08 августа 2010

ხუთიოდე რჩევა, ანუ რეკომენდაცია ჰექსესგან



"მოდი ნახეო, მიველ ვნახე და ისა სჯობდა რომ არ მენახა."

ღმერთია მოწმე არ ვიყავი ხმის ამომღები.
თბილისში ჩამოსულს ეკას წერილი რომ არ დამხვედროდა "დღის შოუს" გადაცემის ლინკით - თვალმან შენმან უნდა იხილოს და ენამან შენმან უნდა აღწეროსო.
მეც არ მჩვევია ბევრი ლაპარაკი, ამიტომ მოკლედ ვიტყვი.



რჩევა #1 - შეუცვალეთ გადაცემას სახელი - დაარქვით "გამათხოვე"

ლოგიკა მომთხოვნი რამეა და გაანჩხლებული დედაბრის სიკერპით მოითხოვს, რომ გადაცემის სახელი მის შინაარს შეესაბამებოდეს. სტატისტიკა კიდევ უფრო ჯიუტი მეცნიერებაა და შემაშფოთებელ ციფრებს იმის შესახებ თუ რამდენი "შოუა" უკვე საქართველოში პირდაპირ თვალებში გვთხრის. ამიტომ გადაცემაში გაჟღერებული ფრაზებიდან ("მე დავასკვენი, რომ ერთადერთი ჩვენ რაც გვაკლია კაცია. " ჩვენ რატომ ვერ ვპოულობთ კარგ კაცებს" "როგორ მინდა ეკასავით ვბრწყინავდე, ის აშკარად დაკმაყოფილებული იყო" და მსგავსი.) გამომდინარე აღნიშნულ შოუს დაერქვას "გამათხოვე"! სამართლიანობა კი მოითხოვს რომ გადაცემის წამყვანები მაშინვე შეიცვალონ, როგორც კი სათაურში აღწერილი მიზანი მიღწეულ იქნება - სხვასაც ხომ უნდა?

რჩევა #2 - შეურჩიეთ ია ფარულავას პედაგოგები.

სიტყვა პედაგოგისთვის მრავლობითის ნიშანი "ებ" ჩემი გრამატიკაში განსწავლულობის საილუსტრაციოდ არ მიმიბავს. დაკვირვებამ ცხადყო რომ ბევრია საჭირო:
  • ქართული ენის - ის რაც უმრავლესობას ყველაზე მეტად გვჭირდება, მაგრამ არ გვყავს - სწორედ ეს უკანასკნელია ( ვინ რა გაიფიქრა არ ვიცი, მაგრამ ქართული ენის მასწავლებელი დღეს ისევე საჭიროა როგორც ტელევიზორის პულტი, კომპიუტერის მაუსი, ან მობილურის დამტენი)
  • მეტყველების - იმის გასაანლიზებად რომ ჟარგონებით საუბარი, მეგობრებთანაც არ არის რეკომენდირებული, რადგან ნარკოტიკივით იცის შეჩვევა. ისე რომ შესაძლოა რომელიმე საქმიან შეხვედრაზე, ბრიფინგზე, ან თუნდაც გადაცემაში "კაროჩე" "იმენნა" "ძმაო" ან თუნდაც ყოვლად უწყინარი "ნასკი" წამოგცდეს.
  • ეთიკა - მორალის - ასეთი არსებობს თუ არა არ ვიცი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ საქართველოში განურჩევლად ყველა, განუწყვეტლივ მორალს კითხულობს, თანაც არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ ყველგან სადაც მინიმუ 2 კაცია შეკრებილი, 1 კამერა იღებს და ან publish ღილაკზე შეიძლება მაუსის დაწკაპუნება და თანაც ამას ყოველგვარი ანაზღაურებისა და დაყვედრების გარეშე აკეთებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ მხრივ საქართველო მდიდარია. თუმცა აღნიშნული პედაგოგის ნაკლებობა ყველაზე მეტად აქ იგრძნობოდა. არადა რა დიდი მიხვედრა სჭირდება იმას რომ ზედმეტად არაეთიკურია რომ ადამიანი, რომელსაც დაშორდი საჯარო სასაცილო ფიგურად არ უნდა აქციო, არ იქილიკო მის შავ "ტუფლებზე", თეთრ "ნასკებზე" და პროფესორულ გარეგნობაზე. თუმცა პროფესორული გარეგნობა რატომ არის საქილიკო ვერ ვხდები, ალბათ იმიტომ რომ მე სიმპატიური პროფესორები მყავს.
  • მანერების პედაგოგიც გვჭირდება იმის ასახსნელად რომ ხელები ბუზის გამნიავებელივით არ უნდა იქნიო, სხვას სიტყვის დამთავრება აცალო და ნაყინის (უფრო უკეთესი იქნება თუ ვიტყვით მაროჟნის) გამყიდველივით არ იყვირო, რადგან აღნშნული ქმედებები სულაც არ იქნება განხილული, როგორც ენერგიულობა.
რჩევა # 3 დეტალურად იქნეს განმარტებული წარმატებული ქალის კრიტერიუმები.

ამავე დროს მე პირადად მოვითხოვ, რომ ამ კრიტერიუმიდან სასწრაფო წესით იქნეს ამოღებული 4-ჯერ განათხოვრობა (მათ შორის პირველად 15-16 წლის ასაკში) აბურდული პირადი ცხოვრება და ტუჩზე მიკერილი ფრაზა "ოჰ ეს ჩმორი კაცები ჩემს პოპულარობას ვერ უძლებენ"

რჩევა # 4 ფადი ასლის

რჩევა არა თხოვნაა, ცოტა ხანში შეიძლება ხვეწნაზეც გადავიდე და მალე შესაძლოა მუხლიც გაგვიხდეს მოსაყრელი ამ კაცის წინაშე მთელ საქართველოს.
დაუბრუნდეს, ცოლად შეირთოს,მანქანა აჩუქოს, უწინდელივით სადმე შორს წაიყვანოს და იყოს ისე როგორც ადრე: დაჯდეს, ფეხი ფეხზე გადაიდოს, იკითხოს სხვისი გამოშვებული გლამურული ჟურნალები, უყუროს სხვის წაყვანილ გლამურულ გადაცემებს (ამერიკაში ეგ უკეთ გამოსდით) იაროს სპა-სალონებში და საერთოდ აკეთოს ყველაფერი რაც მოესურვება, ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებოს.

რჩევა #5 პრაიმ-ტაიმსს


გავიგეთ რომ ბედნიერი იყო ფადისთან, ისიც გავიგეთ რომ ფადის "კალდუნა" ცოლი ჰყავდა. ის ხომ ყველამ გავისისხლხორცეთ, რომ ახალ ქმარს ეძებს და მალე თუ ვერ იპოვა მონაგონი იქნება თემურ-ლენგი და მურმან ყრუ ერთად :)იმასაც მივხვდით, რომ ფადი იმიტომ დაშორდა იას, რომ ხელი დაეღალა (კონსერვების გახსნისგან, რა გაფართოებული თვალებით მოაშტერდით მონიტორს?) ისიც ვიცით რომ შუბლის ბოტუქსი აქვს გაკეთებული, ფული რომ ჰქონდეს ყველაფერს ერთად გაიკეთებდა, სულით-ხორცამდე, თხემით ტერფამდე ლამაზი და წარმატებული ქალი რომ არის მაგასაც ვხედავთ და სანამ საგამოცდო საკითხებში არ შეიტანენ ფადი ასლისა და ია ფარულავას სიყვარულის ისტორიის გასაიდუმლოებულ დეტალებს მანამდე არ შეეშვებით ამაზე წერას?



p.s.
"თუ სხვის თეთრეულში ქექვა არ გხიბლავს, მაშ სამრეცხაოსთან რა გინდოდაო?"- გკითხავს ნებისმიერი ყვითელი პრესის რედაქტორი იქედნური ღიმილით. არადა გულწრფელად რომ არ მაინტერესებს ვინ ვის რამდენ კვერცხიანი ტორტი გამოუცხო დაბადების დღეზე და ვინ სად და რამდენად იყიდა კბილის გამოსაჩიჩქნი ჩხირი, ამიტომაც არ ვკითხულობ იმ ჟურნალს. მაგრამ რათ გინდა გადაცემა არ გავა პრაიმ ტაიმსის ახალი ნომრის შინაარსი რომ არ მოყვეს წვრილად. ნებისმიერი ინფორმაციის წყაროდ პრაიმ ტაიმსის დასახელება ტრადიციად ექცათ - - "არ თხოვდები? პრაიმ ტაიმსში ეწერა თხოვდებაო." - "ორი შვილი გყავს? პრაიმ ტაიმსში წავიკითხე 8 ყავსო." " დედამიწა მრგვალია? პრაიმ ტაიმსმა თქვა ტრაპეციაა და ჯორდანო ბრუნო მეზობლის ქალთან არშიყის გამო დაწვესო."
მგონი იმ დღესაც მოვესწრები სასამართლო სხდომაზე ელ ვუდსის მიმდევარი რომელიმე ადვოკატი რომ წამოდგება და უტყუარ მტკიცებულებად პრაიმ ტაიმსის ნომერს ააფრიალებს.

მოკლედ. წაიკითხოს მან ვისაც აინტერესებს, რადგან არ ვკითხულობ ე.ი. არ მაინტერესებს და მოხარული ვიქნებოდი თუ ყოველ წამს გასაყიდი იაფფასინაი ბიჟუტერიასავით თვალში არ შემჩხირავდნენ.

რეპლიკა: მე ჩემი მითქვამს ბატონებო!




22 комментария:

  1. ცალ ცალე ჩამოწქერას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ 100%-ით გეთანხმები ^_^


    ხოდა ველოდებით შემდეგ პოსტსაც :D :P

    ОтветитьУдалить
  2. აჰა შენ, ჰხექსუს და აწი ასეთი გაუნათლებელ-უწიგნური აღარ დაგინახო.. :დ

    http://ptpress.ge/

    ОтветитьУдалить
  3. გავიგუდე :D
    ჰექსე,
    შეეშვი იურისტობას ან შეითავსე ჟურნალისტობა! :D

    ОтветитьУдалить
  4. ჰექსე, გამამყევ ცოლადა!

    ОтветитьУдалить
  5. ჰექსე, ბრავო "ძეტკა", მაგრამ ჩემი აზრით რედაქტორები დაგავიწყდა "ტელეიმედის". საერთოდ მაგ ტელევიზიას უნდა შეეცვალოს სახელი და დაერქვას "უიმედობა + გოგიჩას სტუდია" და უფრო საკაიფო იქნება. ვინმე პოზიტიურ ხასიათზე მყოფი ოპტიმისტი ჩართავს და დადგება საქართველოს მოსახლეობის 80 %-ივით უემოციო, პესიმისტურ და ცუდ ხასიათზე :)
    პ.ს. საღამოობით იუმორინა ხომ არის რომ ვიტიროთ? :)

    ОтветитьУдалить
  6. clown
    მადლობ, რომ მეთანხმები
    ხო მაგ გადაცემის ყურებას აღარ ვაპირებ მეტჯერ, კიდევ ერთხელ რომ ვუყურო ვიცი რომ თიკო სადუნიშვილივით ჩავიციკლები მასზე და დავწერ ხოლმე მრავალსერიან პოსტებს დღის შოუზეც :))

    vasasi

    ჰო მადლობა ვასასი, ვიცი რომ რომელიმე გამოცდაზე თუ არა განკითხვის დღეს აუცილებლად მკიიტხავენ პრაიმ ტაიმსიდან რა წაიკითხეო :)


    კატიე
    მიხარია, თუ მოგეწონა :) იურისტობას კი ვერ ვეშვები, რადგან ვიმედოვნებ, რომ ოდესმე იურისტობაც კრიტიკული პოსტების წერასავით კაერგად გამომივა :)

    giorgi
    მადლობა :)

    zurriuss
    დავფიქრდები :)

    ბაჩო
    კარგი იდეაა ეგ ნამდვილად :) იმიტომ რომ ზოგჯერ მგონია დათო გოგიჩაიშვილის მეტი აღარვინ დარჩა მეთქი მანდ :) იმედის ნაცვლად უიმედობა რომ არის ამას იმიტირებული ქრონიკის მერეც მივხვდით :)

    ОтветитьУдалить
  7. არ მინახავს გადაცემა მაგრამ უკვე ვხდები რაცაა :)))) ზუსტად და მშვენოვარ ღგიწერგაგიკრიტიკებია :)).
    თუმცა რამდენიც არ უნდა ვწეროთ, ასეთი გადაცემები იარსებებს ყოველთვის და ნუ თავს ზევით ძალა არააა.

    თუმცა შედეგი შეიძლება ის იყოს რომ რაღაცეებს მეტი ყურადღება დაუთმონ...

    პ.ს.

    ს.პ.

    ОтветитьУдалить
  8. s.p

    სწორედ მაგ შედეგზე ვარ ორიენტირებულია :)

    ОтветитьУдалить
  9. დღევანდელი გადაცემის თემა იყო - როგორ გავყვეთ კაცს ცოლად
    გირეკავდი მაგრამ ყურმილს არ იღებდი როგორც ყოველთვის :)
    არადა მაგარი იყო აი შენ უნდა გენახა
    ია ფარულავა თავისი ურყევი წესებით და პრინციპებით

    ОтветитьУдалить
  10. xo martla, mimibavs kiara, mimibams. gamomdinare zmnidan mibma :)

    ОтветитьУдалить
  11. gavixsenoT 08 08 08

    გულისცემა შეწყდა...
    ომი სიკვდილით იწყება და სიკვდილით მთავრდება!
    არასოდეს ყოფილა იმაზე მეტი სიბნელე, ვიდრე იმ ღამეს. არასოდეს ყოფილა გზა თბილისისკენ ისეთი ძნელად სავალი, როგორც მაშინ. ცოცხალ–მკვდარი ადამიანი ამ გზას მიუყვებოდა, სხეული დამძიმებოდა და ახლა მხოლოდ ფიქრებიღა ემსუბუქებოდა...
    ...
    მაშინ ჯერ კიდევ დატყვევებული იყო და მანქანის უკანა სავარძელზე ბორკილებდადებული იჯდა. ჯარისკაცებმა სახლის კარი შეამტვრიეს, დედ–მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარეთ გამოყარეს. კაცს ესროლეს. როგორც ჩანს ქალი ოსი იყო; უყვიროდნენ, ქართველ კაცთან რა გინდა, აქ რა დაგრჩენიაო. მგლოვიარე დედას კაბა შემოახიეს და მანქანაში შეაგდეს. სუნთქვაშეკრულ და გაფითრებულ ბავშვს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში შეუძახეს. ალი დაუმწიფებელი ყურძნის მტევანს მოედო, მწვანე მარცვლები ცრემლებად იღვრებოდნენ...

    continue:
    http://ipiqre.blogspot.com/2010/08/080808.html

    ОтветитьУдалить
  12. ჰო ...
    ეს შოუ დღის ეთერში გადის, ამიტომ არ მინახავს.
    პოსტიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ცუდი შთაბეჭდილება უნდა დამრჩეს..
    მაგრამ: ასეთივე ცუდი შეფასებები მოჰყვა თავის დროზე ”სამოთხის ვაშლებს” [1 ტვ].
    მერე, ერთხელაც, მოხდა, რომ პროგრამის ჩანაწერი ვნახე და მივხვდი თუ რატომ უყურებდა ამ შოუს დედაჩემი.
    დედაჩემი უმუშევარია...
    ამბობს, რომ სერიალების ყურებას, ურჩევნია უყუროს სატელევიზიო პროგრამას, სადაც ქალებისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ.

    ვიდრე ამ მეტად მომხიბვლელ პოსტს ტაშს დავუკრავდე (ამის ცდუნება დიდია), უმჯობესია ერთხელ მაინც შევხედო პროგრამის ჩანაწერს და თუ ისეთივე უწყინარი და ”ქალური” შოუა, რომელიც დედაჩემს სერიალის ყურებას შეუცვლის, არაფერს ვიტყვი. დაე, ისაუბრონ, იპრაიმტაიმონ, იგლამურონ და იღლაბურცონ ...
    :)

    ОтветитьУдалить
  13. გიო დედაშენს ნამდვილად ვეთანხმები
    სერიალები ყურებას ყველაფერი ჯობია:)
    რაც შეეხება სამოთხის ვაშლებს არც ეგ უქნია ღმერთს თუმცა დღის შოუს ნამდვილად ჯობია.
    მე მომეჩვენა რომ დღის შოუ უფრო გამაღიზიანებელი და გამომვევია
    რომელშიც ერთადერთი ნათელი წერტილი ნანიკო ხაზარაძეა. :) არ ვიცი შესაძლოა მე მეჩვენება ასე უფრო სწორედ ჯერ კიდევ ტოროლადან გამოყოლილი სიმპატიებით ვუყურებ ამ გოგოს :)


    ჰო ჩემი რჩევაც იქნებოდა რომ უნახავად არაფერი გააკრიტიკოთ, არც ტაში დაუკრათ არაფერს უნახავად და წაუკითხავად.


    ი.ა.
    ამ როგორც ყოველთვის ისე დაამატებ ხოლმე თითქოს არასდროს ვიღებდე ტელეფონს არადა ასე არ არის ნამდვილად.
    რაო მერე რა დასკვნამდე მივიდნენ
    როგორ უნდა მოვაყვანინოთო თავი ცოლად?

    ОтветитьУдалить
  14. საკაიფო პოსტია :) ქულ! :)

    ОтветитьУдалить
  15. მომწონს მედიის კრიტიკას რომ უთმობ ბევრ პოსტს. ჩემი ჰობია :) თან ეს იუმორი და ცოტა ცინიზმიც მართობს <3

    ОтветитьУдалить
  16. როგორც ყველა შენი პოსტი, შეუდარებელია. ყოჩაღ!!!!

    ОтветитьУдалить
  17. ჩემი შთაგონებაა ეს პოსტი :)) :) იმედია მაგ რჩევებს გაითვალისწინებენ (იმედია მხოლოდ) განსაკუთრებით ფადი ასლი და ნანიკოს რას შეეხება, მარტო მას რომ წაეყვანა, მგონი უკეთესი იქნებოდა

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)