18 октября 2010

ბარათაშვილის ახალი ლექსი აღმოუჩენიათ - იცოდით?!

სამწუხაროა, რომ ფორუმის კითხვას თავი დავანებე, თურმე როგორი სამუზე პოსტები ინახება მის წიაღში.
ზურამ დალინკა თემა, რომელსაც შემდეგი შინაარსი აქვს:
" ვარ მეათე კლასში და ვსწავლობ, ლექსს.სახელად ქვია კარი მეორე...
ლექსი არის აღა-მახმად-ხანის გამოლაშქრებაზე საქართველოს წინააღმდეგ, და ერკლე მეორის ფიქრები...
აი ასე იწყება:
მორბის არაგვი არაგვიანი
თან მოსძახიან მთანი ტყიანი
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს

ამ მეორე კარის თანამედროვე ქართული თარგმანი (შინაარსი)იქნებ ვინმემ იცოდეთ? ან ლინკი მომცეთ...თუ არ გაქვთ და არ დაიზარებთ დაგიწერთ ამ რამოდენიმე სტროფს და იქნებ ამის შინაარსი მითხრათ?"

"ნუ ნერვიულობთ, ხუმრობს უბრალოდ ვიღაცო!" - გვამშვიდებდნენ ოპტიმისტები.
მართლაც და...
მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, იქ ისეთებიც იყვნენ ოთხშაბათს კვირისგან ვერ არჩევდნენ და დღევანდელ თაობას ლექსის პოემისგან და "ბედი ქართლისა" კარი მეორესგან გარჩევა რომ უჭირდე,ს, რა სანერვიულოა ვითომ ეს?

თუმცა, ბლოგერებს ფულს სწორედეაც რომ ნერვიულობაში გვიხდიან და მეც ამ თემით ერთობ აღშფოთებული უმორჩილესად ვთხოვ განათლების სამინისტროს უმოკლეს ვადებში და კვალიფიციური კადრების გამოყენებით დაიწყოს ბარათაშვილის თარგმნა ინგლისურ ენაზე. რადგან იქნება იმ ოკეანის გაღმიდან ჩამოუსლმა (სათვალავიც კი ამერია რამდენმა) პედაგოგმა მაინც შეაგნებინონ ჩვენს ბავშვებს ვინ იყო და რას ითხოვდა ბარათაშვილი.

ან ბოლო-ბოლო თარგმნეთ ეს ბარათაშვილი ქართულ ენაზე - როდემდე უნდა ვტანჯოთ ჩვენი ბავშვები?



ბავშვი რა შუაშია საერთოდ?
მოგეხსენებათ სასერთიფიკატო გამოცდა 10 000 მასწავლებლიდან 1147-მა ჩააბარა
და რა ქნას ბავშვმა თუ მას პედაგოგაგდ მაინცდამაინც სწორედ იმ 8853-დან შეხვდა?

ხომ იცით, მშობლებს და პედაგოგებს არ ირჩევენ-ო.

თუმცა ჩვენ ამ ბოლო დროს ისეთი ცინცხალი რეფორმები გავატარეთ, რომ არათუ მშობელს და მასწავლებლს, არამედ მალე მამული, ენა და სარწმუნოებასაც კი ავირჩევთ - თან ისევე სწრაფად და მარტივად, როგორც ბანკომატთან ენას, ფეისბუქზე სარწმუნოებას, მშობლიურ ქალაქსა და ეროვნებას :))


P.s.
"თქვენ კი ამბობთ ვიღუპებითო.
რაღა დროსია?!
კარგა ხნის დაღუპულები ვართ უკვე.
დიდხნას ვეცემოდით და დაცემას დაცემამდე შევეჩვიეთ."
ოთარ ჭილაძე
1992წ.

21 комментарий:

  1. lool :)))
    ბოდიშის მოხდა დაგავიწყდა, უკაცრავად და ის რომ ვუქენით განათლების სამინისტროს, მაგრამ დებილი დებილია და უნდა ითქვას...
    გავიგე, ამ ბლოგს მიშა კითხულობსო და ბარემ მივმართავ:
    ბატონო პრეზიდენტო, განათლების სამინიტროს მარგინალები დებილები არიან. იმდენიც ვერ მოიფიქრეს, სანამ პოლიციელ მანდატურებს სკოლებში შეყრიდნენ, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ორი სიტყვა მიეგდოთ, რატომ და რისთვის ყრიდნენ ზემოთსენებულებს, ახლა მეათეკლასელები 5 წლით უფროს მანდატურებს რომ უპადიეზდებენ დილა - შუადღე-საღამოს...
    და რაღა გვიკვირს, ბარათაშვილი თუ ავიწყდება ჩვენს მასწავლებელს ან ბარათაშვილსაც და კოლაუ ნადირაძესაც გენიალურ (ან პირიქით) პოეტებად "ასაღებს" (ეს უკვე ფორუმის თემიდან)..
    ჰოდა მაგის თქმა მინდოდა..
    :ჩემიღამეულიშფოთვები:

    ОтветитьУдалить
  2. ეჰჰჰ :(
    ბარათაშვილი და ვეფხისტყაოსანი ინგლისურად უნდა ისწავლონ აწი ბაღნებმა?
    ვაჰ მე, მიტუასა << ეს გამოთქმა მაგრად მოუხდებოდა ამ სიტუაციას და რატომ:
    რა გამოდის, დედის საფლავებს გადავაბიჯეთ და სიდედრის საფლავებზე წაგვივიდა გული? ასე მიდგა საქმე? ქართულს აღარ ვცეთ პატივი?
    ინდონეზიის დონეზე დავდივართ ნელა-ნელა რომ ქართულთან ერთად ინგლისური გვექნება მალე სახელმწიფო ენად? რუსული არ გვინდაო და ინგლისური გვინდაო. არც რუსული მინდა და არც ინგლისური. და ქართულის წესიერად სწავლა მინდა, ქუჩაში გაფუჭებული ენის გამოსწორება მინდა...
    მინდა!
    ეს არის ჩემი დაკვეთა!

    ОтветитьУдалить
  3. კოლაუ ნადირაძე - მაგის კრებული მაქვს :)
    კარგია თუ მაგას მაინც კითხულობენ :)

    მე ვფირობ, არ ხუმრობდა ის ახალგაზრდა :)

    ОтветитьУдалить
  4. რატომ არ მიკვირს ნეტა:(
    რაც მე 4 წლის განმავლობაში ვისმინე საკუთარი ჯგუფელებისგან, დღეს უკვე ფილოლოგიის ბაკალავრებისა და მაგისტრებისგან, რომელი ერთი ვთქვა:
    წერს _ აქ თურმე -ს ბოლოსართი მიცემითი ბრუნვის ნიშანი ყოფილა;
    ანაც სახელობითი: წერა, წოდებითი: წერო.
    მესამე კურსის ბოლოსაც სინტაქსიც და მორფოლოგიაც უბრალოდ გრამატიკა იყო ისევ, არადა ამ ორს შორის ისეთივე სხვაობაა, როგორიც ანატომიასა და ფიზიოლოგიას შორისაა.
    კოკო გამსახურდია რომ უნივერსიტეტში მოვიდა, ერთს გაუკვირდა, არ მეგონა ცოცხალი თუ იყოო. ზოგს, მართალია მეორე კურსზე, მაგრამ, არა მგონია, მას შემდეგ რამე შეცვლილიყო, ეგონა, რომ შოთა "ვეფხისტყაოსნის" წერისას "სიტყვის კონას" იშველიებდა, თუმცა როგორც ამის მოვარაუდე იტყოდა "ვეფხვის ტყაოსნის" და ნესტან-დარეჯნის. "თხუზულებებზე" და მსგავსებზე აღარაფერს ვამბობ...
    და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი _ კურსელების აბსოლუტურ უმრავლესობას ესირცხვილებოდა, მარტივად რომ ვთქვათ, "უტყდებოდათ" ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტობა:(
    დღეს ზოგიერთი ამათგანი გაკვეთილს ატარებს...
    წარმოიდგინეთ თავი იმ მოსწავლეების ადგილას? როგორია?

    ОтветитьУдалить
  5. ვაი, ვაი და კიდე ვაი!..
    ინგლისურად რომ უთარგმნონ უფრო მიხვდებიან, სამწუხაროდ...
    ფორუმის მიხედვით, სულ არ ხუმრობდა ის ბავშვი, სერიოზულად ითხოვდა დახმარებას.
    რა შუაშია მასწავლებელი და განთლების რეფორმა?! მშობელი ეყოლება დებილი და იმის ბრალია, თქვენ ყველაფერს სკოლაში სწავლობდით? სულ დებილი მასწავლებლები რომ მყოლოდა, ამას მაინც არ ვიტყოდი.
    ვაიმე, როგორ გავბრაზდიიიიიიიი!.. და ასეთი დებილები გვეზრდება, თავში ხელი უნდა ვირტყათ სულ!..
    და ინგლისური ვინც არ იცის დიპლომს ვერ მიღებსო, კაი რა!.. ალბათ არ იციან რა დებილები გვეზრდება, ქართული უნდა ისწავლონ ჯერ, საშინლად მეტყველებს ნახევარი საქართველო (რბილად რომ ვთქვათ) და ისევე წერს, როგორც მეტყველებს.
    საშინელებაა!..
    (მაპატიეთ ზედმეტი თუ მომივიდა, მაგრამ აქ თავს ვერ შეიკავებს ნორმალური ადამინი)...

    ОтветитьУдалить
  6. ღადაობს თუა რ ღადაობს არ ვიცი, კატასტროფა იყო, მაგრამ იქ ერთი ტიპი წერდა - ილია II ნიკით და არის იმ კაცის მსჯელობაში სიმართლის მარცვლები. ანუ გაზეპირბუელი, უშინაარსო და პათეტიკური მართლა ბევრი რამ გვისწავ ლია, სავალდებულო რომ იყო, ხელებზე ბურძგლებდაყრილს რომ უნდა გვეთქვა ზეპირად :D

    მაგრა, მე უფრო ის მაინტერესებს, რომელ გენიოს მასწავლებელს მოუვიდა თავში აზრად, ამ სტრიქონების შინაარსი მოეთხოვა? გასაშინაარსებელი მართლა რა არის მანდ? გეფიცები, მე რომ მომთხოვონ, თუ დავწერო, ვერც და არც დავწერ, რა სისულელეა ჯერ ლექსის, ან პოემის ასეთი მხატვრული ნაწილის შინაარსის დაწერა?

    პ.ს. ლელიანის კომენტარი ცალკე პოსტადაა გამოსატანი :(((

    ОтветитьУдалить
  7. რამდენჯერმე გადავიკითხე პოსტიც და ლილიანის კომენტარიც...არ ვიცი რა ვთქვა...მაგრამ მშობლის ბრალიცაა უდაოდ, მასწავლებელზე, რომ არ ვთქვათ არაფერი :(

    ОтветитьУдалить
  8. არ გკიდიათ ღადაობს თუ არ ღადაობს.
    ვგიჟდები ეს ხალხი რეებზე ნერვიულობს პირდაპირ.

    ОтветитьУдалить
  9. არ ღადაობს ნამდვილად :(

    ОтветитьУдалить
  10. მოდით აბა ჩვენში ჩვენი შევათვალიეროთ?

    ОтветитьУдалить
  11. dexter
    ფულს მიხდიან მეთქი ამაში ხომ ვთქვი :)))

    ლელიანი :))
    დიდი მოწონება შენს კომენტარს ჩემგან :)

    nastinka9
    ანუ? :)

    ОтветитьУдалить
  12. ამობეჭდე და სამინისტროს კედელზე გააკარი.
    სარგებელი 1: დიდი შანსია, ასე მაინც წაიკითხონ
    სარგებელი 2: დაგიჭერენ და გასიამოვნებენ

    ОтветитьУдалить
  13. ამობეჭდე და სამინისტროს კედელზე გააკარი.
    სარგებელი 1: დიდი შანსია, ასე მაინც წაიკითხონ
    სარგებელი 2: დაგიჭერენ და გასიამოვნებენ

    ОтветитьУдалить
  14. თემა გადავიკითხე და ბარათაშვილი თუ ძველი ქართულით წერდა, ამას როგორ ვიფიქრებდი :დ :ლოლ:

    ისე არ გამოვრიცხავ (და არც გამიკვირდება) რომ კაიფობდეს. თუ არ კაიფობს და არც ეგ მიკვირს.
    სადღაც წავიკითხე, აბიტურიენტების თემების გასწორებისას, თურმე გამსწორებლები იცინოდნენ: მესიჯის ენით წერდნენო
    :დ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)