წინა კვირას ნანუკას შოუში მიწვეული იყო ია ფარულავა, თუ არ გინახავთ წინასწარ ნუ შეგშურდებათ ჯერ წაიკითხეთ რევიუ:

- სად არის ია?
- სახის კრემის - რომელიც პირველად საქართველოში შემოიტანა იამ. ეს კრემი მაყურებლისთვის უკვე ცნობილია რადგან ბოლო ორი თვეა სადაც მიდის ია ყველას ამ კრემს ჩუქნის და ამ კეთილშობილურ ჟესტს თან ისეთ რეკლამას აყოლებს შესაბამისი ასაკი რომ მქონდეს უკვე 10 კოლოფი უნდა მქონდეს შეძენილი.
- წიგნის - თურმე წიგნის ავტორიც ყოფილა, მისი შინაარსის მოყოლას გლობალური დათმობის თავიდან ასაცილებელი გეგმის შემუშავება მთხოვეთ. უფრო მარტივი და საინტერესო იქნება.
- "ჩემი მშვენიერი ლედის"- ეს უფრო იყო მოგონებანი გარდასულ დღეთა და "ეჰ ნახეთ რამდენი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული " აბა მე მაგის ღირსი ვიყავი რომ... მმმ ხომ გაგიგიათ ყველაზე საუკეთესო რეკლამა ანტირეკლამააო და არც უმაგისობა ყოფილა. ვინც არ იცოდა, ან ვერ ხვდებოდა ამ გადაცემაში ექსკლუზიურად (სიტყვა "ექსკლუზიური" მოდური რამეა შავი ხელჩანთასავითაა, ყველაფერს უხდება.) ავტორისგან გაიგო რომ გადაცემაში მოყოლილი ისტორიები რომლებზეც წლების წინ ნიანგის ცრემლებს ღვრიდა და სწამდა რომ გოგონა ზღაპრიდან "კონკია" მისი თანამედროვეა, ხშირ შემთხვევაში, თურმე მხოლოდ იას ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა.
- "დღის შოუს"- ნებისმიერი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი გეტყვით, რომ ნებისმიერი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ წინ უნდა იყურებოდეს. იაც რა თქმა მათ რიცხვს მიეკუთვნება. მართლაც და რა(ღა) აზრი აქვს იმ ლედის მოგონებას რომელიც უკვე წარსულში დარჩა, რაც არ უნდა მშვენიერი ყოფილიყო ის. დროა წინ გავიხედოთ და აწ უკვე ახალი შოუ გავაპიაროთ. მიუხედავად იმისა რომ ამ შოუს როგორც დაწყების დროს, ისე შინაარსს საგულდაგულოდ გვიმალავენ მაყურებელმა ალბათ უკვე კარგად იცის რომ ამ შოუსგან ვერაფერს მიიღებს ისეთს რასაც "სამოთხის ვაშლებისგან" ვერ იღებს . თუმცა "და არ გვექნება ზარები" იყო სწორედ ის საკონტროლო დარტყმა მისი კრიტიკოსების მიმართ და ფარულავას ფარული მესიჯი ქვეტექსტით "არაფერი შეგეშალოთ და იმ გადაცემას არ შეგვადაროთ რომლის ეთერშიც მაყურებელი რეკავს და თავის გულუბრყვილო ისტორიებს ყვება- ო"
- საკუთარი თავის - ამდენ ბრენდს შორის იამ კარგად შესწავლილი მსახიობის ოსტატობით საკუთარი თავიც გაარეკლამა - ახლა ის მარტოა და შეგიძლიათ დაურეკოთ დაპატიჟოთ ყავაზე.
- ეს დაუსრულებელი ბანკეტები, მიღებები, წვეულებები....
უნდა გავამხილო რომ ია ზედმეტად დიდ სიმპატიას იმსახურებდა ჩემში. მითუმეტეს პროფილში მოყოლილი მისი სიყვარულის ისტორიის შემდეგ. როდესაც გავიგე რომ ეს იდეალური წყვილი დაშორდა ზედმეტად დამწყდა გული და მოვემზადე დაშორების მიზეზის მოსასმენად.
თურმე დაშორების მიზეზი ყოფილა ის რომ მისი მეორე ნახევარი ზედმეტად დაკავებული პირი ყოფილა და სად შეეძლო იას ამდენ მიღებებზე, ბანკეტებზე სიარული? ამდენი ელჩები კონსულები, მინისტრები, პრემიერ-მინისტრები თურმე ჩრდილში სდომებია ყოფნა წყნეთში მეგობრის დაბადების დღეზე. არადა არაერთხელ მაქვს წაკითხულ-მოსმენილი თუ როგორი სასიამოვნოა ასეთ მაღალი წრის საზოგადოებაში ტრიალი, რესტორნები სადაც უთქმელად მოაქვთ ის რაც გინდოდა რომ მოეტანათ, და ა.შ.

- საუკეთესო რჩევა შეყვარებული გოგოებისთვის
და მან არ იცის რომ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია
უბრალდო უნდა მივიდეს მასთან და გამოასხივოს ცისფერი შუქი
და ის ბიჭი კიდევ კარგი დედ-მამის შვილია და ამ ცისფერი სხივის გამოსხივებას გაუძლოს.
ხოლო როგორ უნდა გამოასხივო ეს ცისფერი სხივი ამის ილუსტრირება თავად იამ აიღო თავის თავზე როსტოს მაგალითზე. ცისფერი შუქი დავინახე, ან როსტოს შევატყვე რაიმე ცვლილება მეთქი თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს ალბათ იმიტომ რომ არ ვიწამე.

- ძ'იორი
"შენი სურვილი რა არის?"
ამ კითხვას სხვადასხვა გაგებისა და პროფესიის ადამიანები სხვადასხვანაირად უპასუხებდნენ მაგალითად შარზემყოფი გეტყოდათ " შენი კარგად ყოფნა გენაცვალე" მის მსოფლიოზე გამოსული გრძელფეხება ქერა მსოფლიოში მშვიდობას ისურვებდა, ბირჟაზე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უსაქმური - მილიონ დოლარს და თუ იმასაც ჰკითხავდით რისთვის - საძმოსთვის-ო გიპასუხებდათ.
იამ კი უცბად იპოვა ოქროს შუალედი სილამაზის კონკურში გამოსულ გრძელფეხა ქერა გოგოსა და საწუთროს ამაოებაზე ჩაფიქრებულ თეთრწვერა ბრძენს შორის და საკუთარ თავთან ჰარმონიულობა მოისურვა თუმცა როგორც კი მიხვდა რომ წამყვანი არც ისე დააკმაყოფილა პასუხმა მაშინვე ყველაფერი გააფუჭა და დასძინა:
"აბა რა გინდა ვთქვა რომ კიდე ორი კილო დავიკლო რომ მერე ძიორის მაიკა ვიყიდო?"
არ ვიცი შესაძლოა ამით იმის თქმა უნდოდა რომ მას გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი საკითხები აწუხებს ვიდრე წინა ბლოგში გამოსულ წონის წარსულში დატოვების მოსურნეთა მთელ კოლოდას
მე კი ამ დროს რაღაც არაადმიანურად მომინდა ასო-ბგერა დ-სთვის ჩამეხედა სევდიან თვალებში და გამეცა პასუხი კითხვაზე "რატომ უარმყვეს?"
P.s. კითხვა: როგორ შეიძლება 90 წლის კაცს შეუყვარდეს 25 წლის გოგო?
ჩემი რჩევა:" ფაუსტი' წაიკითხეთ, ადამიანის ფსიქოლოგიაზე დილეტანტურ ბოდიალს!
დარჩით ამ ბლოგზე, მე კიდევ დავწერ იაზე
აბა მაია აღარ არის და..

გადავირიე!!!!!!!!სად შემიძლია ამდენი ფიქრი...არადა რა ნაღდია!!!!!!!!!
ОтветитьУдалитьეს ბლოგერები რა მაგარ წერის მანერას ფლობთ (ყველა არა რათქმაუნდა), რომ ჩავეფლობი კითხვაში ოჯახი ვეღარ მაგლეჯს კომპს...
მომეწონა!!!
welcome
ОтветитьУдалитьბლოგერები წერთ რატომ
თავად არ გვეკუთვნი?
ანუ ბლოგერი არ ხართ?
shen gaixare:)martla dzalian kargad cer,titqos chems gulshi zixar xolme
ОтветитьУдалитьმაგ გადაცემას ისე, ცალი ყურით ვუსმენდი და ეგ ცისფერის გამოსხივება ანტიკვარი რამე იყო! :) მე კიდევ არასოდეს მომწონდა ფარულავა! მაგარი ბოღმა ვარ ეტყობა, ამ ქართველმა ნომერ პირველმა ლამაზმანებმა ვერ მოიგეს ჩემი გული ვერაფრით! :):)
ОтветитьУдалитьაი ბოლოს ასათიანი რომ დავინახე გადავხარხარხდი
ОтветитьУдалитьნუ როგორც ყოველთვის რა..
"აბა რა გინდა ვთქვა რომ კიდე ორი კილო დავიკლო რომ მერე ძიორის მაიკა ვიყიდო?"
ОтветитьУдалить:(
ეჰჰჰ
არადა ჩემი მშვენიერი ლედი მართლა ზალიან მიყვარდა
მიყვარს მე ეგეთი გადაცემები
რუსულ არხებზე ვუყურებ ხოლმე
უმაგრესი შეგრძნებაა ვიღაც ჯოჯოსგან ქალს რომ გამოიყვანენ ხოლმე
მმაგრამ ესსსს – კოშმარი იიყო
არ ვუყურებ მე მაგ შოუებს და იმედია ბევრსაც არ ვკარგავ
და მაია ასათიანი რატომ აღარ არის?
თა :)
ОтветитьУдалитьრუსები კარგად აკეთებენ
ერთი გადაცემა მიყვარს განსაკუთრებით
მოდური განაჩენი ქვია მგონი ქართულად
მოდის სასამართლო რომ არის :)
ასათაიანს რაც შეეხება სეზონი დაიხურა
სექტემრბრიდან განახლდება :)
მე კი ამ დროს რაღაც არაადმიანურად მომინდა ასო-ბგერა დ-სთვის ჩამეხედა სევდიან თვალებში და გამეცა პასუხი კითხვაზე "რატომ უარმყვეს?"
ОтветитьУдалить:lol: :lol: :lol:
in d'ior we trust
:D
ია მაგარი ქალია, მეტად მესიმპათიურება. :) ნანუკას შოუსთვის არ მიყურებია. სადმე ნეტში იდება ხომ?
ОтветитьУдалитьპ.ს. პასუხი: რაღAც მაგდაგვარი გრიგოლ რობაქიძესაც ეწვია ღრმა სიებრეIშ, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე...
აცალე, მაიაც დაგიბრუნდება.. :დ :დ :დ
ОтветитьУдалитьეგ კი არა, გოგო, ”სექსი გარეკახეთის სოფელშის” პრემიერაზე რომ თქვა, თეთრ სახლში უფრო ადვილად მოხვდებოდით, ვიდრე ”ამირანში” ამ ფილმის ჩვენებაზეო..
როგორ მინდა ერთხელ ამ ძააან საზოგადოებაში მოვხვდე, როგორ!!..
:ნეტარიმე:
”სექსი გარეკახეთის სოფელშის”
ОтветитьУдалитьha ha ha
magaze calke posts vwer
da xval an zeg gamovaqveyneb
მეტი საქმე რომ არ გქნება ადამიანს :))
ОтветитьУдалитьძალიან მეცოდება ეგ ქალი
ОтветитьУдалитьკი იტყვით შენი შესაცოდი რას სჭირსო მაგრამ მე მაინც მეცოდება ოღონდ არ ვიცი რატომ
რაღაცნაირი უსუსური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს
poem
ОтветитьУдалитьmec mecodeba eg gogo magram me vici ratomac mecodeba :)
მართლაც და რა(ღა) აზრი აქვს იმ ლედის მოგონებას რომელიც უკვე წარსულში დარჩა, რაც არ უნდა მშვენიერი ყოფილიყო ის.
ОтветитьУдалитьra gulshi chamwvdomi sityvebia