უცნაური ხალხი ვართ. ძალიან უცნაური.
ჯერ შევარდნაძე არ მოგვწონდა - 30 წელი რად ტკეპნისო ერთ ადგილს და ამის გამო 30 დღე ქუჩაში ვიდექით. მერე როგორ კი "სახლში წავიდა" ამ სიტყვებმა ისე აგვიჩუყა გული, ლამის დავაბრუნეთ უკან და მერე ყველამ ერთად გავიხსენეთ ის კარგი საქმეები, რომელიც მას ჰქონდა გაკეთებული.
მერე ერთი ჩვენი ლამაზი მინისტრი მოკლე კაბით მაგიდაზე რომ დავინახეთ ასული - შევშფოთდით და რა შევშფოთდით, ღაწვნი დავიხოკეთ, თმა გავიწეწეთ, ვაშეარეთ და ვაშეარეთ სურათები - აქაოდა სად გაოგნილა დიაცის ესოდენი აცუნდრუკებაო. მერე მოვიდა ერთი კაცი და თქვა: მერე რა მოხდა თუ მაგიდაზე ავიდაო.
ჩვენც წელში გავსწორდით, დახოკილი ლოყები დავმალეთ და ახლა უკვე სხვას დავუწყეთ ჭკუის სწავლება - მართლაც და მერე რა მოხდა, ვაი თქვე უბედურებო, ჯერ არ გინახავთ სტრიპტიზის მოცეკვავე ქალიო?!
მერე მაია ასათიანი ავიჩემეთ, აჩემა კარგი ვიცით, მართლაც გემრიელი.
ეს გაშლილი თმა რა არის, კისერზე ჩამოგდებული ცალი კულული - ანჟელიკა ჟოფრეს მოლოდინში? ადგა ქალი და ბოლომდე გადაიკორტნა თავი.
მერე რა ფეხსაცმელი აცვია, ფეხები არ უვარგაო, ადგა და კოჭამდე გრძელი კაბა ჩაიცვა, არც ამაზე გავჩერდით ეს გრელი კაბა რად აცვია მონაზონივითო. ადგა და წითელი, სექსუალური კაბა ჩაიცვა, მკერდი და ტუჩი ამოიბურცა და თვალშიც რაღაც მაცდუნებელი სხივი შეიშხაპუნა ( ფეხსაცმელი დარჩა იგივე)
![]() |
ანჟელიკა ჟოფრეს მოლოდინში ... |
ახლა ამაზე ავუხირდით " თ"-ს რად სთხრის უადგილო ადგილას და კილოკავებით რატომ გველაპარაკებაო.
მოკლედ სიკვდილის პირას იყო მიყვანილი უკვე ეს გოგო, რომ ისევ ის კაცი მოვიდა და თქვა შეეშვითო.
ჩვენც უცებ შევუშვით ხელი და ახლა იმის ქადაგებას მოვყევით, რას გადაეკიდეთ ამ გოგოს, ზედმეტი ხომ არ მოგდითო?!
მე გამომპარვია, როდის შემოვიდა მაია ასათიანის კრიტიკა მოდაში, თუმცა ზოგიერთნი მას ჯერ კიდევ იმ დროიდან აკრიტიკებენ როცა დანარჩენი საქართველო მისი დროებისეულ რეპორტაჟებზე ღვრიდა ცრემლს და მარიო ჩიმარიოსთვის ჩატანილ წინდებში კრეატივივიზმის ზე- იდეას ხედავდა.
რაც ნიკო ნერგაძის სტატიას შეეხება ის 5 პუნქტი, რომელიც ბატონ ნიკოს აქვს ჩამოთვლილი იმას კი არა ამტკიცებს რომ "პროფილი" ღირებული გადაცემაა, არამედ იმას რომ ის ყველა სხვა დანარჩენ გადაცემას სჯობია. ეს ფაქტი კი ჩემი აზრით, კი არ უნდა გვიხაროდეს, არამედ ორი აგური უნდა გვეჭიროს ხელში და სინქრონულად ვირახუნებდეთ ( თუმცა სადღაა აგური, თანაც ორი )
ვთვლი, რომ პროფილისნაირი გადაცემა ნამდვილად უნდა არსებობდეს ტელესივრცეში, მაგრამ არის რაღაცეები რაც კატეგორიულად არ მომწონს.
- მეტყველება
ამას დაუმატეთ მეტყველებისას რატომღაც კახური მოქცევა, ვიცი მეტყვით ამას იმიტომ აკეთებს რომ სურს მაყურებელთან უფრო ახლოს იყოსო.
თუ ასეა ღამის პერანგითა და ოთახის ჩუსტებით უფრო ახლოს არ იქნება მაყურებელთან ვითომ?
- სტუმრები
არიან ისეთი სტუმრებიც, როდესაც მე პირადად გონების დიდი ძალისხმევით დაძაბვა მიხდება, რომ რამენაირად მივხვდე რა შუაში ეს სტუმარი გადაცემასთან.
- კითხვები
"- დედის გარდაცვალების მერე მის ფილმებს ვეღარ ვუყურებ..
- და რატომ?"
ან
"რა გრძნობა იყო მაშინ როდესაც თქვენი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იქ, ალმოკიდებულ სოხუმში დარჩა?"
(მიუხედავად იმისა, რომ ალმოკიდებული სოხუმი თვალით არ მინახავს რატომღაც ამ კითხვაზე პასუხი ვიცი.)
ან
"- თქვენი მეუღლე თუ ხელის მოწერისთანავე დააკავეს, ე.ი. პირველი ღამე გქონდათ მარტო?
- მე პირველი ღამე ხელის მოწერამდე მქონდა
- უი, მართლა? " - გაოცებული თვალები და დაბნეული სახე.
ან
"- როდესაც მისი შვილის დასახიჩრებული სხეული დაინახა გულმა ვეღარ გაუძლო და ამხელა კაცმა ტირილი დაიწყო..
- რატომ?"
ვეთანმხები ნამდვილად უცნაური ფენომენია თუ რატომ ტირიან მშობლები შვილის დასახიჩრებული გვამის წინ. :)
- "მგზავრები"
წინადადება შემომაქვს ახლა მაინც დიდი სტუდია გაქვთ და იქნებ იმ ბიჭებს სადმე იქვე გაუშალოთ ლოგინი, მაინც სულ იქ არიან და..
რაც გუშინდელ გადაცემას შეეხება
სიცხე მქონდ, ასე რომ ბევრი რამ სიცხით გამოწვეულ ჰალუცინაციებს დავაბრალე.
მაგრამ მაინც არ შემიძლია არ აღვნიშნო 3 რამ:
- მაიკო უფრო ინტენსიურად ურტყამდა რბილ ლ-ს. (თუმცა როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა , მაგარი ლ-ს წარმომთქმელს, არანაირი უპირატესობა არ აქვს რბილი ლ- ს წარმომთქმელთან, ამაზე ვრცლად ვასასისთან )
- მოწვეულ მომღერლებს ისეთ დიდი მადლობას უხდიდა ამ პროვოკაციაზე (პროვოკაციის განმარტება იხილეთ აქ) დათანხმებისთვის და ისინიც ისე იფერებდნე ამ ყველაფერს თითქოს რომელიმე მათგანს ამაზე უკეთესი სიმღერა ჰქონოდა რეპერტუარში.
- სიმღერის ავტორი დიდი ზარ-ზეიმით მოიწვიო და მერე მოჩლიფული ენით უთხრა შენი სიმღერები გოიმობაა და ეს ხომ არ გწყინსო რაღაც არ მიმაჩნია გამართლებულად.
P.s. და ბოლოს, ერთი კითხვა მაქვს გადაცემის წამყვანთან - მაიკო, შენს გადაცემას უყურებს ყველა, ყველამ კარგად იცის შენი გადაცემები და მაინც ხომ არ გწყინს როდესაც შენს გადაცემაზე ამბობენ გოიმობააო?
P.p.s. და დაიწყო ცხოვრება პროფილთან ერთად. ...
( ფოტოები აღებულია ფორუმის თემიდან )
მსგავსი პოსტი:
iyo dro!!! kargi hexe xar!
ОтветитьУдалитьlol :D umagresi postia,,,
ОтветитьУдалить"რა გრძნობა იყო მაშინ როდესაც თქვენი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იქ, ალმოკიდებულ სოხუმში დარჩა?"
ОтветитьУдалить(მიუხედავად იმისა, რომ ალმოკიდებული სოხუმი თვალით არ მინახავს რატომღაც ამ კითხვაზე პასუხი ვიცი.)
vaime heqs ver vsuntqav :D
dagaviwyda magis safirmo sityva martla?
”პროფილი”, რომ გოიმობაა ამაზე არ ვდაობ... რას იზამ, ეს იყიდება საქართველოში... თან რეიტინგულიაო..., მაგრამ
ОтветитьУдалитьთუ ხართ იმაში დარწმუნებული, რომ გამარჯობათ სწორი ფორმა არაა, წაიკითხეთ ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოები, მოუსმინეთ ლევან ღვინჯილიას, ბოლოსდაბოლოს ენის პალატის თავმჯდომარე იყო... გამოვიდა და თქვა... გამარჯობათ ხალხო, გამარჯობათ,...
ბოლო წინადადება ძალიან მომეწონა ))
ОтветитьУдалитьპ.ს. არ ვიცი რამ მაიძულა ამის გაკეთება, მაგრამ მაგ გადაცემას თავიდან ბოლომდე ვუყურე და ბოლოს ჩამეძინა თუ გონება დავკარგე, ჯერ ვერ გამირკვევია.
aRasper
ОтветитьУдалитьბოლოს ჩამეძინა თუ გონება დავკარგე, ჯერ ვერ გამირკვევია.
ლოლ :)) :2კისს:
ნონა ოთხოზორია
დიდ პატივს ვცემ ღვინჯილიას და იმდენად ვერ გავკადნიერდები ღვინჯილიას შეეშალა მეთქი ვთქვა, მაგრამ როგორც ჩემს გრამატიკის სახელმძღვანელოში ეწერა გამარჯობას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია.
მისალმებას არც ერთ ენაში არ აქვს მრავლობითი . :)
თვალი არ მომიწყვეტია მაიასთვის. გადაცემის ბოლომდე ვუცქირე... მაინც ვერ მივხვდი ის აიპადი რა ჯანდაბად ეკავა ხელში... ახალი ნაყიდი ქონდა და უხაროდა თუუუ...მეც მაქვს ასეთიო...
ОтветитьУдалитьლოგო მაინც მიეკრათ პროფილის.
პ.ს. ეგ სიმღერები უახლოეს მომავალში ყველგან დაგვხდება. არამარტო სამარშრუტო ტაქსებში... სატელეფონო ზარებზეც და ზუმერებზეც ეჰეჰეე ტაშ ტაშ.. ეჰ
რა გითხრათ... მე ვერ ვიტყვი, რომ ლევან ღვინჯილია შეცდა... მან გააკრიტიკა ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც ეკრანიდან მოგვმართავენ - გამარჯობა...
ОтветитьУдалитьგააკრიტიკა Facebook-ის დისკუსია გამარჯობა და არა გამარჯობათ... და ხმამაღლა გვითხრა...
გამარჯობათ ხალხო, გამარჯობათო...
Da-v-iD
ОтветитьУдалитьმაგას ხშირად საყვედურობდნენ ეს ფურცლების გროვა რომ გიჭირავს ხელში რა გოიმობააო, ხოდა ახლა გვაჩვენა რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული ადამიანია
ალბათ :)
ზუსტად გადმოეცი ჩემი შეხედულებები.
ОтветитьУдалитьხოდა მე მაგალითად ჟორჟოლიანს მირჩევნია და ისე არცერთი არ უქნია ღმერთს.
ჰექსე ის დაგავიწყდა ცხონებულ ნიკო გომელაურს რომ უთხრა : "შორენას ინტიმურ სცენებზე არ აღიგზნეო"
ОтветитьУдалитьგომელაური : არა , ჩვენ ხომ მსახიობები ვართო
მაია - რატომ ? :D
Andy
ОтветитьУдалитьშორენაზე კიდევ ის გამახსენდა
რომ ჰკითხა
"მართლა ისეთივე მაგარი ხართ სექსში როგორც ეს ეკრანზე ჩანსო? "
ყველას ჰყავს თავისი აუდიტორია: ვისაც ცრემლის ღვრა და ლაივ სერიალები მოსწონს - მაიას უყურებს; ვისაც წებოიანი ქაღალდით დუნდულებიდან თმის აფხრეწვის შეგრძნება მოსწონს - შენს ბლოგს წაიკითხავს და ა.შ. :))
ОтветитьУдалитьროგორც იქნა დაბრუნდნენ შვებულებებიდან მაია ასათიანი, თიკო სადუნიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ჰექსეს "მწარე სიმართლე" და სხვები, აწი რაღა მოგვაწყენს :)
ОтветитьУдалитьჰექს, მიყვარხარ :*
ზურიუს ნუ რა შედარებაა
ОтветитьУдалитьაღვფრთოვანდი.
ბაჩო
თიკო და ნანუკა ჯერ არ დაბრუნებულან, თუმცა სად წავლენ :))
გადაცემა არ მინახავს და, საერთოდ, მისი არც ერთი გადაცემის ყურებას არ ვაპირებ.
ОтветитьУдалитьლოლ,
ОтветитьУдалитьკარგი სტატიაა :დ
ლოლ
ОтветитьУдалитьგული მომფხანე :დ
პ.ს არაფერი არ უშველის მაიას
lol
ОтветитьУдалитьგულმა ვერ მომითმინა!
ОтветитьУдалитьენა ცოცხალი ორგანიზმიაო, ვითარდებაო და მსგავსი "ბლა-ბლა" ყველას მოგვისმენია სკოლაში გრამატიკის გაკვეთილზე. "ამისდა კვალად" არსებობს ენის ლიბერალური და კატეგორიული ნორმები, კატეგორიულია, მაგალითად ის, რომ არ შეიძლება ითქვას: ნახვამდის-თ და ამას ვერ შეცვლის დროთა მდინარება (ესეც სავარაუდოდ), მაგრამ გამარჯობა ზუსტადაც რომ იტანს ვითომდა ზედმეტ თ-ს, ჩვენ ზრდილობიანი ხალხი ვართ და, აბა, როგორ! ანუ სწორია ორივე ფორმა. ჰოდა, არ ღირს ასე თავგამოდებული ბრძოლა ამ ერთი სიტყვის გამო, მით უმეტეს, რომ ეს ფორმა აბსოლუტურად მისაღებია. ასე რომ, მაია, იძახე,- გამარჯობათ, გისურვებ, მეტი ნაკლი არ ჰქონოდეს შენს გადაცემას.
იხ.ორთოგრაფიული ლექსიკონი, 1998, გვ.144, გამომცემლობა "განათლება"
პატივისცემით, ქართულის გრამატიკის კურსგავლილი, ყოფილი ჟურნალისტი :)
შენ და ვასასი ხართ ის ადამიანები, რომლებზეც ხმამაღლა ვამბობ: "ამათ ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს!" :d :d :*
ОтветитьУдалитьkanario
ОтветитьУдалитьრა დაგიშავა ასეთი მტერმა ჩვენს ყბაში რომ გინდა მისი ჩაგდება?
როგორ მომწონს შენი ბლოგი :)
ОтветитьУдалитьპ.ს. იმდენი იწერება პროფილზე, ხუთშაბათ საღამოს (ხო?)ტელევიზორთან ჩაჯდომას მოგანდომებს ადამიანს. :)
13th Cinnamon
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა :)
მოდი ხოლმე :)
weblink j2i15b3l78 replica wallets replica bags in china m3t48o1j95 replica bags online shopping gucci fake c9w67y9m86 replica bags for sale replica bags from korea this hyperlink r5p81m2r62 replica kipling bags
ОтветитьУдалитьf8m21j4g91 d3u78f0r90 p6v76j4i98 t2s31o3u77 g4a25e2x85 x8j13m5g75
ОтветитьУдалить