- ახლა კი დროა დავივწიყოთ სინდისი!
-ჰო, სინდისის დავიწყება შენ გეხერხება
-ნუ, მე ხომ იურისტი ვარ.
(ფრაგმენტი ჰოლივუდური ფილმიდან)
კაცობრიობა ზარმაც გამომძიებელს ჰგავს, - შორს წასვლა რომ ეზარება და ყველაფერს კარის მეზობელს აბრალებს. ჯერ იყო და ფილოლოგებმა აგვიკლეს - იურისტებმა დაღუპეთ და დაამახინჯეთ ქართული ენაო, მერეა და ყველას ვისაც არ ეზარება ზნეობა-მორალისაგან განბანილებს გვეძახის, - აქაოდა დამნაშავის დაცვა რომელი ეთიკის ფარგლებში ჯდებაო?!
არადა, იგივე კაცობრიობა პინოქიოსავით წაგრძელებულ ცხვირს ჟურნალ-გაზეთებშიც თუ ჩაჰყოფდა, უთუოდ აღმოაჩენდა მეორე უძველეს პროფესიასაც, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელიც ისეთებს კადრულობს, პორტის მეძავი გაწითლდებოდა.
უფრო შორს თუ წავალთ, გაგვახსენდება რომ ჰადესის სამეფოში მოხვედრილთ ლეთას წყალს ასმევდნენ, რათა მათ წინა ცხოვრება დავიწყდებოდათ. თუ ჩავთვლით რომ ქართული ჟურნალისტიკა ჰადესის სამეფოა, მაშ უნდა ვივარაუდოთ რომ იქ მოხვედრილთაც ასმევენ რაიმეს, რათა მათ დაავიწყდეთ ყველაფერი, რისთვისაც სინდის-ნამუსი, ზნეობა და მორალი უწოდებიათ.
21-ე საუკუნე კი მართლაც უდიდესი აღმოჩენების საუკუნეა, რადგან:
- მე ჯერ არ მინახავს ქართველი კაცი, ასე საქვეყნოდ ეღიარებინოს გეობა, თუ რა თქმა უნდა "სიმართლის დროში" დეტექტორზე არ არის შეერთებული და 100 000-ის მოგების ცეცხლით არ იწვის;
- მე ჯერ არ მინახავს ამერიკაში წასული ქართველი გეი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს უკავშირდება, უგზავნის ფოტოებს და თან ახარბებს კიდეც: " რა გეშველებათ თქვე უბედურებო, რა იცით თქვენ რა არის თავისუფალი სიყვარულიო!"
- მე ჯერ არ მინახავს ჟურნალსიტი, რომელიც ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ მის ყოფილ ცოლს უკავშირდება და ეკითხება: "მართალია ეს თუ მომატყუა რამეო?"
- მე ჯერ არ მინახავს ჟურნალისტი, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული იმაში რომ ერთ ჩვეულებრივ ბოტკინისფერ ჟურნალის თანამშრომელი კი არა ისტორიული სინამდვილის დამდგენელი კომისიის წევრია. (ნანიკოს ისე ეუბნება გამოვა ორაბათს ჟურნალი და გაირკევევა ყველაფერიო, თითქოს რამე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს კაცობრიობისთვის (ნუ საქართველოსთვის მაინც) ლევან ნუცუბიძის სექსუალურ ორიენტაციას.)
- და ჯერ არ მინახავს ჟურნალისტი, რომელსაც კარგად ესმის რა მძიმე და მტკივნეულია ზედმეტად პირად და ინტიმურ თემებზე საუბარი და მიუხედავად ამისა, ყველანაირი საშუალებით მაინც ცდილობს ესაუბროს რესპოდენტს ამ თემაზე.
და რადგან მინახავს, ნება მიბოძეთ პოსტის დასასრულს რამდენიმე რჩევაც მოქცეთ
- მამაკაცებს
( მერე მიდით და უხსენით რომ უბრალოდ ძალიან ცხელოდა)
- ნანიკოს
- prime time-ს
რა საინტერესო პოსტია, ოდნავაც არ დამზარებია ბოლომდე წაკითხვა და გულიც კი დამწყდა ასე მალე რომ დამთავრდა :პ
ОтветитьУдалитьყველაფერში გეთანხმები ;)
პრაიმტაიმის გვერდზე დაიწერა რაღაც პოსტები რომლებში საკუთარი თავის დაცვას ცდილობდნენ და ნანიკოს აკნინებდნენ(თავიანთი ჭკუით) თუმცა იქ ისეთი სასაცილო არგუმენტები წავიკითხე მეოთხე კლასელი ბავშვის ნაწერს მივამსგავსე :)
რა სამწუხაროა რომ ეს პოსტი ისე დავწერე ის არგუმენტები არ წამიკითხავს :)
ОтветитьУдалитьნანუკა, მევასებიიიიიიი!!! აი რა გულიანი პასუხი იყო, ასე ზუსტად ცხოვრებაში გაცემული პასუხი არ მინახავს. :)
ОтветитьУдалитьsamwuxaroa rom es posti aqamde ar daiwera :)
ОтветитьУдалитьკეთილი იყოს შენი დაბრუნება ჰექსე :)
ОтветитьУдалитьპრაიმტაიმი და რეალთივი...ერთა და იგივე კანტორაა და მუშაობს უშიშროების თანამშრომლები. არც მეტი არც ნაკლები...
ОтветитьУдалитьდა შინაგანად ორგანიზმი მთხოვს რომ გინება დავიწყო...მაგრამ ეს ხო პროექციაა :)))
lol :))
ОтветитьУдалитьძვირფასო მამაკაცებო! სასწარაფო მოძებნეთ საკუთარ და მეგობრის ფოტოალბომებში, ტელეფონებში,კომპიუტერებში ისეთი სურათები სადაც თქვენ და თქვენი ძმაკაცები ტანსზევით შიშველი ხართ გადაღებული და სასწრაფო წესით გაანადგურეთ, თქვენ ხომ არ იცით როდის ჩაუვარდება ეს ფოტოები პრაიმტაიმის ჟურნალსიტს და როდის გამოაცხადებს თქვენ ბავშვობის ძმაკაცს თქვენ მეგობარ ბოიფრენდად.
ОтветитьУдалить( მერე მიდით და უხსენით რომ უბრალოდ ძალიან ცხელოდა)
ე, მასეთი ფოტოები რამდენიც გინდა იმდენი მაქვს
თურმე რა ადვილი ყოფილა ჩემი შანტაჟირება :D
mdas ...
ОтветитьУдалитьსაინტერესო იყო ვერაფერს იტყვი
დიმას სურათები მაქვს წელსზევით შიშვლები რო სხედან სადღაც ოთახში ბიჭები
აზრზე ხართ? ორგიების მოყვარული ქმარი მყოლია
თანაც გეი ორგიების
დამირეკეთ პრაიმ ტაიმელებო ინტერვიუს ვიძლევი :დ
ნეტავ მომეჩვენა, თუ რედაქტორის ხმას ჰგავდა? რამე ალტერნატიული ჟურნალი უნდა არსებობდეს, სადაც "ექსკლუზიურად" პრაიმ-ტაიმის ყველა ჟურნალისტზე ცალ-ცალკე და ერთად მსგავს საზიზღრობებს დაწერდნენ. აი, ეს იქნებოდა კბილი-კბილის წილ! კიდევ კარგი მარტო ორ ნომერში მაქვს ფული დახარჯული, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი მეტს :(
ОтветитьУдалитьaq mtavari is ambavia ro nanuka simartles malavda!
ОтветитьУдалитьhollister clothing
ОтветитьУдалитьlouis vuitton
michael kors outlet
louis vuitton outlet
nike roshe run
polo ralph lauren
burberry outlet
coach outlet
nike trainers
cheap snapbacks
20170322lck
golden goose
ОтветитьУдалитьyeezy shoes
moncler jackets
off white clothing
goyard
yeezy boost 350
chrome hearts outlet
jordan shoes
moncler outlet
kd13