15 сентября 2010

თოჯინები

სამყარო კანონზომიერია და  ამ ქვეყნად ყველაფერს აბალანსებს.
ამიტომ მგონია, რომ ღმერთმა შექმნა ერები,  რამის შესაქმნელად და ერები ამ შექმნილის გასაკრიტიკებლად და კიდევ მგონია რომ ეს ბოლო როლი რატომღაც ჩვენ, ქართველებს გვერგო.
ალბათ, ამიტომაც იყო რომ აიღო თუ არა აზერბაიჯანელი რეჟისორის ჩინგიზ რაზულსადეს "თოჯინებმა"  სტარტი ჩვენც მოვაღეთ პირები და აღარ გავჩერებულვართ.
არადა რეჟისორი რომ შემობრუნებულიყო და ეთქვა ერთი თქვენი გადაღებული კარგი ფილმი მანახეთო, დაგვტოვებდა კიდეც ეგრე პირდაღებულებს. :)

ფილმი 90-იანი წლების აზერბაიჯანს ეხება, შესაბამისად წარმოდგენილი იყო:
გაჭირვება;
უმუშევრობა;
სადარბაზოსთან "დაპადიეზდება" და ფულის "ახევა", სავარაუდოდ ნარკოტიკისთვის;
ბულვარში მომუშავე მეძავები, რომელნიც მთავარ გმირებს უყვარდებათ და მრუშობას ანებებენ თავს. (აქვე ლეგენდარული ფრაზა  ფილმიდან "ვაშა ჩვენ, მეძავები აღარ ვართ! ":D)
აქციები

გადადექი!

დარბევა

ტანკები

ჩამოძენძილი შენობები
უფერული ქალაქები
ომი.
სექსის სცენა  მაინც ყველაზე ფანტასტიურად წარიმართა:  გოგო და ბიჭი კაშნით და ქუდით ლოგინში და ცოტა ხანში თენდება, თუმცა ყველა ხვდება რომ მათ შორის რაღაც მოხდა. :D

ახლა კი თქვენ მითხარით რომელი კომპონენტის ნაკლებობას განიცდის თანანედროვე ქართული კინო  და ჯანდაბას დავხუჭავ იმ დირეიან თვალს. ქართული ფილმების   90%-ზე მოგახსენებთ, თორემ ბოლო ორი წელი სოლარიუმისგან რომ გავიმურეთ და "გოგონა სლაიდიდან" გადავიღეთ ეგ მეც კი ვიცი.

მოკლედ, ფილმი ბევრს არ მოეწონა, ბევრს კი ის არ მოეწონა რომ  ის ბევრს არ მოეწონა - ხომ გითხარით ბუნება ყველაფერს აბალანსებს მეთქი.

P.s.
ფილმიდან გამოსულებმა ბევრი იკამათეს და ბოლოს ჭეშმარიტებაც მოევლინა ქვეყანას რომელიც ასე ჟღერდა "მოიგებს ეგ ფილმი აი ნახეთ თუ არა "
და  როგორც ერთი ძველი ფილმის ბოლოს ამბობენ "პაჟივიომ, უვიძიმო"

10 комментариев:

  1. როგორ დამაინტირგეთ, მეორე პოსტია ამ ფილმზე. ვააა... ახლა რომ ვთქვა აქ ეს ფილმი მაჩვენეთ, ჩამიწერეთმეთქი ან რაიმე მსგავსი, უეჭველად ტრაგიკულად დასრულდება ჩემი სიცოცხლე, არადა ისე გათათხეთ, ან მეც მივამატებდი ერთ-ორ სიტყვას ან "კონტრაპოსტს" დავწერდი. :დდ

    ОтветитьУдалить
  2. კარგი ეხლა, მთლად ნუ გაგვასწორე მიწასთან :)))
    სამაგიეროდ ჩვენ ფარაჯანოვი გვყავდა, მიშა კობახიძე, ოთარ იოსელიანი..
    თანამედროვე ქართული ფილმებიც მართალია არ უქნია ღმერთს, მაგრამ "სამი სახლი" "თოჯინებს" მართლა სჯობს და ქუჩის დღეები კი არ მინახავს, მაგრამ არ უნდა იყოსო ურიგო

    ОтветитьУдалить
  3. ფსიქე ეხლახან დავტოვე ქუჩის დღეები, არ არის ურიგო, მაგრან მე აღააარ შემიძლია ნარკომანებზე ფილმების ნახვა, საშინელი პროტესტი მაქვს უკვე :/

    ОтветитьУдалить
  4. მაგ მოტივით წამოვედი მეც :)))
    უი თუ ეგ ვთქვი უკვე :დ
    დავიტოვოთ იმედი, რომ ნარკო-მანიაც წარსულს ჩაბარდება :)

    ОтветитьУдалить
  5. ნან :)
    იყო ფილმი როგორიც ქართველებს უამრავი გვაქვს:) უფრო უარესებიც გვაქვს გაცილებით.
    მოკლედ ფესტივალზე გასატანი ფილმი ნამდვილად არ იყო :)


    ფსიქე
    რეჟისორების ახალ თაობას ვგულისხმობდი, ფარაჯანოვი უფრო ძველია :) რა თქმა უნდა კარგი ფილმებიც გვაქვს მაგრამ ერთი-ორი და მათში სამი სახლი ნამდვილად შედის :)

    პ.ს. და თან მე რომ არ მივამლაშო სადმე ისე ხომ არ არსებობს? :დ :დ :დ

    ОтветитьУдалить
  6. iseti fulmebi, rogoric shen agwere uxvad gvaqvs, magram kacia da gemovneba tu gunebao, mokled rogorc ityvian! :)

    ОтветитьУдалить
  7. რაც არ მინახავს მასზე ვერაფერს ვიტყვი :შ აი რო ვნახაავ, მერე ვნახოთ :)))

    ОтветитьУдалить
  8. ჩამომახრჩვეთ, მომკალით და არაკეთილმეზობლური მეძახეთ თუ გინდათ, მაგრამ ეგ ფილმი კრახი იყო :შ
    ხოოდა, საერთოდაც, იმიტო შევედი, რომ დამოკიდებულება: - ”აზერების ფილმი რა იქნება, ისიც, თოჯინები რომ ქვია” არასწორად მივიჩნიე და დიდსულოვნად გავძელი...

    ხოოდა, ქართველებს რომ კრიზისი გვაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ სხვების კრიზისზე არ ვილაპარაკოთ...

    ხოდა, ქართული კინოსთვის სინდიდის მოსაწმენდად მარტო აბულაძე გვეყოფა :)

    ОтветитьУдалить
  9. ჰაჰ, რას ამბობთ ქალბატონო მამიდა

    ნუთუ "სპამი" შედევრი არ არის

    ვიკიკოს რომ კამერა დავაჭერინო უკეთეს კადრებს გადაიღებს
    შურ ფორ ზეთ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)