14 ноября 2010

7 სასიცოცხლო მოთხოვნა ჟურნალისტებს

 მე ერთსაც ვიტყვი და მერე თქვენ იცით და აგურმა ....


მე, საქართველოს  რიგითი მოქალაქე, მთელი ბავშობა ჟურნალისტობაზე მეოცნებე,  ამჟამად ტელევიზორთან გულშემოყრით მჯდომი ერთ-ერთი ტელემაყურებელი ვითხოვ,
ჟურნალისტებს მოეთხოვოთ: 
  • ფსიქო 
იმაში დასარწმუნებლად, რომ რესპოდენტს არ დაახრჩობს, არ მოგუდავს, სულს არ ამოხდის, არ უკბენს, არ უღრენს, მიკროფონს სახეში არ გაარტყამს, თვალებს არ დაჩიჩქნის და ა.შ.  
  • სრული სახელი 
 (არსებობის შემთხვევაში) ძველმოდურად ჩამთვალეთ და არანაირი სურვილი არ მაქვს ახალ ამბებს მაცნობდეს ჟურნალისტი მაკუნა, მოვლენათა ეპიცენტრიდან ერთვებოდეს ჟურნალსიტი ლევანიკო  და სადღაც მერიოტში თიკჩო ინტერვიუს ართმევდეს რომელიღაცა თანამდებობის პირის პირველ მოადგილე- ანჩოს.
  •  ქართული ენის ცოდნა 
არ გვინდა არც ინგლისური, არც ფრანგული, არც ჩინური. საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ჩავწეროთ - ქართული ენის სავალდებულო ცოდნა. დაენიშნოთ პედაგოგები (ოღონდ ისეთები არა ბრუნებას უღლებისგან თავადაც რომ ვერ არჩევენ) და დაევალოთ ქართული ენის ინტენსიური შესწავლა.
  • მეტყველება

ლას, ლას, ლის ლის, ლეს ლეს, ლოს ლოს,  ლუს ლუს იმეორონ ხშირად.  გადაეცეთ ენის გასატეხთა კრებული  და თუნდაც იარაღის მუქარით დაევალოთ სიტყვების ბოლომდე დასრულება. სიტყვიდან ასო-ბგერათა ამოგდებისთვის კი დაწესდეს ჯარიმები.
  •  ლოგიკური აზროვნება  
ეს იმისთვის რომ რესპოდენტს,  რომელმაც ყველა ნათესავი ომში დაკარგა,   თავად კი იქიდან ცალი ხელით და ცალი ფეხით გამოასწრო არ კითხოს- არ იყო ეს რთული? რადგან ისედაც უნდა ხვდებოდეს, რომ ეს რთული იქნებოდა. ( მაიკო, მეც კარგად ვარ, გმადლობ:))
  • უნარ-ჩვევები 

დასაწყისისთვის შეუმოწმდეთ მარტივი უნარები, ისეთი როგორიც არის ზედიზედ ორი სიტყვის  ერთმანეთზე გადაბმა და სუფლიორის გარეშე "გამარჯობა, მე მქვია ნათელას"-ს უშეცდომოდ  წარმოთქმის შესაძლებლობა.
  • მნიშვნელოვანის მისი ანტონიმისგან გარჩევის უნარი 
მოვითხოვ არხმა გაანალიზოს რომ  ტელევიზია (თუნდაც კერძო)  მათი საოჯახო ფოტო-ალბომი არ არის და შესაბამისად მათი თუნდაც ყველაზე საყვარელი თანამშრომლის თუნდაც ყველაზე სარფიანად გათხოვების ამბავი შეუძლიათ ვიდეოზე ჩაწერონ და საახლობლოში რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ უყურონ.

რელევანტურის ირელევანტურისგან გარჩევის პრობლემა იმედსაც მწვავედ უდგას დღის წესრიგში,  ამაში დასარწმუნებლად კი ეს ორი პოსტიც კმარა.
  1. "და თქვენ როგორ აღიქვამთ მონიკა ბელუჩის შიშველ სხეულს?!"
  2. "სექსი დიდ ქალაქში 2"-ის პრემიერაზე მე ვიცვამ..."

P.s. ნეტავ...
ყველა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესურას ერთად შეკრიბავდეს ვინმე და რამდენიმე თვიანი ტელევიზორის ყურების შემდეგ კითხავდეს:
"ამათ თქვენ ასწავლიდით ბატონებო?!"

8 комментариев:

  1. ვუერთდები მოთხოვნას :)

    ОтветитьУдалить
  2. მარტინ ლუთერი შენით იამაყებდა, დაო ხექსუს!

    ОтветитьУдалить
  3. Dzalian momecona posti :)
    Umgalesi Shepaseba :)

    ОтветитьУдалить
  4. ბოლომ საერთოდ დაგლიჯა. მარტო შენ თუ მოიფიქრებდი ამას ჰექს :*

    ნეტა თვითონ იმ ლექტორებს არ ცხვენიათ? თუ თავს იმართლებენ მე ასეთი ჟურნალისტიკა ვიციო. მერე ეს ჟურნალისტები მოვლენ იმ ლექტორების ნაცვლად და უფრო უარეს დღეში ჩაგვაყენებენ :)

    ОтветитьУдалить
  5. ვაიმე ნეტავ რა. აი ნეტავ. ოდესმე დადგებოდეს დღე, როდესაც მაგ მოთხოვნებს მიაქცევს ვინმე ყურადღებას.

    ОтветитьУдалить
  6. ბედნიერი ვარ ჩემს გარდა ვიღაც რომ წუხს ამაზე, თან ასე ზოგადად კი არა ”არ ვარგა ქართველი ჟურნალისტები” და სხვა მსგავსი ფრაზებით, თითოეული პუნქტი აუცილებლად გასათვალისწინებელია. იქნებ გვეშველოს რამე, ჰა?

    ОтветитьУдалить
  7. აუ მხოლოდ მეტყველება გაუსწორონ და მე პირადად მაგზეც მადლობელი ვიქნები...
    სალომე არშბას კულ(ь)ტურაზე тошнит...

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)