" - ალბათ ერთხელ დავბრუნდებით სამშობლოში :)
- დავბრუნდებით აუცილებლად, აუცილებლად! "

მე, არასდროს ვსაუბრობ თუ როგორ მიყვარს იგი. ამაზე საუბარი დაახლოებით იმას უტოლდება მაღალფარდოვნად ისაუბრო და ამტკიცო თუ როგორ გიყვარს დედა, შვილი, ან ადგილი სადაც გაიზარდე. რადგან ეს ხომ იმდენად ბუნებრივია, რომ ამაზე მოსაუბრეს უმალ გიჟად შერაცხავენ ვიდრე ამ სენტიმენტალურ სიყვარულის ახსნას დაუჯერებენ.
მე, არ ვოცნებობ ესპანეთის ნახვაზე. პირდაპირი მნიშვნელობით ეს არ არის ოცნება. ოცნება რომ იყოს დიდი ხნით ადრე დავიწყებდი ფულის შეგროვებას, მერე ბარგს ჩავალაგებდი და იქ ჩასული მოვიქცეოდი ზუსტად ისე როგორც ოცნების ქალაქში რამდენიმე დღით ( ან კვირით) ჩასულ ტურისტს შეეფერება.

მე, შესაძლოა შემშურდეს როდესაც ვიღაც შობის შესახვედრად პარიზში მიდის, ან ბრაზილიაში აპირებს შვებულების გატარებას. მაგრამ როდესაც ვიგებ, რომ ვიღაც ესპანეთში მიემგზავრება, ოდნავადაც არ მშურს, გული სასიამოვნოდ მიტოკდება, მშობლიურის განცდა მიჩნდება და გულში ვსაყვედურობ ყველას ვინც ჩემს ესპანეთში ჩემს უნახავად გაბედა წასვლა.
მე ხომ იმდენი რამე მქონდა მათთან დასაბარებელი?
მე, ვფიქრობ რომ უკვე ვიყავი იქ. მერე დიდხანს ვიმოგზაურე და საბოლოოდ აქ დავსახლდი მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები იქ და ოდნავადაც არ ვჩქარობ , რადგან დარწმუნებული ვარ ის ბოლომდე ჩემია და არსად აპირებს გაქცევას. ეგოისტი , უძღები შვილივით ვფიქრობ ვიცი...

მე, ისიც ვიცი რას გავაკეთებ როდესაც ადრე თუ გვიან უკან დავბრუნდები. არც ყოველ კუთხე-კუნჭულს დავუწყებ ფოტოების გადაღებას, არც ქუჩაში გამვლელებს მივაშტერდები და არც დაკარგვის შიშით გამოვიკეტები სასტუმროში. მოვიქცევი ისე როგორც ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნებულთ იციან ხოლმე. შხაპს მივიღებ, დიდი ხნის წინ დადებულ მტვერს გადავწმენდ, ცარიელ მაცივარს უკმაყოფილოდ გადავხედავ და ღიღინ-ღიღინით მახლობელ სურსათისთკენ გავეშურები.

მე, არ ვიცი ენა, უფრო სწორედ აღარ მახსოვს, რადგან დარწმუნებული ვარ ეს სწორედ ის ენაა რომელზეც ადრე ვსაუბრობდი. იმდენად საშინელი ორიენტაცია მაქვს რომ სახლს როგორ ვაგნებ ყოველ საღამოს მეც კი მიკვირს, თუმცა დარწმუნებული ვარ იქ არასდროს დავიკარგები, რადგან თავიდან ბოლომდე ჩემია. თითქოს იქ ყველა მიცნობს და ადრე თუ გვიან დაბრუნებულს ისე შემხვდება როგორც აგარაკიდან დაბრუნებული თბილისი მხვდება: ღიმილით ფეხიდან თმამდე რომ გათვალიერებს და მომატებულ კილოგრამებს ან ნარუჯს გიწონებს.
თავში დაწერილი დიალოგი მე და კანარიოს გვეკუთვნის
ეს პოსტიც სწორედ მასა და ნატალიას ეძღვნებათ :)

martalia espaneli ar var, magram es qveyana martla samshoblosavit miyvars, arasodes vyofilvar da chemi mtavari ocnebac espanetshi moxvedraa. gansakutrebit barcelonaze vgijdebi da gaudis nagebobebit gaocebuli var. imedi maqvs male vnaxav.
ОтветитьУдалитьsxvata shoris, ramdenime dgea barcelonadan davbrundi :p
ОтветитьУдалитьჰხექსუს, წამიყვანე ესპანეთში..
ОтветитьУдалитьმე იტალიაში წაგიყვან..
ევა და იკერი :)))
ОтветитьУдалитьვაიმეე, ახლა ვნახე, ჰეექს! სიხარულისგან თვალებაპრიალებული ვწერ ამ კომენტარს და გიხდი დიიიდ, უსაშველო მადლობას იმის გამო, რომ ჩემი სათქმელი და განცდები ასე მგრძნობიარედ ჩაატიე ამ პოსტში. ^_^ ორიენტაციაც, ენაც, სამშობლოც... ჰაჰ, დადებითით ავივსე უცებ და ერთბაშად... :*
ОтветитьУдалитьkanario
ОтветитьУдалитьმიხარია, თუ გაგაღიმა :* :*
levis 511
ОтветитьУдалитьkate spade outlet
north face uk
coach outlet online
kobe bryant shoes
polo ralph lauren outlet
birkenstock shoes
converse outlet
birkenstocks
fitflops sale clearance
dolce and gabbana outlet online
omega
coach outlet online
louis vuitton outlet
sac longchamp pliage
true religion
ecco outlet
black timberland boots
micahel kors
prada handbags
nike roshe run
polo ralph lauren
michael kors outlet online
louis vuitton outlet online
nike air max 90
discount oakley sunglasses
nike air max 95
bottega veneta sale
ralph lauren pas cher
yeezy boost 350 white
mont blanc pens outlet
north face outlet
louboutin shoes
ray bans
michael kors outlet online
supra outlet
coach outlet online
coach factory outlet online
chenzhen2016627