05 августа 2010

მეხუთე მიმართვაც და მოვრჩეთ ამით!

აღარ დავწერ მეთქი ამ მწარე-მწარე პოსტებს მაგრამ ჯერ იყო და დოინჯიმ თიკოს კრიტიკა მთლიანად მე გადამომაბარა, წუხელ ღამით კი ვასასის მესიჯი მომივიდა არ დამიტოვოო ეს გადაცემა უყურადღებოდ. მეც ჩავრთე ტვ და თითქოს ჩემს ჩართვას ელოდაო ელდასავით მომხვდა ყურში ეს სიტყვები.
" გუდიაშვილს მიაჩნდა რომ ყური ქალს ამახინჯებს ამიტომ ის ნახატებში ყურს მალავდა" - გიდი
"ვან გოგს კი მიაჩნდა რომ არა მარტო ქალს, არამედ კაცსაც ამახინჯებს... უბრალოდ ვერ ხატავდა ყურს.. და რა ექნა ?"- თიკო სადუნიშვილი

ძვირფასო თინათინ!

თანამედროვე ხელოვნებაში გარკვევა ძალზედ ადვილია, ის რაც კედელზე კიდია ნახატია, ხოლო ის რისი დანახვაც უკნიდან შეიძლება - ქანდაკება.

მე დიდი სურვილი მაქვს გავიცნო ადანიანი, ვინც თქვენ კულტურული სიუჟეტების წაყვანა დაგავალათ. მინდა მივიდე მასთან, ხელი ჩამოვართვა, თვალებში ჩავხედო და ვკითხო როგორ არის?

მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებთ. აბა, რა თქვენი საქმეა განიხილოთ ნიჭი ისეთი წარუმატებელი მხატვრისა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მხიოლოდ ერთი ნახატის გაყიდვა შეძლო.

თქვენ ხომ რუსთაველის თეატრში პრემიერაზე მიმავალს მხოლოს ის გახარებთ რომ ბიჭოლას კაბა გმოსავთ, ტაილანდურ რესტორანში მხოლოდ საჭორაოდ მიდიხართ, იქიდან დაბრუნებულ ფოტოგრაფთან კი მხოლოდ ის კითხვა გაქვთ რატომ არ შეჭამეს ის ვეფხვებმა. სუხიშვილების კონცერტზე სუნამოს სუნი გაღელვებთ და აუღელვებლივ უვარდებით მოცეკვავეებს გასახდელში, იმის გასარკვევად ხომ არ სცხელათ მათ შალის კოსტუმებში?


მოკლედ, ჩემი რჩევა იქნებოდა შეშვებოდით ყველაფერ ამას. ისევ ის მოგვიყევით რაოდენ ნიჭიერია ბიჭოლა.

თქვენი აზრით ხომ ის გუდიაშვილზე და ვან გოგზე უფრო ნიჭიერია?



p.s.

ბანდიტები აყაჩაღებენ სახლს რათა იქიდან წამოიღონ გუდიაშვილის ტილო, რომელიც რამდენიმე მილიონი ღირს.

-რომელია გუდიაშვილი?- ეკითხება ერთი შეშინებულ დიასახლისს

-აი ეს - ანიშნებს ის გუდიაშვილზე

-ეს არის გუდიაშვილი? ქალი ხატია ქალს არ გავს, კაცი ხატია კაცს არ გავს, ან ცხვირი სად აქვს ან ყური? ეს ღირს მილიონები? არა აი ეს არის გუდიაშვილი- ამბობს მძარცველი და სახლიდან მიაქვს ნასკლებად ცნობილი მხატვრის ტილო, თუმცა მისი აზრით გუდიაშვილზე უკეთესი.

"ჩვენ გვიხარია, რომ თქვენ არ იცით!!! "- სადაზღვეო კომპანიის სლოგანი.


მსგავსი პოსტები:

40 комментариев:

  1. ლენონ შენ მაპატიე
    ვიცი არსებობს სანინძლეო რომ 10-მდე ავალ
    მაგრამ რადგანაც საზოგადოების გაღიზიანების დონეც და ჩემიც ერთდოულად იზრდება :(

    ОтветитьУдалить
  2. p.s- zze vicine gulianad da zogadad mag Tikoze saubari ukve udonobaa Hexe kai ra dacemuls ar urtyaveno ar gagigia? :D

    ОтветитьУдалить
  3. ჩორვენი¹³

    რა ეტყობა მერე მაგას დაცემულის?

    ჰო კაი აღარ ვუტყამ აღარ :)))

    ОтветитьУдалить
  4. es is waqceulia, romelsac unda urtya, sanam tvitonac ar mixvdeba rom caqceulia, torem magas tavi zaaaalian zaaaliian maghla gonia....:D

    ОтветитьУдалить
  5. არ მჯერა რომ მორჩება :(
    გუშინ მეც ვუყურე და ყველაზე მეტად ის არ მომეწონა ვიღაც გოგოს რომ ჩამოართვა ინტერვიუ და მერე ცინიკურად რომ თქვა არ მიყვარს სიტყვები სადაც ლ ურევიაო :(

    ОтветитьУдалить
  6. ბიჭოლას ბალიშები, ლოლ :დ

    როგორ ვხალისოფ თიკოსთვის მიძღვნილ პოსტებზე ^_^ :up:

    ОтветитьУдалить
  7. რა უფლებით მოვრჩეთ? მახსოვს ერთ პოსტში წერდი არასდროს მომბეზრდებაო თიკოს კრიტიკა.
    მე მოვითხოვ გაგრძლედეს.

    ОтветитьУдалить
  8. არადა სულ ცოტა აი სულ ცოტაც და იმედის დაგნებდებოდა, დახურავდა მაგ გადაცემას და თიკოს ჩაგაბარებდა ტყვედ.

    ОтветитьУдалить
  9. i.a.
    ჰო და მერე სიტყვა ბულვარში ისეთი ლ ჩაარტყა რომ გამაჟრჟოლა

    თებერვალა
    მარტო თიკოს თუ ბიჭოლასაც?

    დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდა და გული დაწყდება.
    არ ვამბობ რომ უკანასაკნელი მიმართვაა
    თუმცა იმდენად მაღიზიანებს უკვე რომ გადავწყვიტე აღარ ვუყურო
    და თუ არ ვუყურებ მიმართვებსაც ვერ დავწერ თავისთავად. :)

    ОтветитьУдалить
  10. shen magaze ar idardo
    me vuyureb da mogawodeb masalas.

    lenonia codo
    zlivs mogebis shansi gauchnda da ase ugvtod nu gawirav :)

    ОтветитьУдалить
  11. მოვითხოვ გაგრძელებას. იმიტომ რომ შენი ფანტაზია და თიკოს ლაფსუსები როგორც ჩანს საზღვრებს არ იცნობენ. :)

    ОтветитьУдалить
  12. მაპატიე, მაგრამ ხუთი კი არა, პირველზევე უნდა გაჩერებულიყავი...
    რა საჭიროა ამ ადამიანის სისულელეებზე ამდენი დროის კარგვა? და იცი ამით რა მოხდა? მაიძულე მენახა ეს გადაცემები... და დარწმუნებული ვარ ის გოგო კარგად ერთობა ამით...
    ჭკვიანი ადამიანი მგონიხარ და იმდენად შეგიძლია სხვა უფრო საინტერესო და სასარგებლო რაღაცეების წერა, რომ დაანებე რა თავი თიკოს და მის უაზრობებს...

    ОтветитьУдалить
  13. კარგი პოსტია, სხვები არ წამიკითხავს ჯერ, მაგრამ აუცილებლად გადავიკითხავ და კომენტარებსაც დავტოვებ. ისე კი ძალიან კარგად წერ :)

    ОтветитьУдалить
  14. shens kbashi chemi mteri chavardeso xo gagigia
    :D :D :D :D :D :D

    ОтветитьУдалить
  15. Анонимный
    ნუ თუ იმას გულისხმობთ რომ ჩემი კრიტიკის ხარჯზე რეიტინგი აეწია რადგან შავი პიარი ხშირად ყველაზე საუკეთესო პიარია ხოლმე
    მაშინ ღმერთმა შეარგოს ჩემი პოსტების ხარჯზე შემატებული მაყურებელი :)

    nakrina
    მადლობა :)

    თაა :) ხო აიო ეგრე საქმე :)

    გურამი
    რაიმე გაუთვალისწინებელის მოხდენას მე რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ :)

    ი.ა.
    ხო იცი არასდროს ვწერ იმაზე რაც არ მინახავს
    ჰოდა შენ რომ მითხრა გუშინ თიკომ ეს და ეს თქვაო
    განა ის რომ არ დავიჯერებ, მაგრამ მაინც ვერ დავწერ სხვისი სიტყვით :))

    ОтветитьУдалить
  16. ოხ შე მწარე შენა :)
    :*
    ბოლომდე არ წამიკითხავს. მიზეზი სადუნიშვილის დიდი "სიყვარულია".
    საერთოდ ტელეკომპანია "იმედში" წესით ეხლა უნდა შევარდნენ ჩაფხუტიანები და დაიჭირონ სადუნიშვილის იქ მიმყვანი, თვითონ სადუნიშვილი, ქრისწი ყიფშიზე და კიდევ რამოდენიმე მაიმუნი ასეთი საზიზღარი გადაცემების მომზადებისთვის.
    უჟას...
    პ.ს. მე 14 წელია არ ვუყურებ ტელევიზორს. შენ?

    ОтветитьУдалить
  17. კარგით ვაღიარებ და ამიერიდან დავტკბები
    ბევრ ტკბილს შევჭამ

    ბაჩო
    14 წელი ზედმეტად ბევრია
    გინესისთვის მიწერა არ გიცდია?

    ჩემი კომპიუტერი და ტელევიზორი ერთ ოთახშია ამიტომ მიწევს მისი მოსმენა მაინც თუ ყურება არა. :) :)

    ОтветитьУдалить
  18. საინტერესო მაინც არაფერი ყრია ტელევიზორში. მაგარი "ნამცხვარი" მივირთვი და ქრონიკას ვუყურე ამ 4-5 თვის წინ და მაშინაც იმიტომ რომ, დამეჯერებინა ომი მართლა დაიწყო თუ ღადაობდა ვინმე.
    სხვათაშორის ტელევიზორის გამორთვაც შეიძლება ;) თუ ოჯახის სხვა წევრი არ უყურებს

    ОтветитьУдалить
  19. ჰხექსუს..
    ისა..
    დომენი ავიღე ლაშარელას დახმარებით, რა თქმა უნდა, ჰხოდა..
    ისა..
    შეცვალე ჩემი მისამართი შენს ღვთაებრივ ლისტებში.. http://www.vasassi.com/

    ОтветитьУдалить
  20. საწყალი თიკო, ტყავს აძრობთ რაა :

    ОтветитьУдалить
  21. vasasi

    რა მაგარია
    ოკ შევცვლი :)

    ОтветитьУдалить
  22. :)))))))))))))))

    ნუ ვერ ხატავდა ეს ვან გოგი ამ ყურებს,

    პ.ს.

    ნახეთ რეპინის ნახატები, ყურებს ხატავდა უკეთეს ყურებს ვერ ინატრებ. ფოტოგრაფიული სიზუტით.

    რჩევა თიკოს,
    როდესაც გუდიაშვილს იყიდის (აჩუქებს ვინმე ანუ) მოიწვიოს ვინმე ცნობილი მხატვარი, მაგალითად ბიჭოლა და ყურიც მიახატონოს და უფრო ,,სვეცკი'' კაბაც რამე თორე ძაან მოსაწყენი ვიდები აქვთ გუდიაშვილის ქალებს...

    ს.პ.

    ОтветитьУдалить
  23. s.p.
    ძალიან კარგი რჩევაა და იმედია გაითვალისწინებს :))

    ОтветитьУдалить
  24. ვან გოგს კი მიაჩნდა რომ არა მარტო ქალს, არამედ კაცსაც ამახინჯებს.
    ამიტომაც აიღო დანა და მოიჭრა.

    ОтветитьУдалить
  25. ჰექსე გამაგებინე რატომ იქცევი ასე არადამიანურად?
    ლენონს თავის ცხოვრებაში ერთადერთხელ გაუჩნდა შანსი მოეგო მაზიანი და შენ ეს შანსიც კი მოუსპე.
    რატომ ადამიანო? ( ეს წაიკითხეთ პათეტიკურად) :D :D :D

    ОтветитьУдалить
  26. დექსტერ
    შენ აქ ხარ?
    კაპუტ შენი შვებულება?

    ОтветитьУдалить
  27. ეჰ ჩემო ჰექსე
    ჩემი შვებულება ორშაბათიდან უკვე რაც კაპუტ
    თუმცა აი შეწყვეტილი შვებულება მერე ნახე შენ როდესაც ლენონი შენი ამ პოსტის შესახებ შეიტყობს :D

    ОтветитьУдалить
  28. VINC AR GAAGRDZELOS AM MIMARTVEBIS CERA IS IKOS - TIKO SADUNISHVILI :)

    ISH ISH

    ОтветитьУдалить
  29. Taa
    მაგის მოთხოვნა ნიშნავს რომ გადაცემის ყურება უნდა განვაგრძო
    ჰოდა პრაქტიკულად მღუპავ :))))

    ОтветитьУдалить
  30. ნინოო
    მორჩი ახლა პრანჭვა-განაზებას და მიჰყევი საზოგადოების დაკვეთას
    საზოგადოებას უყვარს თიკო შენც უყვარხარ და აქედან გამომდინარე უბრალოდ ვერ წარმოუდგენიხარ ერთმანეთის გარეშე.
    საქმის ასე შუა გზაზე მიტოვება არ გამიგია მე, უფრო სწორედ კი გამიგია მაგრამ ეს შენი სტილი არ არის :P :P

    ОтветитьУдалить
  31. არა რა
    შესაძლოა თაას და კიდევ ბევრს მართლა მოსწონდა მიმართვები და ამიტომ ითხოვენ გაგრძელებას

    მაგრამ დექსტერ სინდისი თუ გაქვს მაინტერესებს
    არც ერთი მიმართვა არ დამიწერია ისე შენი რომ კბილებით არ დაგეცვა თიკო და ნერვებს გიშლიდა ჩემი კრიტიკა, ჰოდ ახლა რა გინდა ვერ ვხვდები.

    ОтветитьУдалить
  32. რატომ ვერ ხვდები?
    33 კომენტარია ერთსა და იმავეს მოითხოვს საზოგადოება.
    პოზიციების ცვლილება კი ჩემთვის არასდროს ყოფილა პრობლემა. მე იმას მოვითხოვ რაც ამჯერად აუცილებელია.


    თიკოს შენს მიმართვებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია და მე ვფიქრობ ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს სანამ მის ყურამდეც არ მივა. ასე ჩუმად ვერ წახვალ. თავმოყვარეობის ამბავია ჰექსსსს.

    ჰოდა დაცვა თუ ჰქვია მაგას, მაშინ იმიტომ ვიცავდი რომ არ მიყვარს 50 კაცი ერთს რომ უვლის ზედ, არასამართლიანად მიმაჩნია, ძალების დაბალანსება უნდა მომხდარიყო. თანაც მე ახლაც ძალიან მომწონს თიკო და ვფიქრობ თავის ფუნქციას კარგად ასრულებს. ყოველთვის კარგად გამოიყურება, თავს უვლის, საკაიფოდ აცვია და ბომონდისთვის გასაგები ენით აშუქებს ყველაფერს, შენ კი მას პროფესორობას სთხოვდი. ეს სამართლიანია?


    ჰო სინდისს რაც შეეხება, ჯერ არაფერში დამჭირვებია, და როცა დამჭირდება აუცილებლად შევიძენ. :D :D

    ОтветитьУдалить
  33. მაშ გირჩევრაც შეიძლება სწრაფად შეიძინო, რადგან ფასების მომატებას ვარაუდობენ. :D
    გამართულად რომ ისაუბრო და სისულელეები არ ილაყბო, მაინცდამიანც პროფესორი უნდა იყო?

    ОтветитьУдалить
  34. პირიქით, რაც დრო გადის ფასი კლებულობს :P
    პროფესორობაზე ცალკე დაგელაპარეკბი, მიმართვები უნდა გაგრძელდეს ეს ჩემი ბოლო სიტყვა -პრინციპის ამბავია. :)

    ОтветитьУдалить
  35. ახლა კომენტარებს ვათვალიერებდი და ვფიქრობ რომ არსებობს კიდევ მეორე სანიძლეო და მეტი არ მინდა ლენონმა, როცა ჩამოვა ეს ინფორმაცია დამიდასტუროს :D :P

    ОтветитьУдалить
  36. რამდენიც არ უნდა არსებობდეს და რაც არ უნდა დაადასტუროს ან არ დაადასტუროს ლენონმა
    სანიძლეოზე გაყიდულად როდის აქეთ მიცნობ?

    ОтветитьУдалить
  37. რა გენაღვლება რა...
    ანუ გამარჯობა ჰექს, როგორ ხარ?

    ОтветитьУдалить
  38. Thanks for some quality points there. I am kind of new to online , so I printed this off to put in my file, any better way to go about keeping track of it then printing?

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)