ახალბედა ბლოგერებს
იმ ნათელ და კარგ დროს, მე რომ ბლოგერობას ვიწყებდი ბლოგერი მაშინ იყო სამი, ჰაჰა 4 კარგი ბლოგერი კი თითქმის არ არსებობდა. ახლა კი დრო დადგა ისეთი, ვინც ბლოგი გახსნა და იქ რა "ძნელია ცხოვრება" ან რამე მსგავსი იდიოტიზმი დაწერა - ბლოგერია
და პატრონიც არ ყავს ვინმე რომ უთხრას წადი შვილო სახლშიო.
ჰოდა იმ ძველ დროზე ვყვებოდი მე რომ ბლოგერობა დავიწყე, ჰოდა რადგან მაშინ ბლოგერები არ იყვნენ, კარგი ბლოგერები ხომ საერთოდ მეც არ მყავდა პატრონი ის რომ ეთქვა, ესე კი არა ისე უნდა წეროო.
მერე გავიდა დრო, გოგონა გაიზარდა, მთავრობა შეიცვალა და ბლოგოსფეროში წარმატების მიღწევის მრავალი მეთოდი ჩამოყალიბდა.
გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
- წარმატებას სუნი არ აქვს.
ანუ არ აქვს მნიშვნელობა როგორ მიაღწევ ამ წარმატებას.
"მიზანი ამართლებს საშუალებას" - მართალია როდესაც მაკიაველი ამ სიტყვებს ამბობდა მასში სახელმწიფო საქმეებს უფრო გულისხმობდა, ვიდრე ბლოგინგს, თუმცა ამას ამ საუკუნეში უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ამიტომ წერეთ ლაღად და თავისუფლად სექსზე, მაგალითად პოსტი სათაურით "ჩემს შეყვარებულს აღარ უდგება."
ახლა ვიღაც იტყვის მერე რაღა დავწერო ამ პოსტშიო. შესაძლოა არც არაფერი ღირებული. კარგი ბლოგერი სულაც არ ნიშნავს, რომ კარგად წერ (სამწუხაროდ) ქართველი მომხმარებელი შეჩვეულია უკვე მოტყუებას და ჩვენ უკვე შევეგუეთ იმას რომ ჟურნალში სათაურით "ყველაფერი სექსის შესახებ" შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერზე ეწეროს გარდა სექსისა.
და ექნება ამ პოსტს 1001 კომენტარი .... მენდეთ მე...
ნუ ღელავთ! თეორია, რომ სექსზე წერს ის, ვისაც წარმოდგენა არ აქვს სექსის ძალიან ცოტამ თუ იცის ასე რომ თამამად.
და გახსოვდეთ! ძუძუები, როგორც ასეთი ღმერთმა ერთი მიზნით შექმნა, მაგრამ მას ყველა სხვადასხვანაირად იყენებს.
საკუთრების დანიშნულებისამებრ და არადანიშნულებისამებრ გამოყენების უფლებასაც (ისევე როგორც ბევრ სხვა რამესაც) კონსტიტუცია გაძლევთ ( ეგრე კი არ არის?)
- პირადი აქციე საჯაროდ.
ინტიმური ლათინური სიტყვაა და შინაგანს ნიშნავს, თუმცა 21-ე საუკუნე... გამჭვირვალობას მიაქვს ქვეყანა, ლუსტრირების კანონს ვიღებთ, ყველა საჯარო დაწესებულება შუშის გვაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ დაბურული მინებიც კი აიკრძალა ნოემბრის აქეთ. ასე რომ ვიღას რაღად უნდა შენი შინაგანობა. ასე რომ ყველაფერი შინაგანი გამოფინეთ. ( ნუ ღელავთ მალე ისეთ კანონსაც მიიღებენ რომელიც პირადი ცხოვრების 25%-ზე მეტად დამალვას აკრძალავს... მენდეთ)
და მერე თქვენ დიდ ხანს იამაყებთ რომ იმდენად კარგი ტიპი ხართ, რომ დღეში 889 ადამიანი შემოდის მხოლოდ იმის წასაკითხვად როგორ სვამდი ყავას სამსახურის ბუფეტში, როგორ უხდება შენს ქმარს ტაიდით გარეცხილი სუფთა პერანგი, ან როგორ ფარავს შენი ახალი ტანგა შენს ახალ ტამპონს.
- თუ არ იცი წერა, დაკავდი სხვა საქმით.
როგორც თავში აღვნიშნე კარგი მწერალი, ბლოგერი სულაც არ ნიშნავს რომ აპრიორი კარგად უნდა წერდე. შეგიძლია მოაწყო კონფერენციები, შეხვედრები, ტრენინგები,საღამოები და იქ სერიოზული სახით იმსჯელო ქართული ბლოგინგის განვითარებაზე. მთავარია ყველამ გაგიცნოს, როგორც ბლოგერი. მერე რა რომ ამ ყველადან ნახევარს საერთოდ არ ეცოდინება შენი ბლოგი მეორე ნახევარი კი იფიქრებს რომ სრულ სისულელეს წერ?
ჩვენ ერთად ვანვითარებთ ნიუუუუ-მედიას კაცმა არ იცის რით, მაგრამ მაინც ვანვითარებთ.
- გააკრიტიკე პოპულარულნი!
თუ გინდა გახდე მეფე, მოკალი მეფე!
ასე რომ რაც საზოგადოდ ცნობილია, რომ ყველას მოსწონს დაწერე რომ მსგავსი სისულელე არსად გინხავს/წაგიკითხავს/მოგისმენია. ამას რაც უფრო დამაჯერებლად დაწერ მით უფრო კარგია. ნუ გეშინია მრვალად გამოჩნდებიან ისეთები ვინც შენნაირად ფიქრობს, თუ არ გამოჩნდებიან უფრო კარგია. დაწერე მეორე პოსტი რომ იმდენად ორიგინალური ხარ რომ შენნაირად (წარმოგიდგენიათ?!) არავინ ფიქრობს და ნეტავ რად დაიბადე ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს მაია ასათიანი და თიკო სადუნიშვილი მოსწონთ.
P.s. არაფერია ამ ქვეყანაში პოპულარობის მოპოვებაზე ადვილი, მთავარია რომ მიზანი ამართლებდეს საშუალებას, წარმატება კი ისევე როგორც ფული არასდროს ყარს, ან თითქმის არასდროს.
:))
ОтветитьУдалитьმეც მაქვს მომზადებული, დაახლოებით, ასეთი პოსტი..
გამოვაქვეყნებ ამ დღეებში..
კი არა, ალაგ-ალაგ რა კარგად გამოგივიდა (შენც იცი, რაც)..
:)
შენ ბოლოს აწვები, ჰო? :D
ОтветитьУдалитьეს ბოლო იმიტომ დავწერე რომ მერე რე-პოსტში არ დაეწერათ შენ რომ ასეთი ხარო.
ОтветитьУдалитьდა თანაც სიმართლე ითქვს ჩემი ბლოგი მაგით გახდა პოპულარული, თორემ გაცილებით კარგად ვწერდი ადრე. :))
მგონი :)
ეხლა ეგ უნდა მეთქვა ჰექსე, რომ შენი ძველი პოსტები გაცილებით კარგი იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნაკლებად პოპულარული იქნებოდა ვიდრე ისინი, რასაც ამ ბოლო დროს წერ. ჰოდა, ახლა ხომ გახდი პოპულარული ამ პოსტებით და ისევ ძველებს დაუბრუნდი რა :) თუმცა, მგონი უბრუნდები ისეც :)
ОтветитьУдалитьყველაფერში გეტანხმები და მგონი მივხვდი ვის მიმართ იყო დაწერილი :))
ОтветитьУдалитьნატალია
ОтветитьУдалитьდავუბრუნდები ოდესმე ალბათ.
ბლოგზე თუ არა სხვაგან მაინც.. :)
ეგოისტი
nothing personal
კარგი პოსტია. სამართლიანი.
ОтветитьУдалитьიცი რა, ვისაც რაზე უნდა იმაზე დაწრს, შენ თუ არ მოგწონს და არ გაინტერესებს ნუ წაიკითხავ!და სულაც არ გაქვს ისეთი პოპულარული ბლოგი, როგორიც შენ გგონია თუ გინდა:)
ОтветитьУдалитьარ ინერვიულო :)
ОтветитьУдалитьთავიდან არავის გვაქვს პოპულარული ბლოგები.
მერე ვხვდებით ...
გეთანხმები ნინ.
ОтветитьУдалитьზოგადად ბლოგინგი მოდაში შემოვიდა და რამდენიმე თვის მერე გაიცხრილება ყველა ის ვინც მოდის გამო გახსნა :)) შესაბამისად უკეთესი "მწერლები" დარცებიან და ეშველება ნიუმედიასაც ; ))
ОтветитьУдалитьბოლო მაგრად მომეწონა. :)
ОтветитьУдалитьდა მერე თქვენ დიდ ხანს იამაყებთ რომ იმდენად კარგი ტიპი ხართ, რომ დღეში 889 ადამიანი შემოდის მხოლოდ იმის წასაკითხვად როგორ სვამდი ყავას სამსახურის ბუფეტში, როგორ უხდება შენს ქმარს ტაიდით გარეცხილი სუფთა პერანგი, ან როგორ ფარავს შენი ახალი ტანგა შენს ახალ ტამპონს.
ОтветитьУдалитьme maqvs piradi postebi, uamravi, yavazec vwer da samsaxurzec xolme :)
magram tamponebisa da tangebisgan mainc tavs vikaveb :D :D :D :D
aninimuss kide ert rames vetyodi
ОтветитьУдалитьmtavaria araa gqodes popularuli blogi - me piradad mirchevnia mqondes sakvareli da saintereso blogi
unednieresi var xolme rom mceren sheni blogi mikvarso
mec ae mikvars hexse-s blogi da ramdenime sxvisac
amitom dzalian cdebi shefasebashi da sainteresoa - shen ra blogi gaqvs da ramdenad popularuli?