08 июня 2010

my friends

ამჟამად გადავწყვიტე ჩემს უნივერსიტეტის მეგობრებზე გიამობოთ.
ზოგს ყველაზე საუკეთესოდ ბავშვობის მეგობარი მიაჩნია, ზოგს - სკოლის, ზოგს - ჯარის
თუმცა მე თუ მკითხავთ, უნივერსიტეტის მეგობრები ხომ სტუდენტობის წლებთან ასოცირდებიან, რომელიც თავის მხრიც ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად ითვლება.
ჰოდა ამ პოსტშიც სწორედ ჩემს 3 საუკეთესო უნივერსიტეტელ მეგობარზე გესაუბრებით.
რიგითობა დაცულია მათი გაცნობის მიხედვით

1. ქეთი - პირველივე დღეს გავიცანი :)


არის:
ძალიან გამგები, თბილი და ადამიანური ადამიანი -შუძლია გაგიგოს ყველა სიტუაციაში.
ძალიან ენერგიული, კომუნიკაბელური და საინტერესოდ მოლაპარაკე.
არაპროგნოზირებადიც

უყვარს:
ინგლისურენოვანი ფილმები, სერიალები, ბოლო ჟამს აბოდებდა Gossip Girl-ზე
ცვლილებები, ვერ იტანს ერთფეროვნებას ასე რომ ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს საკუთარ გარეგნობასათან დაკავშირებით
აქსეუარები,
შემწვარი კარტოფილი, ჩიფსები და კოკა-კოლა

ადამიანებში აფასებს ყურადღებას და თავადაც ზედმეტად ყურადღებიანია
არ უყვარს მუდო და იუმორის არ მქონე ადამიანები
არის საკმაოდ გიჟი მძღოლი :)

არ ესმის როგორ უნდა იმეგობროს ბიჭთან რომელიც ადრე უყვარდა.

ყველაზე დასაფასებელი თვისება
- არის ძალიანზე უფრო ძალიან ბუნებრივი ადამიანი არასდროს უჭირავს რაღაც სპეციალურად შერჩეული, სარკეში წინასწარ გავარჯიშებული პოზა.
შეუძლია ბევრი რამის გაკეთება მეგობრისთვის.
მაგალითი: პირველ სემესტრში როდესაც ჩვენი მეგობრობა ჯერ საწოვარას ასაკში იყო რაღაც ამერია და აღმოჩნდა რომ რეფერატი უკვე გაუქმებულ კანონზე დავწერე და ეს დედლაინის წინა ღამით შევიტყვე როცა უკვე ვერაფერს შევცვლიდი. მაშინ ქეთი დამეხმარა და მის მიერ დაწერილ რეფერატს ჩემი გვარიც მიაწერა და მერე.. მახსოვს ამ რეფერატში 10-დან 10 ქულა ავიღეთ. თუ თქვენ ფიქრობთ რომ ყველა ასე მოიქცეოდა მე მინდა გითხრათ რომ თქვენ ადამიანებს არ იცნობთ, ყოველ შემთხვევაში ჩემს კურსს. :P


2. ანა




რაჭველია ამიტომ ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული და სერიოზული ადამიანი ჩვენს შორის.
არის:
ძალიან შრომისმოყვარე
მოწესრიგებული
ხშირ შემთხვევებში ძალინ პირდაპირი და ხისტი, ამ პუნქტში ეჭვის შემტანთ ვარაზისხევის ეპიზოდის გახსენებას ვურჩევ.
ძალიან კარგი ფსიქოლოგი, ხშირ შემთხვევაში შეუძლია მოგცეს მაგარი რჩევა როცა ეს გჭირდება
აქვს შესანიშნავი გემოვნება ყველა სფეროში.
მისი სუსტი წერტილი - ფეხსაცმელი
აქვს ძალიან დახვეწილი იუმორის გრძნობა
არის ყველაზე პუქნტუალური ჩვენს შორის. ( ჩემს შემდეგ :P )


უყვარს რაჭა, რაჭველები და მათი სამზარეულო
კიდევ გიორგი ქორქია :P
არ უყვარს შავი იუმორით მოღადავე ადამიანები.


საუკეთესო თვისება - ძალიან კრიტიკულია როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფთა მიმართაც - ალბათ სწორედ ამაში ვუგებთ და გვესმის ერთამანეთის

3. ქრისტინა



ძალიან მიზანდასახული და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანი
მისთვის არა არსებობს სიტყვა - "არ შემიძლია"
არის ძალიან მოლაპარაკე, მოქაქანე, ნუ როგორც ყველა
უყვარს ჩანახატების წერა, კითხვა, მუსიკის მოსმენა წვიმიანი ამინდი და ვერ იტანს კატებს (თურმე)
ადამიანი, რომელიც სულ შეყვარებულია
ზოგადად ძალიან პირდაპირი და გულღია ადამიანი
აი თუ მოეწონა ვინმეს თვალები, შეუძლია მივიდეს და პირდაპირ უთხრას "რა ლამაზი თვალები გაქვს " ( ამაზე მომხვდება) მოკლედ არ მალავს ემოციებს და ამას ხშირ შემთხვევაშიი მისთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს.
საუკეთესო თვისება - სულ ძიებაშია, არასდროს ჩერდება მიღწეულზე და ცდილობს იყოს ყველგან და ყველაფერში .. ნუ მოკლედ საყრდენი წერტილი რომ ჰქონდეს დედამიწასაც გადატრიალებდა.

საერთო პორტრეტი კი ასეთია



P.s. რაც არ უნდა ბევრი მელაპარაკა სამივეს (ოთხივეს) აერთიანებთ ერთი - კრიტიკულობა.
ასე რომ ამ პოსტშიც აუცილებლად არ მოეწონებათ "რაღაც"
ასე რომ მთვარე... მთვარე.... ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს...

10 комментариев:

  1. :) :)))

    "ე, ბიჭო მეც მომიძღვენი ერთი ლექსი"
    (c) ტ. ჭანტურია

    ОтветитьУдалить
  2. i.a.
    ვიგოდნიცა

    ჰექსე ჩემზე რატომ არ წერ ასეთ პოსტებ?
    თავი რაღაც მიტოვებულად ვიგრძენი :user:

    ОтветитьУдалить
  3. dexter

    shenze ukve davwere
    ai


    :)
    http://hexsus.blogspot.com/2010/02/house-vs-holmes.html

    ОтветитьУдалить
  4. ლინკს გავყევი და
    მაგ პოსტით იმის თქმა გინდა რომ ჰოლმსივით გამჭრიახი და ჰაუსივით პროფესიონალი ვარ?

    ОтветитьУдалить
  5. ნუუუ
    არა
    ხაზი ძირითადად შენი, ჰაუსისა და ჰოლმსის ერთ საერთო თვალშისაცემ თვისებას გავუსვი :)

    ОтветитьУдалить
  6. ვაიმე და ნეტა რომელს?

    ОтветитьУдалить
  7. ორი შენიშვნა:
    1. რამხელა პოსტებს წერ!!!!!!!!!!!!!
    2. ეს ანა ცხოვრებაშიც ეგეთი 'ძააააან' ტიპია, როგორც ფოტოზეა? :))

    ОтветитьУдалить
  8. zurrius

    1. რამხელა პოსტებს კითხულობ :დ
    2. ეგ შენიშვნა კი არა კითხვა იყო - კი :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)