29 июня 2010

მიმართვა იმედს!

"კომპანიის შეფი თანამშრომელს:
- სასწრაფოდ მოიძიეთ ჭკვიანი, მიზანდასახული განათლებული ახლგაზრდა რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ჩემს შეცვლას
-რომ ვიპოვი მერე რა ვქნა?
-კინწისკვრით გააგდე!"


ღრმად პატივცემულო იმედის ხელმძღვანელობავ!

გეცოდინებათ, რაოდენ რთულია ისეთი გადაცემის შექმნა, რომელიც გაუძლებდა ჩემს კრიტიკას, თუმცა თქვენ ეს მაინც შეძელით და შექმენით "ჟურნალისტის დღიური" :)
თუმცა მწვერვალზე ატანილი ლოდი მოულოდნელად სიზიფესავით დაგიგორდათ ან დააგორეთ.
საკმაოდ პრატქიკული ადამიანი ვარ და მესმის, რომ დიეგოსა და როდრიგოს მხურვალე სიყვარულის ამბავი უფრო საინტერესო თემაა ვიდერე ტიბეტელი ბერების ცხოვრება მაგალითად, მაგრამ ვგონებ რომ აღნიშნული გადაცემა იმდენად დიდ დროს ან ფინანსებს არ მოითხოვდა რომ თქვენნაირი გიგანტი ტელევიზია შეეწუხებინა.
და რადგან ამ მომართვის დაწერა გადავწყვიტე ბარემ იმასაც გეტყვით, რომ რადგან დათო გოგიჩაიშვილი ბორდის წევრი გახდა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ 117-ე სეზონი უნდა გადაიღო ერთ დროს საყვარელი, მაგრამ ახლა უკვე ყელში ამოსული სერიალის.
სულ ეს იყო.
"ჟურნალისტის დღიურს" წარმატებას ვუსურვებ და ვწუხვარ არ მაქვს საკუთარი ტელევიზია.


თემა ფეისბუქზე - ჩვენ ვეწინააღმდეგებით "ჟურნალისტის დღიურის" დახურვას!!!

10 комментариев:

  1. ალბათ ფინანსურად არამომგებიანი იყო (საზღვარგარეთ ტურები იაფი არ ჯდება)...

    ეჰ რა დრო იყო დროება რომ დროებობდა :)


    რეიტინგი - იმ მობეზრებულ სერიალს ყველაზე მაღალიაქვს დღესაც. ალბათ როდრიგოსაც :) ან ძალიან იაფი ჯდება რეიტინგთან შედარებით.

    მოკლედ რეიტინგს (იგივე შემოსავალი - ღირებულება >= 0 ზე :)

    ОтветитьУдалить
  2. ლაშა
    კი გასაგებია რომ შესაძლოა ძვირი ჯდებოდა
    არც დროება იყო იაფი
    გასაგებია რომ ვიღაცას ის ბანალური სერიალი უფრო აინტერესებს ვიდრე ეს
    მაგრამ ტელევიზაიაში ერთი ნორმალური გადაცემა ხომ მაინც უნდა იყოს.
    გადახედეთ პროგრამას დღეში გადის 8 საპნის ოპერა თითო არხზე :(

    ОтветитьУдалить
  3. მოდი მაშინ ასე გავაკეთოთ.
    პოსტს შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ - მიმართვა მთავრობას :)

    ჩავწეროთ: ძალიან გთხოვთ გამოყავი ფული ტელევიზიებისთვის, რომლებიც თქვენი აგიტაციის წყაროა. გასაგებია რომ ყვლა ტელევიზია თქვენია და მათ კონკურენცია არააქვთ ერთმანეთთან რის გამოც მათზე მხოლოდ სერიალები და საინფორმაციოები გადის მაგრამ მაინც გირჩევთ. შემთხვევით ახალი იმედი არ აღმოცენდეს სადმე რომელიც იმ წამსვე დაძირავს თქვენს სერიალებით გაჯერებულ ტელევიზიებს.

    უიჰ...რავიცი ნინი. არაჯანსაღი მდგომარეობის გამოა ეს რომ ხდება. მეტი არაფერი.

    ОтветитьУдалить
  4. აი ამას ჰქვია ძვირფასო მეგობრებო - მაინც ამოვთხრი :)

    ОтветитьУдалить
  5. დროება მენატრება:((((((

    ОтветитьУдалить
  6. თუ A=B და B=C; მაშინ A=C
    თუ "იმედი" = "პოსეიდონს" და "პოსეიდონი" = ბორდელს; მაშინ "იმედი" = ბორდელს.

    ОтветитьУдалить
  7. ე.ი. სანამ იმედის ხელმძღვაენლობას არ იპოვიან ყელზე თოკშემოხვეულს მანამდე არ გაჩერდება ეს :D :D

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)