როგორც იცით, (თუ არ იცით დილა მშვიდობისა, როგორ გეძინათ ? :)) ა/წ 12-19 სექტემბერს ბათუმი მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალს უმანსპინძლებს.
ამ ღონისძიების გასაშუქებლად თვეზე მეტია იწვევდნე ბლოგერებს. საბოლოო ჯამში კი 22 ბლოგერი მოვგროვდით. :)
რატომ მივდივარ:
- მისია. ფესტივალის გაშუქება - ე.ი. ფაქტიურად ჟურნალიტის როლის შესრულება მომიწევს, ანუ ცოტა ხანში მთელი ჩემი ბავშვობის ოცნებას ელის ასრულება. ბოლოს და ბოლოს იმას მაინც გავიგებ დავუჯილდოვებივარ თუ არა ბუნებას ჟურნალისტიკის ნიჭით?
- ბათუმი. მართალი ხართ მის სანახავად წინ მთელი ზაფხული მქონდა. თუმცა ნუ მიწყენთ ბათუმელებო, მაგრამ არასდროს არ არის თქვენი ქალაქი ისეთი ლამაზი, როგორიც სექტემბერში. მე ხომ ტურისტი არ ვარ - მომღერალმა შადრევნებმა, ფეშენებელურმა სასტუმროებმა და განათებულმა პალმებმა აღმაფრთოვანოს. სექტემბერში ბათუმი აბაზანიდან ახალ გამოსულ ქალს ჰგავს- ზედმეტი მაკიაჟის, ტანსაცმლის, თმის მოდური ვარცხნილობისა და ნაძალადევად დაყენებული მანერებისაგან თავისუფალ ქალს:)
- ფილმები. ჩემი ცხოვრების მთავარ გატაცებად ფილმებს ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ ვფიქრობ სექტემბერი თავის დროზე ღმერთმა სწორედ ფილმების საყურებლად შექმნა. რადგან ფილმებმა ზედმეტად ბევრ რამეზე იციან დაფიქრება. წინ კი ზამთარია - ჭეშმარიტად ზუსტი დრო ფიქრთ გასართველად...
- საზოგადოება. ჩემს ერთ-ერთ ჰობად საზოგადოებასთან ურთიერთობას, უფრო სწორედ კი ახალი ნაცნობების შეძენას მივიჩნევ, რადგან სწორედ მათი წყალობითაა რომ ძველი ნაცნობები მერე უფრო მოსაწყენები აღარ მეჩვენებიან.ხალხი ყველგან ერთნაირია, ამიტომაც მე წინასწარ ოცნების კოშკების აგებას არ დავიწყებ რომ იქ სულ სხვა ხალხი დამხვდება, თუმცა შესაძლოა ისეც მოხდეს რომ ამ ფესტივალზე არც ერთი ჩემი ნაცნობი ბლოგერი არ წამოვიდეს და მარტომ მომიწიოს ბათუმის ქუჩების ტკეპნა, რაც თავისთავად სულ ოდნავ ავანტურისტულ იდეად მეჩვენება და მეინტერესება.

P.s. თუ მეტი ინფორმაციის მიღება გინდათ, ან ამ პოსტმა მოულოდნელად კინოფესტივალის ბლოგერობა გადაგაწყვეტინათ შეუერთდით ფეისბუქის გვერდს, ასევე მოინახულეთ ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი.
P.p.s. რეგისტრაცია 25 აგვისტომდეა.
ყველაფერი მოსწრებადია.
წარმატებები, ჰექსუს :))
ОтветитьУдалитьარ ვფიქრობ ამაზე, გული რომ არ გამისკდეს ))
შნი ნაცნობი ბლოგერები ვფიქრობ იქნებიან, თავს მარტო არ იგრძნობ ეგ ზუსტად ვიცი :) ბათუმთან დაკავშირებით გეთანხმები, სექტემბერში გაცილებით უკეთესია აქ ყოფნა :)
ОтветитьУдалитьზურა
ОтветитьУдалитьრატომ?
ნან :)) მეც სექტემბერში უფრო მომწონს ზედმეტი ხალხის გარეშე :)
მეც დავრეგისტრირდი ჰექსუს.. მაგრა მეეჭვება მოვახერხო წამოსვლა.. თუცა ძალაინ მინდა...
ОтветитьУдалитьჰეჰ... ბათუმი ეგრევე ჩაიფუშება, როგორც კი მთავრობას ფული, რეკლამშიკებს კი ფანტაზია გამოელევათ....
ОтветитьУдалитьზღვა მანდ არ ვარგა, უცხოეთში კი ბათუმზე უკეთესი შენობები უნახავთ. რა რჩება? პრ :)) მარტო Lady In Red-მა ამომიყვანა ბაყაყები უკვე...
ეს ისე... ჩემი შთაბეჭდილებები ბათუმზე.
კინოფესტივალს რაც შეეხება, ჯერჯერობით მოვდივარ და ვინც კარგად მიცნობთ, გეცოდინებათ ჩემი აუტანლობის შესახებ. ასე რომ, შეწყალებას არ ელოდოთ :*
თავისი საქმე გააკეთა პიარმა.
ОтветитьУдалитьადრე თბილისი- ქობულეთის მარშუტს არ ცდებოდნენ. :დ
აბა შენ იცი
ОтветитьУдалитьწარმატებები
დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი მაგრამ არ მაძლებს ეს სამსახური ესეთ პროექტებში ჩართვის საშუალებას :(
იმედი მაქვს მომავალ წელს უკვე მათ ოფიციალურ ბლოგერთა რიცხვს შეუერთდები
მადლობა თა
ОтветитьУдалитьუსამსახურობის ერთადერთი პლიუსი - თავისუფალი დრო თანაც ბევრი :)
youრისტი, რომ ასე ელოდები ჟურნალისტურ საქმეს, აბა, წარმოიდგინე ჩემთვის როგორი "მოსაცდელი პრაქტიკა" გამოდის :)
ОтветитьУдалитьთუმცა, ნათქვამია, რომ ჟურნალისტიკა მოწოდებაა და არა პროფესიაო :)
ისე, საინტერესო იქნება 22–25 ადამიანი რომ შევესევით კულუარებს, აეხდებათ თავი (და იმ ახდილ თავში ჩაგვახედებენ ბარემ), ენა რომ აღარ დაეღალოთ :)
კი, ნამდვილად უფრო მოწოდებაა, ციდრე პროფესია :)
ОтветитьУдалитьანუ მოდიხარ? :))
კი, იმიტომ რომ ვერ ვხვდები,ამაზე უკეთესად როგორ შეიძლება ის ერთი კვირა გაატარო :)
ОтветитьУдалить2018629 leilei3915
ОтветитьУдалитьcheap oakley sunglasses
canada goose outlet
coach outlet
canada goose jackets
polo ralph lauren
louboutin
pandora jewelry
canada goose outlet
coach factory outlet
uggs outlet