24 августа 2010

თაფლობის თვე დეტალურად, ანუ ჟურნალისტების მორიგი უგუნურობის შესახებ!

საქმე იქამდე მივიდა მეგობრებო,  რომ ნებისმიერი საშუალო ქართველი რომ შეანჯღრიო ღამით, -  საკუთარი სახელი შესაძლოა სრულად ვერ მოიგონოს,  მაგრამ გვანცა დარასელიას თაფლობის თვის მარშუტს ისე აღგიწერს,  სასტუმროს სახელებიც კი არ აერევა ერთმანეთში. =)

არა, მერე ისევ შენ მოგდგებიან:  სხვის პირად ცხოვრებაში ნამეტანი ცხვირის ჩაყოფა უყვართ ქართველებსო, არადა ბოლო 3 თვეა ჟურნალი არ გამოვა გვანცა დარასელია რომ არ იყოს წინ გამოჭიმული,  მოწინავე მეჩაიესავით.

ეს რომ ვთქვი - რას ვერ ხვდები? ბედნიერია ის გოგო და უნდა რომ ყველას მოუყვეს ამის შესახებო და ამისთანა მიუხვედრელის შთაბეჭდილებას თუ ვტოვებდი არ მეგონა ნამდვილად.

ეგ რომ ბედნიერია და მაგას რომ უხარია ახლა,  ისეთი ბედნიერი და გახარებული ამყოფოს ღმერთმა მთელი თავისი ცხოვრება ამ პოსტის მკითხველი, მაგრამ აწი დროა მიხვდებოდეს ქართული ჟურნალისტიკა, რომ უკვე საზეპიროებით ვისწავლეთ ბატონო ჩვენ ეს ისტორია, ასე რომ გადადით მეგობრებო სხვა თემაზე,  გადადით! - რა თაფლივით მივეწეპეთ?!


p.s. ვასასი, ალავერდი შენთან! =))

22 комментария:

  1. ალავერდი ისეთი იყო, დარასელიას თაფლობის თვესა და პირველ ღამეზე ორიოდე სიტყვა რომ არ დავწერო, ქართული საზოგადოება ამას არ მაპატიებს არასდროს.. :)







    P.S. ამ რამდენიმე დღის წინ, ვიღაცა გაჭირვებული ჩემს ბლოგზე ვახო მჭედლიძის ქორწილის ვიდეოს ეძებდა.
    ვახო მჭედლიძე, ჩვენი გვანცულას მეუღლეა.. :)

    ОтветитьУдалить
  2. ახლა შენ უნდა თქვა: ალავერდის მადლი გფარავდესო და დაიწყო პოსტის წერა :)
    თბილისელების ბოლო ან ბოლოს წინა ნომერშია მაგათი თაფლობის თვე აღწერილი დეტალურად :)

    ჰოდა ეს ვიდეო კიდევ რა გახდა ამისთანა მარტო კურიერმა აჩვენა 78-ჯერ :)

    ОтветитьУдалить
  3. ვნახე ეგ სტატია.. უფრო სწორად, გადავავლე თვალი..

    ჩავალ გორში, მოვძებნი და დავწერ რთულსა და მძიმე პოსტს.. :)

    ОтветитьУдалить
  4. მე ზოგადად ხალხის მიკვირს, რატომ ყრიან ყვითელ პრესაში ფულს?! :|

    ОтветитьУдалить
  5. კარგი ინტერვიუა, ნუ ინტერვიუ როგორ ძირითადად გვანცა საუბრობს, ჟურნალისტი კი ამ დროს ალბათ პირზე ნერწყვმომდგარი უსმენდა.

    Clown
    ამ ბოლო დროს შესაძლოა იმ წიგნების გამოც, მათ რომ მოყვება :)

    ОтветитьУдалить
  6. რა მადისაღმძვრელი სურათია ნინ :) :):)

    ОтветитьУдалить
  7. ხალხ, იქნება ლინკი დადოთ, ვინაა ეს.. ეე.. გვანცა დარასელია? რომ გავიგოთ ვისაც აგერ მერამდენე თქვეა ტელევიზორი სკამი გონია, რა არის ეს გვანცა დარასელია.

    ОтветитьУдалить
  8. გურამჩიკ, ამდენი მიწერია ბლოგზე, დრო და ენერგია დამიხარჯავს და ტყუილად ანუ?! :|


    კლოუნ, ჰექსუსამ გაგცა პასუხი.. :)

    ОтветитьУдалить
  9. ჰექსე,
    მორალის კითხვად და ჭკუის სწავლებად არ ჩამითვალო,
    ერთ დღეს ყელში რომ ამომივიდა ამ დოზის ყვითელი მედია, უბრალოდ, უარი ვთქვი და არც ტელევიზორს ვუყურებ და არც ჟურნალ-გაზეთებს ვყიდულობ.
    რაც მაინტერესებს მჭირდება ყველა ინფორმაციას, გაფილტრულს, ნეტში ვანხულობ და მშვიდად ვარ.
    მოუფრთხილდი ნერვებს, გამოგადგება. ადრეც დაგიკომენტარე, თიკო სადუნიშვილზე, მაგ გოგოს ისეთი პიარი გაუკეთე რომ შეგიძია ჰონორარი მოითხოვო ;)
    მე ძველი ჰექსე უფრო მომწონდა :)
    კეთილი სურვილებით :)

    ОтветитьУдалить
  10. რაც ქუთაისს დავუბრუნდი, ტელევიზორში მხოლოდ Discovery-ს და ფეხბურთს ვუყურებ, მაგრამ სმენის გაკონტროლება ვერა და ვერ ვისწავლე იმ დონეზე, რომ "Lady in red" გაფილტროს...
    სიელმეს, ფულს და სიყვარულს რა ვუთხარი მე, თორე გვანცა დარასელია იმ კაცს როგორ უნდა წაჰყოლოდა....

    ОтветитьУдалить
  11. გურამი

    გვანცა დარასელია პროფესია არ ვიცი სიმართლე გითხრა
    ისე ადრე მოდელი იყო, მის საქართველოზეც გამოდიოდა და უსამართლოდ დაჩაქრეს, ოღონდ მართლა უსამართლოდ იმიტომ რომ მასზე უკეთესი იმ წელს მართლა არავინ იყო :) რაღაც საპრიზო ადგილი აიღო, ზუსტად რა არ მახსოვს.)
    შემდეგში მოგვევლინა ჟურნალისტად, რუსთავის 2 -ის დიდლი პროგრამა მიჰყავს იმედა არაბულთან ერთად :)

    როგორც გავიგეთ თურმე სიმღერაც შესძლებია, სულ ეს არის :)
    თუ ვიზუალური მონაცემები გაინტერესებს, გუგლში ჩაწერე და ამოგიყრის ფოტოებს :)))


    Анонимный
    მგონია, რომ ვიცნობთ ერთმანეთს :))

    Zurriuss
    შენთვის ხომ არ გინდოდა? :D :D

    ОтветитьУдалить
  12. კიდევ კარგი მაგ ჟურნალებთან შეხება არ მაქვს
    და ტელევიზორს მარტო მაშინ ვუყურებ როცა ვსადილობ სმსახურში (დღის შოუს ბედნიერება მქავს ხოლმე) და სიმართლის დრო მევასება

    ОтветитьУдалить
  13. არა ჰექსე, არ ვიცნობთ ერთმანეტ. თვალს ვადევნებს შენს მოღვაწეობას ინტერნეტ სივრცეში, სულ ესაა ;) ;)

    ОтветитьУдалить
  14. Zurriuss, "ფულს და სიყვარულს" თუ ფულის სიყვარულს?:D

    ОтветитьУдалить
  15. bushka

    ორივეს
    მდიდარ კაცზე გათხოვების დროს სიყვარულს ნუ გამოვრიცხავთ მაინც ":)

    ОтветитьУдалить
  16. ალავედრის სიგრძე და სიგანე მისცეს ღმერთმა და კლავიატურამ თქვენს პოსტებს :D

    ОтветитьУдалить
  17. გიჟმაჟი
    კარგი დალოცვა იყო :)))
    მადლობა :)

    ОтветитьУдалить
  18. ჩემს ბლოგზეც ეძებდნენ გვანცა დარასელიას ქორწილს. მოთხოვნადია, რა გინდა :დ

    ОтветитьУдалить
  19. სამწუხაროდ, ახლახანს დავბრუნდი შვებულებიდან და საბედნიეროდ არაფერი ვიცი გვნაცა დარასელიას თაფლობის თვის დეტალების შესახებ. მაგრამ ეს სურათი რომ დავინახე მივხვდი რომ შენი ბლოგი თაფლიან წიწაკას ჰგავს ჰექს :)

    ОтветитьУдалить
  20. lenon

    რატომ ტკბილ-მწარეა?
    კსტაწე
    წელცომე :*

    ОтветитьУдалить
  21. თაფლიანი წიწაკა ნიშნავს რომ მწარეა თავისთავად, მაგრამ ამავე დროს თაფლივით წებოვანია და სურნელოვანი :)
    გიწებებს.

    ОтветитьУдалить
  22. ლენონ
    დასვენება მოგხდომია :)))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)