02 июля 2010

სოციალური მედიის დღე - პლიუსები და მინუსები +/-

კრიტიკა არავის უყვარს, მაგარმ ყველას სჭირდება, - ამიტომ მინუსებით დავიწყოთ:

- დრო

არ მესმის, რატომ იბარებენ ხალხს 6-ზე თუ ღონისძიება იწყება 8-ზე. მესმის რომ ამით იმ ზარმაც ქართველებს აზღვევ ვინც ისედაც 8-ზე მობოდიალდება, მაგრამ ამავე დროს რა დააშავეს მათ ვინც ზუსტად 6-ზე მოდის. ამით ხომ მათაც ვაზარმაცებთ და პუქნტუალურობის ყოველგავრ მოტივაციას ვუკარგავთ?

- ხმა

სამი ვარიანტია - ან მიკროფონები არ მუშაობდნენ როგორც ჯერ არს, ან მომხსნებელები საუბრობდნენ ხმადაბლა, ან მე ვარ ყრუ, რადგან ნახევარზე მეტი არ მესმოდა.

- პრეზენტაციები

სოციალურ მედიის დღეზე მე პირადად პრეზენტაციების მოსასმენად მივედი, თორემ ბლოგერების ნახვა სხვაგანაც შეიძლება. მეგონა რომ გავიგებდი რაიმე ახალს რაც გამომადგებოდა ბლოგინგში ან არ გამომადგებოდა, მაგრამ მაინც ახალი და საინტერესო იქნებოდა. თუმცა მსგავსიც არაფერი. აქაც ორი ვარიანტია - ან მე ვიცოდი ყველაფერი, ან მომხსენებლებმა ვერ თქვეს ვერაფერი ახალი - არჩევანი თქვენთვის მომინდვია.

- მომხსენებლები

ისინი კარგი ბლოგერები არიან, ისინი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ისინი ცუდი პრეზენტატორები გამოდგნენ. არანაირი კონტაქტი აუდიტორიასთან, შედეგად ისინი გაღმით იყვნენ, გამოღმით - ჩვენ, შუაში კი - ჩვენი ნამუსრავი.



- ავოე.. პრეზენტაციააა (c) Mariam Blanc

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ხომ გაგიათ, ჰოდა თუ ვიტყვით რომ ცუდი მთქმელნი გვყავდა აქვე იმის თქმაც არ დაგვავიწყდეს, რომ ცუდი გამგონენიც ვიყავით. ზუზუნი, ბზუილი, "ლინკები როდის გავცალოთ" და "მე რომ დაგიკომენტარე, შენ რატომ არ დამიკომენტარე " და მსგავსი.
ცალკე განხილვის თემაა პრეზენტატორების მისამართით გაკეთებული რეპლიკები და კომენტარები. ადამიანი გამოსულია, დგას, ნერვიულობს, ატარებს პრეზენტაციას რა საჭიროა ამ დროს " ოჯახში ხომ კარგად" და "ამის მერე ლუდი არა დავლიოთ შეჩემა?" ( თუ ეს ცალ-ცალკე იწერება) მსგავსი კომენტარები?

- დისკუსიების არარსებობა
აქ საკითხავი ის არის ვის შევაწმინდოთ ხელები? პრეზენტატორებს - იმდენად ცუდი პრეზენტაციები იყო რომ კითხვაც კი არ დაგვებადა თუ მსმენელებს - ზედმეტად პასიურობდნენ, არაფერი აინტერესებდათ.

+

+ ვნახე ბევრი ბლოგერი, გავიცანი ბევრი ახალი ბლოგერი;
+ გავატარეთ დრო სასაიმოვნდო, განვიტვირთეთ;
+ პიცა გემრიელი იყო;
+ საბას მედია ბანკის პრეზენტაცია. პროექტიც მომეწონა და მისი პრეზენტაციაც - გაგვაგებინა ვინ იყო რა უნდოდა
+ ალექსანდრე ბაგრატიონი, რომელიც რ2-ს დილის გადაცემაში ბლოგებს მიმოიხილავს თურმე(ვერ ვუყურებ დილით ტვ-ს) მან შემოგვთავაზა ბლოგერებს დაგველინკათ ბლოგის მისამართები და ჩვენ ბლოგს განიხილავდა დილის გადაცემაში. თუმცა მეორე დღეს გავიგეთ (თუმცა არ ვიცი რამდენად სწორი ინფოა) რომ იგი რ2-დან გაანთავისუფლეს.
+ საბოლოოდ გადავწყვიტე შევუცვალო მისამართი ჩემს ბლოგს -> და თუ ზევით აიხედავთ დაინახავთ, რომ ეს უკვე გავაკეთე, მადლობა ლაშარელას.

+და ბოლო პლიუსი იყო ის რომ ჩატარდა....
მაინც პირველი იყო ამიტომ მასზე კბილების ალესვა არ მიმაჩნია სამართლიანად. იმედი მაქვს შემდეგში ორგანიზატორები იმ შენიშვნებს რაც დაიწერა გაითვალისწინებენ, ნუ თუ არ გაითვალსწინებენ და მე კრიტიკის წერა არ მენანება, არც მეზარება და არც მეხათრება.

ლინგვისტუსის სტატუსი ფბ-ზე:

"ყველაზე მეტად იმაზე ვხალისობ რომ ბლოგერთა ნებისმიერი შეხვედრის თუ "ივენთის" შედეგი გიგაბაიტობით გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაა და მეტი არაფერი."

ჰოდა რაღაცაში მართალია ეს ადამიანი :)

ერთი ფოტო just :)

13 комментариев:

  1. 1) შენ ჩემი შვილი ხარ რა. :**
    2) მაგარი ნაგლი ხარ რა. მე არ გიბურღე ტვინი და არ გიხსენი კომზე გადმოდიმეთქი??? :D :D :D :D

    ОтветитьУдалить
  2. ჰოდა შენ რომ მიბურღე ტვინი იმიტომ გადმოვედი
    :)
    რატომ ვარ ნაგლი ?

    ОтветитьУдалить
  3. xo lasha damexmara gadasvlashi ")
    da nu damiwye shen axlam ewvianoba :))))

    ОтветитьУдалить
  4. საიდან იცი, რომ მე ეჭვიანი ვარ??? :))))))))

    ОтветитьУдалить
  5. kate
    რა ვიცი მგონია რომ გიცნობ :)))

    ОтветитьУдалить
  6. :))))


    :*************
    ძალიან საყვარელი ხარ <3

    ОтветитьУдалить
  7. და მაინც, ამ socializing-ს ირიბად რომ აქვს შედეგები (შენს +ებში რაც ჩამოთვალე), საბოლოო ჯამში მაინც ღონისძიების დამსახურებაა, არა? :)))

    ОтветитьУдалить
  8. ეკა
    კი მისი დამსახურებაა, ამიტომ მოვხისენია პლიუსებში :)
    უბრალოდ მე მხოლოდ ერთი მხარის განხილვა არ მიყვარს, ამიტომ აღვნიშნე მინუსებიც :) :*

    ქეთ :*

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)