![]() |
ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 წარმოგიდენთ მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმს "გადამწყვეტი ბრძოლა ქოშისთვის " |
ამას წინათ შალვას სტატია ვნახე, სადაც მაიკოს კონკიას ადარებს, ხოლო ნანუკას დედინაცვლის გათამამებულ ქალიშვილს.
და მართლაც მაიკო სწორედ ისეთ კატეგორიას ეკუთვნის, სულ იმას რომ უდარაჯებენ სახლთან თეთრი რაში ხომ არ შეჩერებულა შემთხვევით.
პროფილის ყურებისას კი სულ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“ მაგონდება მთავარი გმირი თანამშრომელ ქალზე რომ ფიქრობს “შენ აქ რა გინდა? შენ ეზოდან ამოსული ჭუჭყიანი ბავშვების შერეკვა უფრო მოგიხდებოდაო სააბაზანოში”
მე როგორც მახსოვს, კონკიაც სწორედ საღამოს 10 საათზე გამოცხადდა ბალზე და როდესაც 12 ხდება მაიაც სწორედ კონკიასავით ღელავს და ჩქარობს მალე დაამთავროს გადაცემა, მალე დაგვიქნიოს ხელი, რომ როგორმე იმ ეტლმა არ გაასწროს გოგრად ქცევა რომ ემუქრება შუაღამის მერე, მაშინ როდესაც სულ არ ეჩქარება ნანუკას და ზოგჯერ ერთი საათითაც ადრე იწყებს გადაცემას, გადაცემის დღეებს ცვლის და მისი რეკლამაც იმდენჯერ გადის ეკრანზე, რომ გადაცემა გადაცემის უნახავად გვებზრდება (კონკიას ამდენს აბა ვინ გააბედინებს?!)
თუმცა რაც არ უნდა იყოს ყველა ზღაპარში კონკიას და დედინაცვლის გათამამებულ ქალიშვილსაც სწორედ ერთი რამ აერთიანებთ – ბროლის ქოში. სწორედ ეს ვერ გაუყვიათ და მასში ვერ ჩაუტევიათ საკუთარი ფეხი.
ეს ბროლის ქოში კი ჩვენ ვართ მაყურებელნი, მგრამ არა ბროლის, ვინ გვაღირსა ბროლობა? ბროლის რომ ვიყოთ ჩვენც ასევე ხელიდან ხელში საგოგმანებელნი გავხდებოდით – გაგვიფრთხილდებოდნენ, ჩაის მოგვიტანდნენ, თბილ პლედს მოგვახურებდნენ, გამართული ქართულით გვესაუბრებოდნენ ბოლო–ბოლო, ან უბრალოდ ქართულით.
მაგრამ საქმეც ის არის, რომ ვინ მოგვაშავა ბროლობა?!
ორიგინალში კონკიასაც კი არ სცმია ბროლის ქოში. ის მუხისგან იყო დამზადებული. კონკია ძალიან დაღლილი იყო სწორედ ამიტომ კეთილმა ფერიამ მას სპეციალურად აურჩია ასეთი სამოსი – გიცდიათ დაღლილზე ბროლის ფეხსაცმლით კაკუნი? ბროლი მერე გაჩნდა დისნეიში, რომელსაც ყველაფრის გაფერადება სჩვევია.
ზღაპარი კი ყველა მაინც ბოლოს ერთნაირად მთავრდება, ქოში ყოველთვის და ყველგან მაინც კონკიას რჩება, არა იმიტომ რომ ასეა საჭირო, არამედ ზღაპარია და მისი ბოლო რომ კეთილი არ იყოს, რაღა დააძინებთ მერე ბავშვებს?
თუმცა ცხოვრებაში რომ ყველაფერი სხვანაირად ხდება ეს მე რომც არ მეთქვა თქვენც მიხვდებოდით რამენაირად.
ჯერ ერთი ვინ შეუშვებდა კონკიას სამეფო წვეულებაზე, ფეის კონტროლი დაბრაკავდა მაშინვე. მერე და რას მიქვიან ის კეთილი ფერია? ანგარიშფატქურის გარეშე კაბას კი არა ბალიშს არ მიგაკერებინებენ კაბაზე. მერე ასე სიმწრით მოპოვებულ ბროლის ქოშს ვინ დატოვებდა კიბეზე. მერე რომელი ბიჭი დაიწყებდა ასე კარდაკარ ძებნას ქალისა? და ბოლოს ისეთს ვინ შეუშვებდა სახლში ქოშებს რომ კიბე–კიბე კარგავს?
![]() |
"რას ბრძანებთ ჩემო ბატონო?!" |
P.s.
და რადგანაც ჩვენ ზღაპარში არ ვართ, არ ვიცით საბოლოოდ ვის დარჩება ის ბროლის ქოში და არც ის მოგვეხსნება რამდენ ხანს გაგრძელდება მის გაყოფაზე, მისაკუთრებაზე, ყურადღების მიქცევაზე წივილ-კივილი, ფარული მტრობა და ფეხების დამტვრევა...
P.P.s.
მთავარია სადმე არ მიამსხვრიონ ისიც.
qoshi muxis ki ara xaverdis iyo tu ragac rbili masalia ase maxsivs, broli targmanidan gachnda! mec wavikitxe shalvas statia da momewona
ОтветитьУдалитьesec kargia :) magram shen rom wer xolme mtlad isetic vera
ჰეჰე, ისიც თუ მიიმსხვრა, აი მერე იმ ნამხვრევებს ცალ ცალკე პატორენები გამოუჩნდება და იცხოვრებენ ტკბილად და ბედნიერად. :)
ОтветитьУдалитьჰეჰ ჰექსე დაგვიბრუნდა ჩვეულ სტილში.:)))
ОтветитьУдалитьკარგი იყო!
აი ბროლოს ქოში კიდე, ჩვეულებრივი უხარისხო მინაა და ისეთად აღიქვამენ კიდეც.
მარტო ქუსლი ქონია იმ ქოშს ბროლის
გამართული ქართულით გვესაუბრებოდნენ ბოლო–ბოლო, ან უბრალოდ ქართულით.
ОтветитьУдалитьოოოოოოოოოოო
მღლის უკვე ეს გამართულ ენაზე საუბრის მოწოდებები
ანგარიშფატქურის გარეშე კაბას კი არა ბალიშს არ მიგაკერებინებენ კაბაზე.
ОтветитьУдалить:დ :დ :დ :დ
ჭეშმარიტებას ღაღადებ
მაგრამ ბალიშებს კი არა ჩემო კარგო, უკვე კოვზებს
სულ ჩამორჩი რაააააააა :დ :დ :დ
taa
ОтветитьУдалитьკოვზები ჯერ არ მინახია ასე რომ ისევ ბალიშებზე დავწერ :)
თან ეგ იმდენად ახალი ხილია რომ შეიძლება ბევრი ვერ მიხდეს რომელ კოვზებზეა ლაპარაკი :)
mont blanc pens
ОтветитьУдалитьcoach factory outlet online
oakley sunglasses outlet
pandora charms outlet
moncler outlet online
cavaliers jerseys
adidas superstars
purs jerseys
ralph lauren outlet
michael kors
170424yueqin
christian louboutin outlet
ОтветитьУдалитьsalvatore ferragamo
ugg boots
pandora jewelry
michael kors outlet
salomon shoes
sac longchamp
nfl jerseys wholesale
louis vuitton outlet online
columbia sportswear
20175.20chenjinyan
fitflops sale clearance
ОтветитьУдалитьauthentic jordans
kobe shoes
longchamp
cheap jordans
michael kors outlet
adidas yeezy
pandora charms
jordan shoes
atlanta falcons jersey
moncler jackets
ОтветитьУдалитьair jordan
off white shoes
moncler jackets
curry 6 shoes
yeezy supply
cheap jordans
off white shoes
curry shoes
off white