31 июля 2010

მეოთხე მიმართვა .. ვიცი მოვენატრე



"ნებისმიერ პარფიუმერულ ქსელს შეშურდება ისეთი არომატია თევზის ბაზარში" (c) თიკო სადუნიშვილი - 2010 წლის ნიჭიერი შეუძლია თევზის სუნი აღიქვას არომატად.


ავტორისეული შესავალი:

არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაბადებიდან ისეთ უნიკალურ ნიჭს მიანიჭებს ხოლმე არსთა განრიგე, რომელთაც ჩვეულებრივი ადამიანები შემდგომში ვერაფრით შეიძენენ, ვერც ისწავლიან და ვერც იყიდიან. მაგ: ბაზარში ვარდისფერი შიფონის კაბით სიარულის, ან ზოოპარკში 12 სანტიმეტრიანი ფეხსაცმლით კაკუნის უნარს. გეთანხმებით, ამას რა თქმა უნდა შური მალაპარაკებს, თორემ რამე ნიჭი მაინც რომ მოემადლებინა ჩემთვის ღმერთს, აქ ხომ არ ვიქნებოდი.. (სად ვიქნებოდი ისიც იმავ ღმერთს ეცოდინება, მაგრამ მაინც ასე ითქმის...)


ისტორიული ფესვები:
უწინ, ხევსურეთში ახალშობილს 2 სახელს არქმევდნენ, რადგან ავ სულს ( გერმ. ჰექსე) მისი ნამდვილი სახელის პოვნა გასჭირვებოდა და მისთვის არაფერი დაეშავებინა. არ ვიცი ამის შესახებ რამდენად უწყოდნენ, როდესაც თბილისი ლაივს ბათუმი ლაივი გადაარქვეს და მისი სოლარიუმისგან გაშავებული წამყვანი ქათქათა ბათუმში გადამალეს. თუმცაღა როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ ვინ დამალვიაო დიდხანს ძნელბედობას და....

ძვირფასო თინათინ!

უბრალოდ მსურდა მეკითხა თევზის ბაზარი გლამურულია?
ხოლო "თუ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა..." და თევზი მართლაც გლამურულია მაშ საკითხავია, რატომ არ ითვლება ასეთად ლუდი, რომლის ფესტივალსაც ცოტა ხნის წინ ისე თავხედურად აუკარი ხელი, თუ ფეხი, რომ დაღვრილი ლუდის ზარალს დღემდე ითვლის "ნატახტარი".

არადა ლუდი და თევზი, ხომ ისეთივე ერთიანი როგორც დოლჩე და გაბანა, როგორც პარის ჰილტონი და გლამური, როგორც ბიჭოლა და ბალიშები ბოლოს და ბოლოს.
ისინი ხომ ისევე ავსებენ ერთმანეთს როგორც შანელის პატარა შავი კაბა და მისივე დიდი თეთრი მძივი.
აბა სად გაგონილა შანელის კაბის ჩამცმელს ყელზე მისი თეთრი მძივი არ დაეკიდოს - არაგლამურულიაო?
მეგონა ამდენს მიხვდებოდი თიკო :( ვწუხვარ
კვალივნდებურად დიდი სიყვარულით

ჰექსე

ეს კი ისე... არომატისთვის :)


მსგავსი პოსტები:

9 комментариев:

  1. ეგრე არავინ გეზასავება, დაო :))

    ОтветитьУдалить
  2. ჰაჰაა :D
    ჰექსე, მიყვარხარ :D

    ОтветитьУдалить
  3. შენი და თიკოს სიყვარული მარადიულია ხო?
    :დ :დ :დ

    ОтветитьУдалить
  4. მეც ზურა :) :*

    თაა
    როგორ გითხრა მგონი რომ არა უკვე მომბეზრდა :)
    გუშინდელ გადაცემასაც შეიძლება ითქვას მაყურებინეს :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)