1. რა ჯიშია?
ზედმეტად ცუდი სტერეოტოპია დამკვიდრებული.
მოდელი - როგორც 12 სანტიმეტრიან ქუსლზე შემდგარი მანეკენი ორ თითში გარჭობილი სიგარეტით, მეორე ორი თითით "პჩოლკის" გასწორების პარალელურად სიტყვებით "პროსტა არ არსებობს"
როგორც წესი არაფერზე მოეკითხება აზრი გარდა იმისა, შემწვარი კარტოფილი საღმაოს 6-ის მერე ასუქებს თუ 7-ის მერე?
არადა ჩემი აზრით, - მოდელები არიან ადამიანები, რომლებიც სილამაზეს ემსახურებიან და ასეთები ნამდვილად არ უნდა იყვნენ, მაგრამ ... ერთხელ დამკვიდრებული სტერეოტიპი, როგორც ერთხელ დადგენილი ნასამართლეობა - არ მოგწონს, მაგრამ მის გაქარწყლებას დრო სჭირდება, ზოგჯერ ძალიან დიდიც.
2. აი რა ხდება ხოლმე როდესაც შედარების ერთადერთ კრიტერიუმად სილამაზეა განსაზღვრული .
3. სხვისი ტრაგედიის (ტრაგედიაა აბა რა როდესაც ორი მდედრობით სქესის წარმომადგენელი ასე ქაჯურად წაეკიდება ერთმანეთს) შოუდ ქცევა არ მიმაჩნია მთლად მორალურად. (ნანუკა ახალი ვარცხნილობა ძალიან გიხდება. :) )
4. ყველა მოდელი ასე მეტყველებს თუ, როდესაც ვინმე დაასკვნის რომ ლამაზი ხარ მაშინ უკვე სულ ერთი ხდება როგორ მეტყველებ?
არა მგონია, რადგან შეასაძლოა ზოგჯერ მხოლოდ გისმენდნენ და არ გიყურებდნენ...
მაშინ უკვე ვერავინ იტყვის სამაგიეროდ ლამაზიაო..
5. რა მოხდა სინამდვილეში ჩვენ ამას ისევე ვერასდროს შევიტყობთ, როგორც კენედის ნამდვილ მკვლელის ვინაობას, ან გაიკეთა თუ არა მკერდი მაია ასათიანმა, ასე რომ ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ ვივარაუდოთ.
ჩემი ვარაუდი კი ის არის, რომ ეს ორი გოგო უბრალოდ ძალიან დათვრა. ხუთი ჭიქა კოქტეილის შემდეგ ალბათ უკვე სულ ერთი ხდება, ვინ გითრევს თმით და ვინ გესვრის ჭიქას.
მაქვს მეორე ვერსიაც უფრო ინტლექტუალური – შუშანიკის ვერსია გათამაშდა. იქაც სწორედ ღვინო შეასხა რძალს მამიკონიანის ქალმა, აქ კი უფრო მოდიფიცირებული ვარიანტი იყო, მართლაც და რა გასაკვირია რომ 21–ე საუკუნის ქალი მე–5 საუკუნისაზე უფრო თამამი ყოფილიყო და ღვინის შესხმის შემდგე ჭიქაც მიეფშხვნა სახეზე? სამწუხაროა რომ არ გვყავს ვარსქენი ასტამით.
6. უფრთხილდით ხმაურიანი ბარების მყუდრო საპირფარეშოებს მეგობრებო!
ამბობენ, იქ ისეთი ამბები ხდება პატიოსანი მკითხველის თვალით რომ არ წაიკითხებაო.
7. თუ ზედა პუქნტს არ გაითვალისწინებთ, სველი თმით იარეთ მეთქი რომ გითხრათ ჯანდაცვის სამინისტრო მიჩივლებს, ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ სველი ეფექტი.
ასე თუ მოიქცევით მერწმუნეთ, არავის გაუჩნდება სურვილი თმაზე სასმლის შესხმის იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყურება თქვენი თმა სველი (ციკლიდან "ქართველი მოდელების ეროტიული ფანტაზიები" )
8. როგორც წამყვანმა აღნიშნა: „მართლაც გენიალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შეყვარებული არაფერს გეკითხება, როდესაც გჭრიან“ – მინდა ეგეთი შეყვარებული – გადამინახეთ ერთი, თუ გინდათ ორი იყოს, მეგობარს წავუღებ..
9. მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს უსამართლოდ დასჯიან სიკვდილით. ჩამოვიდნენ მალაიზიელები ჩვენთან, - პატარა ტრენინგს ჩავუტარებდით, რის გამო შეიძლება დაიხვრიტონ ადამიანები.
10. და „ამ ბიჭებსაც უკვე ვეღარც ვამტყუნებ, ცოლები რომ არ მოჰყავთ“ – ეს ბოლო ჩემი კარის მეზობლის მოსაზრება იყო და მთხოვა ბლოგზე მიმიწერეო.
P.s. მომავალ თმის თრევამდე გემშვიდობებათ ჰექსე, რომელიც ეჭვმიუტანლად დარწმუნებულია იმაში, რომ ამ ორ–სამ (თუ ღმერთმა იცის რამდენი იყვნენ) გოგოს მორიგი ასეთი ხმაურიანი წვეულების დროს როდესაც ერთმანეთის დასახიჩრების სურვილი აღეძვრებათ, აუცილებლად გაახსენდებათ "ნანუკას შოუში" შერიგების ამბავი და მისთვის მიცემული პირობა – „აწი ჩვენ კარგი გოგოები ვიქნებითო“
P.p.s. და მაინც თქვენ ხომ არ მეტყვით - "რა ჯიშია?!"
ესა არის "ჰომო" მარა აი "საპიენსი"-სკენ აქვს მიდრეკილება სამწუხაროდ მარტო.
ОтветитьУдалитьრა ყველაფერ სისულელეს ვაპიარებთ ტელევიზიით. ეგეთი უნდა ჩაქოლო. მაგალითად: იუთუბზე არის ძველი მოამბის გამოშვების ნაწყვეტი, სადაც დაჭერილები არიან ვიღაც 2 გოგო და 1 ბიჭი მანაგუის ხარშვისთვის. ნუ იქ ისეთი ახსნა-განმარტებითები ჩაუტარეს რომ მეორედ მაგისი სურვილი სხვას კი არა თვითონ ამათაც დაეკარგათ :)
ОтветитьУдалитьაქ კი გოგომ დაჭრა გოგო. საშინელი ფაქტია. თუნდაც შემთხვევით და გადაცემაში მიიწვიეს. ეხლა ვისაც ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენა დიდ საქმედ მიაჩნია დანას არ ჩაიდებს ჯიბეში? და უკვე შემთხვევითობაც გამოირიცხა.
მერე ეს იტყვის ტელევიზორში მინდოდა გამოჩენა და პოპულარული ვყოფილიყავიო. ხოდა ასე იქნება სულ.
გადართეთ ტელევიზორები რაი1-ზე. სულ იცინიან და სამხიარულო გადაცემებია. მერე რა რომ არ გესმით იტალიური. ღიმილს ხომ დაინახავთ.
ჰექს. აქ შენ არ მოგმართავდი. იმ ვაიშოუს წამყვანებს მინდა დავანახო რაებს ჩადიან თავისი შოუს პოპულარობისთვის
მე საერთოდ ვერ გავიგე, რატომ გადაწყვიტა ნანუკამ, რომ ეს სიუჟეტი მოემზადებინა. რა შუაში იყო საერთოდ ნანუკას ფორმატთან.
ОтветитьУдалитьნანუკამ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იცის, რა და როგორ იყო, უბრალოდ ტელევიზიით არ გაამჟღავნა.
ორივე გოგო არის გამოთაყვანებული, "ისტერიჩკა" და უზრდელ-თავხედი. პრინციპში დღევანდელი თაობა უმეტესობა ეგეთია.
ან სალომე გოგიაშვილის ქმრის ისტორია რაში გვაინტერესებდა საერთოდ?! მაგრამ იმიტომ მივიდა სალომე მანდ, რომ ყველა მევალისთვის ეთქვა, მე ვერაფერს დაბირუნებთ, ჩემმა ქმარმა წაიღო ყველაფერიო. სალომეს რა უჭირს, ბიძინა ივანიშვილმა აუნაზღაურა ყველაფერი.
უფრთხილდით ხმაურიანი ბარების მყუდრო საპირფარეშოებს მეგობრებო!
ОтветитьУдалитьამბობენ, იქ ისეთი ამბები ხდება პატიოსანი მკითხველის თვალით რომ არ წაიკითხებაო.
eh nino, isetebi minaxavs mag sapirfareshoebshi :)