"გილოცავ ახალ წელს!" - წარწერა ბოლო ზარის მაისურზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც საახალწლო კონცერტები დაწყებულა და არც ჩემს წინ მდებარე თონესთან დამდგარა რიგები შეიგიძლიათ მომილოცოთ - ჩემი ახალი წელი უკვე მოვიდა.
რადგან მე მხოლოდ ამ დღეს ვაფასებ რა მოხდა ერთი წლის განმავლობაში.
![]() | |
cake with witch |
- სექტემბერში ჩავაბარე მაგისტრატურაში, ოქტომბერში მივხვდი რომ მაგისტრატურა გენიალური რამეა, გასწავლიან იმას რაც ბაკალავრიატში არ გასწავლეს, ოღონდ მხოლოდ იმიტომ რომ შემდეგ მაგისტრატურაში არაფერი დარჩებოდა სასაწავლებელი.
- ნოემბერ-დეკემბერში საქმე არაფერი მქონდა და მივხვდი , რომ გამსახურდიას "დავით აღმაშენებლი" მართლა კარგად დაუწერია, რომ "ექიმი ჰაუსი" მართლა კარგად გადაუღიათ და რომ ქართველები უაზრო ფილმებს იღებენ.
- იანვარში მივხვდი, რომ ლენინი მართალი იყო, არა მაშინ როცა ამბობდა ნაპერწკლისგან ცეცხლი აინთებაო, არამედ მაშინ, როცა თქვა "მითები კაცობრიობის ლამაზი სიზმარიაო. "
- თებერვალში მამიდა გავხდი და მივხდი, რომ ადამიანები მთელი ცხოვრება ცდილობენ დაიბრუნონ ის სიმშვიდე, რომელიც დაბადების მომენტში აქვთ, მაგარამ არ გამოსდით, სამაგიეროდ ვერ მიხვდი ასე გემრიელად რატომ ღეჭავენ სიგარეტს მისაღებში მომლოდინე მამები.
- მარტში დავასკვენი რომ კარგად გამომდის კრიტიკული წერილების წერა, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ყველა ასე არ ფიქრობდა.
- აპრილში პრაქტიკული სამართლის კლინიკაში ვიყავი და მივხვდი, რომ ბერნარდ შოუ მართალი იყო როდესაც თქვა - "ყველაფერი რაც მე ლექციის ჩატარების შესახებ ვიცი ცუდი სტუდენტებისგან ვისწავლეო."
- მაისში ... მაისში მივხვდი რომ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება, რომ მთავარია გაგება, თორემ ჯინსები ისედაც ყველას გვაცვია და კიდევ იმას რომ ადამიანი კი არა, ჯერ ძეგლიც არ მდგარა ამ თბილისში თავის ადგილას.
- ივნისში ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები და მივხვდი, რომ ადვოკატები იყოფიან ორ ნაწილად- ერთნი კარგად იცნობენ კანონებს, მეორენი კი მოსამართლეებს.
- ივლისში ლაშარელა მიხვდა, რომ ჩემი ბლოგის მისამართს ზედმეტად ამახინჯებდა სიტყვა blogspot, ცოტა ხანში კი მე მივხვდი რომ ის მართალი იყო.
- აგვისტოში ბლოგერების კონკურსში მოვიგე წიგნი კოსმოსზე და მიხვდი რომ აღარ მეშინია ჩემი ბლოგის წაშლის, რადგან ბლოგერობის დამადასტურებელი ნიშანი ახლა ტუტანხამონის გვერდზე დევს.
- სექტემბერში... ვხვდები რომ წინა წელი ზედმეტად სოციალური იყო, რომ წინა წელთან შედარებით 2-ჯერ უფრო ბედნიერი ვარ, ორჯერ უფრო მეტი გეგმები მაქვს და კიდევ იმას რომ ჩემი ისტორიის მასწავლებელი გვატყუებდა, როდესაც ამბობდა ატილა სისხლისმსმელი ურჩხული იყოო.. :)
მთავარი დამავიწყდა:
ამ წელს მივხვდი რომ შეუცვლელი რამეები უბრალოდ არ არსებობს, თუნდაც ეს რამე ფორუმ.გე იყოს, ამ ამბვს კი დაახლოებიოთ ასეთი ისტორია აქვს:
თებერვალი - დავრეგისტრირდები ჩემგან რა მიდის?
მარტი - რა კარგი ფუნქციები აქვს, რამდენი შესაძლებლობები...
აპრილი -ვერ დაგსვამ, წეღან დავჯექი. ასე ადრე რატომ მოხვედი სამსახურიდან? რა 8 საათი წეღან 2 იყო.
მაისი - კი, კი სახლში ვარ ამოდი, თუ კარი არ გაგიღო, ფეისბუქზე მომწერე.
ჰექსუს...
ОтветитьУдалитьვიცი, რომ უზრდელი ვარ, მაგრამ ივლისის ჩამონათვალის მეორე პუნქტში მე რომელ კატეგორიას განვეკუთვნები?!
:ს
კი არა, იმ კვირაში უნდა გნახო, მურაკამი მომაქვს.. :)
ai gamaxsene unda cavasworo es punqti
ОтветитьУдалить:)
magram shen xom ici :))))
:))))))))))
ОтветитьУдалитьროგორ მიყვარს ეს ბლოგი :)))
მე, მოვითხოვ რომ სასწრაფოდ შემიყვანო ამ ანგარიშში :)
ОтветитьУдалитьზოგჯერ ადამიანები ვერაფერსაც ვერ ხვდებიან, შენ მთელი 12 ნაბიჯით გაასწარი მათ :)
ОтветитьУдалитьსაიდან გახსოვს ეს ყველაფერი? :)))
ОтветитьУдалитьdexter
ОтветитьУдалитьრომელ თვეში მოიაზრებთ თავს?
სვით
ბლოგის ჩანაწერებს გადავხედე :)
ამ წელს მივხვდი რომ შეუცვლელი რამეები უბრალოდ არ არსებობს, თუნდაც ეს რამე ფორუმ.გე იყოს,
ОтветитьУдалитьramdenime dgea fantastiurad varsebob forum.ge-s gareshe
magram sanacvlod meti dro maqvs ufro azriani da profesiastan axlos statiebis sakitxavad :)
მე კი ის ვიცი, რომ ისე ძალიან აღარ გიყვარვარ, როგორც ადრე.
ОтветитьУдалитьშენი ბლოგი კი ერთ-ერთი უმაგრესია.
გკოცნი ბევრს :***********
მე ყველა თვეს მოვუხდებოდი ჰექს :*
ОтветитьУдалитьჰექქქს :)) რამდენი წლის შეიქმენი?
ОтветитьУдалитьმე ვიციო.
ОтветитьУдалитьuimeee utaqto..
ОтветитьУдалитьegeti ram mec ki ar mikitxavs
mec vici :P
ქეთ რატომ ფიქრობ ასე- მეწყინა :(
ОтветитьУдалитьთაა - ჰო ფორუმი უკვე მთლიანად გადავაგდე - თუ შეიძლება ასეც ითქვას
ლენონ - 22 :)
დექსტერ - იქითა წლის ანგარიშში მოსახვედრად შეგიძლია აქედანვე დაიწყო ზრუნვა :)))
იმიტომ, რომ აღარ გახსოვარ. :(
ОтветитьУдалитьეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არ მიყვარხარ.
ОтветитьУдалитьუფრო სწორედ არ ვეთანხმები აზრს რომ არ მახსოვხარ.
მე ყველა მახსოვს :))
This is such a great resource that you are providing and you give it away for free. I enjoy seeing websites that understand the value of providing a prime resource for free. I truly loved reading your post. Thanks!
ОтветитьУдалитьtrue religion uk outlet
ОтветитьУдалитьcoach outlet online
tiffany outlet
ghd uk
polo ralph lauren
nfl jersey wholesale
air max uk
soccer jerseys wholesale
coach outlet
coach outlet
longchamp pas cher
kobe shoes
omega outlet
tory burch sandals
swarovski jewelry
michael kors uk
michael kors outlet
coach outlet online
fitflops clearance
nike outlet store
polo ralph lauren
true religion jeans
lululemon uk
nfl jerseys
fitflops sale
michael kors outlet online
michael kors outlet
louis vuitton handbags outlet
nike outlet online
pandora outlet
kate spade uk outlet
longchamp outlet
cheap snapbacks
nfl jerseys wholesale
cheap nfl jerseys
czq20160725
cheap jordans
ОтветитьУдалитьnike zoom
michael kors factory outlet
jordans for cheap
tory burch shoes
air max 2017
authentic jordans
chrome hearts online
air force 1
lacoste polo