06 декабря 2010

მოკლე კაბის ტარების სტანდარტი

"" ნურავინ მიიღებს საკუთარ თავზე,
პოსტი მხოლოდ და მხოლოდ ერთ გოგოს ეძღვნება"



სიტყვა "თავისუფლება" ჭეშმარიტად საინტერესო სიტყვაა. კეთილ ნოეს კიდობანს ჰგავს ყველაფერს იტევს. თუმცაღა არც ისეა საქმე ზოგ-ზოგიერთებს რომ ჰგონიათ.

თუ არადა აბა მაშ ვისი რა საქმეა მე სად დავაგდებ ნაგავს, რა ფერად შევღებავ სახლს, სად გავჭრი კარს, სად დავრგავ ხეს და სად გავაკრავ პლაკატს....

"აი ვერ მოგართვით"- როგორც ერთი ახალგაზრდა და სიმპატიური კაცი იტყოდა. მაშინვე გამოჩნდებიან შესაბამისი სამსახურიდან და იმ აშენებულ-გაკრულ-დადგმულ-დარგულის დემონტაჟს გაცილებით უფრო შემჭიდროვებულ ვადებში მოახდენენ, ვიდრე მის აშენებას-დარგვას-გაკვრას დასჭირდა.

მიზეზი: ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებსო. ეს მიზეზი კი ისეთივე საპატიო, მრავლისმომცევლი და ბუნდოვანია, როგორც ფრაზა: გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. რომელიც ერთდროულად გაჩუმებს კიდეც და გაფიქრებს: " ნეტა რა უნდა იგულისმებოდეს მასშიო?!"
ჰოდა სანამ შენ ასე გაჩერებული-ჩაფიქრებული-პირდაღებული დგახარ კიდეც მიანგრევენ, უკაცრავად და დემონატჟს გაუკეთებენ შენ აშენებულ-მიშენებულს.

ჰოდა ძალიანაც სწორია ეს.
აბა, ყველამ თავისი გემოვნებით რომ აშენოს და ღებოს, ეს ქვეყანა მასხარას ტანსაცმელივით აჭრელდება. ამიტომ ჯობია ისევ ერთი კაცის გემოვნებით აშენონ და ღებონ. მთავარია გემოვნებამ იმ კაცის არჩევაში არ გვიმტყუნოს, თუმცა თუ გვიმტყუნა არც ეგ უნდა იყოს პრობლემა - ვის არ შეშლია?


მაგრამ ცდები მკითხველო თუ გგონია, რომ მხოლოდ დინამოსთან მიმოფანტული გარემოვაჭრეები, დაყრილი ნაგავი ან მიძენძილ-მოძენძილი შენობები ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს. ისიც ჭეშმარიტად შეცდა ვისაც ეგონა, რომ ჩამოძენძილი მარშუტკები აშავებდნენ და ყვითელი ავტობუსები ათეთრებენ, მაგრამ სად გაგონილა გამარჯვებულთა გასამართლება, ასე რომ მეც გავჩუმდები და უფრო ახლოს მივალ საქმესთან.


უძველესზე უძველეს დროს როდესაც ევას ის ავბედითი ვაშლი აჭამეს, თვალი აეხილა და პირველი რასაც მიხვდა ის იყო რომ რაღც ვერ იყო წესრიგში მის ჩაცმულობაში. ამის მერე ვითარდებოდა და ვითარდებოდა მოდის ინდუსტრია და ლეღვის ფოთლიდან ბალიშებამდე და ბალიშებიდან კოვზებამდე მართლაც რომ ძალიან დიდი გზა გაიარა.

და ადამიდან მოყოლებულმა ადამიანმა შესაძლოა დიდად ვერ ისწავლა ჭკუა, თუმცა ის კი შეძლო უამრავი სტანდარტი დაედგინა აი მაგალითად, დადგინდა:
  • რა ტემპერატურამდე უნდა იყოს ცხელი ყავა, რომ მისით ტუჩდამწვარ კლიენტს ჩივილის უფლება არ წარმოეშვას;
  • რამდენ პროცენტამდე უნდა იყოს დაბურული მანქანის მინები;
  • როგორ უნდა იყოს გაკეცილი ხელსახოცები მაგიდასთან და ამავე მაგიდასთან მოსულმა ოფიციანტმა როგორ და რა სიხშირით უნდა გაიღიმოს;
  • ფეისბუქზე დადებულ ფოტოზე რა სიღრმით უნდა გქონდეს ამოჭრილი დეკოლტე "რა ფოტოებს დებ გოგოს" ტიპის კომენტარის თავიდან ასაცილებლად;
  • პოსტში რამდენჯერ უნდა ახსენო "ტანგა" იმისათვის რომ პოსტი კვირის ტოპ-10 ში მოხვდეს....
მოკლედ ხომ ხედავთ ადამის მოდგმამ რამდენი შეძლო? მაგრამ მე ვფიქრობ გამორჩა მაინც ერთი და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი, კერძოდ:

  • მოკლე კაბის/შორტის/ქვედაბოლოს ტარების სტანდარტი
სიმართლე ვთქვა ახლა როცა ამ პოსტს ვწერ ვაცნობიერებ, რომ პრობლემა არა მხოლოდ მინი-ქვედაბოლოშია, ბევრი რამის ტარების სტანდარტი გვაქვს შემოსაღები. მაგ:
  • დეკოლტის;
  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის;
  • აჟურული კოლგოტის.... უ.ა.
მაგრამ ეგენი შემდეგ პოსტში იყოს, დასაწყისისთვის კი ჯობია ისევე ფეხებით დავიწყოთ, ყველაფერი ხომ ისედაც ფეხებზე გვკიდია?!

  • საკანონმდებლო ბაზა.
მსოფლიომ დაჩქარებულ ვადებში უნდა მიიღოს ინსტრუქცია/დაგენილება/რეკომენდაცია ან სხვა სახის რაიმე წერილობითი დოკუმენტი, სადაც მკაცრად, დეტალურად და არაორაზროვნად იქნება გაწერილი მოკლე კაბის ტარებისთვის განკუთვნილი ფეხის პარამეტრები (ზომა, სიგრძე, სისქე, ფორმა, მოყვანილობა და ა.შ.)
საქართველომ კი განსაკუთრებით შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოახდინოს მისი რატიფიცირება/იმპლემენტაცია ან სხვა სახით მიღება-გავრცელება.
(შენიშვნა: საუბარია აბსოლუტურად გონივრულ პარამეტრებზე და არა მაინცდამაინც მეტრიან ფეხებზე, თორემ ხომ აშენდა კუზანოვების ისედაც აშენებული ოჯახი?!)

  • პრევენციული ღონისძიებები
კაცმა რომ თქვას, კონსულტანტებს მიაქვთ ეს ქვეყანა. ვისაც არ უნდა კითხო ყველა რაღაცის კონსულტანტია და იქნებ ისეთი კოსულტანტების მომზადება-გადამზადება დაგვეწყო, აი მაღაზიის გასახდელის შესასვლელთან რომ დადგებიან და ხალს ეტყვიან არ არის ეგ შენი ჩასაცმელიო. პასუხით შესაძლოა კლიენტი უკმაყოფილო დარჩეს, სამაგიეროდ ქალაქის იერსახე იქნება კმაყოფილი.

  • აღმასრულებელი ღონისძიებები

თუ კანონი არსებობს მისი აღმასრულებელიც მალე უნდა გამოჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იმ ნიკოტინისგან გაყვითლებულ აბრას დაემსგავსება "აქ არ ეწევიან" რომ აწერია და ყველა ზედ რომ აბოლებს.
შესაბამისად ახალი სამსახურია შემოსაღები. დავარქვთ თუნდაც ქჩსდც ( ქუჩაში ჩაცმის სტანდარტის დამცავი სამსახური) თან ხალხიც დასაქმდება თან წესრიგიც დამყარდება. ქჩსდც ივლის ქუჩებში და ისეთ მოქალაქეების მიმართ ვისაც სტანდარტების დაუცველად აცვიათ და შესაბამისად ამახინჯებენ ქალაქის იერ-სახეს მოახდნენ.. ჰო აი ტანსაცმლის დემონატჟი, როგორ უნდა მოახდინონ ეგ ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრე, მაგრამ ისიც ხომ გაგიათ ყველაფერს ერთი კაცი ვერ მოიფიქრებსო...


P.s. ასე რომ აჰათ თქვენ პოსტი და კომენტარები თქვენთვის დამითმია...

18 комментариев:

  1. შთაგონების წყარო რა იყო ნეტა? :))))) კარგია, კარგი... შემდეგ პოსტზე ხო იცი რაზეც უნდა დაკონკრეტდე!?... შორტებზეეე :)))

    ОтветитьУдалить
  2. ქეთ შორტი, კაბა ერთია რა.
    შემდეგ პოსტზე ვკოკრეტდები წინდებზე, თუ ჩულქებზე... :))0

    ОтветитьУдалить
  3. ჰოდა კიდე შთაგონების წყარო რა კი არა ვინ იყო ვინ... :))

    ОтветитьУдалить
  4. უფრო მეტად რომ დაკონკრეტდე.. :))) ხო იცი რასაც ვგულისხმობ? :))) შორტების მრავალნაირი სახეობა არსებობს, მათ შორის ...... ხოოოდა ...:)))) ხო, ,,ჩულქებზე" ხომ საერთოდ..

    ОтветитьУдалить
  5. ძალიან მომეწონა პოსტი. ყველაფერში გეთანხმები :)
    რაც შეეხება დემონტაჟს - ტანსაცმელი პატრონითურთ ერთი კვირით ციხეში :) არა ? :))

    ОтветитьУдалить
  6. ძალიან სასაცილოა აი ძალიან!
    ვხოხავ )))) ეს პოსტი ცუდ ფეხებზე მინი იუბკის ჩამცმელს დიდად არ ჯობია : )

    ჰექსუს ფორმიდან ამოვარდი : )

    ОтветитьУдалить
  7. uketesi, gacilebit uketesi (mjobnis mjobns ra dalevs) postebi maxsovs aq, simware aklda amas da sisxarte (sheneburi) gawelili da gadatvirtuli momechvena :)
    ise tema aqtualuri shegirchevia, me vapireb valinkebis e.w betebis chacmis kulturaze davwero tu movicale :)
    mokled velodfebi ajurni kolgotkebis poswiks :)

    ОтветитьУдалить
  8. egoisti
    არა ეგ ზედმეტად მკაცრი იქნებოდა.. :)

    ჩორვენი
    ეგ არაფერი მთავარია ღერძიდან არ ამოვარდეს კაცი და ფორმას ეშველება :))

    აგატა
    მწარეზე მწარეს რა დალევს.,..

    ОтветитьУдалить
  9. სულ ვკითხულობ შენს ბლოგს
    ძალიან მომწონს შენი პოსტები
    მოკლე კაბა ყველას არ უხდება
    რომ არ დაგცინიან ეს იმას არ ნიშნავს რომ
    გიხდება.

    ОтветитьУдалить
  10. ვანილიანი♥

    მე კიდევ არ გიცნობდი
    სასიამოვნოა :)))

    ОтветитьУдалить
  11. კაი რა, რა კაცის ალერსს დანატრებული ქალივით წერ :დ
    უნდათ და აცვიათ, ენატრებათ და იქნებ და იქნებ ვინმე მოჩანგლონ :დ მთავარია იმ მოკლე კაბის და აჟურული კალგოტკის შიგნით ფეხები მოიწესრიგონ და შენც ნუ მიაწეპებ თვალებს ქონიან ადგილებში :დ

    ОтветитьУдалить
  12. +1
    შესანიშნავი იდეაა, მივესალმები!

    P.S.
    """"ქჩსდც ივლის ქუჩებში და ისეთ მოქალაქეების მიმართ ვისაც სტანდარტების დაუცველად აცვიათ და შესაბამისად ამახინჯებენ ქალაქის იერ-სახეს მოახდნენ.. """"
    აქ ჩაამატე რას მოახდენენ... :)

    ОтветитьУдалить
  13. # ფეისბუქზე დადებულ ფოტოზე რა სიღრმით უნდა გქონდეს ამოჭრილი დეკოლტე "რა ფოტოებს დებ გოგოს" ტიპის კომენტარის თავიდან ასაცილებლად;
    # პოსტში რამდენჯერ უნდა ახსენო "ტანგა" იმისათვის რომ პოსტი კვირის ტოპ-10 ში მოხვდეს....

    :დ :დ :დ :დ :დ
    კარგიაააააააააააააა


    მსოფლიომ დაჩქარებულ ვადებში უნდა მიიღოს ინსტრუქცია/დაგენილება/რეკომენდაცია ან სხვა სახის რაიმე წერილობითი დოკუმენტი, სადაც მკაცრად, დეტალურად და არაორაზროვნად იქნება გაწერილი მოკლე კაბის ტარებისთვის განკუთვნილი ფეხის პარამეტრები (ზომა, სიგრძე, სისქე, ფორმა, მოყვანილობა და ა.შ.)

    ვაი, როგორ გეთანხმებიიიიიიიი
    ამას წინათ მინდოდა ზუსტად დამეწერა, სკინებს ატარებენ ადამიანები რომლებიც არიან ძალიან დაბლები და მსუქნები
    არ შეიძლება რააააააა, რატო იგდებენ თავს დასაცინად

    ОтветитьУдалить
  14. პ.ს. გენაცვალე
    ძალიან გონიერი ხარ

    ОтветитьУдалить
  15. ჰექსე,
    ამ ბოლოს დროს (გაკვირდები) სულ უფრო იშვიათად წერ, მაგრამ სულ უფრო მწარედ.
    იშვიათად რატომ წერ ეგ კი ვიცი, მაგრამ

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)