14 октября 2010

ჭუჭყიანი თეთრეული

ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა.
დილით ცოლი ადგა, ფანჯარაში გაიხედა და შესძახა:
- " ღმერთო, შეხედე ჩვენ მეზობელს რა საშინელად ჭუჭყიანი სარეცხი გაუფენია გასაშრობად. "
შემდეგ ყოველ დილით ერთი და იგივე მეორდებოდა.
სანამ ქმარი ვახშმობდა და გაზეთს კითხულობდა, ცოლო ფანჯრიდან იყურებოდა და მეზობლის თეთრეულზე ლაპარაკობდა:
"ალბათ ცუდ საპონს ხმარობს, ან რეცხვა საერთოდ არ იცის, კარგი იქნებოდა თუ ვინმე ასწავლიდა."

ერთ დღესაც ცოლმა ჩვეულებრივ ისევ გაიხედა ფანჯარაში და გაოცებით შესძახა:
-" შეხედე რა სუფთაა მისი თეთეული, როგორც ჩანს რეცხვა უსწავლია"

-"არა, ძვირფასო"- უპასუხა ქმარმა რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდა "- ეს მე ავდექი დილით ადრე და ჩვენი ფანჯრები გავწმინდე. "

20 комментариев:

  1. es jurnal tbiliselebSi wavikitxe tu ar vcdebi :))

    ОтветитьУдалить
  2. pigli
    კი, კი მანდ :))

    agaTa
    მეტი არაფერი ეწერა აგათა, რაც თავის მხრივ გულისხმობდა- ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოსო :))

    ОтветитьУдалить
  3. რა დიდი გაგება ამას უნდა? :))) მომეწონა :)

    ОтветитьУдалить
  4. და ამით საკუთარ თავს რომ ეწინააღმდგები თუ ხვდები?

    ОтветитьУдалить
  5. es araa sheni mogonili? me ase megona!! nu tu saidanme amoiwere gasagebia mshin :) :)ragacnairi ugimgamoa

    ОтветитьУдалить
  6. რა ვიცი მე ძალიან მომეწონა ეს იგავი :)
    თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან დიდი აზრის მატარებელი მგონია :)

    ისიც მომწონს ქალმა უცებ, რომ შეიცვალა მეზობლის თეთრეულზე აზრი, მაშინ როდესაც ამ თეთრეულის ხარისხი არ შეცვლილა :))

    ОтветитьУдалить
  7. ანუ ყველა ბლოგერმა თავის ტრაკს მიხედოსო.

    ОтветитьУдалить
  8. გემრიელობაა! დაჟე სადღეგრძელოდ შეიძლება თქვა. :)

    ОтветитьУдалить
  9. ანუ სხვის თვალში დირეს და საკუთარში ხიწვის პოვნაა მორალი :)

    მაგრამ სადღეგრძელოო და რას ადღეგრძელებდით ბოლოს როგორ მაინტერესებს :)

    ОтветитьУдалить
  10. ლაშა
    მეორე ნახევრის საკუთარ თვალში დირეს რომ დაგანახებს :)
    ქმრის მოთმინებისაც შეიძლება დაილიოს.
    კაცი ამდენი ხანი ცოლის ლაქლაქს უსმენდა და ხმას არ იღებდა :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)