![]() | |
წასვლამდე |
ალბათ, ჯერ კიდევ მატარებლის სუნი ამდის, ჯერ კიდევ მეუცხოება ჩემი ქუჩის სიჩუმე და ზედმეტად მედიდება კომპიუტერის მონიტორი.
თუმცა მერე სამუდამო დავიწყებას რომ არ მიეცეს, სჯობს ახლავე გავიხსენო და რამენაირად ორ სიტყვაში ჩავატიო რა ხდებოდა ბათუმში 12-დან 19-მდე.
ზოგადად, მივხვდი რომ ბათუმი ჩემი ოცნების ქალაქია, არა იმიტომ რომ იმდენად ლამაზია რომ ჩვენი პრეზიდენტი მას ხან ნიცას, ხან მონაკოს, ხან ვენეციას და ხან ფლორენციას ადარებს, არამედ იმიტომ რომ იქ არც ერთი უპატრონო ძაღლი არ შემხვედრია.
კიდევ მივხვდი, რომ ბოლო დროს ზედმეტად ბევრს ვფიქრობ ჩემს დაუწერელ წიგნებზე, სათაურებზე მაინც და ჯერ კიდევ გუშინ დილით ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს სქელი წიგნი, სახელად "ხაზეიკები" რადგან როგორც ნანამ აღნიშნა, ეს აბსოლუტურად ცალკე თემა და მოვლენაა, იმდენად ცალკე და განსხვავებული, რომ ვერც ერთ წიგნში ვერ ჩაატევ.
და კიდევ იმას რომ სიზმრებს, რომელსაც მგზავრობისას ვნახულობთ, არასდროს არ არის ჩვენი და ყოველთვის მატარებელში რჩებიან ხოლმე და უკან მხოლოდ მაშინ გვიბრუნდებიან, როდესაც შემდეგ იმავე მატარებლის იმავე ვაგონში მოვხვდებით ხოლმე შემთხვევით. ეს კი ბუნებრივია ძალზედ იშვიათად ხდება ხოლმე.
მერე კი ...
იყო ფილმები, ყველანაირი - კარგიც, ცუდიც, მოსაწყენიც, დასაძინიც, ჩასაფიქრებელიც, დარბაზიდან გასაპარიც და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დასატოვებელიც, ოსკაროსანი ფილმები და ფილმები რომელთაც არ სჭირდებათ ოსკარი.
იყო მზის ამოსვლა და ჩასვლა, მაგრამ ჩვენ არც ერთისთვის გვიყურებია არც მეორესთვის. რადგან ჩასვლისას ფილმებს ვუყურებდით, ამოსვლისას კი ამ ფილმებით გაძეძგილ სიზმრებს : )
იყო ბულვარი - სუფთა და განათებული, მაგრამ იმდენად ცარიელი, რომ სანაპიროზე ან ბულვარში გასვლისას გვეგონა რომ საკუთარ ბუილვარში, ან სანაპიროზე დავაბიჯებდით.
იყო ინტერნეტ კაფეები და საშუალება დღის ნებისმიერ მონაკვეთში ინტერნეტით სარგებლობის, მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად შევცქეროდით 2 ლეპტოპს 5 კაცი და შერატონის ღმერთსა და წმ. ისიდორეს ინტერნეტის გამოშვებას ვევედრებოდით.
![]() |
ხედი ჩვენი ოთახიდან |
იყო ზბიგნევ რიბჩინსკი, რომლის ფესტივალზე გამოჩენა დიდ აჟიოტაჟს იწვევდა. კინომოყვარულები მადლობას უხდიდნენ ორგანიზატორებს ასეთი რეჟისორის ჩამოყვანისთვის, უსაქმურები ერთმანეთს მისი სახელისა და გვარის სწარაფად წარმოთქმაში ეჯიბრებოდნენ, ხოლო ჭორიკანა უსაქმურები კი ცდილობდნენ გაერკვიათ ქალი, რომელიც მას ახლდა მისი ცოლი იყო თუ?...
იყო ზედმტად კარგი წყვილი, სულ ხელჩაკიდებულნი დადიოდნენ და ტანსაცმელსაც საოცარი სიზუსტით უხამებდნენ ერთმანეთს.
![]() |
ბალახისფერი წყვილი (c) ნანა კვაჭაძე |
იყო ნინო კირთაძე, რომელიც საუბარს რატომღაც ინგლისურ ენაზე იწყებდა და მხოლოდ მაშინ როდესაც საკუთარ ნათქვამს თავადვე თარგმნიდა ქართულად, მერეღა ვხვდებოდით რატომ ერჩია ქართველ რეჟისორს ინგლისურად საუბარი, თუმცა ამ ფაქტმა იმდენად აღაშფოთა ზ/ა რიბჩინსკი რომ შენიშვნაც კი მისცა ამის თაობაზე.
იყო აბას კიაროსტამი :) რომელსაც გამალებით უკრავდნენ ტაშს, ღშფოთდებოდნენ როდესაც ის საკუთარი ფილმის ნაცრისფერ ეკრანზე გაშვებას აპროტესტებდა, - აქაოდა დაგვასხდნენ თავს ისევ სპარსნიო. მერე კი ფილმით აღფრთოვანებულნი სიგარეტის ბოლს ასეთ სიტყვებსაც აყოლებდნ დროდადრო -" ირანიც რომ გვაჯობებს ფილმში..."
იყვნენ ულამაზესი ირანელი ქალები ეკრანზე ჩადრით და ეკრანს მიღმა ჩადრის გარეშე. იმდენად ლამაზები, რომ ქართველებს სომხური სინდრომიც დაგვემართა და ჩვენ გამოვუსწორეთ მაგათ ჯიშიო - ვამტკიცებდით. იმედია მალე წავლენ და 20-ში მის საქართველოს კონკურსს ვერ შეავლებენ თვალს, თორემ მერე ვერ დავაჯერებთ მაგ ამბავს. :) :)))
(ჰო, მის საქართველოს გოგოებიც იყვნენ... მაგრამ მე არ მინახავს. )
და რა თქმა უნდა იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც ისეთ კითხვებს სვამდნენ პრესკონფერენციებზე, თარჯიმანს სერიოზული ჯაფა სჭირდებოდა იმისათვის რომ მათი ნათქვამი ისე ეთარგმნა რეჟისორს არ ეფიქრა დამცინიანო.
იყო ჯარმუში, მაგრამ არც იყო. :დ
იყო ფილმი "არაფერი პირადული" რომელიც მე პირადად მთელ ფესტივალად მიღირდა, არ მეგონა თუ რაიმე ყურადღება ხვდებოდა მას ფესტივალზე, რადგან ისე ხდება რომ ჩემი მოწონებული რამეები ასეთი დიდ და მასშტაბურ ფესტივალებზე იშვიათად თუ იმსახურებენ ყურადღებას, თუმცა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში რომ გაიმარჯვა, ეს იმდენად გამიხარდა რომ ლამის მე ავედი სცენაზე პრიზის გამოსართმევად.
და დასასრულ იყო ოთარ იოსელიანის "შანტრაპა" , მაგრამ მიუხედავად იმისა რომ იყო, ყველას მაინც ის ეკერა პირზე " ეს რა იყოო?!"
ბოლოს კი იყო ბაქანზე მორბენალი 5 ბლოგერი, ერთ ფეხზე მისწრებული მატარებელი, მზრუნველი გამცილებელი და "მარტო სახლში"-ზე ახითხითებული მგზავრები.
P.s. ფილტვებში ნელ-ნელა თბილისის ჰაერი მიდგება, ცხვირშიც ვეღარ ვგრძნობ ზღვის სუნს, სულ ცოტა ხანში კი ნარუჯიც დარჩება სექტემბერს... ბათუმში ყოფნის ფაქტს კი ალბათ ისეც პოსტები დამიმოწმებენ.
ახლა კი უკვე ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი უკვე იყო, სულ ცოტა ხნის წინ , მაგრამ მაინც იყო.
ბათუმის მეხუთე საერთაშორისო კინო-ფესტივალი დამთავრდა და მე შემიძლია ვთქვა
მადლობა ნანა! =)
ბათუმი მენატრება
ОтветитьУдалить3 წელია არ ვყოფილვარ :(
და ამ პოსტმა კიდევ უფრო მომანატრა, მატარებელიც მენატრება, უზომოდ მიყვარდა ბავშვობიდან მოყოლებული
ჩემი აზრით, ეს ყველაზე კარგი პოსტია, რაც კი ფესტივალზე დაგიწერია...
ОтветитьУдалитьხოოდა, კარგი ფესტივალი იყო და ბათუმი კიდე მიყვარს, წვიმიანიაც, გადათხრილიც, ფესტივალიანიც და უფესტივალოც...
dzalian kargi postia, ai iseti rom ar unda dafiqrde, chaikitxo da guli dzalian dagwydes :)
ОтветитьУдалитьyochag hexe!
ჰექსე, ძალიან დიდი მადლობა ამ პოსტისთვის.ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა რომ ეს ერთი კვირა თუნდაც ცოტათი იყო შენთვის საინტერესო. ძალიან კარგები ხართ. გუშინ, ფესტივალის დახურვაზე ზვიადმა რომ აღნიშნა მედია მხარდამჭერებში ქართველი ბლოგერები, ლამის გული გამიჩერდა სიხარულისგან. უღრმესი მადლობა რომ ჩამოხვედით.
ОтветитьУдалитьიოსელიანის "შანტრაპა" ანუ როგორი იყო ?
ОтветитьУдалитьნანა
ОтветитьУдалитьპირიქით მადლობა. :)
ძალიან გამიხრადა რომ გაიცანი - ძალიან ლაღი და თავისუფალი ხარ.. დიდი ხანი მინდოდა შენი გაცნობა და მიხარია რომ ეს ფესტივალზე მოხდა.
ჰო, ზვიადის სიტყვებზე მეც ამიძგერდა გული, გამიხარდა რომ არ დავავიწყდით :)
ერთადერთი იმაზე მწყდება გული რომ გამოუმშვიდობებლად მომიწია წამოსვლა :)
Andy
არ მინდა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ამ ფილმზე თითქმის მთელი დარბაზი დაიცალა, ბოლომდე ცოტა თუ დარჩა. მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე რომელსაც ფილმი მოეწონა.
მოდი ასე ვიტყვი, შანტრაპა იყო ფილმი რომლის გამოც არ ღირდა მატარებელზე დაგვაინება.. :)იმედია გამოვხატე სათქმელი :)
ნასტასია :)
მადლობა, კომპლიმენტად მივიღებ :)
ყველაზე კარგი პოსტია, რაც კი ამ ფესტივალზე დაწერილა.
ОтветитьУдалитьra carielia bulvari :)
ОтветитьУдалитьუპატრონო ძაღლებზე პასაჟიც ეყოფოდა ამ პოსტს უკარგესად და უგემრიელესად აღიარებისათვის.
ОтветитьУдалитьერთი წლის წინ დაწერილი ასე მოგეწონოს - უბრალო საქმე არ არის.
მოლი
ОтветитьУдалитьმთავარი გულით იყოს დაწერილი და წლებს რა მნიშვნელობა აქვს არა ? :)))
seattle seahawks jerseys
ОтветитьУдалитьchristian louboutin
louis vuitton outlet
oakley sunglasses
fitflops outlet
coach outlet
ralph lauren
ugg boots
michael kors canada
louis vuitton uk
20175.20chenjinyan