
კარგია, რომ ღმერთმა ზღვების, მთების, მდინარეების, ადამიანებისა და ცხოველების გარდა კიდევ კონკურსები შექმნა, იმიტომ რომ ადრენალინის გამოსაყოფად კლდიდან გადმოხტომა აღარ მჭირდება.
ზოგადად, მიყვარს ყველანაირი კონკურსი, რადგან კონკურენციის უნარს ამაღლებს გარდა ამისა მოგება და წაგება ხომ კაენისა და აბელის მსგავსად ძმები არიან? მართალია მათსავით თანაცხოვრება უძნელდებათ, მაგრამ მაინც ძმები.
ერთი თვის წინ ჩატარდა კონკურსი ვინ უკეთ გააპიარებდა ახალ სერვისს -
tweet.ge
ამაზე უკვე ძალიან ბევრი დაიწერა, ამიტომ ბარონ კარლ დრაიზი ( რომელსაც რატომღაც ველოსიპედის გამოგონებას მიაწერენ)
ვერ ვიქნები თუ ვიტყვი რომ უარყოფითი ამ კონკურსს ჰქონდა ის რომ მასში დაშვებული იყო ვარეზების მონაწილეობაც. ეს კი ალბათ იგივეა რაც მხატვრული ტანმოვარჯიშე და ჰოკეისტი ერთდროულად ერთ ყინულზე ასრიალო. ვინაიდან ბლოგს (თუნდაც ყველაზე პოპულარულს) ვერ ეყოლება იმდენი უნიკალური მნახველი, რამდენიც ვარეზს და ვერც ვარეზნიკი ვერ დაწერს, ისე როგორც ბლოგერი.
შესაბამისად მათი ერთ პირობებში ჩაყენება უთანასწორო ბრძოლის წინაპირობაა და შემდგომში კარგი იქნება თუ მათ ცალ-ცალკე შევაჯიბრებთ ერთმანეთს.
თუმცა მეორე მხარეც აბსოლიტურად გასაგებია. აქ მთავარი გაპიარება იყო და გაპიარებისთვის კი სასიცოცხლო მნიშვნელობა სწორედ რაოდენობას აქვს. რაც შეეხება ვარეზების არაკანონიერ საქმიანობას - სახლის კარი რომ ჩაგეკეტება მერე უკვე სულ ერთია ვინ გააღებს მას - ქურდი, რომელის გაწაფულია ბინების გატეხვაში თუ საგანგებო სამსახური, თანაც პირველი უფრო ოპერატიულად გაჩნდება ხოლმე შენთან, უფრო სწრაფად იმოქმედებს და უფრო იაფადაც. :)
თუმცა მე მაინც ნამდვილად არ უნდა ვიყო უკმაყოფილო.
გუშინ შემხვდა სვითი და გადმომცა წიგნი. როგორც ამიხსნა ეს წიგნები ჟიურის რჩეულებისთვის უნდა გადაეცათ, რომელიც მე და დოინჯი გავხდით. დაჯილდოვებისას რაღაც აირია და სწორედ ეს გახდა მთაწმინდის პარკიდან ჩემი ხელცარიელი ჩამოსვლი მიზეზი.
ასე რომ ახლა მეც მაქვს ძალიან საინტერესო წიგნი კოსმოსზე, რომელიც ძალიან ლამაზად იშლება, ღმუის და მოცქერალთ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს აინშტაინის ცნობილ სიტყვებში რომ ამ ქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის უასასრულო.
მოკლედ, ამ კონკურსით კმაყოფილი ვარ რადგან როგორც თავის დროზე საკონკურსო პოსტშიც აღვნიშნე "ლეპტოპი ხომ არ არის მთავარი - მთავარია რომ მე ეს სერვისი მომწონს და მინდა ყველას გავაგებინო რომ მომწონს :) "
თანაც ამქვეყნად ყველაფერი კანონზომიერია რადგან პირველად იყო წიგნი და მხოლოდ შემდეგ გამოიგონეს ლეპტოპი.
:)
P.s.
შეხვედრიდან სახლში მომავალი ვფიქრობდი ხომ არ გადავიდე მეთქი პიარის პოსტების წერაზე?
აბა კრიტიკული პოსტებისთვის მაქსიმუმ წიწაკის ფორმის ქანდაკება მაჩუქონ ისიც 50 წლის შემდეგ. :)
შენ და დოინჯის გგულშემატკივრობდით, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ჰო რა, მართალი ხარ, არათანაბარი პირობებია.
ОтветитьУдалитьმაინც გილოცავთ, საუკეთესო პოსტები იყო.
მადლობა ნან :)
ОтветитьУдалитьზუსტად ასეთი შპალერი (ფოტოზე რომ ჩანს) იყო გაკრული ჩემს საძინებელში. მთელი ბავშვობა მას ვუყურებდი :)
ОтветитьУдалитьისე ეხლაც არის, უბრალოდ მე აღარ მძინავს იქ :)
მე კიდე თავიდან არ ვიცოდი ვარეზებიც თუ იღებდნენ მონაწილეობას, ხოდა შენ მეგონე გამარჯვებული :დ
ОтветитьУдалитьსანამ გამოაცხზადებდნენ რამოდენიმეჯერ გამოვთქვი ჩემი ვარაუდი :დ
უარყოფითი ამ კონკურსს ჰქონდა ის რომ მასში დაშვებული იყო ვარეზების მონაწილეობაც
ОтветитьУдалитьეს უკვე ყველამ დაწერა და აღნიშნა და ყველა გეთანხმებით და იქვე ადგილზეც გამოითქვა უკმაყოფილება
მე მაინტერესებს ორგანიზატორებმა რამე მაინც თუ თქვეს რატომ მოხდა ეს გაუგებრობა და აბსურდი?
მე რომ გადავხედე ამ სტატიებს შენ და დოინჯი მართლაც შეუდარებლები იყავით
თუმცა მე გაბოს ვბალეშიკობდი, მაგრამ ეგ სუბიექტურად, ჩისტა პო დრუჟესკი
მაგრამ მაგით სიმართლის აღქმია უნარი არ დამიკარგავს და შეფასებებსაც მშვენივრად ვაკეტებ
taa
ОтветитьУдалитьორგანიზატორებიდან მხოლოდ მარის ვესაუბრე, რომელმაც თქვა რომ რადგან მიზანი იყო პროდუქტის გაპიარება რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ვინ გააპიარებდა:) მთავარი აქ კლიკების რაოდენობა იყო :) ნუ ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს ბლოგერების კონკურსი არ უნდა დარქმეოდა ჩემი აზრით :)
შენა.. წიგნი კოსმოსზე ძალიან მაგარი რამეა. მე ნოუთბუქზე მეტად გამიხარდებოდა.
ОтветитьУдалитьგურამი
ОтветитьУдалитьme giyidi eget cigns
2 cals :)
da shen notebook - mosula?
xo ufro gagixardeba?
xoda vivlit ori gaxarebuli dedamicaze
გილოცავ, შემდგომში ნოუთბუქი და რამე... :)
ОтветитьУдалить