ნამდვილად არ ვიცი, რა ჰგონია პრაიმ ტაიმსს თავი. ალბათ სრულიად საქართველოს ბომონდის სულიერი მოძღვარი, რომელსაც ყოველ თვე უნდა ჩააბარონ აღსარებები სრულიად ღიად და გულახდილად. ხოლო თუ ისინი ამას არ აკეთებენ, ან რაღაცას მაინც მალავენ. პრაიმ ტაიმსის თავს უბრალოდ ვალდებულად თვლის თავით ჩაეფლოს ნაგვის ურნაში და ის იქამდე ქექოს, სანამ ისეთ რამეს არ იპოვის, რასაც მერე კარგად შეფუთულსა და სუნამო ნაპკურევს გაყიდის.
( ბომონდის უკეთესი სულიერი ცხოვრებისთვის რაღა თქმა უნდა - ცოდვების აღიარების შემდეგ სულიც ხომ გვიმსუბუქდება? )
ჭილაძე წერდა – " გუშინ თქმა არ შეიძლებოდა, ამიტომ თქმას ფასი ჰქონდა, დღეს თქმა შეიძლება სწორედ ამიტომ თქმასაც ფასი დაჰკარგვიაო."
რადგან დღეს ჯერ კიდევ გუშინ არის და გარკვეული მიზეზების გამო თქმა ჯერ კიდევ არ შეიძლება, ჩემს განსაკუთრებულ სიმპატიას იმსახურებს ყველა, ვინც პირდაპირ, ლაკონურად და გასაგებად ეტყვის პრაიმ ტაიმსს ნაგავი რომ არის.
აქამდე ეს მხოლოდ თიკა ფაცაციამ მოახერხა "პროფილში."
სხვა ყველა დანარჩენი ამ ტაბლოიდის მეხოტბეთა რიგში არიან და ამავე რიგში უნდა გვეგულებოდნენ კიდევ დიდი ხნით.
პროფილის მეორე სტუმარი პრაიმ ტაიმსის ჟურნალისტკა, რომლისაც თურმე ყველას ეშინია. ვკომპლექსდები რომ ვერაფრით ჩავატიე ჩემი თავი ამ ყველაში, რადგან ეგ გოგო ჩემში შიშს კი არა გულის რევის შეგრძნებას იწვევს. უკიდურესი სიამაყის გრძნობით მეასედ რომ ყვება როგორ დაადგინა ფადი ასლის ია ფარულავა რომ არ ჰყვარებია რეალურად. და მთელი მისი შინაგანი სამყარო ის არის რომ ვიღაცის თეთრეულში იქექება აქტიურად და ამით საშინლად არის ამაყი.
ყველაფერი რასაც აკეთებ კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს სხვა ყოველივე ამაოა. იმის დამტკიცება, რომ ვიღაც ყვითელ იხვთან ერთად ბანაობს, პლუშის დათუნიასთან ერთად სძინავს არაფრის მომტანია. არაფრის მომტანია ყველა კვლევა რომელიც არ პასუხობს კითხვაზე მერე?
აი შევამოწმოთ, მაგ: ფადი ასლის რომ ია ფარულავას ნაცვლად ვიღაც სხვაზე უდგება, ან ნანიკო ხაზარაძის ყოფილი ქმარი რომ თურმე პიდარასტი ყოფილა.
მერე?
მერე არაფერი და უფრო სკანდალური თემის ძებნას იწყებ, უფრო მნიშვნელოვნად რომ მიიჩნიო თავი, რადგან როცა არაფერს ქმნი მნიშვნელოვანს თავად გიწევს იმის მტკიცება მნიშვნელოვანი რომ არის ის რასაც ქმნი, იმიტომ რომ თავად არ გჯერა ისტორია რომ შეაფასებს, ისტორიას რომ გაუძლებს და თუნდაც 1 წლის მერე კიდევ ვინმეს მაინც რომ ემახსოვრები.
P.s. მე მაინც არ მგონია რომ ყველა მეძავი, რომელმაც კიმონო ჩაიცვა გეიშად უნდა მივიჩნიოთ უსათუოდ.
არა?
არა?
:thumb up:
ОтветитьУдалитьპროფილში იყო მაგაზე გადაცემა?
ОтветитьУдалитьმინდა ამ ქალის ნახვა : D
გაიხარე, ძლივს რა, ერთი ადამიანი, ვინც ჩემსავით ფიქრობს... წაიღეს ტვინი ამ ყვითელი დეგენერატული გაზეთით, გახადეს პოპულარული იდიოტობებით და ლამისაა ქართული ჟურნალისტიკის სიმბოლოდაც მიიჩნიონ, გავმწარდი რა!..
ОтветитьУдалитьდა რა მოსწონთ ამ გაზეთში ვერ გავიგე... თუმცა, ჭორების და სისულელეების სიყვარულით გამოვირჩევით და რაღ გასაკვირია...
ჯერ ნანუკა მიაკვდა მაგის პოპულარობაზე ზრუნვას და ახლა ამ ქალბატონმა უცნაურობამაც დაიწყო... ჯერ რა თემაა საერთოდ რა, რომელი Fორბსი პრაიმ ტაიმი გამიხდა, რომ მაგის ჩატარებულ კვლევებზე გადაცემები კეთდებოდეს. თემა ვერ მოიფიქრა თუ რა უბედურებაა...
მოკლედ, გეთანხმები და მიხარია რომ ასე ფიქრობ ;-)
ნამდვილად :)
ОтветитьУдалитьprada outlet
ОтветитьУдалитьmichael kors outlet
oakley sunglasses
basketball shoes
louis vuitton outlet
chaussures louboutin
nike air max pas cher
vans shoes
louis vuitton outlet
cheap jordan shoes
20175.20chenjinyan