08 июля 2010

მესამე მიმართვა... ეჰ... უკვე ხომ იცით ვისაც.



"ბექასნაირი ბიჭები არ მომწონს, მაგრამ თუ ტრუსარდში გამოეწყობა მივანიჭებ ბედნიერებას ჩემთან ერთად წამოვიდეს რომელიმე გლამუუურულ საღამოზე" (c) თიკო სადუნიშვილი -გლამუუურის დედოფალი


ძვირფასო თინათინ!

ბოლო გადაცემაში იმდენი სისულელე თქვი რომ გულწრფელად გეტყვი ( ეს ფრაზა მოდურია დღეს) სერიოზული დილემის წინაშე დავდექი რომელი ერთი აღმენიშნა.

ისე მე მომწონს ბექასნაირი ბიჭები. ბექასნაირი არა, ბექა მომწონს თავად თან ისე რომ შენთვის ნამდვილად ვერ გავიმეტებ, მაგრამ უკვე იმდენი წერილი მოგწერე მეგობრადაც კი მიმაჩნიხარ, ასე რომ ასე უსამართლოდაც ვერ მოგექცევი ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე:

მხოლოდ ტრუსარდის ტანსაცმელთან ერთად რომ წახვიდე რომელიმე გლამურულ საღამოზე?

წარმოიდგინე მიდიხარ, უკან მოგყვება ვიღაც, ვისაც მოაქვს ტრუსარდის ტანსაცმელი (პარალელურად წითელი ხალიჩა, თეთრი ლიმუზინი, ვარდის ფურცლები, ყინულოვანი შამპანიური) მერე ჯდები შარდენის რომელიმე ღია კაფეში, მეორე სკამზე დებენ ტრუსარდის ტანსაცმელს .. გლამურულად წრუპავ კოქტეილ "ლონდონურ ნისლს" და ტრუსარდის ტანსაცმლის ცქერით ტკბები.

მე ვფიქრობ, არა კი არ ვფიქრობ, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნებოდა იდეალური პაემანი შენთვის.
თან სათვალის გაკეთება და წიგნის დაჭერაც არ დაგჭირდებოდა რომ ხალხს ჭკვიანი გონებოდი (ფრაზა შენია.:) )

სიყვარულით,
ჰექსე

მსგავსი პოსტები:

p.s.
პასუხი კითხვას - ვინ არის ბექა?
ბექა ელბაქიძე - "ჟურნალისტის დღიურის" ჟურნალისტი.
გუგლმა მისი სურათი ვერ ნახა, ამიტომ ფბ-დან ავიღე :პ

38 комментариев:

  1. ბექა ვინ არის? :))

    ОтветитьУдалить
  2. lol, cheshmaritad kargi rchevaa hex, sheni postebis mere ertxel mainc aucileblad unda vnaxo eg gadacema :))

    ОтветитьУдалить
  3. და ბექას გვარი დაკონკრეტდეს ! :D

    ОтветитьУдалить
  4. მდა სახალისოა
    ახლა უნდა ვაღიარო რომ ხუთშაბთს დილით უკვე მეც ველოდები შენც პოსტებს თიკოზე

    მაგრამ კარგი რა დაკარგავს ეგ გოგო სამსახურს
    დახურავენ მაგ გადაცემას შენი გულისთვის და ეგ გინდა კიდევ?

    ჰოდა ბექა?

    ОтветитьУдалить
  5. ტრუსარდს ნუ ეხებით მე მომწონს

    ბექა ეს ვინმე ახალი გლამურული დიზაინერი იქნება ალ'ბათ

    ОтветитьУдалить
  6. :)))))) dzalian kargad cer,magrad momecona :) sheni mkitxveli vxdebi :*

    ОтветитьУдалить
  7. dexter
    ფუ გოიმო!
    ახალი გლამურული დიზაინერი არა იმიტომ რომ ბექა უნდა იყოს ისეთი როგორიც მოწონს ჰექსეს და არ მოწონს თიკოს
    ჰოდა გლამურული დიზაინერი ეგეთი არ არის

    ОтветитьУдалить
  8. ვინ ბექა უნდა თიკოს ტრუსადრში გამოწყობილი? მოვუკვდი თიკუნას მე...

    თიკა რომ 1000 წლით ადრე ჩვენს ერამდე რომ დაბადებულიყო იცით რა მოხდებოდა?
    თქვენ გგონია ძვირფასო მკითხველო რომ გამოქვაბულში დანთებული ცეცხლის ალით გამურული, მისი თემის რომელიმე მამრის, რომელიც იმ საღამოთ ქმრად ეკუთვნის, მოთრეულ პრეისტორიულ ქურციკს გაატყავებდა და შეწვავდა? არა...

    ის თავის გამოქვაბულს ვარდისფრად შეღებავდა, ეგზოტიკური დათვის ბეწვს გლამურულად დაიფენდა აფრიკიდან ჩამოტანილი წითელი ხისგან დამზადებულ ავეჯზე და პრეისტორიული ფარშევანგის პეროს მოქნილად მოირგებდა, ხისგან გამოჩორნკილი ბაკლით ხელში.

    ОтветитьУдалить
  9. ელბაქიძე ყოფილა
    როგორ იცი ხოლმე ხალხის წვალება ვინ არ ვიფიქრე
    ლოლ

    ОтветитьУдалить
  10. ია
    ბექა და ბეშქენ ოპიზარებამდე ხომ არ წახვედი?
    ელბაქიძისნაირი ბიჭები როდის აქეთ არის რომ მოგწონს შენ?
    ე.ი. ოღონდ იმ საწყალ გოგოს არ შეარჩინოს არაფერი და ყველა მოსწონს ამას :P :P

    ОтветитьУдалить
  11. ჩავასწორე, ჩავასწორე
    ბექა ელბაქიძეზეა საუბარი "ჟურნალისტის დღიური"

    fsyche
    არ გინდა არ ნახო
    ნერვებს აიშლი ტყუილად

    lenon
    არა ლევან არა
    მაგ გადაცემას არ დახურავენ
    აი "ჟურნალისტის დღიური" დახურეს მაგრამ მაგას არ დახურავენ. ცუდ გადაცემებს არ ერჩიან.


    green

    დიდი მადლობა როგორც იტყვიან
    welcome!


    lasharela
    ლოლ
    ისე შენც რა კარგად გეხერხება გლამურულ თემებზე წერა :)
    ჟურნალის დაარსებაც კი შეიძლება
    :)

    dexter
    ელბაქიძე დიდი ხანია რაც მომწონს მაგრამ აი ახალი გლამურული დიზაინერები როდიდან მომწონს ეგ არ ვიცი :D :D

    ОтветитьУдалить
  12. http://www.facebook.com/?ref=logo#!/profile.php?id=1209326184&v=info&ref=ts

    აჰა და დაგვასვენე
    :D

    ОтветитьУдалить
  13. გაუხსენით ამას ჟურნალისტის დღიური
    დახუხურეთ თბილის ლაივი და შესაძლოა ჩვენ გადავრჩეთ :D

    დექსტერ
    რა კარგი სურათები უდევს
    სულ გლამურული :D

    ОтветитьУдалить
  14. მოკლედ ეგ გოგო არის ქართველი პარის ჰილტონი :)
    იცმევს კარგად ნუ გლამურულად მაინც თუ კარგად არა
    იკეთებს ორიგინალურ ვარცხნილობებს
    იქცევა მაქსიმალურად თამამად და რაც შეიძლება ხშირად ამბობს სიტყვებს გლამურული, ფეშენი, ექსკლუზიური და ა.შ.
    და მორჩა მეტი მაგას არც არაფერი მოეთხოვება.
    თქვენ კიდევ აქ სხედხართ და ამ გლამურის დედოფალს სწორ მეტყველებას და რაფინირებულ აზროვნებას სთხოვთ
    და ბოდიშით და ცოტა მეტი ხომ არ მოგდით?
    იმის არ იყოს შორენა რა ქალია ორ სიტყვას ვერ აბავს ერთმანეთზეო.
    ძორენა რისთვისაც არის ტავის საქმეს აკეთებს მეტნაკლებად კარგად და ჭკვიანური ლაპრაკი თუ გინდათ ორუმაღლესდამთავრებულ ქალებს უსმინეთ.

    ჰოდა ჰექს უკვე მესამედ გეუბნები რომ ატრაკებ
    :)

    ОтветитьУдалить
  15. Dexter,
    ატრაკებს, მაგრამ კარგად ატრაკებს :))

    "რძალო შენ გეუბნებიან, მულო შენ გაიგონეო". ხომ იცი? თიკო თუ არ წაიკითხავს და არ გაითვალისწინებს, სხვას გამოადგეს იქნებ ? :) თან ჰექსე ხომ არ ამბობს, რატომ ხარ გ(ლ)ამურულიო, უბრალოდ არაკორექტულ ფრაზებს უკრიტიკებს.

    ჰექს,
    მე არ ვფიქრობ რომ ეგეთი გადაცემა არ უნდა იყოს, სხვა თუ არაფერი, რასაც აშუქებს, იმ დაწესებულებებს ეძლევათ სტიმული იყვნენ უკეთესები, ეს კი საერთო ჯამში კარგია.

    ОтветитьУдалить
  16. p.s. ჰო მართლა, პარის ჰილტონთან შედარებას ვეთანხმები. სულ ვფიქრობდი ვის მაგონებდა ჰილტონი და ვის მაგონებდა თიკო. ერთმანეთს .D

    ორივე სექსუალურია, გლიამურული და ორივეს საოცრად (არ მიყვარს ამ ტერმინიებს გამოყენება, მაგრამ) გოიმურ–სტერვული სახის ნაკვთები აქვს.

    ОтветитьУдалить
  17. კატიე

    მსგავსება ჰილტონსა და თიკოს შორის
    არის ის რომ ორივე ქერაა და ორივე სულელი :D
    განსხვავება კი ის არის რომ თიკო გაცილებით უფრო გემოვნებით იცმევს მიუხედავად ჰილტონის მილიარდებისა


    რაც მის გადაცემას შეეხება ქალს რომელსაც გლამურზე მიყავს გადაცემა უბრალოდ მაღალფრთინი ფრაზებით საუბარს ნუ მოვთხოვთ მეთქი

    ანუ ჰილტონი რომ გამოვიდეს და ჭკვიანური სახით მორალის კითხვა დაიწყოს ხომ სასაცილო იქნება
    ასევე სასაცილო იქნება თიკოც
    ასე რომ გააკეთოს ის რასაც აკეთებს და რაც უკეთ გამოსდის

    ბიზნეს სკოლაში ლექციათა კურსი წაიკითხეო არავინს სთხოვს :)


    ნუ ჰექსე რომ სამართლიანად ატრაკებს ეგ ხო მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოსდის
    :D :D

    ОтветитьУдалить
  18. :))
    zalian miyvars beqa elbaqidze
    trusardis gareshec ki
    :))

    ОтветитьУдалить
  19. :D :D haha :D kargi iko gmertmani

    glamuris dedofali arsad daikargos :D

    ОтветитьУдалить
  20. dexter

    პოსტი დავწერო მასზე და შენ კბილებით არ დაიცვა შეიძლება?
    რომ ვატრაკებ ვიცი ახლა პასუხი კითხვაზე რატომ ვატრაკებ.
    როგორც კატიემ თქვა მე არ ვამბობ ამისთანა გადაცემები არ უნდა იყოს მეთქი
    პირიქით რაც უფრო ცოცხლაი იქნება თბილისი რაც უფრო ქმედითი რაც უფრო მეტი სილამაზე იქნება გარშემო უფრო კარგია ეს.

    არც თავისუფლების წინააღმდეგი ვარ, ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს, ვისაც რა უნდა ის თქვას და დაწეროს მაგრამ როდესაც საქმე ტელევიზიას ეხება ჩამთვალეთ ძველემოდურად და ვფიქრობ რომ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.
    როდესაც უამრავი მაყურებელი გიყურებს უბრალოდ არ შეიძლება თქვა ყველაფერი რაც პირველად პირზე მოგადგება. იგივე გუშინდელ გადაცემაში საშინლად მომხვდა ყურში სიტყვა " შეეტენაო" რაც ასევევ დიდი წარმატებით გაიმეორა ია ფარულავამ.
    შორენას სექსზე მიჰყავდა გადაცემა მაგრამ ამდენად ვულგარულად ნამვილად არ გამოჩენილა ეკრანზე.


    რა ვიცი ხალხო თქვენ როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ მაგრამ მე ვფიქრობ რომ როდესაც გადაცემა მიგყავს ზოგადი განათლება მაინც უნდა გქონდეს და იმდენი თავშეკავება რომ ყველაფერი რაც პირზე მოგადგება არ არახუნო :)

    კატიე
    გ(ლ)ამურული მომეწონა ძალიან :)))

    ОтветитьУдалить
  21. უკაცრავად, შემოგეჭრებით
    მაგრამ ჰექს ბოლო 2 თვეა შენს ბლოგზე კრიტიკის მეტი არაფერი წამიკითხავს
    არ ვდაობ ეს საქმე კარგად გამოგდის და მეც ფრიად გავერთე ამგვარი პოსტების კითხვით, მგონი ბლოგმა პროფილი უნდა შეიცვალოს.

    ОтветитьУдалить
  22. ყველას როგორ მოსწონს ჭკვიანი ბიჭები :)

    ჰექს შენ მაშინ საბჭოთა კავშირში უნდა გეცხოვრა აი იქ იყო ცენზურა თუ იყო
    კაბის სიგრძესაც მკაცრად რომ უკონტროლებდნენ და სიტყვებსაც რომ უთვლიდნენ დიქტორებს

    ОтветитьУдалить
  23. Alexander
    ხო რარაც ეგრე გამოვიდა
    თუმცა პროფილი აქვს შესაცვლელი ნიშნავს იმას რომ თავიდან ჰქონდა სხვა პროფილო და ახლა აქვს შესაცვლელი
    თავიდან მგონი არ მქონია წინასწარ განსაზღვრული პროფილი :)

    dexter
    რაც იმდროინდელ ტელევიზიებში არ მომეწონებოდა ეს დიქტორების დაყენებული ტონია.

    ОтветитьУдалить
  24. როგორ მიყვარს შენი მიმართვები რა

    ОтветитьУдалить
  25. Dexter,

    ვიმეორებ, მე ვემხრობი ამ გადაცემის არსებობას, ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე უფრო პოპულარული ნანუკას შოუ ან პროფილი, სხვა თუ არაფერი, რამდენიმე დაწესებულების რეკლამას მაინც აკეთებს და აცნობს იმ საზოგადოებას, რომელსაც შესაბამისი სურვილი და ფული აქვს, რომ წავიდეს და იქ გაერთოდ.

    რაც შეეხება ჰილტონის და თიკოს ისევ შედარებას. გემოვნების ამბავში გეთანხმები, თუმცა მსოფლიო გემოვნება ყოველთვის უფრო ვულგარულია, ვიდრე ლოკალური.
    სიბრძნეების ფრქვევას არავინ სთხოვს, მაგრამ არაკორექტულობაზე ჰილტონს უდაოდ მოსთხოვდნენ პასუხს, მითუმეტეს, ტელევიზიაში რომ ემუშავა.
    ეს არ არის განგებ არაკორექტული ფორმატის გადაცემა, რომლის მიზანი ვინმეს დაცინვა და გაპარტახებაა, ან თუნდაც გაკრიტიკება.
    შესაბამისად, ასეთი გამოხტომები არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, არა მხოლოდ წამყვანის, არამედ მისი დამქირავებლისაც, რადგან, ფაქტია, შენიშვნას არ აძლევენ.

    კორექტულობის გაკონტროლება კი არანაირად არ ნიშნავს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, ისევე როგორც თავისუფლება არ ნიშნავს ანარქიას, ზოგადად.

    Hexe,
    ვინ ვის შეეტენა? ეგ ვერ გავიგე.

    გ(ლ)ამურული და გამურული (სოლარიუმისგან) უკვე სინონიმად იქცა ;)

    ОтветитьУдалить
  26. Katieé.Ge

    მეც ვემხრობი მაგ გადაცემის არსებობას :)
    ნუ კორექტულობას რაც შეეხება გასაგებია შეიძლებოდა ბევრად უფრო დახვეწილი ყოფილიყო, ბევრად უფრო სწორედ ემეტყველა და ა.შ.
    მაგრამ დღეს საინფორმაციოს წამყვანები ვეღარ მეტყველებენ გამართულად და დახვეწილად
    ანუ პრობლემა მთელ ჟურნალისტიკაშია და არა მხოლოდ თიკოში.
    საბჭოთა კავშირი ირონიულად არ მიხსენებია, ამით იმის თქმა მინდოდა რომ მიუხედავად იმისა რომ ამდენი ცენზურა იყო, ამის წყალობით იყო რომ ტელევიზიაში ნორმალური ჟურნალისტები მუშაობდნენ.

    ისე ვინმემ თუ იცით ეგ საავტორო გადაცემაა თიკოსი?

    ОтветитьУдалить
  27. ჰექს რას ვგულისხმობდი იცი
    ადრე ხომ არ იცოდი რაზე წერდი ანუ შენს ბლოგს ერთი კონკრეტული თემა არ ჰქონდა. ახლა ხომ იცი რაზეც წერ ჰოდა დაარქვი შენ ბლოგს კრიტიკული ბლოგი ან რამე მსგავსი :)

    ОтветитьУдалить
  28. კრიტიკული ბლოგი არ ვიცი მაგრამ ახლა მსოფლიო მთავრდება ასე რომ ფსონები იმაზე რომ დავდოთ სადამდე გაგრძელდება ეს მიმართვები შეიძლება?
    მე ვფიქორბ აუცილებლად მიაღწევს 10-ს

    ОтветитьУдалить
  29. Katieé.Ge

    შეტენვას რაც შეეხება.
    სადღაც გამოფენაზე იყვნენ და დღის შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა უთხრა თიკოს რომ მე ჩემს უფროსს უკვე ვუყიდე ძვირადღირებული საათიო. თიკომ ეს უთხრა ია ფარულავას ასე - იმან მითხრა რომ უკვე ვუყიდე ჩემს უფროსს ძვირადღირებული საათი, შევეტენეო. ფარულავამ ამაზე ასეთი კომენტი გააკეთა - შევეტენეო არა ე.ი. უკვე დაიწყო შეტენვებიო :)
    ჰოდა უბრალოდ ცუდად მომხვდა ყურში. თან ძალიან ცუდად.

    სიყვარულოვნა
    მადლობა ეს იმდენმა მომწერა
    დღეს ეკამ მითხრა დედაჩემს წაუკითხე სამივეო
    რომ სტიმული მომეცა :)

    Alexander
    ჰო ისე არ ვიცი
    ძალიამ ბევრს აღიზიანებს ჩემი ესოდენ კრიტიკული ტონი
    თუმცა დაფიქრებად ნამდვილად ღირს:) კსტაწი სად დაიკარგე.

    lenon
    მოკლედ "მაზიანების" გარეშე არ შეგიძლია არა

    ОтветитьУдалить
  30. ჰექსე

    კსტაწი ჩამოვედი
    ჰოდა გნახავ ამ დღეებში და განვიხილოთ ეგ იდეაც :)

    ОтветитьУдалить
  31. lenon

    მე კიდევ იმაზე გაგიმაზავ რომ ეს მიმართვები იქნება მანამდე, სანამ ეს გადაცემა იარსებებს.

    ჰოდა პირადი მიმოწერისთვის არსებობს სმს, ტელეფონი, ფეისბუქი, წერილი, ფოსტა და სხვა მრავალი საშუალებანი.

    ОтветитьУдалить
  32. ვინ და რა კრიტერიუმებმა აღარა ეგ ცოცხი გლამურის დედად? თუ რაღაც ეგეთად? თბილისელმა სნობებმა თუ "ბომონდმა" ?
    we live in the most fuckin' funny city ever xD

    ОтветитьУдалить
  33. Sal

    მე ვფიქრობ ის თვითაღიარებული გლამურის დედოფალია
    ნუ ჩვე ხომ გვიყვარს თვითაღიარებული სახელმწიფოები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები :)

    dexter
    ახლა საკუთარ ბლოგზეც არ დამალაპრაკო :)

    ОтветитьУдалить
  34. :))))))))))))))))
    მევასები რა.

    ОтветитьУдалить
  35. ეს გადაცემა მომწონს. ნუ, სულ ორჯერ ვნახე, მაგრამ მაინც..
    და ბექა ელბაქიძე ..
    "ჯურნალისტის დღიური" ერთადერთი გადაცემაა, რომლის გამოც მყვიდეოში ვძვრები ხოლმე/
    ნუ, ვძვრებოდი.

    ОтветитьУдалить
  36. საინტერესოა ბექა გიჟდება და აფანატებს თიკოზე?

    ОтветитьУдалить
  37. თაა იმედია არა :)
    იმის გაფიქრებაც რომ კაცებს სულელი ქალები მოსწონთ ცუდად მხდის და იმ კაცზე ყოველგვარ შთაბეჭდილებას მიფუჭებს :(

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)