11 августа 2010

მიმართვა ია ფარულავასა და "დღის შოუს" სხვა ფანებს.

ჩემს წინა პოსტთან დაკავშირებით "ხუთიოდე რჩევა ანუ რეკომენდაცია ჰექსესგან" ფეისბუქზე გამართულა დისკუსია, რომელმაც დაამტკიცა რომ მე აშკარად ვერ ვარ კარგად :)
მთელი ცხოვრება მაგას ვამტკიცებ და თქვენ ასე 15 წუთში როგორ მოახერხეთ ეგ არ ვიცი მაგრამ:

  • თუ არ მოწონს რას უყურებსო რომ წერია, მინდა ვუთხრა რომ მე ასევე არ მომწონს დილით ადრე ადგომა, აგვისტო თბილისში, და ხაჭაპური ჩემს საცხობში მაგრამ მიწევს ატანა - ასე მოიტანა ცხოვრებამ...
  • მეორეც, თუ ჯერ არ მოგისმენიათ ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს. ასე რომ ტელევიზორს მინდა ჩართულს ვუყურებ, მინდა გამორთულს. ასევე ეს გადაცემა სულ ერთხელ ვნახე, ისიც მეგობრის თხოვნით და აღარ ვარ მიმბრუნებელი. გამშვიდებთ, თიკოს ბედს არ გაიზიარებს. ( თუ ბოლო წინადადების არსი ვერ გაიგეთ, მაშ გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები.)
  • ძალიან უხეში სტატისტიკითაც კი ირკვევა რომ ბლოგები საქართველოში გადაცემებზე უფერო მეტია. (ხომ ხვდებით რისი თქმაც მინდა? თუ ვერ ხვდებით, კომენტარებში მომწერეთ და აგიხსნით)
  • ია წერს, რომ არ ვიკითხოთ, მოკლე შინაარსი მოყევიო. მე კი ვიცი რომ ია ზედმეტად დაკავებული ქალია და სად სცალია ახლა ბლოგების საკითხავად, მაგრამ აი თავი მომჭერით, წერის უფლება ჩამომართვით და ჩემ საფლავზე ყვავილებსაც ნუღარ მოიტანთ, თუ თავიდან ბოლომდე არ ჰქონდეს გადაკითხული. შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ზედმეტად უნიჭოდ ვწერ, მაგრამ რას ვიზამთ ასეა ცხოვრება... მეც არ მომწონდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახ კანონი, თუმცა ახლა დილით რომ გამაღვიძო მძიმე წერტილიც კი არ გამომრჩება.
  • მე ვიცი რომ თქვენ იმდენად დაკავებული ხართ რომ სად გცალიათ ენების სასწავლად, ამიტომ განგიმარტავთ რომ ჩემი ფსევდონიმი გერმანული სიტყვაა და ის რომ რაღაც არ გესმის, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ადამიანს სახელი დაუმახინჯო, განსაკუთრებით მაშინ როცა მას კანონი იცავს . ჩემი სახელი კი არის hexe და არა hexse.
  • და ბოლო თხოვნა, რომელსაც ჩემი ყველა მეგობარი გაიზიარებს - ისწავლეთ fan page- ს შექმნა! რადგან გადაცემას შეუძლებელია ჰქონდეს სქესი, ოჯახური მდგომარეობა და ეძებდეს მეგობრობას.
P.s. მომავალში მოხარული ვიქნები თუ ჩემი უნიჭოობის საკითხს ჩემთან ერთად განიხილავთ.
ველი პასუხის პასუხს
სიყვარულით,
ჰექსე

29 комментариев:

  1. ჰექსე, მოსაკლავი ხარ!!!
    უარესი გეკუთვნის. შენს აზრს რომ ამბობ აქ, ვერ ხვდები, რომ სხვას აღიზიანებ ამით.
    და ის სხვაც კიდე ვერ ხვდება, რომ იმიტომ არის შენძრეული, რომ რაც ნერვებს უშლის იმას კითხულობს?

    აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული.

    ОтветитьУдалить
  2. ვაჰ, გაიხარე რა :) ვუპირებდი მეც ერთიორი ტკბილი სიტყვის დაწერას,მაგრამ გამგზავრებისწინ ვერ მოვახერხე. მეტს იმსახურებდა ეგ გადაცემა, რატომ დაინდე? :)))) აბსოლუტური დებილიზმია რა :))

    ОтветитьУдалить
  3. ააააა, როგორ ვიხალისე :D
    ფარულავას ფანები დაუთრევია, ლოლ


    ^_^

    ОтветитьУдалить
  4. vaime vaime jer mxolod profili "Cnobili Dzerskebi" rad girs :D xmis amogebas rogor bedasv ra namusit : )))
    vaime goimebis batalionia :D da ia farulava kide ai vax bebiachems unda moayolot iaaS gmirobebi skolashi sheizleba chaifsat sicilit : ))))
    axla rom svecki da Dzerski (albat chkviani da ganatlebulic hgonia(t) )qalea : ))))

    ОтветитьУдалить
  5. პასუხი შვილთა იყო, ეხლა პასუხი "მამათა" უნდა იყოს? ჩემი ხელით გავიკეთებ ხარაკირს მაგ გადაცემის ჭიშკრის წინ (თუმცა მეეჭვება ხარაკირის შინაარსი იცოდეს ვინმემ მაგ გადაცემაში). ჰექს, კიდევ რამე პასუხი რომ დავინახო შენგან ჩავთვლი რომ მაგ წამყვანების და მათი პრ მენეჯერის დონეზე დახვედი. არადა შენზე საკაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს ;)

    ისე უფრო სასარგებლო რამე წავიკითხე შენს სტატიაში. ტელევიზორს მინდა ჩართულს ვუყურებ და მინდა გამორთულსო. მე გამორთული მირჩევნია, მაქსიმუმ სპორტი ან დისქავერი. თუ ვერ მიცანი აქამომდე ვინ ვარ მოაიმეილე, ან საერთო ნაცნობებს კითხე ვინ ვარ. გკოცნი და გეხვევი ერთი ვინმე ბერიკაცი :)
    პ.ს. ნანიკო ხაზარაძე მაშინ იყო მაგარი და კარგი როცა ნიკუშა ლომიძე უმაგრებდა გვერდს. დრონი მეფობენ ამქვეყნად ეს ყველამ ვიცით...

    ОтветитьУдалить
  6. ერთი თიკოს ვერ მიწვდა ხმა მისი ტრფობის წერილების რა :D
    ისე, თბილისი ლაივ ექნება ფბ ფეიჯი (თუმცა, იმედზე ეგ არ იციან მგონი ჯერ) და შევატყობინოთ, გული გაუხაროთ ;)))

    ОтветитьУдалить
  7. რას ლაპარაკობთ ია ძალიანაც განათლებული და ნაკიტხი ქალია
    მაგან წიგნიც კი დაწერა რაღაცაზე
    :D :D

    ჰექს გადაცემაში არ გიწვევენ ?

    ОтветитьУдалить
  8. ჰექს ნაპრიგალას რა
    ღირსი ხარ
    იმდენი წერე რომ უკვე ეგეთების საკრიტიკებელი გახდი :)


    არად ეს გოგო ძლივს მორჩა კრიტიკული პოსტები წერას მეთქი დაისევ თავიდან უნდა დააწყებინონ :D

    ОтветитьУдалить
  9. Zurriuss
    ბლოგი ჩემი ზურიუს და ავეჯს სადაც მინდა იქ დავდგამ :)

    gijmaj
    მიყვარს შენი კრიტკული პოსტების კითხვა
    თუ დაწერ, წავიკითხავ :)

    Clown
    თან ძალიან ბევრნი არიან სავარაუდოდ :)

    ჩორვენი
    სახელი ხომ აქვს მკვლელი და სურათი ორმაგად უფრო მკვლელი.. :))
    ბებია მასწავლებელი იყო იასი?


    ბაჩო
    გიცანი ბაჩო გიცანი და არ ვარ აღფრთოვანებული შენი ხარაკირის იდეით :)

    Katie.Ge
    მგონი აქვთ, ან შეიძლება მაგათაც პროფაილი ჰქონდეთ :)

    ი.ა.
    შენ მაინც ყურადღებით უყურე ყველა გადაცემას შესაძლოა სადმე მეც გამოვჩნდე :))

    კარგი რა სანდრო
    კრიტიკა სად დაინახე აქ?
    თუ გგონია ადამიანზე თუ იტყვი ცოტა ვერ არის კარგადო ეგ გაკრიტიკებას ნიშნავს? :)

    ОтветитьУдалить
  10. ამ დღესაც მოვესწარი
    სულ ვამბობდი ერთი 2013 წელს მომასწროს ღმერთმა და მეორე ჰექსეს რომ ვინმე პასუხს გასცემს თავის პოსტების გამო მეთქი , მართალია ეს პასუხი მთლად ვერ იყო ისეთი როგორსაც ველოდი მაგრამ მაინც..


    ცნობილი ძერსკები..
    ღმერთო მეხს რატომ არ დასცემ თუნდაც მხოლოს თბილისს?

    ОтветитьУдалить
  11. ტაკ აი თურმე ვინ არიან ცნობილი ძერსკები

    მათი სქესია მამრობითი
    საქმიანობა - შანელი ( ეს როგორ არ მესმის, შანელის სახლში მუშაობენ ვითომ? )
    უსმენენ მაკა ზამახიძეს, ქეთრინ ჯონს და მეფეს ( ამას ალბათ მისი სიკვდილის შემდეგ)
    საყვარელი ფილმი - ოცნების ქალაქი
    საყვარელი გადაცემები : ნანუკას შოუ
    ასევე უყვართ ჩვენი პატრიარქი, ნანკა კალატოზიშვილი, შორენა ბეგაშვილი და მონიკა ბელუჩი.

    პროფაილად რა თქმა თიკოს სურათი ბალიშებით.

    ამის შემდგე მე თქვენ გეკითხებით სად ვკვდები?

    ОтветитьУдалить
  12. http://www.facebook.com/?ref=logo#!/pages/Tbilisi-LIVE/123423031005949?ref=ts

    ეკა
    აი ქონია თბილის ლაივს
    ფან პეიჯი და თურმე ისეთი ფანები ყავს რომ მე ჯობია პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვო :)

    დექსტერ მიხარია რომ გხედავ :)

    ОтветитьУдалить
  13. "cnobili dzerskebi" ძალიან სასაცილოაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :) რამ მოაფიქრებინა ეგეთი სახელი ცუდად ვაააააააააააარ :)))))))))) ერთი ტელევიზორი ჩვრთო და ვუყურო რა გადაცემებია არაფერი მინახავს. მარტო ჩვენი ოფისის სერიალს ვუყურებდი და ამ მახინჯი და დებილი საზოგადოების გამო დამიხურეს სერიალი :( და რაღაც სლეობა გუნცაძეების ოჯახი უფრო რეიტინგულია მიშველეთ!

    ОтветитьУдалить
  14. ცნობილი დძერსკები რომ გაგაკრიტიკებენ ეგ უკვე ოო ))




    )))))))))))))))))))))))))))))))))))

    ОтветитьУдалить
  15. ho hexs bebia ascavlida ias kai xans da misi inteleqtualuri da sxva monacemebs shesaxeb did infos flobs : ))))
    da pirvelad ro Tvshi naxa da es gamopratunebuli ragac mistvisac ki gaugebar sityvebs afrqvevda ise icinoda cremli mosdioda da satvale daenama :D amas damixedet ra didi qali gamxdara , erti ori cuti menc minda magis ere tele etershio :D

    ОтветитьУдалить
  16. Mako Qavtaradze
    გუნცაძეების რუსული ვარიანტი მომწონდა მე:)
    ქართულად არ არის კარგი ან ჯერ ვერ შევეჩვიე სულ 2 სერია მაქვს ნანახი :)

    ჩორვენ :))))
    ბებიას ადგილად დღის შოუში დავრეკადი თუ მანდ ზარები არ არის ხო მაშინ დავამესიჯებდი :)

    ОтветитьУдалить
  17. კოშმარი გადაცემა მთლიანობაში... დღეს პირველად ვუყურე და ნეტა არ მეყურებინა. ძალიან გამაღიზიანებელია ამ სამი ქალის სინქრონული ლაპარაკი, ერთი იწყებს მეორე აწყვეტინებს მესამე კივის :(( მოკლედ ეპიკ ფეილ გადაცემაა

    ეს ”ცნობილი ძერსკები” რამოდენიმე დღის წინ დავარეფორთე როგორც ფეიქ პროფილი თქვენც ასე ქენით

    ОтветитьУдалить
  18. კოშმარი გადაცემა მთლიანობაში... დღეს პირველად ვუყურე და ნეტა არ მეყურებინა. ძალიან გამაღიზიანებელია ამ სამი ქალის სინქრონული ლაპარაკი, ერთი იწყებს მეორე აწყვეტინებს მესამე კივის :(( მოკლედ ეპიკ ფეილ გადაცემაა

    ეს ”ცნობილი ძერსკები” რამოდენიმე დღის წინ დავარეფორთე როგორც ფეიქ პროფილი თქვენც ასე ქენით

    ОтветитьУдалить
  19. ჰექსე, ჩემი კრიტიკული მონახაზები საქართველოში დამრჩა... იდეებს მაინც აღვადგენ და დავდება ალბათ ადრე თუ გვიან... :)))

    ОтветитьУдалить
  20. THIA IS ME AGAINST THE WORLD BABY :)

    BUMBERAZI KLASIKOSI
    2PAC

    :D :D :D :D

    ОтветитьУдалить
  21. ჰეჰ, მგონი მარტო შენ აჟანჟღარებ შენი პოსტებით ამ ხალხს. არათუ თავი უნდა დაანებო მედია კრიტიკას, არამედ ბევრად საფუძვლიანად უნდა მოკიდო ხელი, მეტი არგუმენტები ჰექსე, დაჯექი და უყურე სისტემატურად (არადა რას გერჩი) და ეგ ნიშა შენია, კარგად გამოგდის აშკარად.
    დროა ერთი ფეიჯი შენც გახსნა, ვეწერები შენს ფანებში :დდ

    ОтветитьУдалить
  22. Gmerto

    rodemde unda iglovis saqartvelom da imedis arxma Ia Farulavas carumatebeli kopili qorcineba :(

    ОтветитьУдалить
  23. sheni "unijoba" upro metis momcemia vidre gadacemis arsi. tumca me vtvli rom eseti gadacemebi iseti adamianebistvis unda ikos. tu kidev dawer zalian kargi, marto imitom rom is gaigos sxvam risi gagebac ar undat :)

    ОтветитьУдалить
  24. sheni :unijoba" upro metis momcemia vidre gadacemis arsi. tumca me vtvli rom eseti gadacemebi iseti adamianebistvis unda ikos. tu kidev dawer zalian kargi, marto imitom rom is gaigos sxvam risi gagebac ar undat :)

    ОтветитьУдалить
  25. pirvelad amovkavi aq tavi da memgoni ramdenjerme gamovagzavne :))) anonimurad rato vwer ver gavige :))))

    ОтветитьУдалить
  26. loool
    როგორც ყოველთვცის, შეუდარებელია ;D ;D :D

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)