
- [პაუზა.] რადგან თქვენ შეძლოთ გულის მოოხება, მიწოდოთ შოვინისტი და ცრემლიანი თვალებით მკითხოთ: ხალხმა რაღა დამიშავა?!
აბსოლიტურად არაფერი ბატონებო! ხალხი არასდროს არაფერში არ არის დამნაშავე. პოლიტიკაა ბინძური. არც ჩვენ ხალხს არ დაუშავებია არაფერი. არაფერ შუაში იყვნენ არც სკოლები, არც სახლები, არც სავაადმყოფოები, უცხოელი ჟურნალისტები კი საერთოდ როგორ მოხვდნენ ამ გაუგებრობაში ვერავინ გეტყვით.
- [პაუზა.] რათა თქვენ მშვიდად გადაიცვათ დედა ტერეზას სარი და ხანძრისაგან დაზარალებული ბავშვები საქართველოში დასასვენებლად დაპატიჟოთ.
მოსაწვევების გაგზავნის შემდეგ კი იქნებ შემახსენოთ 2 წლის წინ საქართველოს ცეცხლი რომ ეკიდა ჩვენი ბავშვები ვინ წაიყვანა დასასვენებლად?
ოღონდ ძალიან გთხოვთ, თუ ღმერთი ჯერ კიდევ შეგრჩათ და გიყვართ, ნუ იფიქრებთ ბოღმა ვიყო და ვინმესთვის მენანებოდეს ჩვენი მთა, ბარი, ტყე( თუნდაც მის მიერვე გადამწვარი) წყალი, პური და ჰაერი. ( მითუმეტეს მეზობლის ბავშვისთვის)
პირიქით, ძალიან კარგია რომ ჩამოგვყავს.
სტუმრებს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახები თუ უმასპინძლებენ ხომ საერთოდ ჰუმანურობის განსახიერება გავხდებით, საქართველოს თავზე შარავანდედი გამოისახება და შესაძლოა ნობელსაც კი გამოვკრათ ხელი. ( ბოლო-ბოლო რითი ვართ იმ შავ კაცზე ნაკლები, თეთრ სახლში რომ ცხოვრობს და ცვლილებების საჭიროების შესახებ ქადაგებს?!)

სახლში არ უშვებდნენ და თამადობას იჩემებდაო - უთქვამს ჩვენ წინაპრებს. ჩვენ კი შეგვიძლია ასე ვთქვათ სტუმრები არსად ჩანდნენ და მასპინძელნი საკლავს კლავდნენო და მანამდე ნუ გეტკინებათ ნურაფერი რუსეთმა (თუნდაც ალმოკიდებულმა) აქ გამოუშვას დასასვენებლად ვინმე.
ხოლო თუ მაინც შეცდნენ მაშ ჩვენი ამოცანაა გავარკვიოთ, რითი აპირებენ სტუმრები ჩამოსვლას. თუ გაირკვა რომ ბავშვებსაც იმ სატვირთო თვითმფრინავებით გზავნიან 4 წლის წინ ჩვენი დეპორტირებულნი რომ გვაახლეს, მაშ სასწრაფოდ უნდა ვაფრინოთ ჩვენი თვითმფრინავები იქ, სტუმართა უკეთესი მგზავრობისთვის.
და ძალიან გთხოვთ ნუ დაიწყებთ ახლა თქვენებურად.
ნუ დააძალებთ სტუმრებს ქართულ ღვინოს, მეორე დილით "ბორჯომიც" რომ არ მოგვთხოვონ.
- [პაუზა.] ახლა კი თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ მთელი თქვენი სიეშმაკე და მომაკვდინებელი კონტრარგუმენტი დამიპირისპიროთ იმის შესახებ, რომ როდესაც ჩვენ ძმურ მეზობლურ ხელს გავუწვდით რუსეთს, ის კი ამ დახმარებას არ მიიღებს. მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს რუსეთის ნამდვილს სახეს, დაინახავს და დააფასებს ჩვენს სიქველეს, სიკეთეს, სილამაზეს, სინაზეს, სისპეტაკეს, სილაჟვარდეს, სიჩმორეს.. .უი, მაპატიეთ ეს ბოლო წამომცდა.
მაინც რით ვერ შევიგნეთ ჩვენს მეზობელს სულ ფეხებზე რომ კიდია ევროპის შეშფოთებაც, მათი სანქციებიც და თითის ქნევაც.

თუმცა ჩვენ რა უნდა შევიგნოთ?
ჩვენთვის ხომ გლოვა წითელი მიხაკით იწყება და "თეთრი სანატორიაააააჰ"-ს ღრიალით მთავრდება.
ჩვენ ხომ ჯერ თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ ეშმაკმაც არ იცის სად და მერე სიამაყით ვყვებით როგორ მოვიგეთ ომი.
მთელი ჩვენი ცხოვრება თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე ვოცნებობთ, როცა რეალურად არც ერთისთვის ვართ მზად და არც მეორესთვის. ერთი უსაქმურობაში გვეშლება, მეორე კი -უპატრონობაში.
P.s. თუმცა ვინ ვინ და ყველაზე უკეთ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ "არვის შეჰყრია ჯერ უბედობა, რომელიც დროს არ წარუხოცნია" და მართალია ჯერ არავინ უწყის როდის მაგრამ ოდესმე ჩვენ უბედობასაც ამ პოსტივით ელის დასასრული, რადგან მართალია ღვინის ქვეყანას "ღვინო არ გვივარგა" , სამაგიეროდ ჩვენი ბაყაყი ევროპაში უკვე 6 ევრო ღირს. რადგან მართალია ბაზალეთის ტბის ძირას დამარხული ოქროს აკვანი ჯერ არ გვიპოვია, თუმცა ალგეთს დასაზრდელები დიდი ხანია უკვე რაც დაიზარდნენ და მტრის ჯავრის ჭამის ნაცვლად ქაუნთერს ურახუნებენ.
რას ვიზამთ მტერი ყველას სხვადასხვა ჰყავს...
ასე არ არის?

უაზროდ მომწონს ეს პოსტი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი.
ОтветитьУдалитьყველაზე მაგარი პოსტია...
ОтветитьУдалитьზე–პოსტი!
ვაშეარებ ფბ–ზე
Good for You Hexe! :)
ОтветитьУдалить:მპუა: შენ :))
ОтветитьУдалитьბევრს არ ვილაპარაკებ: მწარე რეალობაა და მე ვამაყობ რომ, კიდევ გვყავს შენნაირი ადამიანები გამოსაფხიზლებლად, თორემ შეგვ....ა ია ფარულავას უკაცობამ და ნანიკო ხაზარაძის უზნეობამ :(
ОтветитьУдалитьჰმ, მწარე რაღაცეები ბავშვობიდან მიყვარდა :))
ОтветитьУдалить"მთელი ჩვენი ცხოვრება თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე ვოცნებობთ, როცა რეალურად არც ერთისთვის ვართ მზად და არც მეორესთვის. ერთი უსაქმურობაში გვეშლება, მეორე კი -უპატრონობაში" - ძლიერი სიტყვებია. სტატუსად უნდა დავაყენო. :*
ОтветитьУдалитьმადლობა ხალხო
ОтветитьУдалитьკარგია რომ მოგწონთ და არ მედავებით ესე არ არისო
:)))
გურამ
ოთარ ჭილაძეს ეკუთვის ეგ სიტყვები მე ვერ დავიბრალებ :)
shemrcxva :(
ОтветитьУдалитьtrue religion uk outlet
ОтветитьУдалитьcoach outlet online
tiffany outlet
ghd uk
polo ralph lauren
nfl jersey wholesale
air max uk
soccer jerseys wholesale
coach outlet
coach outlet
longchamp pas cher
kobe shoes
omega outlet
tory burch sandals
swarovski jewelry
michael kors uk
michael kors outlet
coach outlet online
fitflops clearance
nike outlet store
polo ralph lauren
true religion jeans
lululemon uk
nfl jerseys
fitflops sale
michael kors outlet online
michael kors outlet
louis vuitton handbags outlet
nike outlet online
pandora outlet
kate spade uk outlet
longchamp outlet
cheap snapbacks
nfl jerseys wholesale
cheap nfl jerseys
czq20160725
adidas stan smith
ОтветитьУдалитьmichael kors handbags
michael kors outlet online
michael kors outlet store
hogan outlet
adidas tubular shadow
yeezy boost 350
nike roshe run
hermes belts for men
michael kors outlet