30 августа 2010

მე მივხვდი ყვითელი პრესის დანიშნულებას. გნებავთ?! - გეტყვით თქვენც :)

"ეჰ რედაქტორო, ჩემი მწყემსო, ჩემო ალაჰო
უნდა გეახლო, მისაღები აგიტალახო
მაგ შენს ჟურნალში უწიგნურებს რომ აბალახებ
მითხარ, ნამდვილმა პოეტებმა - სად ვიბალახოთ?!"

დუმბაძისეული ომარ ხაიამი
ჭეშმარიტად შემცდარა ის, ვისაც ყვითელი პრესის დანიშნულება მხოლოდ უწიგნური ჟურნალისტების შეფარება, უხარისხო შრიფტით ჩვენი თვალების დათხრა, ღმერთისგანაც მივიწყებული ადამიანების პოპულარიზაცია და მარადიული კონკურსის "ვინ უფრო უაზრო კითხვას დასვამს" ასპარეზი ჰგონია.
წლები... დიახ, წლები დამჭირდა იმის მისახვედრად და საღიარებლად, რომ ყვითელი პრესა ერთ არაჩვეულებრივ ფუნქციას ასრულებს.
იგი ანვითარებს ფანტაზიას.
აი მაგალითად ავიღოთ ვასასის სტატუსი:


"ჟურნალ "სარკეს" გარეკანი: ნახევრადშიშველი ქალი და კაცი ყურებამდე გახეული ხელოვნვრი ღიმილით. სათაური: მაკა ზამბახიძე მთელი ზაფხული ქმარს ვერ ეფერებოდა."
თქვენ გგონიათ ეს მხოლოდ შიშველი ქალი, კაცი და იდიოტური სათაურია? არა მოუხმეთ ფანტაზიას მკითხველნო, ჩართეთ მესამე თვალი, - მჭიდროდ მიიტანეთ ჟურნალის გარეკანი ცხვირის წინ, ცოტა ხნით გააშტერეთ თვალი (როგორც ზურიუსი გასწავლიდათ) და რამდენიმე წუთის შემდეგ თქვენ აუცილებლად დაინახავთ მომღიმარი ჟურნალისტისა და რედაქტორის ბრწყინვალე ტანდემს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ რომ ამ ქყვეყნად არსებობს ხალხი, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ეს ამბავი, უცოდინრობა ძილს უფრთხობს და ღამენათევი თვალებით შესსცქერის ცაზე უდროოდ დაკიდებულ მთვარეს.
ყვითელი პრესა გვინვითარებს ფანტაზიას. :)
აი მაგ: ორჰან ფამუკს მოყოლილი ჟურნალ "თბილისელებს" დავხედოთ:
"ვის მიერ მიყენებული "ნაკაწრები"არ სტკივა შორენა ბეგაშვილს და რას სთავაზობდნენ მას ერთი ღამის სანაცვლოდ"
კაცი ფანტაზიის უუნარობის მწვავე შეტევით უნდა იტანჯებოდეს, ამგვარ სათაური მშვიდად რომ წაიკითხოს.
ფანტაზიით უფრო კომფორტულია....
P.s. კროსვორდს ვავსებ და რადგან ბავშვის საჭმელი ნამდვილად "ფიაა" თქვენ ხომ არ იცით რა ჰქვია ფრენის ხმას "ფ" ასოზე, სულ 3 ასო. შემთხვევით ფრი ან ფრრ ხომ არაა? სხვათშორის ბოლო ბგერებს ოდნავ თუ გავაგრძელებთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მივფრინავთ...
O, ya, ჟურნალი "თბილისელები" და კროსვორდის შემდგენელი ალ. ელერდაშვილი ჭეშმარიტად ზრუნავენ ჩვენს ფანტაზიაზე. :)

P.p.s. ფანტაზიას მოუხმეთ მეგობრებო!
თორემ თქვენმა მტერმა და დამაწყევარმა იკითხა ქართული პრესა ფანტაზიის, იუმორისა და სასმელის გარეშე. :)

27 комментариев:

  1. ჰექსუს, ხომ ხედავ, ინტერვიუები გვჭირდება.. :)

    ჩემი კუმირი სალომე გველესიანია, ამ შაბათ-კვირას უნდა დავუჯდე მაგის სტატიებს.. :დ

    ОтветитьУдалить
  2. lol
    ფრიი
    LOOOL
    ისე, ამ დღეებში, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, ქართულ პრესას კვლავ გავეცანი და...
    აჯობებს, არაფერი ვთქვა :))

    ОтветитьУдалить
  3. რა შურს ჰექსეს თიკა (რა გვარია წყეულიმც ვიყო დამავიწყდა) ვიღაცის და რომელ ასოს ვერ ნახავთ ვასასის ბლოგზე...


    ჰა რავალია? წავა?

    ОтветитьУдалить
  4. მე შევავსე ეგ კროსვორდი
    დიდი თეფში ხომ ნდამვილად ლანგარია
    ჰოდა
    ე.ი. გამოდის რომ ფრენის ხმა არის ფრი :)

    ОтветитьУдалить
  5. ვასასი- ველოდები მაგ პოტს :)
    აღასპერი - ჯობდა გაგეგრძელებინა შესვენება.
    ლაშა- სადუნიშვილი, არა უშავს მე ბიჭოლას გვარი დამავიწყდა :(
    ი.ა. - შენმა კომენტარმ ის გამახსენა ბავშვობაში კვირის პალიტრის კროსვორდის შევსებაში რომ ვეჯიბრებოდით ბავშვები ერთმანეთს :)

    ОтветитьУдалить
  6. "ვის მიერ მიყენებული "ნაკაწრები"არ სტკივა შორენა ბეგაშვილს და რას სთავაზობდნენ მას ერთი ღამის სანაცვლოდ"

    კაცი ფანტაზიის უუნარობის მწვავე შეტევით უნდა იტანჯებოდეს, ამგვარ სათაური მშვიდად რომ წაიკითხოს.

    აჰა, ავადმყოფიც გამომიყვანე :)
    და რატომ გგონია რომ შორენა ბეგაშვილის ნაკაწრები ყველა მამაკაცისთვის არის საინტერესო?
    მე არ მომწონს ეგ ქალი :(
    არც პიროვნება :(
    და არც როგორც ჩემი შვილების დედა :(

    და სწორედ მიხვდი, ყვითელი პრესის აბლატავებული, ყველა ვარსკვლავი ვერ იქნება დედი ;)

    ОтветитьУдалить
  7. ho da ziritadad mshoblebi avsebdnen xolme chvens magivrad krosvordebs.
    mashin ar iyos arc kompiuterim, arc interneti da es yvelaferi romc yofiliyo shuqi isedac ar modioda. :)

    ОтветитьУдалить
  8. lasharela: რა ასო, ადამიანო?!
    :S


    :D









    :|

    ОтветитьУдалить
  9. კაი თემაა საშაყიროდ, მაგრამ ცოტას ამლაშებთ :)) კონკრეტულად ამ პოსტს არ ვგულისხმობ :)

    ОтветитьУдалить
  10. i.a.
    ოღონდ ისიც არ თქვა ეხლა რა ბედნიერი ბავშვობა გვქონიაო :D

    ОтветитьУдалить
  11. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ორგზის და-თაგვი-სათვის :)
    მეორეც, გეთანხმები, რომ ჩვენთან პრესის დიდი ნაწილის "გეზი" ერთი ან ორი ცხოვრებაზეგამწარებული, ფულსდახამებული ან იმპოტენტი როჟაა, რომელსაც გულში სწვდება "ინფორმაციით დამშეული ხალხის ღაღადი". ნეტა ერთი მანახა რომელიმე მათგანის გამომეტყველება, როცა სახლში მივა, წამოწვება, მთელი დღის დაჭიმულ წელს ერთი ამოკვნესით გაატკაცუნებს მატრასზე და კმაყოფილი იტყვის: დღეს 15 ვარსკვლავს აღმოვუჩინე გაუპარსავი დუნდულები...
    :)

    ОтветитьУдалить
  12. ბაჩო - შენ გგონია ვინმეს მოსწონს შორენა როგორც მისი შვილების დედა? მე არ მგონია.:)
    ვასასი - ინტრიგნობს :)
    ნან - ვიცი რომ ვამლაშებ, მაგრამ უბოროტოდ ვამლაშებ, ვერთობით უბრალოდ :)
    ზურიუს-არაფრის:) +1 შენს კომენტარს :)

    ОтветитьУдалить
  13. ყველაფერში(?) გეთანხმები და განსაკუთრებით კროსვორდებზე: ერთი "ძალიან ჭკვიანი" ნაცნობი მეუბნებოდა – მრცხვენია მაგათ კროსებს რომ მთლიანად ვავსებო.
    ერთი სიტყვით, ნუ იყიდით ქართულ ყვითელ პრესას, მაგრამ მერე რაღა ეშველებათ შორენამანიით (და არა მარტო) შეპყრობილ ადამიანებს?

    :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

    ОтветитьУдалить
  14. დექსტერ ბავშვობა ყოველთვის ბედნიერია თუნდაც მისი ნაწილი უშუქობაში, უგაზობაში და უწყლობაში მიმდინარეობდეს. ჩემი დას რომ ვუყურებ მგონია რომ მისი ბავშვობა ზედმეტად უსარგებლოდ იფანტება კომპიუტერთან :(

    ОтветитьУдалить
  15. აუ არ დაიწყოთ ახლა ეს რა თაობა მოდის და მსგავსი მარაზმები.
    ძველი ყოველთვის უკმაყოფილოა ახლით
    მართალია ჩვენ ჯერ ვერ დავძველდით, მაგრამ თუ დავაკვირდებით დიდი არაფერი შეცვლილა :)


    ადრე შენ თუ ლეონარდო დიკაპრიო მოგწონდა, ახლა შენ დას თვაილაითში რომ გაბურძგნული ბიჭი დარბის ის მოსწონს. შენ თუ ბექსთრითბოიზე და ქუჩის ბიჭებზე აფანატებდი შენი და 4 გერმანელი ემო რომ არის იმაზე აფანატებს.
    შენ თუ ტელეფონი გქონდა, ახლა იმათ სკაიპი აქვთ.

    და არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ უფრო მეტად არიან ინფორმირებულნი, ჟურნალებიდან სტატიებს აღარ ჭრიან, დღიურების მაგივრად ბლოგებს აკეთებენ და რამდენიმე წლით ადრე იგებენ როგორ ჩნდებიან ბავშვები.
    რაც შეეხება კომპიუტერის წინ უაზროდ მიმავალ ბავშვობას, ბავშვობას ახალგაზრდობა ჯობია და არასდროს გიფიქრია რომ შენი ახალგაზრდობაც უსარგებლოდ მიდის კომპიუტერის წინ?


    პო წემუ: ჰექს, შენ კიდევ გვითხარი რატომ არ ეფერებოდა ის ტანჯული გოგო თავის ქმარს, თორემ ღამე აღარ მძინავს უკვე ინტერესით...

    ОтветитьУдалить
  16. lol ra bednieri var rom ar vkiTxulob am marazms :)

    ОтветитьУдалить
  17. პირველ ორზე რატომ არაფერს მეტყვი ჰექსეჯან? :)))

    ОтветитьУдалить
  18. dexter
    robert pattisoni qvia mag biws uwignuro :)))))
    me mainc mshvenieri bavshvoba mqonda mere ra rom 7 wlisam ar vicodi saidan chndebodnen bavshvebi :) amit araferi damklebia im asakshi :)

    ჰექს, შენ კიდევ გვითხარი რატომ არ ეფერებოდა ის ტანჯული გოგო თავის ქმარს, თორემ ღამე აღარ მძინავს უკვე ინტერესით...
    da caze dakidebul mtvares shescqeri ara? :D :D :D

    ОтветитьУдалить
  19. დექსტერ :) რა ვიცი მე, ეგ ჟურნალი თვალით არ მინახავს, მაგრამ თუ ასე გაინტერესებს http://bit.ly/c7wDfn ჰა და სიტყვა არ გამოგრჩეს :)

    ბაჩო
    როგორც პიროვნება და შვილების დედა შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს(მათ შორის არც მე) მაგრამ როგორც ქალი, მე ვფიქრობ ბევრს უნდა მოსწონდეს, უმრავლესობას და არა ყველას :)

    ОтветитьУдалить
  20. "თუმცა წელს იმდენად მაღალი სიცხეები იყო, რომ პირველად შევწუხდი. ჩემს ქმარს ზამთარი ენატრება, სიცხეებმა გააგიჟა, ვეღარ ვეფერებით ერთმანეთს. როგორც კი მასთან მივდივარ, მიცილებს. ზამთარს ვნატრობთ. "


    სულ ეს იყო მეგობრებო
    ახლა შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ :D

    ОтветитьУдалить
  21. ჰექს, ისე მომწონს შენი პოსტები ყოველდღე წერე რა.

    ОтветитьУдалить
  22. sandro isedac ar vwer cotas :)
    Titqmis yovel meore dRes vwer ukve :)

    ОтветитьУдалить
  23. კი, შენ კი წერ ხშირად ( ასე განაგრძე)
    მაგრამ ხომ იცი კაცის გული ისეთია ვით მორევი შავი ზღვისაო :D

    ОтветитьУдалить
  24. daanebe tavi am kviteli presis kitxvas

    am below zero xarisxis gadacemebis kurebas
    !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


    Magram mere vin ceros shennairad utkbesi da umcaresi review-ebi?

    ОтветитьУдалить
  25. mec damainteresa

    Lasha,
    ra aso ver chachanebs vasasis blogze?

    davintrigdi

    ОтветитьУдалить
  26. taa
    დავანებებდი, მაგრამ მე ისეთი ვარ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყველაგნ ვიპოვი რამე საკრიტიკოს ასე რომ ეს მირჩევნია - ეს უფრო გემრიელად იწერება და უფრო გემრიელადაც იკითხება მგონი :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)