"ეჰ რედაქტორო, ჩემი მწყემსო, ჩემო ალაჰო
უნდა გეახლო, მისაღები აგიტალახო
უნდა გეახლო, მისაღები აგიტალახო
მაგ შენს ჟურნალში უწიგნურებს რომ აბალახებ
მითხარ, ნამდვილმა პოეტებმა - სად ვიბალახოთ?!"
დუმბაძისეული ომარ ხაიამი
ჭეშმარიტად შემცდარა ის, ვისაც ყვითელი პრესის დანიშნულება მხოლოდ უწიგნური ჟურნალისტების შეფარება, უხარისხო შრიფტით ჩვენი თვალების დათხრა, ღმერთისგანაც მივიწყებული ადამიანების პოპულარიზაცია და მარადიული კონკურსის "ვინ უფრო უაზრო კითხვას დასვამს" ასპარეზი ჰგონია.
წლები... დიახ, წლები დამჭირდა იმის მისახვედრად და საღიარებლად, რომ ყვითელი პრესა ერთ არაჩვეულებრივ ფუნქციას ასრულებს.
იგი ანვითარებს ფანტაზიას.
იგი ანვითარებს ფანტაზიას.
აი მაგალითად ავიღოთ ვასასის სტატუსი:
"ჟურნალ "სარკეს" გარეკანი: ნახევრადშიშველი ქალი და კაცი ყურებამდე გახეული ხელოვნვრი ღიმილით. სათაური: მაკა ზამბახიძე მთელი ზაფხული ქმარს ვერ ეფერებოდა."
თქვენ გგონიათ ეს მხოლოდ შიშველი ქალი, კაცი და იდიოტური სათაურია? არა მოუხმეთ ფანტაზიას მკითხველნო, ჩართეთ მესამე თვალი, - მჭიდროდ მიიტანეთ ჟურნალის გარეკანი ცხვირის წინ, ცოტა ხნით გააშტერეთ თვალი (როგორც ზურიუსი გასწავლიდათ) და რამდენიმე წუთის შემდეგ თქვენ აუცილებლად დაინახავთ მომღიმარი ჟურნალისტისა და რედაქტორის ბრწყინვალე ტანდემს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ რომ ამ ქყვეყნად არსებობს ხალხი, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ეს ამბავი, უცოდინრობა ძილს უფრთხობს და ღამენათევი თვალებით შესსცქერის ცაზე უდროოდ დაკიდებულ მთვარეს.
ყვითელი პრესა გვინვითარებს ფანტაზიას. :)
აი მაგ: ორჰან ფამუკს მოყოლილი ჟურნალ "თბილისელებს" დავხედოთ:
"ვის მიერ მიყენებული "ნაკაწრები"არ სტკივა შორენა ბეგაშვილს და რას სთავაზობდნენ მას ერთი ღამის სანაცვლოდ"
კაცი ფანტაზიის უუნარობის მწვავე შეტევით უნდა იტანჯებოდეს, ამგვარ სათაური მშვიდად რომ წაიკითხოს.
![]() | |
ფანტაზიით უფრო კომფორტულია.... |
ჰექსუს, ხომ ხედავ, ინტერვიუები გვჭირდება.. :)
ОтветитьУдалитьჩემი კუმირი სალომე გველესიანია, ამ შაბათ-კვირას უნდა დავუჯდე მაგის სტატიებს.. :დ
lol
ОтветитьУдалитьფრიი
LOOOL
ისე, ამ დღეებში, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, ქართულ პრესას კვლავ გავეცანი და...
აჯობებს, არაფერი ვთქვა :))
რა შურს ჰექსეს თიკა (რა გვარია წყეულიმც ვიყო დამავიწყდა) ვიღაცის და რომელ ასოს ვერ ნახავთ ვასასის ბლოგზე...
ОтветитьУдалитьჰა რავალია? წავა?
მე შევავსე ეგ კროსვორდი
ОтветитьУдалитьდიდი თეფში ხომ ნდამვილად ლანგარია
ჰოდა
ე.ი. გამოდის რომ ფრენის ხმა არის ფრი :)
ვასასი- ველოდები მაგ პოტს :)
ОтветитьУдалитьაღასპერი - ჯობდა გაგეგრძელებინა შესვენება.
ლაშა- სადუნიშვილი, არა უშავს მე ბიჭოლას გვარი დამავიწყდა :(
ი.ა. - შენმა კომენტარმ ის გამახსენა ბავშვობაში კვირის პალიტრის კროსვორდის შევსებაში რომ ვეჯიბრებოდით ბავშვები ერთმანეთს :)
"ვის მიერ მიყენებული "ნაკაწრები"არ სტკივა შორენა ბეგაშვილს და რას სთავაზობდნენ მას ერთი ღამის სანაცვლოდ"
ОтветитьУдалитьკაცი ფანტაზიის უუნარობის მწვავე შეტევით უნდა იტანჯებოდეს, ამგვარ სათაური მშვიდად რომ წაიკითხოს.
აჰა, ავადმყოფიც გამომიყვანე :)
და რატომ გგონია რომ შორენა ბეგაშვილის ნაკაწრები ყველა მამაკაცისთვის არის საინტერესო?
მე არ მომწონს ეგ ქალი :(
არც პიროვნება :(
და არც როგორც ჩემი შვილების დედა :(
და სწორედ მიხვდი, ყვითელი პრესის აბლატავებული, ყველა ვარსკვლავი ვერ იქნება დედი ;)
ho da ziritadad mshoblebi avsebdnen xolme chvens magivrad krosvordebs.
ОтветитьУдалитьmashin ar iyos arc kompiuterim, arc interneti da es yvelaferi romc yofiliyo shuqi isedac ar modioda. :)
lasharela: რა ასო, ადამიანო?!
ОтветитьУдалить:S
:D
:|
კაი თემაა საშაყიროდ, მაგრამ ცოტას ამლაშებთ :)) კონკრეტულად ამ პოსტს არ ვგულისხმობ :)
ОтветитьУдалитьi.a.
ОтветитьУдалитьოღონდ ისიც არ თქვა ეხლა რა ბედნიერი ბავშვობა გვქონიაო :D
უპირველეს ყოვლისა, მადლობა ორგზის და-თაგვი-სათვის :)
ОтветитьУдалитьმეორეც, გეთანხმები, რომ ჩვენთან პრესის დიდი ნაწილის "გეზი" ერთი ან ორი ცხოვრებაზეგამწარებული, ფულსდახამებული ან იმპოტენტი როჟაა, რომელსაც გულში სწვდება "ინფორმაციით დამშეული ხალხის ღაღადი". ნეტა ერთი მანახა რომელიმე მათგანის გამომეტყველება, როცა სახლში მივა, წამოწვება, მთელი დღის დაჭიმულ წელს ერთი ამოკვნესით გაატკაცუნებს მატრასზე და კმაყოფილი იტყვის: დღეს 15 ვარსკვლავს აღმოვუჩინე გაუპარსავი დუნდულები...
:)
ბაჩო - შენ გგონია ვინმეს მოსწონს შორენა როგორც მისი შვილების დედა? მე არ მგონია.:)
ОтветитьУдалитьვასასი - ინტრიგნობს :)
ნან - ვიცი რომ ვამლაშებ, მაგრამ უბოროტოდ ვამლაშებ, ვერთობით უბრალოდ :)
ზურიუს-არაფრის:) +1 შენს კომენტარს :)
ყველაფერში(?) გეთანხმები და განსაკუთრებით კროსვორდებზე: ერთი "ძალიან ჭკვიანი" ნაცნობი მეუბნებოდა – მრცხვენია მაგათ კროსებს რომ მთლიანად ვავსებო.
ОтветитьУдалитьერთი სიტყვით, ნუ იყიდით ქართულ ყვითელ პრესას, მაგრამ მერე რაღა ეშველებათ შორენამანიით (და არა მარტო) შეპყრობილ ადამიანებს?
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
დექსტერ ბავშვობა ყოველთვის ბედნიერია თუნდაც მისი ნაწილი უშუქობაში, უგაზობაში და უწყლობაში მიმდინარეობდეს. ჩემი დას რომ ვუყურებ მგონია რომ მისი ბავშვობა ზედმეტად უსარგებლოდ იფანტება კომპიუტერთან :(
ОтветитьУдалитьi.a. +1
ОтветитьУдалитьაუ არ დაიწყოთ ახლა ეს რა თაობა მოდის და მსგავსი მარაზმები.
ОтветитьУдалитьძველი ყოველთვის უკმაყოფილოა ახლით
მართალია ჩვენ ჯერ ვერ დავძველდით, მაგრამ თუ დავაკვირდებით დიდი არაფერი შეცვლილა :)
ადრე შენ თუ ლეონარდო დიკაპრიო მოგწონდა, ახლა შენ დას თვაილაითში რომ გაბურძგნული ბიჭი დარბის ის მოსწონს. შენ თუ ბექსთრითბოიზე და ქუჩის ბიჭებზე აფანატებდი შენი და 4 გერმანელი ემო რომ არის იმაზე აფანატებს.
შენ თუ ტელეფონი გქონდა, ახლა იმათ სკაიპი აქვთ.
და არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ უფრო მეტად არიან ინფორმირებულნი, ჟურნალებიდან სტატიებს აღარ ჭრიან, დღიურების მაგივრად ბლოგებს აკეთებენ და რამდენიმე წლით ადრე იგებენ როგორ ჩნდებიან ბავშვები.
რაც შეეხება კომპიუტერის წინ უაზროდ მიმავალ ბავშვობას, ბავშვობას ახალგაზრდობა ჯობია და არასდროს გიფიქრია რომ შენი ახალგაზრდობაც უსარგებლოდ მიდის კომპიუტერის წინ?
პო წემუ: ჰექს, შენ კიდევ გვითხარი რატომ არ ეფერებოდა ის ტანჯული გოგო თავის ქმარს, თორემ ღამე აღარ მძინავს უკვე ინტერესით...
lol ra bednieri var rom ar vkiTxulob am marazms :)
ОтветитьУдалитьპირველ ორზე რატომ არაფერს მეტყვი ჰექსეჯან? :)))
ОтветитьУдалитьdexter
ОтветитьУдалитьrobert pattisoni qvia mag biws uwignuro :)))))
me mainc mshvenieri bavshvoba mqonda mere ra rom 7 wlisam ar vicodi saidan chndebodnen bavshvebi :) amit araferi damklebia im asakshi :)
ჰექს, შენ კიდევ გვითხარი რატომ არ ეფერებოდა ის ტანჯული გოგო თავის ქმარს, თორემ ღამე აღარ მძინავს უკვე ინტერესით...
da caze dakidebul mtvares shescqeri ara? :D :D :D
დექსტერ :) რა ვიცი მე, ეგ ჟურნალი თვალით არ მინახავს, მაგრამ თუ ასე გაინტერესებს http://bit.ly/c7wDfn ჰა და სიტყვა არ გამოგრჩეს :)
ОтветитьУдалитьბაჩო
როგორც პიროვნება და შვილების დედა შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს(მათ შორის არც მე) მაგრამ როგორც ქალი, მე ვფიქრობ ბევრს უნდა მოსწონდეს, უმრავლესობას და არა ყველას :)
"თუმცა წელს იმდენად მაღალი სიცხეები იყო, რომ პირველად შევწუხდი. ჩემს ქმარს ზამთარი ენატრება, სიცხეებმა გააგიჟა, ვეღარ ვეფერებით ერთმანეთს. როგორც კი მასთან მივდივარ, მიცილებს. ზამთარს ვნატრობთ. "
ОтветитьУдалитьსულ ეს იყო მეგობრებო
ახლა შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ :D
ჰექს, ისე მომწონს შენი პოსტები ყოველდღე წერე რა.
ОтветитьУдалитьsandro isedac ar vwer cotas :)
ОтветитьУдалитьTitqmis yovel meore dRes vwer ukve :)
კი, შენ კი წერ ხშირად ( ასე განაგრძე)
ОтветитьУдалитьმაგრამ ხომ იცი კაცის გული ისეთია ვით მორევი შავი ზღვისაო :D
daanebe tavi am kviteli presis kitxvas
ОтветитьУдалитьam below zero xarisxis gadacemebis kurebas
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Magram mere vin ceros shennairad utkbesi da umcaresi review-ebi?
mec damainteresa
ОтветитьУдалитьLasha,
ra aso ver chachanebs vasasis blogze?
davintrigdi
taa
ОтветитьУдалитьდავანებებდი, მაგრამ მე ისეთი ვარ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყველაგნ ვიპოვი რამე საკრიტიკოს ასე რომ ეს მირჩევნია - ეს უფრო გემრიელად იწერება და უფრო გემრიელადაც იკითხება მგონი :)
bape clothing
ОтветитьУдалитьcheap jordans
kyrie 6
balenciaga
golden goose
off white clothing
cheap jordans
jordans
yeezy
supreme