"ვინ იცის, ეგებ ყველაფერი, რასაც მიველტვით, ეშმაკის მოჩმახული აღმოჩნდეს ერთ დღეს...."

დადგება დრო და სიბერეში გადამდგარი მიხვდები, რომ ცხოვრების 70% გზაში გაატარე და ეს კატასტროფა იქნება შენთვის მითხრა ადრე ვიღაცამ და რადგან აქამდე არასდროს გამიგია მსგავსი სისულელე, მე იმ ვიღაცის სახელსაც კი ვერაფრით ვიხსნებ ახლა.
თუმცა აუცილებლად დადგება დრო, როდესაც შენი ბარგით, წიგნებით, ფიქრებით და მთელი ავლა-დიდებით მანქანაში ვეღარ ჩაეტევი, იმ მანქანაში ბავშვობაში ზედმეტად დიდი რომ ჩანდა და ყოველთვის წინ გინდოდა ჯდომა.
დადგება დრო და ყველა შენი მეგობარი ერთდორულად დაკავებული აღმოჩნდება შენთვის და დადგება დრო როცა გაიღვიძებ და იტყვი - აქ რა მინდა?

ამჯერად ფერადი ჟურნალები ვიყიდე. სულელური ჟურნალია - აი ისეთი, გლამურულად გათხაპნილ გოგოებს რომ ხატავენ და იდიოტურ სტატიებს წერენ ქალთა ოთხნაირი ტიპის შესახებ.
23-ე გვერდზე საინტერესო ფოტოა ყვითელ შლიაპიანი გოგო ყვითელ ჩემოდანზე ყვითელ ავტობუსთან .. ფოტო დიდი არაფერი სათაურია კარგი
- "ვისაც ცხოვრებაში რაიმე სიძნელე აქვს გზას უნდა დაადგეს."
არადა მართალია. სიძნელეების დროს კი ჩვენ რატომღაც სახლში ვიკეთებით და დახმარებას ოთხ კედელს ვთხოვთ. :)

მგზავრები კი თითქმის ყველგან ერთნაირია. ერთნაირ რამეებს ჭამენ, სვამენ, ერთნაირადაც აცვიათ, თითქმის ერთნაირი ჩემოდნები აქვთ და ზუსტად ერთნაირ მოსაწყენ ისტორიებს უყვებიან ერთმანეთს საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ დარწმუნებულნი იმაში, რომ მეორედ აღარასოდეს შეხვდებიან.
მგზავრობა კი საშინლად გავს ცხოვრებას. ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში გვხვდებიან ეს ის მგზავრები არიან დაუგეგმავად და სრულიად შემთხვევიოთ რომ მოხვდნენ ჩვენს ავტობუსში, თვითმფრინავში, მატარებელში. არადა ხომ შეიძლება შემდგომ რეისს გამოყოლოდნენ ან მაინცდამაინც დღეს არ გადაეწყვიტათ სადმე გამგზავრება?
![]() |
ვაგზალზე ხომ ზედმეტად ბევრი ხალხი ირეოდა, ზემდეტად ბევრი ტრანსპორტი იყო და სრულიად შესაძლებელი იყო რომ მეც იქ არ ჩამჯდარიყავი სადაც ვზივარ ახლა. ეს ადამიანები, რომლებიც გზაში მხვდებიან შეიძლება იდეალურნი არიან, მაგრამ მაინც ეს არ არიან ჩემი მგზავრები, რადაგნ მე სულ სხვაგან ვზივარ. ჩემი ტრანსპორტი კი შესაძლოა ისევ იქ დგას და ელოდება მგზავრს, თუმცა მის გარეშეც მშვენივრად მოახერხებს ადგილიდან დაძვრას.
და რაც უფრო მეტ ხანს მივდივარ უფრო რთულდება, რომ ჩამოვიდე შეშლილი ტრანსპორტიდან და იქ ავიდე სადაც ჩემი ადგილია, რადგან უკვე ზედმეტად ბევრი დრო გავიდა ყველაფრის შესაცვლელად. ზედმეტად ბევრი მანძილია გავლილი უკან მოსაბრუნებლად.

და მერე შენ გეზარება და იმ მგზარებს ეჩვევი, რომლებიც არ არიან შენი, მაგრამ შენ შეგეშალა და ახლა ისეთი სახე უნდა მიიღო თითქოს არაფერიც არ მომხდარა. თითქოს იმიტომ დაიბადე რომ სწორედ ამ დროს სწორედ ამ ტარანსპორტში ჩამჯდარიყავი და გენახა მგზავრები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან
მშვენიერი ხალხია:
- უნივერისტეტის პროფესორი - რომელსაც ცოლის მიერ სათუთად დაკეცილი პერანგები და კოსტუმები უდევს ჩემოდანში. დიახ, მან ჯერ არ იცის ... და სავარაუდოდ არც მისმა ცოლმა იცოდა რომ ეს მზრუნველი ხელის მიერ დაუთოვებეული პერანგები მას იქ არ დასჭირდება.
- ორი თინეიჯერი გოგო - პირველად რომ გამოუშვეს მარტო სამგზავროდ და ახლა ყოველ 2 წუთში ერთელ ურეკავენ.
- თეთრი ტილოს კაბიანი ქალი 3 ბავშვით, სახეზე ეტყობა სახლში კიდევ 3 ელოდება ასეთი.
- კროსვორდის შემვსები ორი მამაკაცი, რომელთაც რატომღაც ახლა ამოუვარდათ თავიდან პერუს დედაქალაქი, რომელიც ოთხასოიანია და ბ-ზე იწყება(!)
- ისამნისფერ ჩემოდნიანი ქალი, რომლის ქმარი ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს სტომატოლოგად, შვილები კი ზედმეტად ნიჭიერები არიან თუმცა ასევე ზედმეტად დაკავებულნი იმისთვის რომ ისწავლონ.
- მწვანე კუბიკიან პერანგიანი კაცი, რომელიც კომუნისტების დროს ერთ-ერთი ბაგა- ბაღის მომმარაგებელი იყო, მერე ქვეყანა რომ აირია, ბევრმა მისმა მეგობარმა საზღვარგარეთს შეაფარა თავი. ის არსად წასულა ჯერ ერთი იმიტომ რომ პატრიოტი იყო, უფრო კი იმიტომ რომ წასასვლელი არსად ჰქონდა.
P.s. სიმღერა, რომელსაც ჩემს გვერდით მჯდომი მეზობელი მთელი გზა რატომღაც ყურსასმენების გარეშე უსმენდა და რატომღაც მე მენიშნა.
P.p.s. პერუს დედაქალაქი შეუძლებელია "ბ" ასოზე იწყებოდეს...
- მსგავსი პოსტი - "გზაში ჩაწერილიდან"
საგიჟეთში გამომაწყვდიე და ეგაა :)
ОтветитьУдалитьპერუს დედაქალაქი "ლ"-ზე იწყება, მერე მოსდევს "ი", მემრე "მ" და მთავრდება "ა"-ზე, შუაში კიდევ რაცხეებიაო, მაგრამ მე არ მჯერა :) რატომ არჩიე "ბ"? :)
ცხოვრება ხან გზას გავს და ხან ბაქანს, მგონი "ДДТ" მღერის მაგას. გააჩნია ვინ როგორ აღიქვავს.
პ.ს. მაინც ცოტა ენამწარე და კრიტიკული გამოგსვლია, დავრჩი ინტერნეტში :P
ბაჩო
ОтветитьУдалитьბ მე არ ამირჩევია, ასე იმ კაცებმა თქვეს ბ-ზე იწყებაო :)
დაგინდე, ვიცოდი ინტერნეტიდან წასვლა გაგიჭირდებოდა და იმიტომ :)
მადლობა დიდო ჰექსეო :აქაწელშიმოხრისღიმილაკიდამშვენდებოდადაარმაქვს: :)
ОтветитьУдалитьროცა მართლა მოგინდება აქედან წასვლა მითხარი და ჭეშმარიტად ადამიანურ პოსტს დავწერ :)
ОтветитьУдалитьპერუ–ლიმა
ОтветитьУдалитьჰაჰჰაააა :D:D:D
სმაილები არ არის თორემ ტაშს დაგიკრავდი...
რაღაც მაგრად მომხვდა გულზე :) მეც ხომ ძალიან მალე თვითმფრინავის მგზავრი ვიქნები და საქართველოს ძალიან დიდი ხნით მივატოვებ. მერე კიდე იქ სულ მგზავრი და სულ მგზავრი ვიქნები....
ОтветитьУдалитьგული ხელით მიკავია. ამდენი ყავა ხომ მომკლავს - ერთი და ჩემს გვამს ყვითელ კბილებს რომ დაუტოებს - ეგეც მეორე. არადა, რამდენ ხანს ძლებენ კბილები. ყავისაგან გაყვითლებული კბილები...
ОтветитьУдалитьეს იმ შუაში იყო, რომ პოსტი მომეწონა და შენი მომავალი ვარცხნილობაც მომწონს ;)
meanderdze
ОтветитьУдалитьარადა ამტკიცებდნენ ბ-ზე იწყებაო :)
Uninstall Soul
ვინც აქ დავრჩებით ისინიც მგზავრები ვიქნებით, ოღონდ საკუთარი ქვეყნის მგზავრები :)
Zurriuss
რომელი მომავალი ვარცხნილობა ზურიუს?
ეს არის პირველი შემთხვევა,როცა ბოლომდე წავიკითხე ამ სიდიდის პოსტი :) ძირითადად ბოლომდე ნერვი არ მყოფნის ხოლმე :))
ОтветитьУдалитьძალიან საინტერესო იყო და დამაფიქრებელი.. მომინდა სადმე მარტო გამგზავრება..
like it, like you :)
ОтветитьУдалитьაუ ეს იმას ჰგავს ნინ
ОтветитьУдалитьჩემი და არასწორედ რომ ავსებს კროსვორდს და მერე მეუბნება გინდა თუ არა მითხარი პორტუგალიის დედაქალაქი მ ასოზეო არადა რა სამწუხაროა რომ პორტუგალიას სულ 1 დედაქალაქი აქვს და ისიც ლ-ზე :D :D
ვიხალისე
i.a.
ОтветитьУдалитьრას მიქვიან მერე მხოლოდ ერთი დედაქალაქი
ქეთო თუ ამბობს ე.ი. დედაქალაქსაც უნდა გადაარქვან სახელი პორტუგალიელებმა
მაგალითად იყოს მადრიდი
ნუ კი არის ესპანეთის დედაქალაქი, მაგრამ რამ გაჰყო, იქვეა ბარემ.
ფრაზა რომ მგზავრები ყველგან ერთნაირია ვეთანხმები
საერთოდ ხალხი ყველგან ერთნაირია
და ცოტა სკეპტიკოს პოხუისტი რომ ვიყო ვიტყოდი ხალხი ყველგან ერთნაირად ნაგავია მეთქი, მაგრამ არ ვარ ასე რომ ბოლო ფრაზა დაივიწყეთ >> :)
მაგრამ მაინც ეს არ არიან ჩემი მგზავრები, რადაგნ მე სულ სხვაგან ვზივარ. ჩემი ტრანსპორტი კი შესაძლოა ისევ იქ დგას და ელოდება მგზავრს
ОтветитьУдалитьShtambechdavi iko :)