" - გადაღლილია ბავშვი და ახლა უნდა შველა
-რამ დაღალა ქალო?!
-რამ? ინგლისურზე რომ დადის ბავშვი არაფერია? ახლა გერმანული, ფრანგული , რუსული, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, პიონერთა სასახლე
ჩვენს შორის ხიდია ჩატეხილი.
ჩვენ იმათი ქართული არ გვესმის და იმათ ჩვენი ინგლისური.
ჰოდა ვდგავართ ამ ხიდის ნანგრევებზე და ხელების ქნევით და მიმიკებით ვცდილობთ გავაგებინოთ ერთმანეთს, თითის წვერებზე ვდგებით და ხმამაღლა გავკივით, თუმცა ენა თუ არა იცი ხმის აწევა რას გიშველის?
მინისტრი გამოვიდა ჩვენი... ასე თქვა:
" ისინი შეხვდებიან არა მარტო მე და პრემიერს, მაგრამ პრეზიდენტსაცო"
გაიგე ახალ რისი თქმა სურდა. არადა ხომ გავიგეთ? ყველა განათლებული ადამიანი მიხვდა რისი თქმაც უნდოდა, უფრო განათლებული კი ახლა ინტრიგანობაშიც დამდებს ბრალს: რა მოხდა ახლა კავშირები თუ აერია ერთმანეთში, აზრს ხომ მიხვდიო. აზრს კი მივხვდი მაგრამ კავშირები თუ გერევა, რათ მინდა მერე შენი დიპლომი თუნდაც რამდენიმე? ( გამიგონია, ახლა ყველაფერს კავშირები წყვეტსო)
საქართველო ახლაგაზრდა ქვეყნაა, ამიტომაც არის რომ არც ფეხბურთის თამაში ვიცით, არც დემოკრატიის, არც კანონების წერა გვეხერხება და არც მათი აღსრულება. რატომ თუ იცი? იმიტომ რომ ახალგაზრდა ქვეყნაა ჯერ და რაც შეძლო იმისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ.
პატარაა ჯერ, მოდის და თან მოაქვს რამდენიმე ათეულ საუკუნოვანი ისტორია, თუმცა ჯერ მაინც პატრაა, ათას ომგამოვლილს, ომს სხვები ასწავლიან, ჯერ თვითონ არ შეუძლია ამიტომაცაა რომ ჯერ ყველაფერი... ყველაფერი ეპატიება.
მამამ უთხრა: თუ დეიდა ნატო დაგპირდა მოვალო ე.ი. აუცილებლად მოვაო, ჰოდა ისიც ზის და ელოდება, მაგრამ დეიდა NATO არათუ არ მოდის, საკუთარ სახლში კი არ უშვებს.
საქართველო, ისე როგორც არასდროს, ახლა მშობლების სახლში ჩარჩენილ 40 წლის ვაჟიშვილს მაგონებს, ისევ მშობლების ხელიდან რომ ჭამს და ისევ მათ მიერ გაუთოვებულ პერანგებს იცვამს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ცხოვრობს, საბჭოთა პასპორტი ჯერ არ გამოუცვლია, არც ქართული პირადობა აქვს ჯერ, რადაგნ არ ესმის რისთვის სჭირდება, თანაც საბჭოთა პასპორტზე უფრო კარგი სურათია, მაშინ უფრო კარგი ფოტოგრაფები იყვნენ, მაშინ უკეთ იღებდენ სურათებს, მაშინ უფრო ახალგაზრდაც იყო თურმე.
ისევ დეიდები, მამიდები და ბიცოლები ერთვებიან საქმეში -" ჩვენ თუ არ ვუშველეთ და ჩვენ თუ არ ავუღეთ პირადობა, დაიღუპება ბავშვიო!“
ბავშვი კი 40-ს გადაცილებულია უკვე, ისევ დივანზე წევს და ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ჯერ კიდევ ყოყმანობს, ჯერ კიდევ არ იცის ჩაიში ორ კოვზი შაქარი ჩაიყაროს თუ სამი? ( აი, დაბრუნდებიან მამიდები საპასპორტოდან და ამ პრობლემასაც მოუგვარებენ )
ჩენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო - მაგრამ რა დაეჯერება იმ მეცხვარეს, მთელი თავისი ცხოვრება ცხვრის მეტი რომ არაფერი ენახა, მეტიც,.. ინგლისურიც კი არ სცოდნია რიგიანი..
დიახაც რომ ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს, მაგრამ სადღა გვაქვს თავი?. დიდი ხნის წინ დაგვიკარგია, ისიც კი არ ვიცით სად და როგორ, როგორც სიმთვრალეში ქალწულობა.
"ამხანაგებო, მოსულია 1004-ზე მეტი დეპეშა: მოსკოვიდან, სტალინგრადიდან, კიევიდან, ოდესიდან, კრასნოდარიდან, ხარკოვიდან, სევასტოპოლიდან...-კი მარა თბილისიდან არაა?-სსუ!! "
ჰოდა სსუუ, თქვენც ჩუ და ჩვენც ჩუ. მაინც არ გვესმის ერთმანეთის...
"ენძელა და ია ფაეტონზე ზიან
გადმოვარდა ია კაბა დაიხია,
ნუ ტირიხარ ია ახალს გიყიდიან."
ჰოდა სსსუ მეგობრებო, რა გატირებთ ვერ ვხდები?
თუ ისტორია დაგვავიწყდა, ხელახლა მოგვიწევს მისი გამეორება...
თუ ისტორია დაგვეკარგა, ახალს დაგვიწერენ, უფრო კარგს, უფრო მზიანს და უფრო ნაკლებად სისხლიანსაც.
თუ ენა დაგვეკარგა ახალს გვასწავლიან
თუ რწმენა დაგვეკარგა, ახალ რამეში დაგვარწმუნებენ, რადგან ცოდოა კაცი რწმენის გარეშე
ხოლო თუ სამშობლო დაგვეკარგა... ჩვენ ძვლებს სხვა მიწაც კარგად დაიტევს.. ასე არ არის?
ვითომ ვისთვის რა უქნია უცხო ტომობას ჩვენ რომ რამე დაგვაკლოს?!
დიდი ამბავი თუ ჩვენც, ისევ გაზაფხული წამოგვისწრებს სხვის ქვეყანაში?!
დიდი ამბავი თუ ჩვენც, ისევ გაზაფხული წამოგვისწრებს სხვის ქვეყანაში?!
P.s. "-გადაღლილია ბავშვი და ახლა უნდა შველა
-რამ დაღალა ქალო?!
-რამ? ინგლისურზე რომ დადის ბავშვი არაფერია? ახლა გერმანული, ფრანგული , რუსული, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, პიონერთა სასახლე
-კი მაგრამ, ქართულს როდის სწავლობს?
- ქართულს ყოველთვის ისწავლის, მთავარი უცხო ენაა ახლა, მაგრამ შენს თავში მაგი არ შევა.. "
ჰოდა არც ჩემ თავში შედის და რა ვქნა?
P.p.s.ისეთი განცდით დავწერე და წაიკითხავდეს ვინმე მაინც..
ეს მულთფილმი კი რა თქმა უნდა ძალიან ძველია და ძალიან დიდი (10 წუთი) მაგრამ თემატური და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი.
მსგავსი პოსტები
ჩენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო - მაგრამ რა დაეჯერება იმ მეცხვარეს, მთელი თავისი ცხოვრება ცხვრის მეტი რომ არაფერი ენახა, მეტიც,.. ინგლისურიც კი არ სცოდნია რიგიანი..
ОтветитьУдалитьდიახაც რომ ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს, მაგრამ სადღა გვაქვს თავი?. დიდი ხნის წინ დაგვიკარგია, ისიც კი არ ვიცით სად და როგორ, როგორც სიმთვრალეში ქალწულობა.
"ამხანაგებო, მოსულია 1004-ზე მეტი დეპეშა: მოსკოვიდან, სტალინგრადიდან, კიევიდან, ოდესიდან, კრასნოდარიდან, ხარკოვიდან, სევასტოპოლიდან...
-კი მარა თბილისიდან არაა?
-სსუ!! "
ეს ადგილი განსაკუთრებით :)
უკვე მრცხვენია რომ შენთან და ვასასისთან ამდენ კომენტარს ვტოვებ, თან რატომღაც პირველივეს :)
მაგრამ მე უნდა ვაღიარო თქვენი გენიალობა :)
ეს იქით იყოს და ძალიან კარგი პოსტია ეს, აზრიანი და გამართული ქართულით დაწერილი!!
ყოChაღი ჰექსე ხარ შენ, ძალიან ყოჩაღი!!.
მუხრანი გამახსენა სათაურმა და რამდენიც არ უნდა იდაოს ხალხმა, ძალიან მართალი ლექსია!! მახსოვს "ხმა კატამონტან რომ წავიკითხე" ის ემოციაც და ვცდილობ რომ ბოლომდე ვიქართველო :)
ОтветитьУдалитьkomentaris mizani: davarwmuno hexe rom me qarTuli vici da chemi tavi miyvars!! :D :D
ჩვენი ქვეყანა არასოდეს გაიზრდება. არასოდეს.
ОтветитьУдалить"რათ მინდა მერე შენი დიპლომი თუნდაც რამდენიმე"
აქ "რად" უნდა იყოს.
ეჰ ჰეხსუს, მეგობრები ბატონ აკაკის მეძახიან ხუმრობით (შანიძეს გულისხმობენ) მაგრამ, მეც ძალიან შორს ვარ იდეალური ქართულისგან. ეხლა ლუკა იწყებს მგონი მწკრივებს და გვარებს და უნდა ჩავეზიარო წიგნში :)
ОтветитьУдалитьმართალი ხარ ყველაფერ ამაში. ინგლისურში შეცდომას როცა ვუშვებ მისწორებენ და ქართულს არავინ არ საუბრობს სწორედ :(
ბაჩო კიდევ ერთი ქართული მეტიჩრობა უცხო ენაზე რომ თქვა შეცდომით რამე სიტყვა ათასი კაცი შეგისწორებს ეგრე კი არა ეგრეაო :)
ОтветитьУдалитьმეც ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუნდაც ამ პოსტში, მაგრამ ნუ ვცდილობ მაინც :))
Kate
დილით ვწერდი ამ პოსტს აღშფოთებული და რათ უფრო კარგად მომხვდა როგორც ჩანს ყურში :)
agaTa
რა არის ვითომ აქ სასირცხვილო? :)
რაც უფრო ხშირად დაწერ კომენტარებს უფრო გამიხარდება :)
შენს მეორე კომენტარს რაც შეეხება ჰექსემ ისედაც იცის :)
ცუდად არ მითქვამს ხომ იცი. უბრალოდ შეგისწორე. :**
ОтветитьУдалитьhexem ra ar icis? :D :D
ОтветитьУдалитьარადა შაშკინს უთქვამს ახლახანს მასწავლებლებისათვის (ფიზკულტურის მასწავლებლების ჩათვლითაც) - ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდები ჩააბარეთ და 75 ლარს დაგიმატებთო. თან არ აზუსტებენ კომპიუტერის ცოდნა რას ნიშნავს. დაშლა-აწყობას (ავტომატივით), პროცესორის გამოცვლას, თუ მარტო "ფასებუკში" "ჩატაობას".
ОтветитьУдалитьძალიან კარგი ბლოგია,კრეატიული და საინტერესო..გამოვიწერე და აუცილებლად წეწვევი კვლავაც..^_^
ОтветитьУдалитьარ ვიცი რა კომენტარი დავტოვო, მაგრამ ვიგრძენი...
ОтветитьУдалитьმართლა გულით და ემოციით დაწერილი პოსტია.
ОтветитьУдалитьმომწონს.
fu მეც კი დამბურძგლა ბლიად
ОтветитьУдалитьარადა იცით რომ ყველაფერი ეს სამშობლო, ენა, პატრიოტიზმი და ა.შ. ძალიან მკიდია
ქართველობას გვართმევენ და მსგავს ტიპებზე მხოლოდ მეცინება.
მაგრამ ეს ისე იყო დაწერილი, თუ მე წავიკითხე ისე რომ ვერც კი შეგედავები ვერაფერში :)
ჰოდა თუ გინდა ამ პოსტს იმ მინიტრს დავუფაბლიშებ ვოლზე :D
ОтветитьУдалитьდასასრული ჰქონდა ვაბშე.
ОтветитьУдалитьაი მეგონა რომ ემიგრანტი ვიყავი და სხვა ქვეყნის აეროპორტში გაჭედილს ეს სიტყვები ჩამესმოდა.
არადა არც მე ვარ პატრიოტი თითქოს.
საინტერესოა თავად როგორ მეტყველებს ბლოგის ავტორი?
ОтветитьУдалитьეჰ, არც ჩემს თავში შედის და ვერ ვერასოდეს ვერ შევა :(( შენ კი ძალიან კარგი ხარ და ასე გააგრძელე :) წარმატებები! :)
ОтветитьУдалитьqihang0613ralph lauren
ОтветитьУдалитьcoach factory outlet
ray bans
mont blanc pens
gucci outlet
kate spade
coach outlet
ray ban outlet
michael kors uk
tory burch shoes
fitflops sale clearance
christian louboutin sale
burberry handbags
true religion outlet
coach outlet online
oakley sunglasses
nike air max
michael kors outlet
true religion outlet
kate spade bags
coach outlet online
ray ban sunglasses
burberry scarf
pandora jewelry
michael kors handbags
toms outlet
replica watches
kate spade outlet
gucci outlet online
hollister clothing store
pandora outlet
fitflops outlet
kate spade uk
michael kors outlet online
tory burch outlet
coach outlet
burberry outlet
kate spade handbags
q
burberry outlet online
ОтветитьУдалитьceline bags
replica watches
christian louboutin outlet
lebron james shoes 12
jordans
uggs outlet
toms shoes
louis vuitton handbags
michael kors outlet
fitflops sale clearance
true religion outlet
gucci outlet
replica watches
coach outlet
coach factorty outlet
basketball shoes
louis vuitton handbags
louis vuitton outlet
cheap oakley sunglasses
cheap jordan shoes
kobe 9
louis vuitton
ralph lauren outlet
michael kors outlet online
hollister uk
louis vuitton handbags
jordan 11s
canada goose outlet
louis vuitton outlet online
jordan 4
michael kors handbags
michael kors outlet
michael kors outlet
kate spade handbags
kate spade
oakley sunglasses
2016329yuanyuan
kobe shoes
ОтветитьУдалитьadidas ultra
links of london
nike polo
ultra boost
kobe basketball shoes
adidas superstar shoes
timberland boots
kobe sneakers
yeezy boost 350