მაიკო კი საფუძვლიანად მანცვიფრებს. ჯერ თითქოს კარგად დაიწყებს ხოლმე და მერე ყველაფერს ნამთვრალევის ნაბიჯებივით აურევს. აბა მაშ რა შუაშია ქალიშვილობა დინების საწინააღმდეგოდ მცურავ ქალებთან?
თუმცა იგივე ფორუმ ჯის თუ მოვიშველიებთ იქ ისეთი თემებიც განიხილებოდა როგორიცაა მაგალითად " ქალიშვილობა და ანანასის წვენი" ან "რა სივრცობრივი კავშირი არსებობს ქალიშვილობასა და მზის დაბნელებას შორის" მაგრამ....
ასეთ გადაცემაში ყველაზე საინტერესო მაინც ხალხის აზრია ხოლმე, რომელიც როგორც წესი განსხვავდება მოწვეული სტუმრების აზრისგან. ყველაზე მეტად ერთმა ახალგაზრდამ დამშოკა, როდესაც თქვა არაქალშვილს არ შემიყვარდებაო...
რადგან ყოველთვის მეგონა, რომ:
- სიყვარული პირადი თვისებებით იყო განპირობებული.
- ქალიშვილობა არ მეგონა პირადი თვისება.
ახლა კი ვხვდები რომ ან პირველ პუნქტში ვცდებოდი, ან მეორეში, ან ორივეში ერთად. ბოლოს და ბოლოს თუ მაინც ვცდები, რაღა მნიშვნელობა აქვს რამდენ პუნქტში.
ვაღიაროთ, რომ ქართველებს ბევრ რამეზე არასწორი წარმოდგენა გვაქვს.
ჩვენ ყოველთვის რაღაცეები გვგონია ხოლმე.
სწორედ ამიტომ აქამდე მთელ ქართველ ერს საფუძვლინად გვეგონა, რომ სექსი იყო ტრენაჟორი. და ამ სიცრუეში ვცხოვრობდით მანამ სანამ ლალი მოროშკინა არ შემოგვცინებდა ეკრანიდან და არ გვეტყოდა:
- არა,ხალხო სექსი ტრენაჟორი არ არისო.
- ა, არ არისო - შეიცხადა ეკრანს აქედან ერმა. - აბა ჩვენ რატომ გვეგონაო?
ადამიანები ვართ და გვეგონა.. რა მოხდა მერე...
პატარ ნაწყვეტი პროფილიდან, რომელიც ჩემმა თითქმის ყველა მეგობარმა დააშეარა. მათ შორის ისეთებმაც ყველა სიტყვას რომ ეთანხმებიან ამ ვიდეოში.
ის ქერა გოგო, ყველაზე ბევრს რომ ლაპარაკობს ....
ცოდოა ის გოგო ძალიან ცოდოა, იმიტომ რომ მონაა 21-ე საუკუნეში საკუთარივე ქვეყანაში და რაც მთავარია საკუთარივე ხალხსი წყალობით.
თქვენ გგონიათ, მართლა ისე ფიქრობს როგორც ამბობს? არაფერიც მსგავსი. უბრალოდ იცის, რომ ყველა ასე ფიქრობს და მან სხვანაირად რომ იფიქროს ეს არავის მოეწონება. ჩვენ კი, თუ რამე არ მოგვწონს მერე მას ისე გავთელავთ ხოლმე, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს.
სადღაც ის გოგოც მართალია, მაინც წამოსაძახები გახდებაო არაქალშვილობა, რომ ამბობს. მართალი იმიტომ კი არ არის, მართლა წამოსაძახები რომ გახდება, არამედ იმიტომ თავად რომ შესწრებია ბევრჯერ ასეთ წამოძახებებს. ჰოდა, რაც უნახავს იმას (ჰ)ყვება , თორემ ფილმებში ყოველთვის ჰეფი ენდი რომ არის ეგ ისედაც ყველამ ვიცით. ;)
p.s. გადაცემისთვის არ მიყურია. მხოლოდ ერთ ფრაგმენტს მოვკარი ყური - შ.რამიშვილი რომ ამბობდა ჩემი მეუღლე ქალიშვილი იყოო.
მერე ღამე მშვიდად დამეძინა და დილით მიხვდი რომ მთელი ცხოვრება სწორედ ამ ფაქტის უცოდინრობა სტანჯავდა ჩემს ქვეცნობიერს.
დღეს მეც მქონდა ამ თემაზე ჩემ კლასელ ბიჭთან საუბარი... მან მითხრა რომ არ მოიყვანს არაქალშვილს... მე ვუთხარი თუ შეგიყვარდებათქო... მან ისევ არაო, მე შემიძლია ის შევიყვარო ვინც მინდაო.. და გაკერილი რომ შეხვდება მერე ნახოს .. საბოლოოდ არც იმაზე დამთანხმდა რომ 30 წლის ქალს შეუძლია მარტოხელა დედა იყოს ...
ОтветитьУдалитьის გოგო ძალიან შემეცოდა, ცარიელ დაფად მომეჩვენა, რომელზეც სოციალური გარემო დიდ და წარუშლელ კვალს ტოვებს :|
ОтветитьУдалитьფეისბუქზე რომ გედო, ის ვიდეო რომ ვნახე, ბოდიში, მაგრამ ისა..
ОтветитьУдалитьარაფერი გვეშველება, როგორც მინიმუმ, 20 წელი.. :გიგი:
ვიდეო ვერ ვნახე, გადაცემიდან კი შალვა რამიშვილის ცანცარობა ვნახე ისიც შემთხვევით. ისევ მაღიზიანებს ასათიანის "თ". საშინელი გადაცემაა.
ОтветитьУдалитьეტყობა ასათიანი დაიწუნეს ქალიშვილობის გამო და ეხლა ეკრანიდან ცდილობს განამტკიცოს აზრი, არიქა გოგოებო, ახმაურდით, ბოლო ზარზე ყველა ახმაურდით და მერე ტირილით გასკდით როგორ მიყვარდა და მიმატოვაო :))
გულისამრევად ვიქცევით ქართველები და გული მაინც არ გვერევა. იმ ადამიანებს დავემსგავსეთ თავის დროზე ნაგვის გადაყრას რომ არ კადრულობდნენ და ეხლა ნაგვის ბუნკერში რომ იქექებიან საჭმლის მოპოვების მიზნით. ანუ მივეჩვიეთ ამ ყოფას.
ეხლა მავანი მომდგება და დამიწყებს ძახილს "შენ ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრე და მმკ-ს წევრი ხარო"
მე პატიოსნების მომხრე ვარ, შეიძლება ერთ ან ორ პარტნიორთან გქონდეს ადამანს რაღაცა, მაგრამ რასაც დღეს გოგოები აკეთებენ მაგას ბოზობა ერქვა და დღესაც ქვია :)
პ.ს. გივილოს ბლოგზე წერია კარგი პოსტი მაგ თემაზე. გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები ;)
ჰექს, მაინც ვერ მივხვდი შენს დამოკიდებულებას ქალიშვილობისადმი )) სპეციალურად ბუნდივნად დაწერე თუ მხოლოდ პროფილის სტუმრების გსაკარიტიკებელი პოსტი იყო? ))
ОтветитьУдалитьკნუტ პოსტის მიზანი იყო ჩემი აზრის დაფიქსირება პროფილზე და არა ქალიშვილობაზე :))))
ОтветитьУдалитьრატომ უნდა მოძღვრადვნენ ხალხს ეკრანებიდან. Ms. მოროშკინა, ხატია (ვინაა ეს ქალი ?), მაიკო და მსგავსი გუგულები?
ОтветитьУдалитьარ მომწონს ეს ხალხი ...
თემაც უკვე ამაზრზენია....
ადგნენ ერთ დღეს და რუსთაველზე ხელგადახვეულებმა ყვავილებით სიარულის აქცია მოაწყონ.
ასე სჯობია!