02 сентября 2010

ჯინის ჯინაზე, ანუ მეც მაქვს სურვილები

შთაგონების წყარო - ბექას პოტი
pillow cake. საინტერესოა ბიჭოლა თუ აცხობს ასეთ ტორტებს?
პირდაპირ სასწაულია, რომ ამ ქვეყნად სასაწაულები არ ხდება. არადა თუ შენ ერთი პროგერესულად მოაზროვნეობაზე მეოცნებე ბლოგერი ხარ, მთელი წელი იდეალურად იქცევი, სულ ცოტა ხანში კი დაბადების დღეც უნდა იზეიმო, სწორედ ის დროა სურვილების ასასრულებლად თოვლის ბაბუამ მოგაკითხოს ლაპლანდიიდან.
ისიც მართალია, რომ სისულელეა იმის ლოდინი რაც რეალურად არ არსებობს.
ამიტომ არ ელოდოთ თოვლის ბაბუას, იდეალურ მამაკაცსა და 86 ნომერ ავტობუსს მეგობრებო.!
თუმცა, შენი ცხოვრება ჰოლივუდში რომ მიმდინარეობდეს და მეზობლის კატის ჩხავილის ნაცვლად რეჟისორის "მატორის" ყვირილი გაფხიზლებდეს, კუთხეში უნუგეშოდ მიგდებული ლამპრიდან აუცილებლად ამოფრინდებოდა ჯინი და გეტყოდა: "სთქვი და მტკვარი აღმა დაიწყებს სვლასო!" და თუ ის ამას იტყოდა შენც როგორ მოგიბრუნდებოდა ენა პირში "ძ'იორის" სუნამოს, ან ბიჭოლას ბალიშების სათხოვნელად , რამე უფრო მასშტაბური უნდა გესურვა.

  1. მე ვისურვებდი, მოდელების იდეალურ პარამეტრებად განსაზღვრულიყო 90/60/90/100. ბოლო - აიქუს კოეფიციენტი. რადგან ისინი ცეცხლითა და მახვილით ამკვიდრებენ სტერეოტიპს, რომ ლამაზი ქალი აუცილებლად უჭკუო უნდა იყოს. თან იმდენად, რომ სადღაც ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იქ უნდა იყოს გაკვეტებული.
  2. მე ვისურვებდი, რომ მშვენიერი სქესის 80% მაინც შეიგნებდეს, რომ ტანსაცმელი უპირველეს ყოვლისა, ნაკლის დასაფარავად შეიქმნა. ასევე მაკიაჟიც.
  3. მე ვისურვებდი, თიკოს დაემართოს ამნეზია, დაავიწდეს საკუთარი "გ(ლ)ამურული" წარსული და ვინმე სიმპატიურ კაცთან ერთად გააგრძელოს ტკბილი ცხოვრება რომელიმე იმდენად მიყრუებულ სოფელში, სადაც არა მხოლოდ ბიჭოლას, არამედ ტელევიზორის შესახებაც არ სმენიათ ჯერ არაფერი. (შემდგომში ვისურვებდი, რომ მისი ბედი მთელ ბომონდის გაეზიარებინოს.)
  4. მე ვისურვებდი, რომ შარდენზე "მოთუხთუხეთა" თუნდაც 1%-ს მაინც გაეცა პასუხი კითხვაზე "ვინ იყო შარდენი?"



    კარგია, როდესაც ყველამ იცის შენი გვარი, ცუდია როცა არავინ იცის ვინ ხარ
  5. მე ვისურვებდი, ქართველი ჟურანლისტები ცოტა ხნით გაეტაცნათ უცხო პლანეტელებს და იქ შეესწავლებინათ მათთვის მეტყველება, ჩაცმა, ინტერვიუს ჩაწერა, გადაცემის წაყვანა და დედამიწაზე მხოლოდ პროგრამის სრულად დამძლევნი დაებრუნებინათ.
  6. მე ვისურვებდი, ღირსების ორდენებს გმირებს აძლევდნენ, მომღერლები კი ამ გმირებს უმღეროდნენ და არა პირიქით :) პატრიოტი სტატუსი არ იყოს, ხსოვნის "კვირეულები" არ ტარდებოდეს და თურქეთში გასარუჯად გაქცეულები არ გვიყვებოდნენ როგორ მოიგეს ომი. (ბევრი მოვინდომე, მაგრამ In Jin We Trust!)
  7. მე ვისურვებდი, მენახა კლიპი სოფო ნიჟარაძის გარეშე. თქვენ ალბათ გაინტერესებთ სოფო ნიჟარაძემ რაღა დამიშავა, მე კი მაინტერესებს თავად რა დავუშავე, სახლში მაცივარის კარიც კი ვეღარ გამომიღია მშვიდად, უკვე იქიდანაც lady in reeeeed მესმის. წითელზე გამახსენდა, ის ახალი წითელი კაბის ჩაცმა რა მეტიჩრობა იყო ვითომ? ევროვიზიისთვის ნაყიდი დოლჩეს წითელი კაბა დაუძველდა, თუ მხოლოდ ერთი საღამოსთვის მივათხლიშეთ ამხელა ფული?!)




    თუ კაბა არ მოგწონს, რამდენი უპოვარია გარშემო...
  8. მე ვისურვებდი, თბილისი განკურნებულიყოს ტანორექსიისგან (ტანორექსია - რუჯის აკვიატებული მოთხოვნილება, რაც ხშირად პათოლოგიურ დამოკიდებულებაში გადადის) " - ამ პაპანაქება ზაფხულში "დუბლიონკა" რატომ გაცვია? - მაქვს საშუალება და მაცვია, იმან იკითხოს ვისაც არ აქვს." გაგიკვირდებათ და ბევრი რამ ისევე უადგილოდ ჩანს ზამთარში, როგორც ზაფხულში "დუბლიონკა" ბოლო- ბოლო საქმე მხოლოდ სოლარიუმის 100 ლარის ქონის საშუალებაში ხომ არ არის?
  9. მე იმასაც ვისურვებდი, სისხლის სამართლის კოდექსს ერთი პრიმა მუხლი მიმატებოდა - ქართული ენის ძარცვა- წამება-დამახინჯება მათ შორის განზრახ, ჯგუფურ და განსაკუთრებული სისასტიკით, მაგრამ ვიცი ჯინ, არ ხარ შენ მაგის ამსრულებელი.
  10. და ბოლოს, მე ვისურვებდი ეჰ, ნეტავ, მართლა სადმე გამოჩნდებოდეს ჯინი...

26 комментариев:

  1. ჰექს...მე ცოტახნით გავქრები ალბათ ამ ციფრული სამყაროდან (იმედიმაქვს მხოლოდ :) )

    ძალიან დავიღალე და უნდა დავისვენო...

    შენ გიტოვებ ჩემს ლექს რომელიც შენი პოსტის სათაურმა მომაგონა (მაპატიე პოსტი არ წამიკითხავს - ამჯერად)

    შენ გაქვს ჩემი ჯინის ჯინი
    და არ აცლი ჯადოქრობას
    შენი ჯინით ვთვრები ჯინით
    და ვნატრულობ თან გაქრობას...

    ОтветитьУдалить
  2. ar shemidzlia ar agvnishno-bravo kidev ertxel :)-me kidev mainteresebs dzalian bevrma adamianma erti da igive ram rom inatros,ar asruldeba?(jini ro ar shevawuxot mainc)... p.s. blogi sadac titoeul posts sulmoutqmelad veli

    ОтветитьУдалить
  3. ლაშა
    წავიკითხე შენს ბლოგზე
    გაწყენინეთ რამე?

    ОтветитьУдалить
  4. 5,6,7 და მე-9 პუნქტებზე თანახმა ვარ.
    იდეალურ მამაკაცზე არ გეთანხმები, უნდა იცოდე სად ეძებო და როგორ ;) მე არ მჭირდება უბრალოდ იდეალური მამაკაცი ჰექს და არც ვეძებ :)
    დანარჩენ პუნქტებშიც რაღაცეებს ვეთანხმები, თუმცა სადუნიშვილის სამუდაო აორთქლება ამ ბომონდიდან ეს დაღუპვა იქნება არა მარტო მისი თავბრუდამხვევი კარიერისათვის, არამედ ჰექსეს ბლოგისთვისაც :)
    მიყვარხარ და არ გაჩერდე ;)

    ОтветитьУдалить
  5. agata
    :) არა რატომ პირიქით :) რა ჯობია ჭკვიან და ლამაზ ქალს :)
    Анонимный
    დიდი მადლობა :)))))
    ვისურვოთ, იქნებ აგვიხდეს. :)

    ბაჩო
    ჰექსე სხვა რამეზეც დაწერს ბაჩო ეგ არ არის პრობლემა. იდეალურ მამაკაცს რაც შეეხება, ის ალბათ მხოლოდ იმიტომ არ არსებობს რომ ამ ქვეყნად იდეალური არაფერი არ არის:)
    არ ვჩერდები :)

    ОтветитьУдалить
  6. თოვლის ბაბუის ან იდეალური მამაკაცის რა მოგახსენოთ აი 86 ნომერი ავტობუსი კი ნამდვილად არსებობს :)
    ჰექს :*

    ОтветитьУдалить
  7. ასეთი უვცი გგონია ხალხი რომ შარდენი ვინ იყო არ იციან?

    ОтветитьУдалить
  8. მამიდა ჩვენ ხომ არ დაგვსჯი?
    არ მინდა ამნეზია :(

    ОтветитьУдалить
  9. Анонимный
    და შენი აზრით ვინ იყო შარდენი?

    ОтветитьУдалить
  10. იდეალურ მამაკაცზე სად ეწერა აქ? :O

    ОтветитьУдалить
  11. კარგით, მაშინ იდეა მაქვს ჩავატაროთ კვლევა- გავიაროთ შარდენზე და იქ მოსიარულეთ ვკითხოთ ვინ იყო შარდენი - გვჭირდება ერთი ოპერტაორიც ამ ყველაფრის ფირზე დასაფიქსირებლად :)))


    ი.ა.
    არ ვიცი ახლა როგორ მუშაობს მაგრამ როდესაც მე 4 წლის წინ მაგ ავტობუსს ველოდებოდი - მეგონა რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი უფრო მალე გამოჩნდებოდა ვიდრე ის :)

    ეკა :)
    ისიც მართალია, რომ სისულელეა იმის ლოდინი რაც რეალურად არ არსებობს.
    ამიტომ არ ელოდოთ თოვლის ბაბუას, იდეალურ მამაკაცსა და 86 ნომერ ავტობუსს მეგობრებო.!

    აი :)

    ОтветитьУдалить
  12. 1.ეჰ, ვისურვებდის ძახილზე რომ იყოს ყველაფერი დამოკიდებული მართლაც ასრულდებოდა...
    2.როცა პრობლემას ხედავ და მითუმეტეს აცნობიერებ მის არსს, სჯობს ლაპარაკთან ერთად (ვ)იმოქმედო(თ)!
    3.ჩვენს საუბრებში იგრძნობა რომ არ შეგვიძლია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე! დროა, სახლებიდან გამოვიდეთ ერთი მიზნის განსახორციელებლად მაინც!
    4."პროფილი" იწყება, გიხაროდეთ ხალხო!!!(ნუ რა თქმა უნდა =)–ით)

    ОтветитьУдалить
  13. საინტერესო კვლევა კი იქნება რამდენმა ადამიანმა იცის ვინ იყო შარდენი, მაგრამ შედეგი ექნება საშინელი. ეკა ხოფერიას ერთ-ერთ გადაცემას თუ გავიხსნებეთ გოგი დოლიძე და სოფიკო ჭიაურელი არ იცოდნენ სტუდენტებმა და ახლა შარდენი მოსთხოვე.

    ОтветитьУдалить
  14. ჰო და თუ რამეა გვექნება საბუთი ჩვენი სიდებილის გასამართლებლად.
    თევზაძე ხომ იძახდა რატომ უნდა იცოდნენ ვინ დაწერა ჩემო კარგო ქვეყანაო?

    ახლა იტყვის თუ დოლიძე და ჭიაურელი არ იციან ვინ არის, მაშინ შარდენი საერთოდ რატომ უნდა იცოდნენო.
    ეროვნულობის საკითხია მეგობრებო!

    ОтветитьУдалить
  15. dexter

    ჩემი აზრით რას ნიშნავს?
    შარდენი ერთი იყო ჩემი აზრითაც და სხვისი აზრითაც.
    ჟან შარდენი - ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური. შენ თუ სხვა შარდენს იცნობ თქვი

    ОтветитьУдалить
  16. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  17. ანონიმურო, მხატვარი იყო შარდენი
    დახატა თბილისი თავის ეპოქაში

    ხო, ვიღაცამ ეკა ხოფერიას გადაცემა ახსენა და არ შემიძლია არ გავიხსენო დოსტოევსკის "კრეტინი"-ს ავტორი (c) მაკა ასათიანი :):):):):):):):)

    ОтветитьУдалить
  18. Анонимный
    ჰო, მეც მიყვარს ვიკიპედია, რაღაცნაირი ისეთია, ზოგჯერ იტყუება კიდეც, მაგრამ მაინც რაღაცნაირად საყვარელია
    :D


    ჰექსსსს აქაც გილოცავ :)))

    ОтветитьУдалить
  19. "ჟან შარდენი - ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური. "
    ჰმმ საინტერესოა, მართლა არ ვიცოდი, თუმცა არც ვითვლები შარდენზე "მოთუხთუხეთა" რიცხვში :)
    თუმცა კარგია რომ ვიცი ეხლა უკვე :)

    ОтветитьУдалить
  20. ჰექს, მომბეზრდა სიყვარულის ახსნები ბლოგისთვის, პოსტებისთვის და შენთვის :D
    ამიტომ თავს აღარ შეგაწყენ და ყველა პოსტის ქვემოთ ჩემი კომენტარი წარმოდინე, სადაც წერია, როგორ ვიხალისე, რა კარგი პოსტია, ავი ხასიათი როგორ მომირჯულდა და ა.შ. :))

    ჰო და ისიც, რომ ახალი დიზაინი მოგიხდებოდა :D

    ОтветитьУдалить
  21. ზურ :* რა პრობლემაა, მე არ მბეზრდება სიყვარულის ახსნები :))) :*
    მიხარია შენი კომენტარები. :)
    აი ახალ დიზაინს რაც შეეხება, ამ საკითხში არაკომპეტენტური ვარ და ჯობია მკითხველს ვკითხო მათი აზრით როგორი დიზაინი მოუხდებოდა ბლოგს :)
    დიზაინი რომ შესაცვლელია მაგაში გეთანხმები

    ОтветитьУдалить
  22. ჰო, იკითხე )) და ბარემ ვორდპრესზეც გადადი, კომენტარების სისტემა გექნება ნორმალური :D :D :D
    პ.ს. საკუთარი გამოცდინებით ვამბობ, ცუდი არაფერი იფიქრო :D

    ОтветитьУдалить
  23. ქეთი
    აღასპერიც ვორდპრესის მოციქული ყოფილა :დ :დ
    თუმცა კომენტარების სისტემა მართლა ცუდი აქვს ბლოგსპოტს :)

    ОтветитьУдалить
  24. სამაგიეროდ დიზაინზე იმდენი უნდა იჩალიჩო, რომ მეტი არ შეიძლება.
    და კიდევ მილიონი რა.
    რავიცი, თუ გიღირს.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)