23 июня 2010

და თქვენ როგორ აღიქვამთ მონიკა ბელუჩის შიშველ სხეულს?





"პირში ფანქარგარჭობილი და მაგიდასთან გაშტერებით მჯდომი ვფიქრობ იმაზე თუ რა დავწერო, როცა ყველაფერი დაწერილია. ამ ბოლო დროს მაინც პირდაპირ მოსწრებაზეა ყველა."- ნოდარ დუმბაძე "სააგარაკო ნოველა"

"იმედის" საინფორმაციოს ხელმძღვანელიც უკვე მესამე სიგარეტს ღეჭავს და წერეთელივით თავზე ხელშემოდებული მეორე ხელით მაუსით სქროლავს - მასალას ეძებს, თან გულში საგვარეულოს უტრიალებს იმ ადამიანს ვინც დააწესა რომ საინფორმაციო გამოშვება ტელევიზიაში მინიმუმ 1 საათი უნდა გრძელდებოდეს.
რაღა ჯანდაბით შეავსოს სიუჟეტი როცა ყველაფერი-საინტერესოცა და უინტერესოც უკვე გადაღებულია (ამ წვიმამაც რა უადგილო დროს გადაიღო?!)
მოულოდნელად, მის (სავარაუდოდ) ჟურნალისტურ თვალს ერთი ფოტოსურათი ხვდება და ხვდება...
ხვდება რას გრძნობდა ნიუტონი, როცა თავზე ის ავბედითი ვაშლი დაეცა.
ხვდება რას გრძნობდა არქიმედე, როცა აბაზანიდან წყალი გადმოვიდა.
ხვდება რას გრძნობდა კოლუმბი, როცა ჯერ კიდევ უსახელო მიწას კოცნიდა.

დაღეჭილ სიგარეტს პირიდან აგდებს და აგული ერისთავის შეგირდივით აღტაცებული იძახის:
"მე ამისგან გავაკეთებ...."
მეორე დღეს კი სიუჟეტის იდეას ხელმძღვანელობას უგდებს მაგიდაზე და ჰპირდება თუ რომელიმე ტელევიზიას მსგავსი რამ გადაუღია ან ოდესმე გადაიღებს ჩემი ფეხით წავალო სამსახურიდან.
ხელმძღვანელობა შუბლს კრავს.
დიახაც, უნდა თავისი ფეხით რომ წავიდეს სამსახურიდან, მაგრამ აბა რა ქნას. ასეთი კი არა მსგავსიც კი ჯერ არავის მოუფიქრებია. აბა სხვას ვის მოუვიდოდა აზრად ქართველი მამაკაცებისთვის მონიკა ბელუჩის შიშველი ფოტოები დაერიგებინა და ეკითხა რას გრძნობენ?
და მათი პასუხები მხოლოდ ოდნავ უხერხული სიტყვებით რომ არ შემოფარგლულიყო საქმეში პროფესიონალი ფოტოგრაფებიც ჩაება გენიალური ტექსტით- "მონიკა ბელუჩი შესანიშნავი ნატურაა" ( ჰო, მეც ვიცი რომ დედამიწა მრგვალია და მზე აღმოსავლეთიდან ამოდის)


სავარძელში გადაწოლილი საინფორმაციოს ხელმძღვანელი ახლა ლეონარდოს ჰგავს ბოლო ფუნჯი რომ მოავლო მონა-ლიზას იდუმალ ღიმილს და სამუდამო გამოცანად მიუგდო კაცობრიობას
დაე, დასხდნენ კრიტიკოსები და იმსჯელონ რა იყო ეს სიუჟეტი და რა იდუმალ აზრს ატარებდა ის.
მერედა რამდენი სიუჟეტის გაკეთება შეიძლება ამ თემაზე:

  • როგორ აღიქვამენ ქართველი მამაკაცები შიშველ ანჯელინა ჯოლს
  • როგორ აღიქვამენ ქართველი მამაკაცები შიშველ ადრიანა ლიმას
  • როგორ აღიქვამენ ქართველი მამაკაცები შიშველ ლინდსი ლოჰანს
  • როგორ აღიქვამენ ქართველი მამაკაცები შიშველ მეგან ფოქს
და ა.შ ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ჰოლივუდში დიდი ძუძუები?!

მერე ამ სიუჟეტზე რამდენი ქვე და ქვე- ქვე-სიუჟეტების გაკეთება შეიძლება?
  • ხმას აიმაღლებს მმკ
  • ყელს მოიღერებენ ფეხბურთის ქომაგნი- რა არისო მაგ მაკარონიჭამია იტალიელებში გასაგიჟებელი?
  • შეშფოთდებიან პატრიოტები - ბელუჩის ძუძუებს რომ არ მიაშტერდეთ შორენა მოინელეთო უკვე?

სწორედ ის დროა "იმედმა" იმერელი ჭირისუფალივით წაიშინოს თავში ხელი და "ვაი რა ბოძი წაიქცაო" დააგუგუნოს.
მართლაც და სადღა ჰყავთ მაია ასათიანი თორემ ახლა უკვე ჰოლივუდისკენ უნდა მიფრინავდეს და თან მონიკასათვის საგარეჯოელი ქალბატონების მიერ გაგზავნილი ტანსაცმელი მიჰქონდეს.

ჰო, ცინიკოსი ვარ ხშირად ბერძნულად თუ ვიტყვით "ხორცსაც ვგლეჯ"მაგრამ ბოროტი არ ვარ, პირიქით გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება უზენაეს ვალდებულებად მიმაჩნია ამიტომ გადავწყვიტე სიუჟეტების მოფიქრებაში დაგეხმაროთ
მაგ:
  • რა იგრძნო ია ფარულავამ როდესაც პირველდ გასინჯა კოქტეილი "შავი ტყე"
  • რის გემო გაიგო ბიჭოლამ და ვის არ აპარსინებს ის ფეხებს?
  • რა ოცნება ვერ აისრულა პირველ ქორწინების დროს თამთა გოგუაძემ და როდის დგება ლოგინიდან შორენა ბეგაშვილი
და სხვა მრავალი
იდეებისთვის ბლოგის მარჯვენა კუთხეში არსებულ მეილზე მოწერა ნუ მოგერიდებათ
თორემ იმედი ჯერ კიდევ არის, თუმცა შანსი რომ ეს იმედი კომიდან გამოვა -არა.

დარჩით ამ ბლოგზე და იცხოვრეთ იმედით.


19 комментариев:

  1. ძალიან კარგია, ისევე როგორც სხვა კრიტიკული პოსტები, ამდენი სიმართლე ერთად იშვიათად კი არადა არავისგან მომისმენია (წამიკითხავს ხო საერთოდ).

    მაგრამ ვაი რო ისინი ვინც უნდა წაიკითხონ და გაითვალისწინონ არ მგონია ბლოგებს კითხულობდნენ, თორემ ბევრ რამეს ისწავლიდნენ :)))

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა თეო :)
    რომც წაიკითხონ არა მგონია რომ გაითვალისწინონ:)
    რადგან არ მჯერა რომ თავად ვერ ხვდებიან რა სისულელეს აკეთებენ :)

    ОтветитьУдалить
  3. სულ უფრო და უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს, ტელევიზორს რომ არ ვუყურებ! :)

    ОтветитьУдалить
  4. shen albat rustavi 2-shi mushaob

    ОтветитьУдалить
  5. ხათო
    კარგია ნერვებს უფთხილდები.
    ჩემი კომპიუტერი და ტელევიზორი ერთ ოთახში დევს ასე რომ მიწევს მოსმენა მაინც
    ისე მსგავსი რამეები ნერვებს უკვე ნამდვილად აღარ მიშლის-პირიქით ვხალისობ :)

    Анонимный
    არა :)

    ОтветитьУдалить
  6. სწორედ ის დროა "იმედმა" იმერელი ჭირისუფალივით წაიშინოს თავში ხელი და "ვაი რა ბოძი წაიქცაო" დააგუგუნოს.
    მართლაც და სადღა ჰყავთ მაია ასათიანი თორემ ახლა უკვე ჰოლივუდისკენ უნდა მიფრინავდეს და თან მონიკასათვის საგარეჯოელი ქალბატონების მიერ გაგზავნილი ტანსაცმელი მიჰქონდეს.



    ჰაჰ
    აუ მართლა ხორცს გლეჯ რა
    სარკაზმ

    ОтветитьУдалить
  7. "იმედის" სიუჟეტების დამგეგმავს მე მგონი რაც ესიზმრება ღამე, ისინი გადმოაქვს მერე :) უკვე ყველა ფანტაზიას სცდება მაგისი ნააზრევი :)

    ჰოდა, ბიჭოლას გაპარსულ ფეხებზე მეც ვაპირებდი დამეწერა. მანდ ჟურნალისტის მიერ სათაურის მოფიქრებისას გამოჩენილმა გამჭრიახობამ განმაცვიფრა :)

    ზოგადად, ვიცინე პოსტზე, კარგი იყო :D

    ОтветитьУдалить
  8. alexander
    მიწევს, მიწევს...
    რას ვიზამთ :)


    მჩხაპნელი
    "ქრონიკა" ჩემი შთაგონების წყაროდ იქცა, განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი
    დღეს ვერ მივუსწარი სამწუხაროდ :(

    სიუჟეტების დამგეგმავი სერიოზულად მეცოდება - აღარ იცის უკვე რაზე გააკეთოს სიუჟეტი :(

    ОтветитьУдалить
  9. ყველა ყველა და მონიკა ბელუჩი ჩემთვის იმდენად ლამაზია, რომ მის სექსუალურობას ჩრდილავს.
    დანარჩენი?... მიაწყვე ერთიმეორეზე :)))

    ОтветитьУдалить
  10. ასე განაგრძე ჰექსე და იქნება სიტყვა მიწვდეს სადაც ჯერ არს...

    ОтветитьУдалить
  11. კარგი პოსტია. სხვა პოსტებიც კარგია.
    მომწონს შენი ბლოგი.
    არ დაიზარო წერა.

    ОтветитьУдалить
  12. :D შენა და რ2-ში ისე დაიწყე მუშაობა რომ მერ არ შემატყობინე არა? ჰა ჰა
    ისე მაგის გახსნებაზე კარგი ანტიპიარშიკი გამოვიდოდა შენგან -კონკურენტმა ტელევიზიებმა უნდა იფიქორნ შენ დაქირავებაზე - ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემასაც კი დაუგდებ რეიტინგს. :)))

    ისე უნდა გავიკითხო ვინ არის იმედის საინფორმაციოს უფროსი და ეს პოსტი მივწერო-ისე მხატვრულად არის აღწერილი- მგონი რომ გაუხარდება :)

    ОтветитьУдалить
  13. zurius
    სხვათაშორის მეც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ მე მეგონა ასე იმიტომ ვფიქორბდი რომ ქალის თვალით მაინც სხვანაირად ჩანს :)

    katiee
    ხო იმედია არ დარჩება მხოლოდ ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა :)

    ანონიმური :)
    დიდი მადლობა
    არ მეზარება
    ანდაც რა დამაზარებს როცა ამდენ ადამიანს მოსწონს და ამდენი ადამიანის სათქმელს ვამბობ :)

    i.a.
    გოგო წეღან ფეისბუქზეც დავწერ - ნეტა ვინ არის მაგათი საინფორმაციოს უფროსი მეთქი- ამხელა პოსტი დავუწერე და სახელი და გვარი კი არ ვიცი :)
    მაგათი საიტი კი სულ გათიშულია
    ინფოს ვერ მოიძიებ.

    ОтветитьУдалить
  14. me ukeTesi tema maqvs, magram tu weras apireb, agar davwer.. :D

    qrinikis gushindeli siujeti google-ze.. :D

    ОтветитьУдалить
  15. რაღაც გადმოცემით გავიგე მაგ სიუჟეტის შესახებ
    ფორუმზე იყო თემა გახსნილი
    არა არ ვაპირებ მაგაზე დაწერას
    შეგიძლია დაწერო :)

    ОтветитьУдалить
  16. vai
    martla iyo es etershi?
    rasashinelebaa :\

    kargia, rom tvs sul agar vuyureb

    ОтветитьУдалить
  17. ცოდო არ არის ასეთი ნიჭი ტყუილად იფლანგებოდეს
    ბლოგერები აქ უნდა დავასაქმო :დ

    ხო საინფორმაციოს ხელმძღვანელი ვიპოვე მათე კირვალიძე ყოფილა ადრე რ2-შიც უმუშავია :დ

    ОтветитьУдалить
  18. ამხელა პოსტი დავუწერე და სახელი და გვარი კი არ ვიცი :)



    ara ushavs samagierod man icis sheni saxeli da gvari :D
    ar gamikvirdeba shemdegi siujeti shenze rom gaketdes

    ОтветитьУдалить
  19. babisa
    კი ნამდვილად იყო, არც მე დავიჯერებდი ჩემი თვალით რომ არ მეხილა

    dexter
    პირველად მესმის მსგავსი

    tebervala
    ჰეჰე რა პატივია რომ ჩემი სახელი იცის
    თუმცა შემდეგი სიუჟეტის ჩემზე გაკეთების იდეამ ფრიად არ მომხიბლა
    რადგან ისეთ უინტერესო რამეებზე აკეთებენ სიუჟეტებს რომ ... :დ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)