"2 წლის წინ უნივერსიტეტის წინ მდგომ 5 კაციან ჯგუფს ეყოფა ერთი კაცი და ხმის ჩახვლეჩამდე ხავის - "უნივერსიტეტის სტუდენტობის სახელით მოვუწოდებთ ბატონ ხუბუას გადადგომისკენ, დაე აღსრულდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა ნება და რექტორად დაინიშნოს (ვინმე) ვალოდია ჯინჭარაძე
ამას გადასცემს 4 ტელევიზია და მე, ისევე როგორც სტუდენთა 90 %, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი თვალებს ვისრეს და
- ვფიქრობ ვინ ჯანდაბაა ეს მთელი სტუდენტობის სახელით რომ კივის?
- ვიხსენებ რა დამიშავა გ. ხუბუამ?
- და რატომ მსურს რექტორად ვალოდია ჯინჭარაძე."
გამარჯობა,
თუ ჯერ კიდევ არ მიცნობთ მე მქვია ჰექსე
თავხედობა მყოფნის და საკუთარ თავს ბლოგერად მივიჩნევ
ჰო, ვიცი რომ არც ჯი დომენი მაქვს, შესაძლოა არც კარგი დიზაინი და 24 საათი არც იმას ვფიქრობ რომელ კედელს მივაწერო ბლოგის მისამართი მისი პიარისთვის, მაგრამ ვფიქრობ ბლოგერის მთავარ ფუნქციას შესანიშნავად ვასრულებ.
ანუ, ჩემი საქმე წერაა და ვწერ თანაც არც ისე ურიგოდ.
და საიდან ამდენი ამბიცია წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ მიმაჩნია რომ როდესაც საქართველოში ქართული ბლოგინგის დღეები ეწყობა მგონია რომ ბლოგერებს (როგორც მინიმუმ) უნდა შეატყობინონ ( რა ლოგიკური რამ ვთქვი მეც კი მიკვირს) ხოლო თუ არ ატყობინებთ იქნებ დამდოთ პატივი და ამ ყველაფერს დაარქვათ - "ვასვენებთ ბლოგერებს კვარიათში" ან "ყველაზე წარმატებულები ერთად" ან სხვა მრავალი ოღონდ არა ქართული ბლოგინგის დღეები, თორემ ეს იმას ემსგავსება ქართული კულტურის დღეები რომ მოეწყოს და მხოლოდ ერთი მხარე იყოს წარმოდგენილი.
(აქვე აღვნიშნავ რომ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ბლოგერების რომლებიც ახლა კვარიათში იმყოფებიან, უმრავლესობის ბლოგს ვკითხულობ, ზოგს პირადადაც ვიცნობ და ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებულნი არიან თავის საქმეში- უბრალოდ გვეყოს გამბედაობა და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვთ თორემ მერწმუნეთ. თუ მეზობლის ბავშვის ნახატს პიკასოს ვუწოდებთ, ეს ნახატის ღირებულებას დიდად არ გაზრდის)
- მისტიურნი ორგანიზატორნი
ვინემ მოისხით მადლი და გამარკვიეთ ვინ არიან ამ ყველაფრის ორგანიზატორნი?
არარსებული ორგანიზატორნი გვარწმუნებენ ინფორმაცია საჯარო იყო და თუ გინდოდათ წამოსულიყავითო.
იქ მყოფი ბლოგერები კი მხრებს უხერხულად იჩეჩენ და ჩვენც შემთხვევით ვართ აქო
სადამდე გასტანს ეს აქეთ-იქით ხელების შვერა ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ამ ყველაფრის ორგანიზატორი სამინისტროა კიდევ შესაძლოა მისატევებლეი შეცდომის წინაშე ვიდგეთ რადგან ალბათ ჰქონიათ რომ საქართველოში მხოლოდ 10 ბლოგერია.
- აუტსაიდერი ბათუმელები
"ბლოგინგის საშუალებით ბათუმის პოპულარიზაციის აქციის მოწყობა და შესაბამისი მასალების შეგროვება"
ხოდა ცოტა უხერხულია როდესაც ბათუმის განვითარების სტრატეგიას ხაზავ ბლოგერებთან ერთად და ბათუმელ ბლოგერებს არაფერს ეკითხები.
სულ ეს იყო ამ ნაჩქარევი პოსტის მიზანი. და რადგან არც რედაქტორი მადგას თავზე და არც ცენზურა მითვლის სტროფებს ვიქნები ზურასავით გამბედავი და თავისუფლად დავაჭერ თითს ღილაკზე publish post

P.S. უფრო ვრცელი პოსტის დაწერას ვაპირებდი მაგრამ მეჩქარება, მეგობარი ბლოგერები ყავაზე უნდა დავპატიჟო, მერე ვიტყვი რომ ქართული ბლოგინგის საღამო მოავწყვე - პირველად გაერთიანებული საქართველოს ისტორიაში რაღა თქმა უნდა.
sul ramodenime (nika metyvis ramdeime unda dagewerao :D ) shesworeba : organiztori ekonomikis samiistroa, es cxadia.
ОтветитьУдалитьho danarchenshi getanxmebui :D
diax nagdad saministroa organizatori :D
ОтветитьУдалитьgetanxmebi :) shenc
ОтветитьУдалитьჰო მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გააკეთოს ამაზე კომენტარი.
ОтветитьУдалитьზურას ბლოგზე ეგოისიტი ირწმუნება ინფორმაცია ღია იყო და ვისაც სურდა წამოსულიყოო.
ამხელა ამბავი და ასე დაუგეგმავი ღონისძიება ?
მე ვეთანხმები ამხანაგი გამყრელიძის დასკვნას :D
ОтветитьУдалитьar iyo informacia gia!! nadmvilad vici :D
ОтветитьУдалитьჩორვენი
ОтветитьУдалитьჰო ვიცი რომ არ იყო
ღია რომ ყოფილიყო შეუძლებელია რომ ამდენი ხალხი ჭურში ვსხდარიყავით
როგორც გავიგე სულ რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა და სად მიდიოდნენ და რა მოხდებოდა იქ კვარიათში ბოლო წუთამდე თავად ამ ბლოგერებმაც არ იცოდნენ. :დ
ო ჰო ჰოჰ ჰოჰ
ОтветитьУдалитьბიჭო ბიჭო ბიჭო
აღშფოთდა და გადაღშფოთდა სრულიად ბლოგოსფერო
აღსდგა და გადმოდუღდა.
აილესეს კლავიატურები და ყელი გამობრდღვეს ეკ. სამინისტროს.
სისხლი დაიღვრება ვგონებ.
საჯაროდ ბოდიშის მოხდა ითხოვთ თუ ინფორმაციული ბრიფინგის ჩატარებას?
ლევან უფროსების ლაპარაკში ნუ ერევი რა :* :*
ОтветитьУдалитьეკ. სამინისტროს ბევრს არაფერს ვთხოვთ
საჯაროობას მხოლოდ :)
არ მინდა რა ახლა აქ წუწუნი და ღრიალი.
ОтветитьУдалитьგინდა მე ჩავატარებ ობიექტურ ბლოგინგის დღეებს თან უფრო კარგ ადგილას.
შენ ოღონდ მოსაწვევი ბლოგერების სია დამიემაილე და ეგ არის ;) :D :D :D
კაი იყო მომეწონა :D :D :D
ОтветитьУдалитьჩამორჩი საყვარელო სამყაროს ჩამორჩი
ОтветитьУдалитьახლა ბლოგინგის დღეების მოწყობა ბლოგერების გარეშეა მოდური.
:D :D
ცუდი გოგო ხარ შენ აი ძალიან ცუდი
ОтветитьУдалитьყოველთვის ვამბობდი
ჯობია აიკიდოთ შიდსი
გირჩევნიათ დაგისვან სასიკვდილო დიაგნოზი
სიცოცხლის ბოლომდე ეგდოთ კარცერში ოღობნდ ჰექსეს ყბაში ნუ ჩავარდებით მეთქი
ჰოდა ეს იციან ზემოთაც და იმიტომ არ მიგიწვიეს
აბა შენ იქ კარგს არ დაწერდი მაინც და :D :D
pawu
ОтветитьУдалить:))) მადლობა:)
დექსტერ
შენ თუ გგონია მე ეს იმიტომ დავწერე რომ იქ არ ვარ
ე.ი. არ მიცნობ :)
vici :*
ОтветитьУдалитьaxla mixede gamocdebs
blogingi ar mogrches ukan :)
ისეთი აჟიტირებული ვარ რომ ხვალინდელი გამოცდა სულ დამავიწყდა :D
ОтветитьУдалитьჰექს, არ მინდა ბევრი დავაკომენტო,
ОтветитьУдалитьკვარიათიდან ვაკომენტებ გასაცოდავებული ინტერნეტით.
არც ზურასთან დამიწერია,
პრინციპში, არც მინდა და არც ვარ უფლებამოსილი on behalf of ორგანიზატორები რაიმე კომენტარი გავაკეთო.
უბრალოდ, თავი ვიგრძენი ოდნავ უხერხულად მე, როგორც აქ მყოფმა და არა მარტო მე :))
anyway,
ერთადერთი რაც მე მინდა დავაკონკრეტო, ეს არის ჩვეულებრივი სემინარი, სადაც იღებს მონაწილეობას ბლოგერთა გარკვეული ნაწილი მხოლოდ, ფინანსებიდან და ფორმატიდან გამომდინარე, ბუნებრივია შეუზღუდავი რაოდენობა ვერ დაეტევა ერთ პატარა დარბაზში.
შეიძლება სახელწოდებაა ცოტა უფრო ხმაურიანი და ამან გამოიწვია გაუგებრობა :))
დანარჩენის შესახებ მთლიანად ივენთის ინფოსთან ერთად, ალბათ მოგვიანებით აუცილებლად დავპოსტავ ვრცლად ჩემს ბლოგზე :)
ეკა
ОтветитьУдалитьსწორედ იქ მყოფებმა რომ არ იგრძნოთ ტავი უხერხულად ამ თემაზე წერას ერიდება ბევრი ბლოგერი
მგონი ცხადია რომ არავის არაფერი არ აქვს საწინააღმდეგო იქ მყოფი ბლოგერების - პირიქით
სწორედ სათაური იყო გამაღიზიანებელი, გაბუქებული.
ჰოდა პრეტენზიის ადრესატი არა თქვენ არამედ ორგანიზატორია - რომელიც როგორც გავარკვიე ეკონომიკის სამინისტრო ყოფილა.
რა თქმა უნდა იმედი არ მაქვს რომ ის ამ პოსტზე რამენაირ კომენტარს გააკეთებს :)
მაგრამ მე მაინც ჩემი სათქმელი ვთქვი :)
წარმატებები
და ჩემს ბლოგზეც გილოცავ დაბადების დღეს :) :*
hoda ekonomikis saministros chkuac vatire cin socialuri mediis dgea 30shii!
ОтветитьУдалитьar gamazoT!!!!
http://www.facebook.com/mar13#!/event.php?eid=132321736787734
რახან სამინისტრომ მოაწყო, გასაგებია - ბლოგინგი და ბლოგერები ჰკიდიათ, უბრალოდ "სივიში" ჩაიწერენ, აი "ასე" ახლოს ვართ სოციალურ მედიასთანო. რამდენიმე კაცი დაწერს მათზე, ტელევიზიაც გადაიღებს და PR მზადაა.
ОтветитьУдалитьჰექსე, მთავარია შენ (და ჩვენც) იცი, რომ კარგად წერ, ამბიციებიც სწორად გაქვს მომართული და კვარიათში დასვენება თუ მოგინდება, შენ თვითონაც წახვალ ;)
წარმატება გამოცდაში!!!
ზოგადად ბლოგინგის მთელი მუღამი რაც არის, ის ეკარგება საქართველოში რაღაცატომ:
ОтветитьУдалитьის, რომ ვიღაცა ვიღაცაზე "წარმატებული" და "ელიტარულია" არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ, ბლოგოსფერო არის ადგილი, სადაც ინფორმაცია ყველაზე კარგად და ცენზურის გარეშე ვრცელდება და სადაც ქულებს არ უნდა იწერდნენ, აქ კიდე ინფორმაცია კულუარულია და ვიღაცეებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ, რომ მათ გარდა სხვა ადამიანებიც არსებობენ.
ხოოდა, ეგრე...
პრინციპში სულ არ გამკვირვებია, რაც მოხდა ლოგიკურია, უბრალოდ იქნებ თავი შეიკავონ და სრულიად ბლოგოსფეროს სახელით ნუ გაირუჯებიან...
"კვარიათის" ინიციატორი ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ ის რომ ვერ აკეთებს საქმეს კარგად და ლამაზად ეგ ფაქტია.
ОтветитьУдалитьბათუმის პოპულარიზაციის აქცია მხიბლავს ძალზედ...
ეკითხათ. ეგებ ბათუმელებმა უკეთ ვიცით რა და როგორ გავუკეთოთ ბათუმს?
ან ორგანიზატორს თუ არა იქ მყოფებს არ დაებადათ კითხვა რეგიონში მოწყობილ აქციაზე ადგილობრივი ბლოგერები რატომ არ არიანო?! ან თუ იკითხეს რა პასუხი მიიღეს??
კამეას დარბაზის სივიწროვეს ნუ მოიმიზეზებენ. ეგ სასტუმრო აქაურებმა ძალიან კარგად ვიცით :)))
მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და ზოგი იქმყოფი ბლოგერის შეფასება ძალიან არ მომეწონა. საწყენია ასეთი დამოკიდებულება.
ОтветитьУдалитьრაც უნდათ, ის ქნან, გულწრფელად ვუსურვებ კარგ დასვენებას და ა.შ.
მაგრამ არ ველოდი.
აწი ამ მარაქაში აღარ გავერევი, თავის დროზე მივქარე, როგორც ჩანს :P
სულ კარგად ბრძანდებოდეთ :D
მე ძალიან მომწონს შენი პოსტები, ნინო :))) ასე გააგრძელე...
ОтветитьУдалитьმოკლედ ის მინდა ვთქვა რომ კარგად წერ :) (აქ პირველად ვარ) და ეს არის რა უნდა ვწეროთ და მე პირადად არ მაქვს სურვილი რომ ჩემი წერის პროცესში, პოსტების სიხშირეში, თემების არჩევაში და ა.შ. ვიღაც ერეოდეს მაგ. თუნდაც ეკონომიკის სამინისტროს სახით და მკარნახობდეს ბათუმი გავაპიარო თუ სართიჭალა, ბათუმზე მგონი ბათუმელი ბლოგერი უფრო კარგად დაწერს ვიდრე მე აქ თბილისიდან, ასე რომ . . .
ОтветитьУдалитьერთი კითხვა მაქვს თუ არ მიწყენთ რომელიმე თქვენგანი თბილისში ჩატარებულ რომელიმე მსგავსი ტიპის შეხვედრაზე მოსულხართ. ??? ბლოგ ფორუმიდან დაწყებული თვე არ გავიდოდა რაიმე მსგავსი არ ჩატარებულიყო . დასასვენებლად არავინ არაა აქ. საკმაოდ დატვირთული სამი დღე გველის წინ სადაც უნდა გადაწყდეს სამომავლოდ საქართველოში რა მიმარტულებით წავა ეს საქმე დაგვიკიდებს თუ არა სამინისტრო თუ პირიქით ხელს შეგვიწყობს სხვადასხვა აქტივობებში. მოკლედ რამდენიმე საინტერესო პროექტი იგეგმბა და იმედია ყველას გაგვიადვილებს საქმეს. ცნობისთვის 30 ივნისს მთაწმინდის პარკში საღამოს 6 საათზე სოციალური მედიის დღე აღინიშნება სადაც რამდენიმე საინტერესო პრეზენტაცია იქნება და სურპრიზი რომელიც მერწმუნედ ბევრ სოც მედიით დაინტერესებულ ადამიანს გულით გაუხარდება
ОтветитьУдалитьჩორვენ
ОтветитьУдалитьჰო რა ვიცი ახლა დავფიქრდები აღვნიშნო თუ არა სოციალური მედიის დღე- მგონი არ ვარ სოც. მედიის წარმომადგენელი.
:))
სოფი
ერთმა ჩაატარა, მეორე დაესწრო , გრანტიც დახარჯულია:) მაგრამ ჩვენს გაგვეგო - მაინც ვერ წავიდოდი ამ გამოცდების დროს :)
ნასტასია
ბლოგოსფერო იმიტომ მიყვარდა რომ მეგონა აქ მაინც იყო გამჭვირვალობა თურმე ვცდებოდი.
დევიდ
ყველაზე უხერხულ სიტუაცია ბათუმელი ბლოგერებთან მიმართებით არის მგონი შექმნილი. ალბათ ეკ. სამინისტროს ვერც კი წარმოუდგენია რომ ბათუმშიც შესაძლოა იყვენენ ბლოგერები :)
აღასპერ
სად მიდიხარ კაცო
დიდი ამბავი კვარიათში არ დაგიძახეს.:დ
ჩვენ თავად მოვაწყოთ ქართული ბლოგინგის დღეები. აგერ რედიქსი ხომ მიდის ჩაქვში- გაიყოლე ერთი-ორი ბლოგერიც და ეგ არის :)
თამთა
მადლობა უცნობი ადამიანების მხრიდან ძალიან სასიამოვნოა კომპლიმენტების მოსმენა :)
ლიტერატორი
ხო მე რომ ვთქვი არ მომწონს სახელმწიფოს ასეთი ჩარევა - ერთი ბლოგიოსფერო იყო თავისუფალი მეთქი - რა არ მოგწონსო და თურმე ამ მხრივ თანამოაზრეებიც მყოლია. :)
გაბო
მე თუ არ მივსულვარ ან ვერ გამიგია საჭირო დროს, ან არ დავუპატიჟივარ - ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ რომ იქ ვიღაცის ნახვა არ მინდოდა ან ეს სფერო არ მაინტერესებს.
ჰოდა ცუდია რომ ბლოგერებს გარკვეულ წილად თავის მართლება გიწევთ. ჩემი პრეტენზიები ეკ. სამინისტროსკენ არის უფრო მიმართული და არა თქკვენკენ. თქვენ მიგიწვიეს წახვედით - ყველა წავიდოდა :)
ნუ 30-ს რაც შეეხება.
მოვალ თუ მანამდე ჩავთვლი რომ სოც. მედიის წარმომადგენელი ვარ :)))
ჰოდა წავედი ახლა მე გამოცდაზე :))) :*
ОтветитьУдалитьძააააააალიან ძაააააალიან მომწონს ასეთი აქტიური კომენტარები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა რომაა კვარიათთან დაკავშირებით.
ОтветитьУдалитьვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, არ უნდა შერჩეს. მეორე მხრივ, იმ ბლოგერებს ტყუილად ნუ გადაუშხუილებთ. მთლად დამნაშავეებიც არც ისინი არიან.
ამასთან ერთად არც ის უნდა დაგვავიწყდდეს, რომ ბევრს ტრაკის აწევა გვეზარება, როცა სხვადასხვა კონფერენციებია და სადაც ზაგარი და მზეზე ძილია, იქ ყელას გვინდა. ვინც ამის გამო წუწუნებს ახლა - ვუსურვებ, კიდე ბევრჯერ გაუხეთქონ გული :)
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერზე დავდივარ, რაც სოც. მედიას ეხება, მაინც თბილისში ვარ და გული მწყდება... მაგრამ თავს არ ვისტრესავ, რადგან ყველაფერში არც ბლოგერები ვართ დამნაშავე.
ცოტა შორს რომ გავიხედოთ და ფულის მომდინარე წყაროს აღმა რომ ავყვეთ, პასუხს იქ ვიპოვით ;)
გაბო. ძალიან კარგია რომ შეკრებები და ტრენინგები თბილისში ადრეც ტარდებოდა. მაგრამ ორი სამსახურის გამო თუ ვერ ჩამოვედით რეგიონიდან, მგონი არ ნიშნავს იმას რომ რეგიონში ჩასულებმა ამის გამო დააიგნორონ იქ მყოფნი და ანგარიშგასაწევად არ ჩათვალონ მათი აზრი თავად რეგიონზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.
ОтветитьУдалитьსასიხარულოდ ბათუმელ ბლოგერებს ვერ დაგვწამებთ "კვარიათის დახამებას". თუმცა ჰექსეს არ იყოს. დიდი წილი ამ სიტუაციაში დამკვეთებზე მოდის და არა მონაწილეებზე.
"ჩვენთან ერთად არ თამაშობდით და არც ჩვენ ვითამაშებთ თქვენთან ერთად"...ცოტა ბავშვური მიდგომაა. თორე კარგს რასაც გააკეთებთ მაგაზე ცუდს არავინ იტყვის :)
სამინისტროც რომ ადგენდეს დარწმუნებული ვარ ბლოგერებს ეგენი არ ირცევენ = )) ბაზარი არაა კარგი ბლოგერები არიან და იმედია კარგი ადამიანებიც მაგრამ ყველგან ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი მოსაბეზრებელია.თანაც რა იციან ისეთი რაც თუნდაც ჰექსემ არ იცის? ბლოგი როგორ უნდა წავიდეს წინ ყველა ხვდება მაგას. დიდიხანია ბლოგერობენ? მერე რა. დრო ხო არ არის მთავარი? საყოველტაო იყო და ყველა ბლოგერს შეეძლო წასვლა? მაშინ რატომ არავნ იცოდა? რა ტქმა უნდა უკვე წასულ ბლოგერებს არ ვგულისხმობ მათ ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ.
ОтветитьУдалитьმოკლედ, მკიდია ეს ამბავი. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყოველთვის იქნება ზუსტად ასეთი სიტუაცია მანამ სანამ სვითი,დიდკა,თინი,ყვავა და ა.შ პოპულარული ბლოგერები ბლოგერობენ. მაგრამ სამაგიეროდ გამოჩნდება მერე სხვა აქტიური ჯგუფი და ისინი დაიკავებენ ამათ ადგილს.
ერთიანია ბლოგერული დღეები არამგონია ოდესმე მოწყოს სამართლიანად!
რაც შეეხება ბათუმელ ბლოგერებ აქ უკვე ძალიააააააან დიდი შეცდომა მოუვიდათ. მართლაც და ბლოგერებში მარტო თბილისელი 10-კაცი იგულისხმება?
gabo
ОтветитьУдалитьეგ 30-ივნისის დაგეგმილი პრეზენტაციებით რატო არ არის ყველასთვის ცნობილი თუნდაც? და მარტო კომენტარის სახით რატო იქნა დაწერილი?
ე.ი გამოდის რომ პრობლემა ინფორმაციის გაფრცელებაშია და არა სამინისტროში,ბლოგერებში და ა.შ და ეს პრობლემა ვიგას ბრალია?
რამდენ ვინმეს დაწყვეტია გული... :)
ОтветитьУдалитьარადა, არ ღირს. იმჰო. არ ღირს.
აი Wორდპრესი წელიწადში რამდენჯერმე (ბევრჯერ) ატარებს Wორდპრესელ ბლოგერთა შეკრებებს.
ნეტა მეც დამასწრო-მეთქი... აი ისეთს და ისეთ ადგილებში.
მარა ვინ მომართვა.
სიყვარულოვნას
ОтветитьУдалить30 ივნისის შესახებ სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან წერია, ფეისბუქიდან დაწყებული, ტვიტერით გაგრძელებული. ბოდიშით, რომ სახლში ვერ მოგართვით მოსაწვევები.
გააკეთეთ რამის ორგანიზება ერთხელ მაინც ცხოვრებაში, მერე აკრიტიკეთ სხვები, ვინც აკეთებენ და თქვენ ერთი ადგილების განძრევაც კი არ გინდათ, რომ დაესწროთ და მერე დაიბოღმეთ, რომ ერთ-ერთ გაკეთებულზე, მას მერე, რაც 100 სხვა დააიგნორეთ, არც კი გაახსენდებით არავის. და არც უნდა გაახსენდეთ.
ბლოგი ჩემი ერთი ნაცნობის ორ კატასაც აქვს ისე.
zurius
ОтветитьУдалитьხო მგონი ამხელა აჟიოტაჟის მერე მაინც ეცოდინებათ რომ უფრო მეტნი ვართ :)
მემილიონედ ვიმეორებ ამას რომ
იქ მყოფ ბლოგერებთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია
საქმე ორგანიზატორებშია - ის ხალხი იქ დაპატიჟეს და ისინიც წავიდნენ, მეც რომ დავეპატიჟეთ მეც წავიდოდი და არა მგონი მეკითხა სხვა მოდიოდა თუ არა
პრეტენზიების ადრესატი ორგანიზატორია
და არ მესმის ბლოგერები რატომ გრძნობენ თავს უხერხულად და რატომ იმართლებენ თავს :)))
აქვე აღვნიშნავ, რომ არ მიყვარს ზღვა - იშვიათად ჩავდივარ , გარუჯვა კიდე თუ მინდა გვერდზე მაქვს თბილისის ზღვა, სახურავი თავზე და უამრავი აუზი კიდევ თბილისში
ზღვაზე დახამებული რომელი ნახეთ კარგით რა - არ არის ლამაზი ასე ლაპარაკი :)
უბრალოდ მაღიზიანებს ნებისმიერი ივენთის დახურვა და გასაიდუმლოება თუნდაც არც ვაპირებდე მასში მონაწილეობას.
დოდკა
ბლოგი ჩემი ერთი ნაცნობის ორ კატასაც აქვს ისე.
მართლა? :D
dodka
ОтветитьУдалитьfb-ზე რო წერია რა ხეირი? ყველა ბლოგერია ფეისბუქსე?ან ტვიტერზე? რაღაცას აკეტებთ და ისევ ტქვენთვის და რაღა გინდა? 10-კაცი აკეთებთ 100აიგნორებთ და გიკვირთ რატო პრეტენზიებიო. ვინემ იცოდა რომ რამეს გეგმავდით,სთხოვეთ დახმარება,გააცანით პროექტი და არავინ ჩაერთო?
am sakitxze rom ar gagetrakebina chems tvalshi fass dakargavdi.
ОтветитьУдалитьchaiara gamocdam?
yvela buzis gafrenas akritikebs da eg gamorcheboda?>:D
ОтветитьУдалитьდავწყარდით, ქართველებო. :) და ჩემს ბლოგზე შეიხედეთ, აქ კომენტარი უნდა დამედო, მაგრამ იმხელა გამომივიდა, პირდაპირ ჩემთან დავდე :)
ОтветитьУдалитьჰო რა
ОтветитьУдалитьმაგის შიშით იმედის საინფორმაციოს უფროსს სიუჟეტი ვეღარ დაუგეგმია და საინფორმაციოს წამყვანს ღილი ვეღარ შეუხსნია თავისუფლად
ჰექსე მტარვალო
ია
ОтветитьУдалитьჰო რა ჩავატარეთ :)
დექსტერ
ბოდიში დილით ვინ კიოდა ტელეფონში?
გიჟმაჟი
ვანხე შენი პოსტი
ფბ-ზეც გადავაფაბლიშე :დ
ლევან
იმედის ადვოკატად დაინიშნე თუ საინფორმაციოს უფროსად?
ბოლომ დაგლიჯა! :) სულ მასე იციან ხოლმე: ოირველად გაერთიანებული საქართველოს ისტორიაში! :D
ОтветитьУдалить@litterator
ОтветитьУдалитьარ მსჯელობთ სწორად, ამხანაგო. ასეთი მსჯელობით შორს ვერ წავალთ!
აშკარაა რომ ბლოგოსფეროს წორედაც რომ სჭირდება ორგანიზება. აბა რა დომხალია? ერთი ტრაკებზე წერს, მეორე ტიტველი კაცების სურათებს ტვირთავს, მესამე ალკოჰოლური სასმელის რეცეპტებს დებს... არადა ამდენი პრობლემაა ქვეყანაში. საჭიროა მთავრობამ და ხელისუფლებამ დარაზმოს ბლოგოსფერო და ჩააბას ქვეყნის შენების ფერხულში. მორჩა ეს მაიმუნობები.
და ღირსების ორდენებიც უნდა დარიგდეს. მარჯვნივ და მარცხნივ რომ ჩამოურიგეს ყველას ბლოგერებმა კი ჯერ ვერ დავიმსახურეთ. ეს სრულიად ქართული ბლოგოსფეროს სირცხვილია.
აქამდე ერთი-ორი ორდენოსანი ბლოგერი არ უნდა გვყოლოდა???
ბლოგერი არ ვარ, ბლოგების მკითხველი - კი. ფაზილ ისკანდერს აქვს მოთხრობა "Кролики и удавы". ჰოდა, იქ "კროლიკების" სამეფოს იერარქიაში არის თანამდებობები "допущенные к столу" და "стремящиеся быть допущенными к столу". მეფის "სტოლი" იგულისხმება. ეხლა თითქმის ყველა ბლოგერი ამ ორ წოდებას იმსახურებთ. იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკის სამინისტრო არ არის, ბლოგერები არ არიან? დაიკიდეთ სამინისტრო. კითხვაზე ხელი არ ამაღებინოთ (ბლოგების) ...
ОтветитьУдалитьჩვენ გვპატიეთ, თუ ვსწვალობთ ორ ადგილას, ვმუშაობთ და ვერ დავდვართ ყველგან რა, რომ გაბურღეთ ტვინი, რატომ რა დადიოდითო )) ეს ერთი.
ОтветитьУдалитьმეორე , გაბოს მისამართით, აა სამისნიტრომ უნდა შეგიწყოს ხელი შები ბლოგის განვითარებშაში? ბლოგინგი მე სხვანაირად ხომ არ გავიგე?? სახელმწიფო უნდა გკარნახობდეს, თუ შენ რაც გინდა იმას წერდე????
და კიდევ ერთი (წმინდა იურისტული), რატომ ხარჯავს სამინისტრო ბიუჯეტის, ანუ ჩემსა და სხვათა მიერ გადახდილ გადასახადებს ასე?? უკაცრავად და იმ სფეროში, რომელიც მართლა არ ეხება მას???
ОтветитьУдалитьდამაჯერეთ ვინმემ, რომ 30 კაცის წაყვანა კვარიათშჳ, ბათუმში,მ ძალიან ცოტა დაჯდა :))
ბლოღერებო
ОтветитьУдалитьეკონომიკის მინისტრი რატომ გადადგა
თქვენ გეცოდინებათ
არა?
გეთანმხები ჰექს.
ОтветитьУдалитьდოდის ბლოგში დავწერე კომენტარი და ახლა ძალიან გათიშული ვარ, რომ იგივე არ დააკოპირო.
მოკლედ რა...
ar gaaxures am 10 kacit
ОтветитьУдалить10 ara 30 aris miwveuli
jer swored gaiget xolme da mere weret postebi
ამ პოსტის მერე ბევრმა მომწერა დაიწყეთ არა უკვე ბლოგოსფეროში ერთმანეთის ჭამაო
ОтветитьУдалитьშესაძლოა მესამე თვალით ეს ასე ჩანს და ძალიან ცუდია.
სხვაზე პასუხს ვერ ვაგებ და მე პირადად იქ მყოფი ბლოგერების მიმართ არ მქონია არანაირი პრეტენზია მითუმეტეს აგრესია.
თუმცა ისე აქტიურად დაიწყეს თავის მართლება რომ მართალი გითხრათ გამიკვირდა.
გასაგებია რომ იქ ვინც ხართ სხვაზე შესაძლოა მეტი გესმოდეთ ( თუმცა მონაწილეებს შორის ერთი-ორი ისეთი აღმოვაჩინე ბლოგი თუ ჰქონდა საერთოდ არ ვიცოდი )
დაგპატიჟეს წახვედით და მორჩა დანარჩენი მოკითხონ ორგანიზატორებს
არ არის საწირო სამინისტროს კბილებით დაცვა და თქვენ აქ არ ხართი იმიტომ რომ ზარმაცები დალუზერები ხართ -ის მსგავსი პოსტები.
დოდკას ბლოგზე კიბორგას კომენტი ვნახე და ვეთანხმები აბსოლიტურად ყველა ამ სოციალშიკმა თავიდან ბანალური დღიურით დაიწყო.
და კიდევ იმას არ ვეთანხმები სასტიკად რომ
ღონისძიება მე ჩავატარე და რასაც მინდა იმას დავაქრმევდი
მასე პიკასოს გამოფენას მოვაწყობ და დალის დავარქმევ - ორივე ესპანელი არ იყო რა განსხვავებაა ?
Анонимный
ОтветитьУдалитьდა იქნებს ისისც მიტხრათ საიდან გავიგო ჯერ სწორედ
ოფიციალური საიტი ეს არის და აქ მონაწილეებში 10 ბლოგერზე მეტი ვერ დავითვალე მე
სწორედ მაგას ვამბობ როდესა ინფოს საჯაროობაზე ვსაუბრობ.
თუ ოფ. საიტზე 10 კაცს დებ მაშინ არაკომპეტენტურობაში არავინ უნდა დაადანაშაულო :)
ახლა მომწერეს ფბ-ზე რომ
ОтветитьУдалить30 კაცამდეა
საიტზე რუსულენოვანი ბლოგერები აკლია
მოკლედ არასრული ინფოა.
ბლოღერებო
ОтветитьУдалитьეკონომიკის მინისტრი რატომ გადადგა
თქვენ გეცოდინებათ
is anegdoti gamaxsenda
raixstagi vin aigoo da exla egec me damabraleto :D
bolo anegdotit dzalian movixible, ra kargad sheesabameba am temas... :D
ОтветитьУдалитьBachku
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა :)
წავიკითხე შენი პოსტიც ამ თემაზე :)
როგორც მივხვდი ბათუმელი ხარ
მართალია - საქმე შეცდომაში კი არა შეგნებაშია :)
http://www.georgiatimes.info/articles/37376.html
ОтветитьУдалитьეს ნახეთ? თუნდაც ამიტომ არ ღირს ერთმანეთზე განაწყენება.
nicole
ОтветитьУдалитьგანაწყენებული არ ვარ ნამდვილად არავისზე მითუმეტეს ბლოგერებზე.
საინტერესო ლინკი იყო თუმცა სიმართლე იყოს არ მგონია :)
რუსები ყოველთვის ყველაფერს აზვიადებენ. :)
გულწრფელად მესმის ნანას აღშფოთება ამ საკითხზე, როდესაც ქართული ბლოგინგის დღები ტარდება კვარიათში და არავინ იცის ბათუმელი ბლოგერები ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ. მითუმეთეს როდესაც პროგრამაში წერია: tiffany necklace chile , tiffany necklace germany ,
ОтветитьУдалить