06 июля 2010

რეკლამის ძალა მოგცემოდეთ!





"მეცნიერებას ადამიანის გონების დაბნელებისა, მანამ სანამ მისგან სარგებელს არ მიიღებენ, - რეკლამა ჰქვია"


"თვალი ჩაუკრა სიბნელეში ლამაზ ქალს, ეს იგივე აკეთო ბიზნესი რეკლამის გარეშე" - თქვა ვიღაცამ და ყველამ უმალ დაივიწყა თუ რამხელა რომანტიკა აქვს სიბნელეში თვალის ჩაკვრას და რეკლამის აურზაურში ჩაერთო.
პარალელურად მსოფლიოს კვლევითმა ცენტრმა სახელწოდებით "მახათი დავკარგეთ" ჩაატარი უმსხვილესი კვლევა და დაასკვნა, რომ დედამიწის მოსახლეობის 4%-ს უყვარს ტელევიზორით რეკლამის ყურება.
და მიუხედავად იმისა რომ მეც ჯერ კიდევ დედამიწას ვეკუთვნი ჩემთან მსგავსი კითხვით არავინ მოსულა, მაგრამ მე მაინც იმ 4%-ში ვერთიანდები.
თუმცა რეკლამის სიყვარული რამდენად ვრცელდება ქართულ არხებზე გასულ რეკლამებზე ვნახოთ:
  • რექსონა
საერთოდ დეოდორანტებს ერთი უცნაურობა ახასიათებთ, ჰგონიათ რომ ჩვეულებრივ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს კი არა, რაიმე ულტრათანამედროვე საიდუმლო იარაღს ყიდიან, ამიტომ მათი რეკლამის გმირები ხშირად ჯეიმს ბონდისა და ლარა კროფტის მსგავსი არსებები არიან, რომელთაც მსოფლიოს გადარჩენაში რა თქმა უნდა 24/7-ზე დაცვა ეხმარებათ.
ალბათ ამის ბრალია, რომ ქართულ მოსახლეობას ჰგონია რომ აღნიშნული საშუალებები მხოლოდ რაიმე საიდუმლო დავალების დროს გამოიყენება და ალბათ ამიტომაც არის რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ივნისიდან აგვისტომდე სწორედ ჯეიმს ბონდისა და ლარა კროფტის დახმარება ესაჭიროებათ ჩვენს სასუნთქ ორგანოებს. (!)
თუმცა ქვე-სათაურში რექსონა ტყუილად არ მიხსენებია. მისი ბოლო რეკლამის სლოგანი- "გაბედე, ჩაიცვი შავი!" ისე მაღიზიანებს რომ ლამის რეკლამების (არარსებულ) მარეგულირებელ კომისიას მივწერო და ქართველობის სახელით დახმარება ვთხოვო.
რატომ?
ძლივს აქ შავი გაიხადეს და იმის გაბედვისკენ მოწოდება რომლის გადაგდების გაბედვა სულ ცოტა ხნის წინ გაბედეს - ცოტა არ იყოს და ალოგიკურად მეჩვენება.

  • ბარამბო ჩაჩავა
ეს ვინმე მეგრელი კაცის(ქალის) პირადი მონაცემი ნუ გეგონება მკითხველო. ორი ქართული ბრენდის გაერთიანებაა. მათ შორის საზღვრების ნგრევას იმიტომ მივყავი ხელი, რომ დავეჭვდი ერთ კაცს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული მათი "პიარი".

ჯერ იყო და თავი გტკიოდა, ქმარი გღალატობდა თუ ხელფასი არ გყოფნიდა ჩაჩავაში უნდა წასულიყავი.
ახლაა და შოკოლადი გინდა თხილით, ქიშმიშით, ხილით... ხინკალი მწვანილით, ლუდი თევზით თუ ბიჭი მანქანით - ყველაფერი ბარამბოა.
მოკლედ, რაც არ უნდა გინდოდეს ეროვნულ შოკოლადში 1.80-ს გადახდას ისევე ვერ აუვლი გვერდს როგორც ახალი სატელევიზიო პროექტი წამყვანად -
დუტას. ისე დუტა მშვენიერი სახელია ამ შოკოლადისთვის - რატომ ვერ მოიფიქრეს ეს?
დუტა გვერდით იყოს და ამ რეკლამის სლოგანმა "მშობლები რომ გეუბნებიან ტკბილი კბილებს აფუჭებს, არ დაუჯეროთო" მამათა და შვილთა ბრძოლა შეიძლება გამოიწვიოს .
წარმომიდგენია, მაღაზიის ვიტრისნი წინ გაჩაჩხული ჯიბეებშიხელებჩაწყობილი 3 წლის ბავშვი მშობელს რომ ეუბნება" შენ ვინ გეკითხება, ტელევიზორში თმაგაბურძგნულმა კაცმა თქვა - მე დამიჯერეთო!"

  • სარეცხი საშუალებები
დეოდორანტების არ იყოს და სარეცხ საშუალებებსაც საკმაოდ ორიგინალური რეკლამები აქვთ.

აქ ისინი პატარა აინშტაინებად გვევლინებიან და ისეთ საოცარ ფორუმლებს არახურებენ რომ აინშტაინიც კი აივსებოდა შურით. სარეცხი ფხვნილი დაგეხმარებათ რეცხვა გექცეთ სიამოვნებად, მისი დახმარებით თქვენ იქცევით სასურველ ქალად ქმრისთვის და სუპერ დედიკოდ შვილისთვის. "მისტერ მუსკული" ხომ ყველა ქალის სასურველი მამაკაცია – კაცი რომელიც ქალს ჟანგინაი ქურის გაწმენდვაში ეხმარება, სხვა რაღა უნდა უნდოდეს ქალს?

მოკლედ, ეს სარეცხი საშუალებები რეკლამებში ისეთ კაი ტიპებად არიან წარმოდგენილი – ვფქირობ, პრეზიდენტად თუ ავირჩევთ აფხაზეთასაც დააბრუნებენ და იქნებ სამაჩაბლოც უკან მოაყოლონ.

  • "მინდა გავხდე მილიონერი!"

ახლაგაზრდა წყვილი ხარჯებს ითვლის და ამას ისე საწყლად აკეთებს, რომ ტელევიზორთან მჯდომი მოქალაქენი სიბრალულით ვივსებით და მზად ვართ.. შევქმნათ საქველმოქმედო ფონდები, დავრეკოთ ან დავამესიჯოთ... გავიღოთ უკანასკნელი კაპიკი ამ წყვილის ხარჯების დასაფარავად. რეკლამის ბოლოს კი ირკვევა რომ წყვილის შეწუხებული სახის მიზეზი ის 3,5 მილიონია, რომელიც "აზზე არ არიან " სად დახარჯონ. ამის მოსმენის შემდეგ კი ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქენი წეღან უკანასკნელ კაპიკს რომ ვდებდით მათ დასახმარებლად ახლა ისინი უარესად გვეცოდება და მზად ვართ კვლავ შევთავაზოთ ჩვენი დახმარება მათ ანგარიშზე არსებული ბოლო კაპიკის დასახარჯავად.

"მინდა გავხდე მილიონერის" უფრო მარტივი მაგალითია "თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, წყალტუბოში ვუყურებდი ტვ–ს და წინდა ვქსოვდი უცებ გავხდი ამხელა ფულის პატრონი. " ლუდსახარში "ნატახტარის" რეკლამა კი უფრო პიარ–აქცია მგონია სლოგანით "გამოვასწოროთ ასო–ბგერა "ლ"

  • პრეზერვატივი "სიკო"

მსოფლიოში პრეზერვატივის რეკლამები საოცარი ორიგინალურობით გამოირჩევიან. ყველა ქვეყანას კი ორიგინალურობა სხვადასხვანაირად ესმის, ალბათ სწორედ ამიტომაცაა რომ ჩვენს რეკლამაში პრეზერვატივი რატომღაც დისკოთეკებზე დარბის და ისე მღერის რომ ჯეოსტარის პრიკოლების გამარჯვებულსაც კი წარმოეშობა კანონიერი უფლება დასცინოს. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს რეკლამა ყველაზე ხშირად გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე შაბათს დილის მულთფილმების დროს. მარკეტინგში პროფესორობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია რომ რეკლემა ტელევიზორში იმ დროს უნდა გადიოდეს როცა ამ პროდუქტის სავარაუდო მომხმარებლები უყურებენ მას. თუმცა ყველა ქვეყანას მარკეტინგი სხვადასხვანაირად ესმის.

P.s. სულ ეს იყო გახსენებული რეკლამები.

დარჩით ამ ბლოგზე და გახსოვდეთ თუ ლიკანის ხეობის ჩრდილში ლიკანის წყალი მოგაწოდეს შეგიძლიათ წყლის მომტანს წყლის ძალა უსურვოთ, ხოლო თუ თბილისში სიცხით შეწუხებულა მინერალური წყალი "ლიკანი" გახსენით და მიუხედავად ამისა ლიკანის სიგრილეში მაინც ვერ გრძნობთ თავს ასეთ შემთხვევაში ჯობს საკუთარი თავისთვის რეკლამის ძალა ისურვოთ.


და ბოლოს უბრალოდ არ შემიძლია არ დავუთმო ადგილი პროფესიონალებს და არ გაგიზიაროთ რეკლამა რომელიც ვნახე გრიგოლის ბლოგზე.


39 комментариев:

  1. რა მარკეტოლოგი იკარგები... :D :D
    ამ რეკლამებს კიდევ რა უჭირთ, არჩევნების დროს მიწუხდება გული ტელევიზორის ყურებისას

    ОтветитьУдалить
  2. haha, magari postia dzaan, bevri vicine :))
    da hondas reklamac dzaan momewona.
    ise, likanze is gamaxsenda: ratom svamt likans? ravici, lamazi botlia aqvs = ))))))))))

    ОтветитьУдалить
  3. haha, magari postia dzaan, bevri vicine :))
    da hondas reklamac dzaan momewona.
    ise, likanze is gamaxsenda: ratom svamt likans? ravici, lamazi botlia aqvs = ))))))))))

    ОтветитьУдалить
  4. კარგი იყო, როგორც ყოველთვის))

    ОтветитьУдалить
  5. mari
    სარეკლამო რგოლები ცალკე ტკივილია :)))))

    lilac
    ა ეგ ის მყიდველებს რომ დასდევენ და სახლში უვარდებიან ლამის :დ

    ჯუნა
    დიდი მადლობა :)))

    ОтветитьУдалить
  6. ძალიან მაგარი პოსტი იყო.
    ძალიან ნიჭიერი ხარ.
    ყოჩაღ.

    ОтветитьУдалить
  7. "მისტერ მუსკული" ხომ ყველა ქალის სასურველი მამაკაცია - ე.ი. მთელ ჩემს სამსახურს თითო მუსკულს ვუყიდი ხელფასზე! აბა, კაცები მაგათა არ ჰყავთ და ...

    ОтветитьУдалить
  8. ქეთი
    ნიჭიერისგან მესმისო :)))

    unaamagra
    ჰა ჰა ჩაგეთვალა ;)

    ОтветитьУдалить
  9. განსაკუთრებული სახის სიასტიკეა რუსული რეკლამების გადმოქართულებას, მითუმტეს თუ მინამღერის თარგმნაზეა საუბარი (ანუ სიმაღერაზე, რომელშიც ფაქტიურად პრიდუქტის სლოგანი დევს)!!!

    ОтветитьУдалить
  10. ნინო RSS Feed დააყენე რა ბლოგზე... ბლოგსპოტზე ისე მქონდა რომ ვხედავდი ახალ პოსტებს და წორდპრესზე რიდერის გამოყენება მიწევს :(

    ОтветитьУдалить
  11. აი ყოველთვის მინდოდა პრეზერვატივ სიკოზე პოსტი დამეწერა :D მაგრამ თავი ვერ მოვაბი. ეს რეკლამები მაღიზიანებენ სასტიკად. აი კოკაკოლას რეკლამები მიყვარდა ხოლმე. განსაკუტრებით საახალწლო მაგრამ ეხლა ეგენიც გააფუჭეს

    ОтветитьУдалить
  12. აუ კარგი რა...
    შენ ხარ ნიჭიერი. მე საერთოდ არა.

    ОтветитьУдалить
  13. Lalena
    გადმოქართულებული რეკლამები რამდენის მინახია ორიგინალში როგორც წესი სულ სხვანაირად თარგმნიან ანუ არანაირი კავსირი არ აქვს ორიგინალურ ტექსტთან და თან ისეა ნათარგმნი რომ მთელი მუღამი იკარგება :)
    კსტაწი შენი ახალი დიზაინი ვნახე და ძალიან მომეწონა :)

    qilipa
    არადა მაქვს რსს
    :)

    siyvarulovna
    ყველაზე უნიჭო რეკლამაა რაც კი ოდესმე მინახავს :)
    საერთოდ ქართული რეკლამებიდან რთულია გაიხსენო კარგი რეკლამა.
    ახლა მახსენდება მაგთის ჰქონდა ხოლმე ორიგინალური რეკლამები :)


    Kate

    კარგი ახლა ნუ მოყევი თვითგვემას :))

    ОтветитьУдалить
  14. dexter
    შენს საპატივცემულოს სხვათაშორის :)

    ОтветитьУдалить
  15. პირველი სურათი რისი რეკლამაა ჰექს?

    ОтветитьУдалить
  16. ია
    ბოძებზე რომ არის ხოლმე გაკრული განცხადებები
    ეგ მაგის ალტერნარიული ვარიანტია
    თან უფრო სასიამოვნო
    იმის მოხევა შეიძლება დაგეზაროს
    ამის არა :D

    ОтветитьУдалить
  17. euf azrzs mec mivxvdi
    produqcia mainteresebda :)

    ОтветитьУдалить
  18. i,.a

    produqcias ra msnihvneloba aqvs
    azri xom gasagebia
    da amave dros sakmaod originaluri :)

    ОтветитьУдалить
  19. ჰო ეგ რეკლამა მართლა ძალიან სასაცილოდ ჟღერს საქართველოში.
    გაბედე, გაიხადე შავი - ასე უნდა იყოს. :)

    ნამდვილად არვის გაუხდია და მიტომ.

    ლიკანის რეკლამა კი მართლაც არაა ცუდი. ცუდი ისაა, რომ გადაღეჭილ-მოპარულ-ნასესხებ-ჩანასესხებ და ა.შ. აი ეგეთია.

    ОтветитьУдалить
  20. Lord Vader
    რექსონას რეკლამა აშკარად გადმოთარგნილი და ქართულ სინამდვილეს არ არის მორგებული :)

    ი.ა
    პროდუქცია მეც არ ვიცი :)

    ОтветитьУдалить
  21. ძალიან საკაიფო პოსტია. თან მე რეკლამებზე ნამეტანი ჭედვა მაქვს, მიყვარს კრეატიული რეკლამები და იმ რაღც უბედურებებზე ნერვი მეშლება ხოლმე.

    სივიკის რეკლამამ დაგლიჯა <3

    გრეით !

    ОтветитьУдалить
  22. Sal
    სივიკის რეკლამა რეკლამა კი არა უფრო ხელოვნების ნიმუშია :)
    ჩვენ ოდესემ გდავიღებთ რამე მსგავსს?:(

    ОтветитьУдалить
  23. აუ, მევასები ჰექსე! ძაან ძაან მაგარი პოსტია! რექსონაზე იმენა გაარტყი, მეც მასე ვფიქრობ და ალბათ კიდევ ბევრი. ხოდა ეს ბოლო რეკლამა რაც იყო სივიკის, ამას ქართულ რეალობაში რამდენიმე მივუსი აქვს: 3 წუთიანია (ძვირია), ხალხი იტყვის - ა, ეს მანქანის ხმაზე რომ ბღუის ის ხალხი არააო, მარტივი არაა.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)