"ეს პოსტი გაცილებით ადრე უნდა დაწერილიყო, მაგრამ სტატიის ვებ-გვერდზე დადებას ველოდი, რომ არ გეგონოთ რომ რამეს ვიგონებ :)"
![]() |
მარგალიტები ისე არ ყრია, მარგალიტებს პოვნა სჭირდება... |
ჯანდაბას.
ვაღიარებ, რომ რაც "თბილისი ლაივის" ყურება დავიწყე ვერ წარმოვიდგენდი, რა უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა ადამიანს რომ თიკოს გვერდით არაადეკვატურად მომჩვენებოდა.
თუმცა ერთ დღესაც ჩემთან ერთი "თბილისელი" კაფანდარა გოგონა მოვიდა და "გამარჯობა, მე მქვია სალომეო"- მითხრა.
ოცნებაში წავედი მეგობრებო, თორემ მე იმდენი მიღწევა ვინ მომცა, რომ ჩემთან "თბილისელების" ჟურნალისტი მოვიდეს. უბრალოდ ჟურნალ "თბილისელებში" თიკო სადუნიშვილის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც ასე წყებოდა:
ჟურნალისტის შესავალი:
საერთოდ გრამატიკა რთული რამეა, იმდენად რთული რომ თვით მინისტრებსაც კი ვერ გაურკვევიათ ბევრი რამ და რა გინდა რომ ჟურნალისტს მოსთხოვო?
" ალბათ, ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობს, ფიქრობს, რა კარგი სამსახური აქვს თიკო სადუნიშვილს. "
მოდი, ჩვენვ ჩავთვალოთ, რომ ჟურნალისტმა ზედმეტად კარგად იცის ქართული ენა და უბრალოდ ჟურნალის კორექტორს ზედმეტად დიდხანს გაუგრძელდა შვებულება.
"ვის სიშავეზე ლაპარაკობ, აღარ ჩანხარ ისეთი ფერი გაქვს. თუ არ გაიცინე, საწოლში ვეღარ გპოულობენ ალბათ?"ჟურნალისტს კარგად აქვს შეგნებული, რომ დროა მოძველებული ტერმინები ახლით შეიცვალოს ამიტომ განგებ არ იყენებს ფრაზას: 7-ის მერე აღარ ჩანხარ და მსგავსი.
ჟურნალისტს ასევე კარგად აქვს შეგნებული, რომ დროა დოგმები შეიცვალოს, მაგალითად თეთრეულის თეთრი ფერი.. შესაბამისად იმასაც ხვდება რომ მუქ თეთრეულში ჩაკარგული თიკო დაკარგვას მხოლოდ მისმა თეთრ კბილთა ელვარებამ შეიძლება იხსნას.
და მაინც მე ვკომპლექსედები, რომ ვერაფრით ვხვდები რა შუაშია აქ ლოგინი.
![]() |
და სად აქვთ კაცებს... თვალები?! |
თიკოს პასუხი: " ვინ უნდა მიპოვოს საწოლში, თორემ გავიღიმებდი სიამოვნებით. არა, ეს ბედნიერება არ მაქვს" (იცინის).ეს არის შემთხვევა როცა უბრალოდ არაფრის თქმა არ მძალმიძს - დამეწვა გული.
აქ კი უბრალოდ მინდა დამირეკოს ამ ჟურნალისტმა და პირადად ამიხსნას, რითია თიკო არაჩვეულებრივი?
" წარმოგიდგენია, შენს გვერდით ჩვეულებრივი ბიჭი, უბრალო ოჯახიდან, ფულიც ნორმალურად აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი არა, არ ჰყავს ის სანაცნობო წრე, რომელიც ასე ფასდება დღეს თბილისში."
საერთოდ ჩვენ, ქართველებს ერთი უცნაურობა გვჭირს - გამოჩნდება თუ არა ვინმე ტელევიზორში მას მაშინვე ირეალურ სამყაროში გადავიყვანთ და ვერაფრით წარმოგვიდგენია, რომ ისიც შესაძლოა ჩვენსავით იღვიძებდეს დილით, საუზმობდეს, შხაპს იღებდეს და ღმერთო კი მომკალი და აბაზანის ხალათიც კი ჰქონდეს ჩვეულებრივი მოკვდავებივით.
როდესაც, თიკო საუბრობს იმაზე რომ ნებისმერი ადამიანს შეიყვარებდა, მოულოდნელად ჟურნალისტი ისეთ კითხვას უსვამს, მე მაგალითად, ყბა მომექცეოდა გვერდზე
რა თქმა უნდა, მე არ ვიცი რა ჰგონია ჟურნალისტს სექსი - ალბათ ისეთი რამ, რაც მხოლოდ ლამაზ და მჩქეფარე გოგოებს სჭირდებათ. ცალეკ საკითხია რა შუაში საერთოდ აქ ეს კითხვა, ან საერთოდ საიდან დაასკვნა ჟურნალისტმა რომ თიკო უსექსობით იტანჯება. პრინციპში რესპოდენტსაც სწორედ ეს უკვირს და ეკითხება კიდეც, რა იცი რომ სექსი არ მაქვსო, რაზეც ჟურნალსიტი პასუხობს.
"სექსის გარეშე ცხოვრება რთული არ არის ასეთი მჩქეფარე და ლამაზი გოგოსთვის?"
– არავისთან მაქვს ურთიერთობაო?აი მეგობრებო, ამას ჰქვია ჟურნალისტური "ხვატკა" ეს ჟურნალისტი პროკურორი რომ ყოფილიყო და მე დარბაზში მჯდარი სტუდენტი, ფეხზე წამომდგარი ვიყვირებდი "ბრავო" -ს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის თიკო სადუნიშვილი სექსის არ ქონაში გამოტეხო?
არადა მხოლოდ ის თქვა ოლიგარქებთნა არ მაქვს ურთიერთობაო.. ააა მივხვდი ჟურნალისტს ჰგონია, რომ სექსი მხოლოდ ოლიგარქებთან არის შესაძლებელი.
"-რისი გეშინია?არადა, განა ვმეტიჩრობ? გულწრფელად არ მესმის რატომ ასოცირდება ფრენა, სიმაღლე და მანიაკები სიკვდილთან. ან თუნდაც ნაოჭები სიბერესთან , იქნებ ტვინის ნაოჭები იგულისხმა?
– სიმაღლის, ფრენის, ნაოჭების და მანიაკების (იცინის).
– ანუ, სიბერის და სიკვდილის."
"-რაღაცეებზე იმუნიტეტი გამომუშავებული არ გაქვს? ტკივილებზე, ემოციებზე, ცუდზე.."საერთოდ, სიტყვებს საუბარი რომ შეეძლოთ სიტყვა "რაღაც" ალბათ ეტყოდა ჟურნალისტებს უჩემოდ რა გეშველებოდათო?
მაგ: "ისეთი კომენტარები გაკეთდა რაღაცნაირი, გავიგე რაღაცეები, რაღაცეები არ გაწუხებს, რაღაცნაირად არ ხარ ხოლმე, კარგი საღამო იყო რაღაცნაირად რაღაცნაირი."
![]() |
გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები - შანიძე, კვაჭაძით დაიწყეთ!!! |
ქართულ ენაში მრავლობითი რიცხვის არსებობას კი დიდ გაუგებრობადე მიჰყავს მეოთხე ხელისფლების წარმომადგენლები. მას ან საერთოდ არ იყენებენ, ან ისევე ჭარბად მოიხმარენ, როგორც ლათინო ამერიკული სერიალები ბრიოლინს. აი მაგალითად აქ თუ არის ტკივილები, ემოციები, არ მესმის რა დააშავა ცუდმა? რატომ არ არის ცუდები?
( თიკო, მერე ისე დაქალურად მითხარი, ემოციებზე იმუნიტეტის გამომუშავება ეს როგორ?)
ბოლოს განვიხილოთ სათაური
ვინ "დაშრამა" თიკო სადუნიშვილი და რა ტემპმა გააგიჟა ის?
![]() |
ი ა ყვავილია... |
სტატიიდან ირკვევა რომ თიკო დაშრამა მოტოციკლეტის მაყუჩმა
მაყუჩი უსულო საგანია, უსულო საგანს დაესმის კითხვა რა?
ტემპი არსებითი სახელია, არსებითი სახელის განმსაზღვრელია ზედსართავი სახელი. ზედსართავ სახელს დაესმის კითხვა როგორი.
p.s. ამ ჟურნალისიტის მხოლოდ 2 სტატია მაქვს წაკითხული, ერთი განვიხილე, მეორე სტატიიდან კი გთავაზობთ მარგალიტს.
"- ზაფხულში მუშაობა არ გიჭირს, ფესიბუქზე რომ შეხვალ და ყველას წყალში ჩაყრილი ფოტოები უდევს ?"
მარკ, აუ მეც მასწავლე რა წყალში ჩაყრილ ფოტოებს როგორ დებენ?
წყალგამძლეობის ფუნქცია დაემატა ფეისბუქს თუ?
ჰექსუს..
ОтветитьУдалитьსალომეს ისე დატოვება არ შეიძლება.
ხვალინდელ შეკრებაზე ჩვენს გეგმებზეც ვისაუბროთ უხვად..
:)
არაჩვეულებრივია, გადაუჭარბებლად ვიტყვი!
ОтветитьУдалитьირონია და სარკაზმი საკმარისი დოზით,
საჭირო დროს საჭირო კომენტარები, მაგრამ ერთი შესწორება მაქვს რაღაცები და არა რაღაცეები, თუ სწორად მახსოვს ასე უნდა იყოს, თან ისეთ ადგილასაა ეს სიტყვა რომ...
მთლიანობაშI კარგი ჰექსე ხარ, როგორ ყოველთვის :)
აა, ჰექსეეე! :უსერ: მემგონი შენ პიარს უფრო უკეთებ თიკოს, იმიტომ რომ ყოველი პოსტის მერე მინდება ვნახო ვინაა ეს ადამიანი, მთელი შენი ყურადღება რომ მისკენ არის მიართული და სხვა არაფერი იკითხება აი რამდენი ხანია შენთან. გადი გარეთ, ტრეისერები ნახე, შემოდგომის ფოთლებს ესაუბრე, ვასასი მომიკითხე.. ან რა ვიცი, რა ჩემი საქმეა. :)
ОтветитьУдалитьვაიმე, ეს რა მაგარი იყო
ОтветитьУдалитьლოოლ
ყველა სიტყვა მარგალიტია.
გაღიარე. :D
ისე, მაგ ინტერვიუში ეგ თიკო იმ სალომეზე უფრო გაცილებით გონიერი ჩანს. და ჭკუასაც არიგებს რამოდენიმე ადგილას. ანუ, როგორც ფიზიკოსი, ვიტყოდი რომ ყველაფერი ათვლის წერტილზეა დამოკიდებული. და ზოგჯერ თიკოც ვინმეზე ჭკვიანად შეიძლება მოგეჩვენოს.
ОтветитьУдалитьისე გუროსი არ იყოს, იმდენს წერ თიკოზე, იაზე, მაიაზე, სხვა ჟურნალისტებზე, რომ უკვე პიარს უკეთებ :D :D :D :D :D
ОтветитьУдалитьეგ სალომე როგორი ჩლუნგია, ეტყობა მის გრამატიკას.
uf nin, mapatie, araswor konteqssthi wavikitxe "ragaceebi" da sheni shecdoma megona ;) :)
ОтветитьУдалить...me mjera rom tiko tvaletshi ar dadis...
ОтветитьУдалитьოცნებაში წავედი მეგობრებო, თორემ მე იმდენი მიღწევა ვინ მომცა, რომ ჩემთან "თბილისელების" ჟურნალისტი მოვიდეს.
ОтветитьУдалитьდაქრმუნებული ვარ დღე და ღამე მაგაზე ოცნებობ :დ :დ :დ
"ვის სიშავეზე ლაპარაკობ, აღარ ჩანხარ ისეთი ფერი გაქვს. თუ არ გაიცინე, საწოლში ვეღარ გპოულობენ ალბათ?"
ОтветитьУдалитьნუ გონიერრი ადამიანები ვერ ვხვდებით რა შუაშია ლოგინი – მოვთხოვოთ ახსნა კაფანდარა გოგოს :)
ჟურნალისტს სექსი - ალბათ ისეთი რამ, რაც მხოლოდ ლამაზ და მჩქეფარე გოგოებს სჭირდებათ.
ОтветитьУдалитьხახახახახაააააააა
არაფერი გამოგეპარება ხო?
იქნებ ტვინის ნაოჭები იგულისხმა?
:დ :დ :დ :დ :დ:დ
მარკ, აუ წამიყვანე რა შენთან სამუშაოდ :დ :დ :დ
აღარ დავწერო თიკოზე მაიკოზე და სხვებზე?
ОтветитьУдалитьსაბოლოო ჯამში, შენი ბლოგია და რაც შენ გსიამოვნებს, ის წერე.
ОтветитьУдалитьმაგრამ სხვა შინაარსის პოსტებიც არ იქნება ამათზე ნაკლები. საკმაოდ ნიჭიერი ხარ არა მარტო კრიტიკაში, არამედ უბრალოდ წერაშიც.
ჰო თუ არ დამავიწყდა უკვე ეს სხვაგვარი წერა.
ОтветитьУдалитьმეც ვიცი რომ ამოვედი ყელში, მაგრამ აქა ვდგავარ და სხვგაგვარადაც მძალმიძს პრინციპში, მაგრამ მაინც ასე უფრო კარგია :)))
კი ბატონო, როგორც გენებოს.
ОтветитьУдалитьაუ რამდენი ვიცინე,ყოჩაღ !!! და ყოჩაღ !!!
ОтветитьУдалитьმგონი სერიოზულად უნდა მოეკიდო ყვითელი პრესის კრიტიკას,ბევრი სისულელის კითხვა მოგიწევს, მაგრამ ეს ნიშა თავისუფალია და ვფიქრობ ყველაზე უკეთ შენ გამოგდის ამაზე წერა, როგორც წესი ზომიერებას არ კარგავ.ცოტას კი აზვიადებ ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ ეგ არაფერი, რაც მთავარია პათეტიკური იშვიათად ხარ. მოკლედ რაზეც არ უნდა წერო, კარგად გამოგდის და ეგაა მთავარი :)
ОтветитьУдалитьნან
ОтветитьУдалитьმეც ვფიქორბ ამაზე :)
ნეტა თუ არის სადმე ისეთი ფაკულტეტი მედიის კრიტიკა.
მედიის კრიტიკოსი თუ არსებობს ანდაც?
როგორ მომეწონა ეს პოსტი... კარგა ხანია ესეთი ინტერესით არ წამიკითხავს არაფერი... მუღამში შევედი ბოლოს და მეწყინა რო მორჩა :D
ОтветитьУдалитьიმ ჟურნალისტს:
1. ასწავლონ გრამატიკა
2. უთხრან რო თიკო ღმერთი არ არის
3. ვიღაცასთან ინტერვიუს რო იღებ არაა აუცილებელი კრასავიცა ეძახო
4. ვინმემ უთხრას რო სექსი ცუდი რამე არ არის (ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო ეგრე გონია)
5. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, უბრალოდ გამოუშვან ჟურნალიდან
საერთოდ წერის უნარი არ აქვს, სწორი კთხვების დასმა არ იცის... თვითონ არ იცის რას წერს...
P.S: ისე სადუნიშვილთან დიდი არაფერი პრობლემა არ მაქვს მე... იყოს მე რას მიშლის... :D
მუღამში შევედი ბოლოს და მეწყინა რო მორჩა :D
ОтветитьУдалитьგანვაგრძობ ბატონო, განვაგრძობ :)))
პირველი სურათის შესახებ (სადაც თიკოს ფეხი რაღაცაზე აქვს შემოდებული), შეკითხვაზე: "სად აქვთ კაცებს თვალები?"
ОтветитьУдалитьგიპასუხებ ჰექს, მაგ კადრის გადაღების მომენტში უეჭველი ტრ.... უი, ბოდიში, ვიუზრდელე, მაგრამ მასეტი მოკლე კაბით მაგხელაზე აწეული ფეხის შემხედვარეს ყველას საცვალის ფერი დააინტერესებს დამიჯერე :)))
არადა მშვენიერი ჩანთა უჭირავს ხელში.
ОтветитьУдалитьi.a. - arada mec jer traki rom davinaxe da mere chanra cudi tipi var?
ОтветитьУдалитьრა კარგია:))). მაგრად ვიხალისეეე.
ОтветитьУдалитьპ.ს. არადა რა სახელს აფუჭებს ჟურნალისტიიი:დ:დ:დ
^_^ ვხოხავ :დ
ОтветитьУдалитьმაგრამ რა მახოხებს?! :|
i.a.
ОтветитьУдалитьმე კი მეგონა რომ ვერკვეოდი ჩანთებში. მეგონა, შენც ერკვეოდი :(
ისე 1-2 რამ გადააჩარბე მარა ვაიღიარებ ამაზე მაგარი სტატია არ წამიკითხავს...
ОтветитьУдалитьეგეთი სტატიებს არავინ წერს ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახულობ მიუხედავად დიი ცდისა...
ეგეთ სტატიაში ვგულისხმობ პირველი გრამატიკულად სწორი მეორე გახსნილი ყოველმხრიმ და პიარის გარეშე (მე ასე მგონია) მხოლოდ ამ სტატიის შემდეგ.
მემგონი თუ ისევე მეყველებ როგორც წერ მაშინ შენზე კარგი ადვოკატი არ იქნება ასე ვთქვათ ჯერ საქართველოში :)))))
ძალიან კარგი იყო!
ОтветитьУдалитьძაააააალიან კარგი იყო!
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა ნანული დეიდა :)
ОтветитьУдалитьqihang0613chanel handbags
ОтветитьУдалитьralph lauren uk
abercrombie outlet
tory burch outlet online
true religion sale
toms outlet
coach outlet
oakley sunglasses sale
cheap oakley sunglasses
oakley sunglasses
chanel outlet
oakley sunglasses
cheap jordans
michael kors outlet online
oakley sunglass
tory burch handbags
christian louboutin sale
air max 95
ray ban uk
coach outlet
gucci outlet online
burberry sale
hollister clothing
tory burch shoes
toms shoes
coach outlet online
air max 90
pandora jewelry
rolex watches
cheap jerseys
ray ban outlet
coach factory outlet
true religion
michael kors bag
ray bans
michael kors bags
q
coach outlet online
ОтветитьУдалитьmichael kors outlet online
polo ralph lauren
fitflop shoes
gucci
oakley sunglasses on sale
discount nike shoes
coach factory outlet
gucci borse
oakley sunglasses outlet
170424yueqin
Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалить