01 июля 2010

მეორე მიმართვა თიკო სადუნიშვილს



"ყოველ ხუთშაბათს დილით შენ ახალ პოსტს ველოდები ხოლმე თიკო სადუნიშვილის წინა ღამის გმირობის შესახებ " (c) მეგობარი ფეისბუქიდან


"დღეს რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერას ვესწრები და ყველაზე მეტად ამაში ის მომწონს რომ ბიჭოლას ახალი კაბა მაცვია" -ციკლიდან თიკო სადუნიშვილი "ზაფხულის ღამის კოშმარი"


საყვარელო თინათინ!

გულწრფელად გამიხარდა, როდესაც შევიტყვე რომ თქვენი გადაცემა გასცდა ერთ-ორ დაზეპირებულ კლუბსა და როგორღაც თეატრშიც შეჰყო ცხვირი.
გისურვებ უფრო მეტჯერ მოხვდე ხოლმე ასეთ ღონისძიებებზე იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ ქართველებს, ბიჭოლაზე უფრო ნიჭიერი და საამაყო ხალხიც გამოგვიზრდია.
თუ ასეთ ღონისძიებებზე სიარულს გაახშირებ ალბათ მალე მიხვდები რომ არ შეიძლება რუსთაველის თეატრში პრემიერაზე მიმავალს მხოლოდ ის გახარებდეს რომ ბიჭოლას ბალიშები გმოსავს.

და ძალიან გთხოვ კონტრარგუმენტად ალფონს კარის სიტყვებს ნუ დამიპირისპირებთ, რადგან მოცემულ საუკუნეში ისინი, ისევე, როგორც თქვენი გადაცემა სრულ უაზრობად მიმაჩნია.

სიყვარულით,
ჰექსე


edit: ბევრმა მომწერა რომელ სიტყვებს გულისხმობო. საუბარია ალფონს კარის შემდეგ სიტყვებზე:"ყოველა ქალი თეატრში წასვლის წინ ფიქრობს, იმაზე რომ თავად იქცეს ჭვრეტის ობიექტად."
მოცემულ მომენტში აღნიშნული სიტყვებს უაზრობად იმიტომ მივიჩნევ რომ როდესაც კარმა ეს სიტყვები თქვა თეატრი იყო ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლებოდა ქალს საკუთარი თავი და კაბა წარმოეჩინა. და ვინაიდან დღეს -დღეობით აღნიშნული ადგილებს საზღვრები უკვე აღარ გააჩნია, იქნებ თეატრი თეატრისმოყვარულთათვის დაგვეთმო?

23 комментария:

  1. ჯერ არ გათენებულა უკვე იკბინება

    ОтветитьУдалить
  2. ყოჩაღ ჰექსე !! :D :*

    ОтветитьУдалить
  3. ამ თიკოს სისულელე უკვე საზღვრებს გაცდა.
    რა ქნას, უხარია ბავშვს ახალი კაბა.

    ОтветитьУдалить
  4. გატყობ ზაან არ გევასება :D

    მიწასტან ასწორებ :D:D:D

    ОтветитьУдалить
  5. ჰექსუს, რა არის სადუნიშვილზე რომ გადახვედი? თურმე მაიკომ დაიპრტყვნა რაც კი ბეწვები ჰქონდა ეჭვიანობით..


    არა გრცხვენიან, გოგოუ?


    :|

    მაიკო მაინც ჩვენი კუმირია.. :)

    ОтветитьУдалить
  6. რომელი სიტყვები?

    აი ახლა წარმომიდგენია თიკო ზის და ფიქრoბს ნეტავ ალფონს კარის რომელი სიტყვები იგულისხმაო :D

    ОтветитьУдалить
  7. lenon
    ლევან თუ გინდა გავმაზოთ რომ ახლა თიკო ზის და ფიქორბს ვინ ჯანდაბაა ნეტა ეს ალფონს კარი

    :D:D

    ОтветитьУдалить
  8. ია

    რა ვაი
    შენ არ წერდი ადამიანის უზენაეს ღირებულებებს არ უნდა შეეხოო
    ჰოდა ეგ გოგო უკვე უზენაეს ღირებულებებს ეხება და რეაქციაც შესაბამისია. :)

    ვასასი :)
    მაიკო რომ გამოჩნდება ვპირდები მივუბრუნდები :)

    TreZoRA
    ნუ როგორ ვთქვა
    არაფერი პირადული უბრალოდ

    როგორც მარიმ აღნიშნა მისი სისულელე უკვე საზღვრებს გაცდა. :)


    ჰო პოსტს ჩავასწორებ თორემ
    კარის სიტყვებმა გაურკვევლობა გამოიწვია ცოტა

    ОтветитьУдалить
  9. hmm
    kargia da ki getanxmebi
    magram
    xma mgagadeblisa..

    ОтветитьУдалить
  10. უდაბნოსა შინა ჩემო ბაბისა
    მაგრამ აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს-ო

    ОтветитьУдалить
  11. რა მაგის პასუხია და რაღა დროს თეატრია ვაფშე :D

    ОтветитьУдалить
  12. შოთა
    ანუ რა დროს თეატრია სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამეები ხდება ქალაქში?

    ОтветитьУдалить
  13. ვამაყობ შენით, ჰექსე! :) :*

    ОтветитьУдалить
  14. მადლობა კანარიო დიდი მადლობა :)
    :***

    ОтветитьУдалить
  15. შენ პარალელურ პროფესიაზე არ გიფიქრია?
    მედიის კრიტიკოსის ან რამე მსგავსის? :D

    ОтветитьУдалить
  16. ეკ
    ეგეთი ფაკულტეტი არსებობს?
    ალბათ ჟურნალისტიკაზე უნდა ჩააბრო ხომ?
    პარალელურ პროფესიაზე მიფიქრია ზოგადად კრიტიკოსზე :))

    ОтветитьУдалить
  17. :) :) :) :) :)

    ნიჭიერი ხარ
    კრიტიკოსობა გიხდება

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)