06 октября 2010

ქვყენის მოწყობის რამდენიმე საკითხი ჰექსესგან :)

  • ჩვენც გვინდა ზღვა!

ჩვენ ნიჭიერი პრეზიდენტი გვყავს, რომელსაც დროდადრო თავში იმდენად ორიგინალური აზრები მოსდის, რომ სანამ დანარჩენი მსოფლიო ამ იდეით გამოწვეულ შოკშია, იგი უკვე მეორე წარმატებულ პროექტს ანხორცილებს.

ჰოდა იმ დღესაც ვფიქრობდი, რა იქნება ამ ჩვენს ნიჭიერსა და ენერგიულ პრეზიდენტს ერთხელაც რომ მოეჩვენოს რომ ზღვა არც ისე ძალიან უხდება აჭარას და თბილისში გამოაქანოს?
ძეგლები, შენობები, შადრევნები თუ მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში არა მგონია ზღვას გაუჭირდეს რამე ამ მხრივ.

არც ის მგონია ზღვის წამოსაღებად ჩასულ პრეზიდენტს სანაპიროზე წამოწოლილი პოსეიდონი დაუხვდეს "ბოდიში და რამე ხომ არ გეშლებათო?" და თუ ეს მაინც ასე მოხდა საზღვაო წყლების ან რამე ეგეთის მინისტრად დანიშნავს ხელად და თან იმასაც მიაყოლებს ჭკუით თორემ უცხოეთის ცის ქვეშ გასაგზავნი ვიზები ჯერ კიდევ მაქვს.
ღმერეთებისა და მეფეების დრო დამთავრდაო საქართველოში.
მაშ!

ის ხომ საერთოდ არ მგონია, იმდენად ჭკვიანი და გამბედავი კაცი აღმოჩნდეს ჩვენში ვინმე პრეზიდენტს შეჰკადროს ეს ზღვა აქ რომ მოგაქვს სად გინდა რომ ჩადგაო?
ამ თბილისში მაინც ისეა მიძეძგილი ყველაფერი, სიკვდილს რომ ვგეგმავთ 2 კვირით ადრე ვუთანხმებთ მესაფლავეს - ნუ დაგვტოვებო ზემოთ.

თუმცა, ჩვენ ყველაზე უკეთ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ გული გულობს ქადა ვიღას რა ჯანადაბად უნდა, ასე რომ უკვე დროა გადავხედოთ იმ უბნებს რომლებიც არც თუ ისე ძალიან გვჭირდება თბილისში, ანდაც არა ჩემო ბატონო ჩავდგებით ჩვენს წყალში ფორტ ბოიარდივით, სამაგიეროდ გვექნება პირველი დედაქალაქი ზღვით ( ახლა ამას რომ ვწერ არ მახსოვს და გადამოწმებაც მეზარება შესაძლოა სხვასაც ჰქონდეს ზღვიანი დედაქალაქი. მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რომ იტყვით პირველიო, ვინ გაბედავს გადაამოწმოს რამე?)


  • "მთელი ქისტეთის ამომგდე, სტუმრად რადა გყავს სახლშია?!"

ზოგიერთმა ოპერის არამოყვარულმა და უკულტურო პატრიოტმა რომ გადაიჭრა ვენები ნინო სურგულაძე ვის დაეკარგა, ძეგლი რომ დაუდგესო.
კოლხეთის მთელი ქონების გამნიავებელი ქალის ძეგლი რად დგას მაშ შუა ბათუმში?
ამ ქალებს მაინც რა ყველაფერს უცებ პატიობენე, აბა კაცი ყოფილიყო?
ძეგლს კი არა ქვას არ ვაღირსებდით ... შავს.

მოკლედ ქალი ქალია, გინმდ მარმარილოს იყოს და გინდ გრანიტის და ამ შუა ქალაქში მარტო რომ დგას მოიწყენს მგონია, სატრფო სჭირდება - იასონის აქ ჩამოყვანა მეტად სარისკო საქმეა, მეშინია ხელს არ გააყოლოს კიდევ რამე. ასე რომ უპრიანი იქნებოდა თუ მედეას მოვრთავ - მოვკაზმავთ და ისევ საბერძნეთს ვუკრავთ თავს - ა, ბატონო! ინებეთ თქვენი კნეინაო.
(თან რაღაც არ მახსოვს გაპარულ და სახლში მობრუნებულ ქალებს ძგელს უდგამდნენ როდესმე საქართველოში)

თუ ეს არ ხერხდება, აგერ უკეთესი იდეა მომაფიქრდა. ავიღოთ ეს ქანდაკება და ზღვაში ჩავდგათ, სიმბოლურიც იქნება რადგან ყოველ შეხედვისას გაგავახსენდება რომ სწორედ ამ ქალისა და ამ ზღვის წყალობით გაიტანეს საქართველოდან ოდესღაც ჩვენი ქონება. თან წყალში თუ იქნება უფრო მიემსგავსება ამერიკულ თავისუფლების ქანდაკებას.
ჩვენ ხომ გვიყვარს ყველაფერი ამერიკული. (?!)
ან შეიძლება არ გვიყვარს, მაგრამ ჩვენ ვიღას დავეკარგეთ?



  • "მითების ქალაქი "
ვასასისა არ იყოს და მეც მიყვარს ჩემი პრეზიდენტი. სიყვარულს ხომ საერთო ინტერესები განაპირობებს, ჰოდა მეც და ჩემ პრეზიდენტსაც საოცრად გვიყვარს მითოლოგია, ამიტომაც არის რომ აივსო უკვე საქართველო მითოლოგიური ძგელებით, მაგრამ მითოლოგია ფულივითაა არასდროს არის საკმარისი ასე რომ აი კიდევ რამდენიმე იდეა სად რა უნდა დიდგას.

1) ვარაზისხევი
იდეალური ადგილია სიზიფეს ძეგლის დასადგმელად.
ამავე დროს ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ის კომუნისტური წარმოდგენა ძეგლების სტატიკურობის შესახებ და პირველად საქართველოში უნდა გამოვსახოთ ძეგლი დინამიკაში, ანუ ძეგლი რომელსაც ლოდი აქვს ვარაზისხევის თავში, მერე ეს ლოდი გორდება, სიზიფე უკან ბრუნდება და მერე ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.
ეს ძალიან სიმბოლური იქნება და ამავე დროს ვარაზისხევზე ამავალი სტუდენტები ზედმეტად გაერთობიან,.... თან ოდნავ ჩაფიქრდებიან კიდეც ყოველდღე აქ სიარულით სიზიფეს შრომას ხომ არ ვწევ მეცო ?

2) სტადიონი
იდეალურია, აქილევსის ძეგლისთვის. როგორც სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ქართველები აქილევსივით უძლეველნი ვართ, მაგრამ ორივეს ერთი სუსტი წერტილი გვაქვს - ფეხი.
3) აფროდიტე

მარის იდეა იყო,რომ თუ სადმე ამ ქყვეყნად სამართალია, აფროდიტეს ქანდაკება კი უნდა იდგეს სილამაზის კონკურსებზეო. მაგრამ ვფიქრობ ამ შემთხვევაში საქმე დაუძლეველ ძალასთან გვაქვს, რადგან ვეჭვობ ია კიწმარიშვილმა თავის დროზე ღმერთებს ფიცი მისცა, რომ მის მიერ მოწყობილი მის საქართველოებზე ვერ გაჭაჭანდება ვერავინ და ვერაფერი, რასაც ოდნავი, სულ მცირედი პირდაპირი, თუ ირიბი კავშირი აქვს სილამაზესთან
(ჰო, ისე არაფერი პირადული რა თქმა უნდა)



P.s. აი, სულ ეს იყო.
ჰო, კიდევ მყინვარწვერი მომწონს ძალიან.
ქართველები ხომ მოგეხსენებათ, როგორი ზარმაცი და დაკავებული ხალხი ვართ. ყაზბეგში კი არა ხშირად სამსახურში წასვლაც კი გვეზარება.
და გული მწყდება რომ ბევრს ეს ულამაზესი ხევის პატარაძალი არ ჰყავს ნანახი და თბილისში თუ იქნებოდა უფრო დავაფასებდით მგონი.
მაგრამ აბა ვინ დაეჭიდება ამხელა მთებს?
არადა, მერე რა კარგად იტყოდნენ - მთები გადადგაო :))

15 комментариев:

  1. ერთი ის ვერ გავიგე ჰექსეს ბლოგზე ნაწილი წარწერები რუსულად რატომ არის თორემ დანარჩენი კი ბატონო - წერს ამ თავის პასკვილებს და წეროს :)))


    დინამიური ძეგლი უკვე არის - კაცი რო ტრენაჟორზე დაძუნძულებდა, იმის სახლის წინა ეზოში კარგად დაკვირვებოდი და გაფარჩხული ძეგლი რომაა ტრიალებს მაგი ბატონო :)

    ზღვაზე შენი საყვარელი მწერალი გამახსენდა. ადრე ვანში ზღვა რომ იყო და უკან დახევა დააპირა და ვანელებს სულ რომ კალთაზე გამოეკერებინა მაინც რო ვერ დააკავებდნენ :)

    მიშა კი მაგარია :)

    ОтветитьУдалить
  2. ლაშა - რა ვიცი, ოდითგანვე ეგრე ყოფილა :) რუსულ წარწერებს ვგულისხმობ :)
    უი ეგ ძეგლი არ ვიცი, თუ ვიცი... ის უბრალოდ ტრიალებს და ის ირბენდა კიდეც :))))

    ჰო ჭილაძეც აქვს - გზაზე ერთი კაცი მიდიოდაში. პირველად რომ თქვა მთავარმა გმირმა ზღვა მიდისო. სიცილი დააყარეს - ზღვა სად წავა, ზღვა სულ ჩვენიაო.

    ОтветитьУдалить
  3. Gogooo ikbine enaze exlave da saxazavi irtyi titebshi
    mtavroba gijebitaa savse vai da chkuashi daujdet rame am postidan mosaklavin shen iqnebi mere :D

    ОтветитьУдалить
  4. ჩორვენ - მერე რომელია ცუდი იდეა? :D :D

    ОтветитьУдалить
  5. შენ გაიხარე :) რაც მე ამ ძეგლებზე მაქვს ნაბრძოლი.

    http://mtvarisklubi.blogspot.com/2010/02/blog-post_27.html

    მართალი გითხრა სასტიკი წინააღმდეგი ვარ ბერნძნული ღვთაებების.ყველამ მის ღვთაებას მიხედოს და მოუაროს.მერე ვიღაცამ მთავრობაში ისი რომ გაიგოს "უიმე, ეგვიპტელებსაც ჰქონიათ მითოლოგია"ო მაშინ ნახეთ პირამიდების ცვენა საქართველოში.მერე ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა და... ქვეყანა კი არა სუვენირების კიოსკი ვიქნებით.

    ისე და.. ჩვენი არანაკლები გვაქვს მითოლოგია.. ეს იმათ გასაგონად ;)
    ზღვას რაც შეეხება.. ცოტათი შემეცოდა კიდეც ბათუმი ზღვის გარეშე. სამტრედიას დაემსგავსება ალბათ.

    ОтветитьУдалить
  6. არაჩვეულებრივი იდეაა სიზიფეს დინამიური ძეგლი! :D
    ერთობ კრეატიული იდები მოგდის და თბილისის მოდის კვირეულზეც ხომ არ ცდი ბედს? :D

    ОтветитьУдалить
  7. 2) სტადიონი

    იდეალურია, აქილევსის ძეგლისთვის. როგორც სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ქართველები აქილევსივით უძლეველნი ვართ, მაგრამ ორივეს ერთი სუსტი წერტილი გვაქვს - ფეხი.

    შეიძლება მარცხი შემემთხვას, გამაჩერეთ !!!!!!! :დდდდ : :D :D :D :D :
    genialuria blia! :D :D :D

    ОтветитьУдалить
  8. ჩანს თბილისიდან მყინვარი. სააკაძის მოედნიდან ჩანდა სანამ მერიის გვერდით რამეს აღმართავდნენ, ეხლა ვაშლიჯვრის კორპუსებიდან ჩანს პირველი სართულიდან ბოლო სართულის ჩათვლით ;)

    ОтветитьУдалить
  9. დათო
    აი, სულ ეს მაინტერესებდა. მერია რომ გქვია და ქალაქში რაღაც ძეგლის დადგმას აპირებ სულ მინიმუმ ქალაქელების აზრი არ უნდა იკითხო, გაითვალისწინე მეთქი არ ვამბობ იკითხე უბრალოდ. :)თუ მთავარია ხელმძღვანელობას მოსწონდეს. :)
    შენ ბლოგზე ძეგლები მომეწონა -კრეატიულია :)

    ზღვას რაც შეეხება - გვათხოვეთ მაინც, არა? :)_)))

    აგატა- ეგ იდეა მომწონს და მერიას რომ მივწერო არა ნეტა?

    ბაჩო- მართლა პირველად გავიგე :)
    ახლა წარმოვიდგინე რა იქნება და ერტ დილასაც რომ გავიღვიძო და ფანჯრის წინ მყინარი იყოს აღმართული - როგორც ფანტასტიკურ კომედიებში :))

    ОтветитьУдалить
  10. ჰექსე. ხშირად მერიასაც უკვირს "უი ეს აქ რა ყოფილა"-ო :)
    მართლა მინდა რაიმე კრიატიული ვიხილო ქალაქში. მართალია ახალ ბურვარში დადგეს ერთი-ორი. მააგრამ... ცოტაა...
    ზღვას რაც შეეხება... წაიღეთ ცოტა ხნით.. მაგრამ ფრთხილად, გზად ქუთაისი ან ხაშური არ გაწუწოთ ;)

    ОтветитьУдалить
  11. უჰ ახლა ბათუმი როგორი შეცვლილია. 2 წელია არ ვყოფილვარ.

    ОтветитьУдалить
  12. შარშანდელთან შედარებით აბსოლუტურად სხვაა :)) და იმდენი რამე შენდება რომ მომავალ წელს ვეღარ ვიცნობთ ალბათ საერთოდ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)