუთივით მიზოზინებს და ისე ცხელა სანთლის ანთებაც კი გვეზარება წვიმის საძებნელად
ჩემს გვერდით ორსული გოგო ზის და ავტომატურად მახსენდება ფორუმზე გამოთქმული ჩემი მოსაზრება იმის შესახებ რომ ზედმეტად გაჭედილ ავტობუსში ორსული ქალი არ უნდა ავიდეს მეთქი და ამას მოყოლებული აღშფოთებული პოსტების არმია და ერთი-ორჯერ ცინიკურად იმის შეხსენაც რომ ყველას ჩემსავით მანქანა არ ემსახურება
ეს უკანასკნელი მოსაზრება კი ან ფორუმელთა ფანტაზიის ნაყოფია ან რომელიმე მილიონერის შვილს ვგავარ ზედმეტად.
თუმცა ეს ორსული გოგო, რომელიც ახლა ჩემს გვერდით ზის და ისეთივე ჩაფიქრებულად მომღიმარი სახე აქვს როგორც ყველა ორსულს, ავტობუსში დასაშვებობის ჩემეულ პარამეტრებს აკმაყოფილებს იმ მხრივ რომ ავტობუსი არც იმდენად გაჭედილია რომ ჟანგბადი წვიმის არ იყოს და სანთლით გახდეს საძებარი.
მერე რა რომ ავტობუსი ლექციის ბოლო წუთივით მიზოზინებს და ისე ცხელა რო.. მოკლედ ხო..
ამ დროს იღება კარი და ამოდიან კონტროლიორები წინასწარ მომზადებული ტექსტით - "რით ვერ დაიმახსოვრეთ ხალხო რომ ბილეთები უნდა აიღოთ ავტობუსში ამოსვლისთანავე აგერ არ არის გამოკრული? - ამოსვლისთანავე..."
ვიცი ავტიობუსიდან ჩასვლამდე არც ერთი არ ვითვლებიოთ სამართალდამრღვევებად მაგრამ რადგან ბილეთი ჯიბეში მაქვს, თავი კი შესაბამისად ქუდში რა აზრი აქვს ლექციის კითხვას ქვეტექსტით "იცით მე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წაკითხული მაქვს ! "
კონტროლიორები ჩვენსკენ მოიწევენ მგზართა მსგავსი კომენტარების ფონზე "დამთავრდა არჩევნები და დაიწყეთ არა დაჯარიმება?" და სანამ კონტორლიორი ჩემს ბილეთს აკვირდება ჩემს გვერდით მჯდომი ორსული გოგო ხსნის ჩანთას და იქიდან იღებს ორ ბილეთს.
კონტროლიორი ჯერ მე მიყურებს მერე მას, და ასეთი არაფერი მინახია ხმით კითხულობს - - - მეორე ბილეთი ვისია?
- ჩემი შვილის -იღიმის ის.
და მასთან ერთად იღიმის ყველა - ის ქალი სოციალური პრობელემების მოგვარების გეგმას რომ აცნობდა საზოგადოებას, ის კაციც ქართველთა შველა-არშველის საკითხს დიდი კითხვის ნიშანს რომ უწერდა ცოტა ხნის წინ და თქვენ წარმოიდგინეთ ის კონტროლიორიც რომელიც პროტოტიპია ნებისმიერი საქმეში ჩაფლული მოხელის იმდენად რომ გაუტაცნია საქმეს ყოფითი მომენტები რომ ეპარება ხშირად.
მაგრამ ეს დადებითი განწყობა სულ რამდენიმე წამით გრძელდება მერე ისევ ყველაფერი ჩვეულ სტილს უბრუნდება
-რავი ხმა კი ყველამ მიეცით და....
-არავისთვის არაფერი არ მიმიცია მე
-ყველა ეგრე იძახით და 70 %-ს კი იღებენ ყოველთვის
-იცი რას გეტყვი გენაცვალე სააკაშვილისთვის ხმის მიმცემნი შენსკენ მოიკითხე....
ბზბ ბზბ ზბზბ
ცხოვრება კარგი რამეა ისე
მიუხედავად იმისა რომ ავტობუსი ლექციის ბოლო წუთივით მიზოზინებს და ისე ცხელა რომ სანთლის ანთებაც კი გვეზარება წვიმის საძებნელად.

ჰაჰა! რა მაგარია, ჯერარადაბადებული შვილისთვის ბილეთის აღება! აი, მესმის კეთილსინდისიერება! :)
ОтветитьУдалитьუბრალოდ :*
ОтветитьУдалитьრა მზიანი ჩანახატია! :*
ОтветитьУдалитьრა განათებულია :):)
ОтветитьУдалитьვაიმე ეგ მაგარი ვიღაც ყოფილა. :D :D :D
ОтветитьУдалитьნუ მოკლედ ამ გოგო ქმედება შეიძლება შევაფასოთ ორნაირად
ОтветитьУдалить1)უწი-პუწი დედა რა საყვარელია, რა სიცოცხლეა .. პატარას როდის ველოდებით, გოგოა თუ ბიჭი?
2)ობიექტურად- ღმერთო ჩემო რა სისულელეა
მე მეორეს ვემხრობი :D
მეც მეორეს. :D
ОтветитьУдалитьdexter
ОтветитьУдалитьწინასწარი პროგნოზები ძალიან არ მიყვარს
მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ის გოგო ძალიან კარგი დედა იქნება
მან ხომ თავისი შვილი ჯერ კიდევ მუცელში ყოფნისას აღიქვა სამართლის სუბიექტად
პ.ს. რა საყვარელი ვარ
:დ
ყველას დიდი მადლობა ჩანახატის მოწონებისთვის
აუჰ...
ОтветитьУдалитьშენმა კომენტარმა დაგლიჯა :D :D
nu pragmatulad rom shevxedot martlac da ra sisuelelea
ОтветитьУдалитьmagram sakmaod ketilsindisieri qmedeba iyo
me momewona
kargi jesti iyo :)
ჰოდა აი სწორედ მაგაში გაიჭედა
ОтветитьУдалитьრომ აღიქვა ისე როგორც არ უნდა აღექვა
სად გადის ზღვარი კეთილსინდისიერებასა და სისულელეს გნებავთ გულუბრყვილობას შორის?
როდესაც შენ ყიდულობ ბილეთს ავტობუსში მაშინ როდესაც შეგეძლო საერთოდ არ გეყიდა ეს კეთილსინდისიერება და კანონმორჩილებაა
მაგრამ როდესაც შენ ყიდულობ ბილეთს ბავშვისთვის რომელიც ჯერ არ დაბადებულა და ამას აკეთებ
მაშინ როდესაც ბილეთის ყიდვისგან თავისუფალნი არიან თვრამეტი წლის მუტურკებიც კი (სკოლის დამთავრებამდე)
მე მაპატიეთ და ეს სენტიმენტალური სიბრიყვეა
მე ვეთანხმები ჰექსეს კომენტარს
ОтветитьУдалитьაბა ის არის კარგია რომ ქართველის დედებისთვის ყოველთვის ბავშვებად რჩებიან მათი "ბავშვები" მაშინაც კი როდესაც ისინი 40 წელს გადასცდებიან
ბილეთი იმიტომ აუღო რომ უკვე პიროვნებად აღიქვა
უიჰ და ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?
ОтветитьУдалитьრომ დაიბადება ალბათ პირადობას აუღებს
1 წლის რომ გახდება მერე მართვის მოწმობას და ისიც არ გამიკვირდება თუ საშინლად გააპროტესტებს იმას თუ რატომ არ აქვს მის 3 წლის შვილს არჩევნებში მონაწილეობსი უფლება :D
ერთი ცუდი უკიდურესობიდან მეორე უფრო ცუდ უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ - ცუდია რომ 40 წლის შვილები მშობლებთან ცხოვრობენ და მათს ისე ექცევიან როგორც ჯერ კიდევ ბავშვებს
მაგრამ უფრო ცუდია როცა ჯერ კიდევ დაუბადებელთ ისე ექცევიან როგორც პიროვნებებს, ან გნებავთ სამართლის სუბიექტებს
ნებისმიერი საქმეში ჩაფლული მოხელის იმდენად რომ გაუტაცნია საქმეს ყოფითი მომენტები რომ ეპარება ხშირად.
ОтветитьУдалитьაი ეს აღწერა ვიღაცას მაგონებს
დექსტერი ხომ არ იყო ის კონტროლიორი?
lenon
ОтветитьУдалитьშენს დახვეწილ იუმორზე კიდე ცალკე პოსტია დასაწერი ჩემო ლევან
მაგრამ
იმ გოგოს მგონი გაუმართლა რომ ჩემნაირი კონტროლიორი არ შეხვდა
თორემ მე შეიძლება აქეთ დამეჯარიმებინა კიდეც :D
ერთი კითხვა მაქვს რა
ОтветитьУдалитьსულ რატო ატრაკებ მაშინ როდესაც არ არის გასატრაკებელი
ვიღაცამ აიღო ორი ბილეთი მაშინ როცა რეალურად სწირდებოდა ერთი
ორის მაგივრად ერთი რომ აეღო კიდევ ჰო
მაგრამ ამ შემთხვევაში ზედმეტადაც შეივსო სახლემწიფო ბიუჯეტი.
და საერთოდაც ვისი რა საქმეა ვინ რამდენ ბილეთს იყიდის
იქნებ მე მანიით შეპყრობილი ადამიანი ვარ და მგონია რომ 20 კაციანი დაცვა დამყვება და ავტობუსში ამოსვლისას ვყიდულობ 21 ბილეთს
ვისი რა საქმეა
და საერთოდაც ხვალიდან ვყიდულობ 2-2 ბილეთს ავტობუსში და კითხვაზე ვისია მეორე ბილეთი ვპასუხობ ჩემი მეგობრის და ვუთითებ ცარიელ სკამზე
წავიდნენ და არკვიონ :D