კაცობრიობა დიდხანს ფიქრობდა, ბოლოს დაასკვნა რომ არაფერია იმაზე უფრო ამაზრზენად სასიამოვნო, ვიდრე უცხო ფარდების მიღმა ყურება, განსაკუთრებით მაშინ თუ ფარდებს იქით ისეთი წყვილის ცხოვრება მიდის საკუთარი ურთიერთობის დალაგება ქორწინებიდან 15 წლის შემდეგ რომ გადაწყვიტეს.
ვერსია 1 - ქალებს ბუნებამ, ღმერთმა ან განგებამ, უნიკალური მახსოვრობა, სმენა, ყნოსვა და მხედველობა მოგვანიჭა, თუმცა პლანეტის გადარჩენას და მსგავს გლლობალურ საკითხებს ჩვენ მაინც არავინ გვანდობს. მეტიც ჩვენთვის სიმწრით მობარებული ბატების რაოდენობაც რატომღაც ორს არასდროს სცილდება და ისიც თუ მიგვეკარგა სადღაც, ხმასაც ვერავინ გაგვცემს, - ყველაფერს ჩვენს გრძელ თმასა და მის ანტონიმ ჭკუას დააბრალებენ.
ხოლო ნიჭი კი ცუდია ან ცოდოა გამოყენების გარეშე. ვიყენებთ კიდეც: ვაკვირდებით და გვახსოვს ყველაფერი, მერე კი თავს იმით ვიმართლებთ რომ უბრალოდ შეუძლებელია იმის დავიწყება რაც ჩევნ გვახსოვს
ვამჩნევთ საყვარელი ადამიანის სუნამოს ცვლილებას, გვახსოვს რომელ მხარეს იწვა ჩვენი მეორე ნახევარი ჩვენს საქორწინო ღამეს და 15 წლის შემდეგ თუკი შემთხვევით იმ ოთახში მოვხდვით გვეჩვენება, რომ ბალიშს ახლაც კი ასდის მისი სუნი.
რა საინტერესოა ეს ყველაფერი რატომ ძლიერ სქესს არ გამოსდის? როგორ შეიძლება ვერ ამჩნევდე საყურეს, რომელიც წეღან არ გვეკეთა....
დასკვნა ალბათ, ალბათ კი არა ნამდვილად აღარ ვუყვარვართ, თორემ აბა სხვა რითი აიხსნება ამხელა საყურის ვერ შემჩნევა. :(
ვერსია 2
ღმერთმა, განგებამ თუ ბუნებამ გაცილებით უფრო დიდი საქმეებისთვის შეგვქმნა და ჩენი მხრები არა მხოლოდ მთელი მსოფლიოს, არამედ ქალების საოცარი პრობლემის საზიდადაც გაწირა.
ამიტომაც ტვინს უმნიშვნელო დეტალებით არ ვიტვირთავთ, რადგან ის უფრო მნიშვნელოვან რამეებისთვის გვჭირდება.
როდის დავქორწინდი?
ეს დიდი ხნის წინ იყო შეიძლება 10 ან 20 წლის წინ. რატომ უნდა გახსოვდეს ქორწილის თარიღი, თუ იგი რაიმე მნიშვნელოვან ფეხბურთის მატჩს არ ემთხვევა.
ქალბტონებო, დიახ ჩვენ ვერ ვამჩნევთ რომ ტუჩები დღეს წითლად გაქვთ შეღებილი, მაშინ როდესაც თქვენი საყვარელი ფერი ძირითადად შინდისფერია. (არც ეს ვიცოდით) და ეს სულაც არ არის ტრაგედია, რადგან ჩვენ ხშირად ისიც კი არ გვესმის რატომ იღებავთ ტუჩებს საერთოდ.
ჩვენ ძლიერ ხშირად გვავიწყდება კარი გაგიღოთ, მხარზე ხელი შეგახოთ ან რა საჭიროა ეს, ჩენ ხომ ისედაც თქვენ გვერდით ვართ სულ? განა ეს არ ჩანს?
მერე?
მერე ყველაფერს ნათელი მოეფინა. შუქი აინთო და წინა რიგში რეჟისორის გვერდიდან პრეზიდენტი რომ წამოდგა, ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი მეჩვენა, რომ სანამ გაბომ არ გვითხრა სურათი მაინც გადაუღეთ მე რას მიყურებთო, მანამდე ვერ მოვედი აზრზე.
ვერსია 3
გამარჯობა, მე ჰექსე ვარ ( აბა სხვა ვინ იყოს ამ ბლოგზე ღმერთო კი მომკალი) ზემოთ წაკითული კი გუშინ ნანახი პირველი ფილმის აბას კიაროსტამის "სერთიფიცირებული ასლის" ჩემეული ინტერპრეტაცია იყო.
P.s.
დაბნეულებს გეტყვით რომ 12-ში ბათუმის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალმა აიღო სტარტი. ფესტივალის გახსნა მშვენიერი იყო, უამრავი ხალხი მოვიდა, მოსულთა ნახევარმა კი ზუსტად იცოდა სად და რატომ მოვიდა , :)
სანამ თქვენი ტუჩის კუთხენი ( ერთი მაინც) თქვენი ყურის ბიბილოებისკენ ( ერთისკენ მაინც) გაიწევა და თავში გაგიელვებთ აზრი - დაიწყო ამან თავისებურადო მე მანამდე გავქრები თქვენი ინტერნეტული ცხოვრებიდან და ნაწვიმარი ბათუმის ქუჩებს გავუყვები, რადგან ამ დროს ბათუმი უფრო ქათქათა და თვალწარმტაცია ვიდრე ნიჟარაძის სიმღერაშია აღწერილი.
14 сентября 2010
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
ასე თუ განაგრძე შეიძლება რომელიმე სტუმრად ჩამოსულმა რეჟისორმა თავისი ფილმის სცენარისტადაც კი აგიყვანოს :)
ОтветитьУдалитьკარგი იყო.
პ.ს. მართალი ხარ. ღამის ბათუმი წვიმის შემდეგ გაცილებით ლამაზია
დიდი მადლობა დათო :)
ОтветитьУдалитьცოტა სენტიმენატალური სცენარისტი კი გამოვა ჩემგან, მაგრამ მაინც :)
:) მით უკეთესი... ისე მართლა დამაინტერესა. ნეტა როგორი იქნება შენი ფილმის სცენარი !!!!
ОтветитьУдалитьბლოგერებზე მინდოდა ფილმის გადაღება ნუ სცენარის დაწერა, მაგრამ იდეა ჩანასახშივე იქნა ჩაკლული.
ОтветитьУдалитьუფრო სერიოზული იდეებიც მაქვს სცენარის, მაგრამ სჯობს პური ისევ მეპურემ გამოაცხოს :)
მაგარი ინტერპრეტაციაა :)
ОтветитьУдалитьმე მამაკაცებს არ ვამტყუნებ,რა ქნან,დეტალებს ვერ იმახსოვრებენ :)
ეს ანონიმური კომენტატორი მე ვიყავი :)
ОтветитьУдалитьბლოგერებზე მინდოდა ფილმის გადაღება ნუ სცენარის დაწერა, მაგრამ იდეა ჩანასახშივე იქნა ჩაკლული.
ОтветитьУдалитьwavikitxavdi siamonebit
mec vfigurirendi? :D :D :D
მარი გეთანხმები, არც მე ვამტყუნებ, პირიქით აბსოლიტურად მესმის მათი :)
ОтветитьУдалитьთაა, კონკრეტულად რომელიმე ბლოგერზე არ მიფიქრია ვინ იქნებოდა და ვინ არა :)
თუმცა ამაზე სერიოზულად რომ მეფიქრა ალბათ იქნებოდი - ლამაზი და წარმატებული ხალხი ყველა ფილმს სჭირდება გარკვეულწილად :)
ნახე რა დაგვასაწყლეს მამაკაცები!? :)))
ОтветитьУдалитьმთლად მასეც არ არის საქმე. ყველაფერი გვახსოვს, ვგრძნობთ და ყველაფერს ვხედავთ კიდეც... ისეთ რამეებსაც თქვენ რომ ვერ ამჩნევთ ;)
მშვენიერი იდეაა ბლოგერებზე ფილმი. კარგი სცენარი თუ იქნება ნებისმიერი ქართველი რეჟისორი აიტაცებს... მართლა ;)
მიგასაწყლათ კიაროსტამმა :))
ОтветитьУдалитьდათო რა არის მაინც ის რასაც თქვენ ამჩნევთ და ჩვენ ვერა? :)
კიაროსტამის ასაკში მეც მივასაწყლბდი სხვებს ;)
ОтветитьУдалитьოოო... ძაალიან ბევრი რამ... ჟესტიკულაციით დაწყებული... საუბრისას პაუზებით... და კიდევ ძააალიან ბეევრი რამ. ყველაფერს ხომ არ დავწერ. ცოტა ჩემთვისაც მინდა შემოვინახო