მაშინ ხალხი ბნელი იყო, თაყვანს სხვადასხვა ბრენდს სცემდა...
და იქმნა კაცთათვის:
ტანსაცმელი - ხორცთ დასაფარად
მობილური - კავშირთ გასაბმელად
სათვალე- თვალთ დასამალად
საათი- დროის საზომად
მანქანა - დიდი მანძილის სწრაფ დასაფარად
მუსიკა- დარდთ გასაფანტად
სტილი ჭაბუა ამირეჯიბს მოვპარე, თავის მხრივ, მან ვის მოჰპარა ღმერთს უკეთ ეცოდინება
კაცობრიობის მშობელი ევა ჭეშმარიტად ბედნიერი ქალი უნდა ყოფილიყო, არა იმიტომ რომ ერთადერთი ქალი იყო ( ლილიტ, ვწუხვარ, არ მჯერა შენი) და ზუსტად იცოდა რომ მის ქმარს ღამით სადაც არ უნდა ებოდიალა პომადით მოთხუპნული და უცხო სუნამოთი აყროლებული სახლში მაინც არასდროს დაბრუნდებოდა, არამედ იმიტომ რომ ასევე ზუსტად უწყოდა რომ, ბრენდი რომელიც მას მოსავდა მის მეტს არავის ეცვა.
ტანსაცმელს კი თუ მართლაც შეუძლიათ ადამიანად ქცევა, მაშ მაღაზიაში მანეკენები რატომ დგანან ასე გაშეშებულნი?!
კითხვა რიტორიკულია, ნუ უპასუხებთ.
![]() |
in prada we trust! |
კნუტ, მოგეცა ჩემო ცოდო ამაში ჩაბმისთვის
მიდი და ახლა არწმუნე ყველა რომ ერთი ჩვეულებრივი ბლოგერი გოგო ხარ :)))
არადა გაგიკვირდებათ და ჩვეულებრივი სულაც არ ვარ, რადგან არც ერთი ნათესავი არ მყავს საზღვარგარეთ ისეთი რეი- ბანის სათვალეებს, და ინ სელ ლორანის პარფიუმერიას რომ მიგზავნიდეს, წარმოგიდგენიათ?
2 წელია უკვე ბლოგერი ვარ, არადა არაფერი გამაჩნია ბლოგერის აღჭურვილობიდან, არც ლეპტოპი, არც კარგი მობილური, არც ფოტოაპარატი, არც აიპოდი ( ესეც ბლოგერთა აღჭურვილობაში შედის რატომღაც ) მხოლოდ კლავიატურა, გრძელი თითები და უფრო გრძელი ენა. თუმცა აქამდე ჯერჯერობით არავის უთქვამს ჩემთვის ცუდი ბლოგერი ხარო, ( პირდაპირ არ უთქვამთ და ვინ რა გაიფიქრა მის სინდისზე იყოს)
ჩემი ტელეფონი საქართველოს ჰგავს - ოდესაღაც ისიც ძალიან ლამაზი და ძლევამოსილი იყო, თუმცა დღესდღებოით მისი ტერიტორიის 2/3 (უკანა ხუფი) დაკარგულია, და მეც მართალია მახსოვს და მტკივა მაგრამ არაფერს ვაკეთებ მის გასამთლიანებლად.
როგორც ძველი მესოპოტანიელები იტყოდნენ; " თუ გინდა ადამიანი შეიცნო ჰკითხე რაში დახარჯავდა ტვ- ლოტოში მოგებულ მილიონსო." ამგვარი გამოკითხვა რუსთავი 2-მა უკვე ჩაატარა ქუჩაში და ახალგაზრდა ბიჭმა უპასუხა პირველ რიგში "ზმანებშიო "
ზმანები, ტექნიკა, მანქანები, ფეშენებელური სახლები ისევე მიზიდავს როგორც ვეგეტარიენელს - მწვადი, იმპოტენტს - ქალი და კოღოს - ძმარი, ასე რომ იმ მილიონს მე მოგზაურობაში ჩავდებდი რადგან წინ ყოველთვის კუბო მიაქვთ, უკან რჩება ქონებაო, ხოლო ნივთებს იქ ვერ წაიღებ, აი შთაბეჭდილებებს კი :)
![]() |
თუ გარეთ აღმოვჩნდები, მხოლოდ ჩემს 34567 წყვილ ფეხსაცმელთან ერთად :) |
მეზარება ტანსაცმლის ყიდვა რადგან ტანსაცმლის კარადების დალაგება უფრო მეზარება, ასე რომ რაც უფრო ცოტა გაქვს, უფრო ნაკლები გაქვს დასალგებელი - მარტივი არითმეტიკაა. როცა არ მეზარება, მაღაზიებს და ფეშენ ბუწიკებს მაინც ვუფრთხი, რადგან ვიცი იქ ბაზრობის ტანსაცმელი 3-ჯერ ძვირია თანაც კონსულტატი გოგოების "რით შემიძლია გემსახუროთ" ნერვებს მიშლის, ისინი ზედმეტად უეგემოვნო მუსიკას უსმენენ, და როგორც წესი ყოველთვის შენზე კარგად იციან შენი სტილი ზომა და ფერი.
![]() |
ლა, ლა, ლა მთავარია რომ გუჩის კაბა მაცვია... |
ბრენდებს რაც შეეხება ზედმეტად ცუდად ვარ მათ მიმართ განწყობილი, რადგან ჯერ ერთი ვფიქრობ რომ 20 თეთრიან ავტობუსში მარშუტკაში ან უნივერსიტეტის მტვრიან აუდიტორიებში პრადას ჩანთის, გუჩის ფეხსაცმლის და არმანის კოსტუმის ადგილის არ არის და მეორეც მთავარია ტანსაცმელი კომფორტული იყოს, და სულ ერთია ვინ დახატავს მას- ჯორჯო არმანი, თუ ჩემი მეზობელი ჟორა.
![]() | ||
ნეტავ სად არის ჩემი ვარდისფერი ფეხსაცმელი?! |
არასდროს ამირჩევია მეგობრები ტანსაცმლის ფასის, ფეხების სიგრძის, სათვალის მარკის ან საცხოვრებელი უბნის მიხედვით, ვცდილობ ადამიანები იმის მიხედვით შევაფასო რაც მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურებაა.
წიგნებს რაც შეეხება ყველაფერს ვკითხულობ, აბსოლიტურად ყველაფერს - ჰემინგუეთი დაწყებული ჟურნალის ბოლო გვერდზე მიწერილი "ეს იცოდით?" დამთავრებული.
ისე ნოდარ დუმბაძე მიყვარს ძალიან განსაკუთრებით ეს,
ყველას გირჩევთ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ. :)
P.s. კნუტ, ნახე აბა როგორია, მარილი ხომ არ აკლია ან სიმწარე?
აკლია :(
ОтветитьУдалитьშენ არტო ტანსაცმალზე დაწერე:(
არ იყო ეს ტავიდან ასე... :(
Me mag milionit saxls vikiddi
ОтветитьУдалитьChemi saxli meqneboda
Mere nacils sadme gonivrulad davabandebdi
Mere bevr adamians davexmarebodi irgvliv
da bolos did lists gavaketebdi da vimogzaurebdi
Mekopa milioni? :D :D :D
რატომ კნუტ ყველას ხომ თავისი მარაზმები აქვს?
ОтветитьУдалитьთაა
სახლის ფასს გააჩნია :))
2 წელია უკვე ბლოგერი ვარ, არადა არაფერი გამაჩნია ბლოგერის აღჭურვილობიდან, არც ლეპტოპი, არც კარგი მობილური, არც ფოტოაპარატი, არც აიპოდი ( ესეც ბლოგერთა აღჭურვილობაში შედის რატომღაც )
ОтветитьУдалитьes citata chems agfrtovanebsa imsaxurebs! :)
posti dzalian chemi iyo da dzalian martali!
უიჰ, ეს ის კნუტია
ОтветитьУдалитьკარტოფილს რო წვავ და ტუტორიალს წერ სასაcილოაო? :D :D :D
HEXE
ОтветитьУдалитьერთი პატარა ლამაზუნა ბინა მინდა
ვიკიკოს რო თავისი ოთახი ქონდეს
ბრენდებს მარტო ტრაკშიპეროობის გამო არ ირჩევენ - პირველ რიგში ხარისხით გამოირჩევა კარგი ბრენდი დანარჩენებისგან (ეს ტანსაცმელს ეხება - ტელეფონების და სხვა ვეშების შემთხვევაში შეიძლება კიდევ სხვა მიზეზები ემატებოდეს).
ОтветитьУдалитьყველაფერში ზომიერებაა საჭირო - ბრენდების არჩევაშიც და 'ანტიბრენდობაშიც' : )
ჰექსე, იუჰუ, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივია, მაგრამ პილპილი მიგაკლდა :დ
ОтветитьУдалитьბლოგერთ აღჭურვილობიდან მხოლოდ ლეპტოპი მაქვს... არ გავცვლი არც ერთ პც-ში :დ
მილიონს კი რაში დავხაჯავდი და.. სწავლა, მოგზაურობა, სახლი ჩემთვის დიიიდი ბიბლიოთეკით და ვიქნებოდი ჩემთვის :დ
თაა, ეგ კნუტია, ეგ :დ
თაა - მაშინ გეყოფოდა რა პრობლემაა :)
ОтветитьУдалитьagata - :) :) შენც ჩემ დღეში ხომ არ ხარ?
tornike - გეთანხმები ზომიერება ყველაფერშია საჭირო - სიყვარულშიც კი :)
კნუტ, მეგონა არ მოგეწონა...
ОтветитьУдалитьდავბერდი გენაცვალე რაღა დროს ჩემი სიმწარეა
ის დროა დატკბობა დავიწყო ნელ-ნელა :დ :დ
knuti
ОтветитьУдалить:D :D :D :D :D :D :D :D
mere magis daceras erti kargi ioli 15 cutiani sachmeli dagecera ar jobda?
:D :D :D
ჰექს, შენ და ტკბილი?ვერ დავიჯერებ მაგას : ))))მამიდავ ჩემო ^^
ОтветитьУдалитьრატომ დავწერე იცი მასე, ვის პოსტსაც გადავხედე, ყველამ მხოლოდ ტტანსაცმელს გაუსვა ხაზი და...
არადა თავიდან ყველანაირ მარაზმზე ვწერდით რა :დ
თაა, აქ? :დ თუ შენს ბლოგზე სჯობს? :დ
ამ პოსტმა ის გამახსენდა სექს ენდ ქითიში რომ არის 40 000 რომ აქვს გადახდილი ფეხსაცმელებში და ამავე დროს ბინას რომ კარგავს.
ОтветитьУдалитьbolo suratze me piradad vwedav :(
ОтветитьУдалитьravici sheidzleba :D leptopi maqvs, arc tu gadasarevi magram nachuqar cxenso xo ici me myofnis! :D ai fotoaparati ki namdvilad kargia :D aipodi chems tkbil-mware mogonebad darcha rac kedels sheefshvna, rac sheexeba mobilurs, eg mdzime temaa daaaxloebit shens dgeshi var magram chemi saqartveli jer mtliania, magram ukve gapartaxebuli! kidev erti blogeri ar var(jer) nu var magram mxolod sulit da sami postit :D
ОтветитьУдалитьcitata ki imitom momewona, rom dzalian kargad iyo shacmuli sachiro adgilas!!
აუ მე მაქვს რეი-ბანის სათვალეები თან ნაღდი.. ბიძაჩემმა ჩამომიტანა ამერიკიდან ვაგზალზე კი არ არის ნაყიდი? არც მთხოვოთ არ გათხოვებთ მაინც.
ОтветитьУдалитьიყოს ასეთი კომენტარიც თორემ მე რომ თქვენი ამბავი ვიცი წაიღებთ ტვინს ბრენდმოძულეობით.
ამაზეა ნათქვამი - ნიჭი მომეც და სანაგვეზე გადამაგდეო.
ОтветитьУдалитьრად გინდა შენ ან ლეპტოპი, ამ აიპოდი ან კარგი ტელეფონი, ისედაც მშვენივრად წერ. ვაჟა-ფშაველა ნათხოვარ ქაღალდზე წერდა, მაგრამ არაფერი დაკლებია მის შემოქმედებას მაინც.
heqse zustad im momentshi roca am postis kitxva davicye, chemi tanamshromeli saubrobda magaziaze sadac nagdi "ძიორები" iyideba..."ragac arsebobs"...:))))
ОтветитьУдалить"ჩემი ტელეფონი საქართველოს ჰგავს - ოდესაღაც ისიც ძალიან ლამაზი და ძლევამოსილი იყო, თუმცა დღესდღებოით მისი ტერიტორიის 2/3 (უკანა ხუფი) დაკარგულია, და მეც მართალია მახსოვს და მტკივა მაგრამ არაფერს ვაკეთებ მის გასამთლიანებლად." - ამაზე ბევრი ვიცინე! ჩემი ტელეფონიც თითქმის მაგ დღეშია, ეგ ტერიტორიები რომ არ დავკარგო, დასკოჩილი მაქვს! :) კითხვითაც მეც ყველფერს ვკითხულობ, კლასიკოსებით დაწყებული, ჟურნალებში რომ სასიყვარულო რომანები იწერება, მაგეებით დამთავრებული და სულ არ მენაღვლება ფსევდოინტელექტუალების ცინიკური შენიშვნები!
ОтветитьУдалитьსანდრო მაგას ნუღარ მახსენებ თორემ კაცობრიობის წინაშე თავს დამანაშავედ ვგრძნობ რომ ის სტუმარ-მასპინძლის დასაწერად ფურცლებს მათხოვრობდა, მე კი ამდენ ფურცელს ტყუილად ვანიავებ, ნუ ახლა აღარ ვანიავებ, მაგრამ ადრე ხომ ვანიავებდი :))
ОтветитьУдалитьbushka
ჩემი ბლოგი ჯერ არ წაუკითხავს? :დ :დ :დ
unaamarga
:) მეგონა მარტო მე მქონდა სასირცხვილოდ ოკუპირებული ტელეფონი, თურმე ბევრნი ვყოფილვართ :)
ოხ, რა ხარ რა ხარ :D
ОтветитьУдалитьგეთანხმები, ბრენდომანიით შეპყრობილები ძალიან მაღიზიანებს მეც, ტაქსის ფული რომ არ აქვთ და ძონძებში ნაყიდი "არმანები" რომ აცვიათ.
ან ბაზრობაზე ნაყიდი კელვინ კლაინის 5 ლარიანი ტრუსის მაჯისსისქე რეზინის სათავე რომ უჩანთ.
ან უნივერსიტეტის ლურსნმებამოშვერილ სკამებს რომ ახევენ ორიგინალი ბრენდების სიმწრით ნაყიდ სამოსს და ქუსლებს ატეხავენ ამომტვრეულ ქვაფენილს :D
ბრენდს თავისი ადგილი აქვს და მაღალი ფასი გარანტიაა იმისა, რომ ავტობუსში არ გეცვას :) ავტობუსში და მარშრუტკაში ფანტასტიურია H&M.
მე მინდა H&M საქართველოში! :D
ან ბაზრობაზე ნაყიდი კელვინ კლაინის 5 ლარიანი ტრუსის მაჯისსისქე რეზინის სათავე რომ უჩანთ.
ОтветитьУдалитьან უნივერსიტეტის ლურსნმებამოშვერილ სკამებს რომ ახევენ ორიგინალი ბრენდების სიმწრით ნაყიდ სამოსს და ქუსლებს ატეხავენ ამომტვრეულ ქვაფენილს :D
ბრენდს თავისი ადგილი აქვს და მაღალი ფასი გარანტიაა იმისა, რომ ავტობუსში არ გეცვა.
ზუსტად მიხვდი რისი თქმაც მინდოდა :))
მე თორნიკეს ვეთანხმები. არაფერია ცუდი იმაში, თუ ადამიანს ივ სენ ლორანი ან შანელი აცვია, პირიქით მისასალმებელიც არის, მაგრამ ეს ადამიანის ხასიათს უარყოფითად არ უნდა მოქმედებდეს. მეც არასოდეს შემიფასებია ადამიანი ტანსაცმლის მარკის, საცხოვრებელი მისამართის თუ ა.შ. კრიტერიუმის მიხედვით.
ОтветитьУдалитьბლოგელური აღჭურვილობიდან ლეპტოპი და აიპოდი არ მაქვს და ძალიან მინდა, თუმცა ვერ ვახერხებ მათ შეძენას.
ამბიციები არ მაწუხებს არც კარგ ბლოგერობასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივად ვწერ და არ დავცინი ბლოგერს, თუ მისი პოსტი უინტერესოა.
ჯეკპოტი რომ მოვიგო, ბევრ რამეში დავხარჯავ. მოგზაურობაში, კარგ დასვენებაში, ლეპტოპში, აიპოდში, ახლობლების ფინანსურ დახმარებაში, ჩემი საოცნებო ტოიოტა რავ4-ის შეძენაში და მათ შორის კარგი ტანსაცმლის შეძენაში. ა ბინასაც ვიყიდდი. იმედია მეყოფა ყველაფრისთვის.
როცა ჩემი კარგი ტელეფონი რატომღაც არ იჭერდა ბალს, ბილაინის 30 ლარიანი ტელეფონით დავდიოდი და საერთოდ არ მაღელვებდა ვინ რას ფიქრობდა ჩემზე. ახლა კი, იტალიიდან ჩამოსვლისას როგორღაც გაკეთდა ის ტელეფონი და ისევ იმას ვხმარობ, ეტყობა იტალიის ჰაერი მოუხდა.
იტალიაში რომ ვიყავი, რამდენიმესგან მენიშნა, რომ ეს არ ესიამოვნათ და ტრაბახში ჩამომართვეს იტალიის ხსენება, არადა არ ვარ მარიაჟი. უბრალოდ ჩემი სიხარული და ემოცია გამოვხატე ამასთან დაკავშირებით. თუმცა ხალხი მაინც შურიანია.ანუ ხალხი მაინც შურიანია და ეს ძალიან სამწუხაროა.
ყველაფერში საჭიროა ზომიერება და მთავარი: ადამიანმა ადამიანობა არ უნდა დაკარგოს. გინდ შანელი ეცვას და გინდ - გაზეთი ჰქონდეს შემოხვეული.
კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ ახლა გავრბივარ გასაუბრებაზე. იქნებ რამე მეშველოს და სამსახური დავიწყო.
სურათები არის იდეალურად შერჩეული და პოსტი - გადასარევი.
უი მაპატიე. რაღაცამ გაჭედა და 5-ჯერ დაიპოსტა კომენტარი.ხოდა წავშალე 4 ცალი.
ОтветитьУдалитьქეთი როგორც ყოველთვის კარგი კომენტარი იყო :)
ОтветитьУдалитьჰოდა იტალიაში თუ იყავი არც კი ვიცოდი :) ასე რომ არ გიმარიაჟია
რაც შეეხება გასაუბრებას თუ კაი ადგილას მიდიხართ მეც წამიყვანეთ :)
მე ვარჩვე მეგობრებს ფეხების სიგრძის მიხედვით რამე პრობლემაა?? :D
ОтветитьУдалитьკატიე
H&M არ არის საქართველოში?
აბა თიკო იმ დღეს რა ბრენდის პრეზენტაციაზე იყო?
ჰექს შენ გეცოდინება..
უი მაპატიეთ ამერია
ОтветитьУдалитьDiesel ყოფილა, ეგეც კარგი ბრენდია ავტობუსებში და მარშუტკებში ჩასაცმელად :დ
unaamarga +1
ОтветитьУдалитьhex, agaTa ar vici, magram ai me ki namdvilad shens dgeshi var da arc maqvs didi pretenziebi ramis shecvlis, anu absoluturad getanxmebi am postis yovel cinadadebashi! :)
უი დიდი მადლობა კომენტარის შეფასებისთვის.
ОтветитьУдалитьკი ვიყავი და ფბ-ზე სურათები დავდე ცალკე რომის, ცალკე სარდინიის. პლუს ბლოგზე ვწერე იტალიაზე ბევრი.
გასაუბრებაზე სიტუაცია არ დამევასა. fail :(
aaaaaaaaaaaaaaaa zustad vicodi rom "zustad 8 saatze" dadebdiii :)))))))))))))))))))
ОтветитьУдалитьlenon
ОтветитьУдалитьარა, არა ეგ Diesel იყო :)
მეგობრებს თუ მეგობარ გოგოებს?
:დ
kanario
დიდი მადლობა რომ მეთანხმები
და დიდი მადლობა რომ ჩემს დღეში ხარ და მარტო არ მტოვებ ამ დღეში :)
ქეთი
სად იყავი გასაუბრებაზე?
green
ძალიან მიყვარს ეგ ნოველა :)
საერთოდ დუმბაძე :)
ბოლეტში. დებილობა იყო.
ОтветитьУдалитьარ ვიცოდი თუ სამსახურს ეძებდი
ОтветитьУдалитьმგონი მართალი ხარ - ხშირად ვეღარ ვკითხულობ შენს ბლოგს
იტალიის ამბებიც არ ვიცოდი :(
ვეძებ რომელია.
ОтветитьУдалитьჩავცხოვრდი უკვე job.ge-ზე. :D :D
ქეთი მეც ეგრე ვარ უკვე :)))
ОтветитьУдалитьchabuas ragas erchi?!!!!!!!!!!!
ОтветитьУдалитьჭაბუას არაფერს :)
ОтветитьУдалитьუბრალოდ მისი დაწერილი არ მგონია თუთაშხია :)
გმადლობ, დუმბაძის მოთხრობა რომ კიდევ ერთხელ წამაკითხე.
ОтветитьУдалитьკაი გოგო ხარ
:)
ჭეშმარიტებას ღაღადებ ჰექსე! :*
ОтветитьУдалитьАнонимный
ОтветитьУдалитьმეც ძალიან მიყვარს დუმბაძე და ხშირად ვიყენებ ხოლმე მის სიტყვებს პოსტებში :)
მადლობა latatia :)
ერთ ბედქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ :D
ОтветитьУдалить:მე აქ ვიყავი:
ОтветитьУдалитьზუუურ
ОтветитьУдалитьეგ კვალი იყო?
საყვარელი :*
აუ, ჰექსე, ეს მოთხრობა არ მქონდა წაკითხული და რა ვიხალისეეე! შენ გაგახარებს ღმერთი ამ ლინკისთვის და საინტერესო პოსტისთვის. :*
ОтветитьУдалитьthis post is very usefull thx!
ОтветитьУдалитьqihang0613cheap jordans
ОтветитьУдалитьcoach factory outlet
michael kors
michael kors
oakley sunglasses
cheap jerseys
prada outlet
michael kors outlet
oakley sunglasses sale
chanel online shop
pandora jewelry
coach factory outlet
gucci uk
oakley sunglasses
cheap oakley sunglasses
coach outlet store online
true religion jeans
oakley sunglasses outlet
tory burch outlet online
chanel outlet
air max 90
gucci outlet
michael kors bags
ray ban sunglasses
oakley sunglass
true religion
coach outlet store online
ray ban sunglass
chanel handbags
cheap oakleys
christian louboutin outlet
michael kors bag
oakley sunglasses wholesale
ray ban glasses
true religion sale
q
burberry outlet online
ОтветитьУдалитьceline bags
replica watches
christian louboutin outlet
lebron james shoes 12
jordans
uggs outlet
toms shoes
louis vuitton handbags
michael kors outlet
fitflops sale clearance
true religion outlet
gucci outlet
replica watches
coach outlet
coach factorty outlet
basketball shoes
louis vuitton handbags
louis vuitton outlet
cheap oakley sunglasses
cheap jordan shoes
kobe 9
louis vuitton
ralph lauren outlet
michael kors outlet online
hollister uk
louis vuitton handbags
jordan 11s
canada goose outlet
louis vuitton outlet online
jordan 4
michael kors handbags
michael kors outlet
michael kors outlet
kate spade handbags
kate spade
oakley sunglasses
2016329yuanyuan
lebron james shoes
ОтветитьУдалитьhollister
celine outlet online
salomon shoes
michael kors outlet online
coach outlet
oakley sunglasses wholesale
nike tn pas cher
nike outlet
coach outlet canada
jordan shoes 2015
michael kors outlet
tiffany and co
rolex watches
nike uk store
michael kors handbags
coach outlet clearance
hollister uk
cartier watches for sale
hermes outlet store
prada sunglasses
cheap jordans
michael kors outlet online
cartier watches
tiffany and co
swarovski outlet
mulberry uk
converse shoes
replica watches
adidas wings
coach outlet
michael kors handbags clearance
michael kors outlet
mont blanc pens
fitflops sale
czq20160725
hogan outlet online
ОтветитьУдалитьadidas superstar
chrome hearts online store
air jordan shoes
fitflops
nike mercurial
louboutin shoes uk
yeezy boost 350
yeezy boost 350 v2
adidas tubular
yeezy
ОтветитьУдалитьlebron james shoes
supreme clothing
golden goose superstar
paul george shoes
golden goose sneakers
moncler
kd 12
jordan shoes
golden goose shoes