დღს პსპ-ში ისე მითხრეს "მადლობ რომ პსპ-ში მობრძანდიო", რომ მერჩივნა აგური ესროლათ თავში, თუნდაც ორი.
პსპ-ში კი იმიტომ შევედი რომ ავერსში უკვე დიდი ხანია აღარ შევდივარ, მხოლოდ იმიტომ მათი უაზროდ გაზეპირებული სტანდარტი რომ მაღიზიანებს. ლამის კარებთან რომ მოგაწევენ - "უი ხო მართლა დამავიწყდა ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას, ბარემო.. "
09-ში რიომ ვრეკავ და ნაძალადევად მომღიმარი ოპერატორი მპასუხობს" რით შემიძლია გემსახუროთო" პირდაპირ ტვინში მირტყამს, რომ წარმოვიდგენ როგორ აზეპირებდნენ მას ამ სიტყვებს.
ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში ( კომპანიას მხოლოდ იმიტომ არ ვასახელებ რომ სახელი არ მახსოვს :D) ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ ოპერატორის ხმის გაგონებას თუ ეღირსე ისეთი უდარდელი ხმით გეტყვის "მადლობ რომ ჩვენს კომპანიას ირჩევო" თითქოს არჩევანი გქონდეს რამე სხვა. :D
თუმცა ამას იმიტომ არ ვწერ რომ ვინმემ იფიქროს მოღუშული გამყიდველები და ძალით მიგდებული სიტყვები მომწონდეს ... არაფერიც პირიქით სასიამოვნოა ვინმე მადლობას რომ გიხდის და მომსახურებას გთავაზობს, მაგრამ ეს იმდენად ნაძალადევი, იმდენად არაბუნებრივი და იმდენად სტანდარტულია რომ რაღაცნაიარად გამაღიზიანებლადაც კი ჟღერს.
აი ზუსტად რომ იცი რომ საერთოდაც არ უხარია მასთან რომ მიხვედი, არც მადლობის გადახდა უნდა გულით და არც გამარჯობის თქმა .. მაგრამ ასე უწერია სტანდარტში და სტანდარტებს ჩვენ ხომ ვერ დავარღვევთ?!
მოკლედ, კარგი მომსახურება რა თქმა უნდა ყველას სიამოვნებს, მაგრამ რატომღაც ვისურვებდი რომ იგი არასტანდარტული ყოფილიყო, იმის კეთება რაც მოგწონს გაცილებით ხომ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე იმის რაც გევალება..
იქნებ ასეთ შემთხვევაში მაინც არ გამოსულიყო ისე როგორც ახლაა: " დიდად კი არ მიხარია რომ აქ მოხვედი, მაგრამ რადგან სტანდარტში მიწერია რით შემიძლია რომ გემსახუროო?!"
P.s.. იმ დღეს მაღაზიიდან რომ გამოვდიოდი, მის შესავლელში მდგომმა კონსულტანტმა გოგონამ ძალიან ლამაზი ხარო რომ მითხრა პრინციპში ძალიან კი მომეწონა, მაგრამ ახლა ერთი კვირა იმას ვფიქრობ - სტანდარტებში ხომ არ ეწერა მეთქი ასე?
ზუსტად ამ დღეებში ავერსში მითხრეს ეგ სიტყვები და თან წამლების პარკი თითქმის მესროლეს :)) პარკის დანარცხების ხმა და იმათი სიტყვები თითქმის ერთდროულად გაისმა, თან ის ქალი არც მიყურებდა, თავისთვის რაღაცას აკეთებდა და პარალელურად რობოტივით გაიმეორა :))
ОтветитьУдалитьარა ჰექსე, ისედაც ლამაზი ხარ. :)
ОтветитьУдалитьპ.ს. არადა როგორ მესმის მაგ გაზეპირებული სიტვების, იცით? შეიძლება მაგათ მართლა გულით უნდათ, რომ გემრიელად თქვან, მაგრამ ათას კლიენტს რომ ეტყვი და რაც მთავარია, ამას დავალებული რომ გაქვს და რომ გიკონტროლებენ და ამიტომ რომ ეტყვი, მერე მართლა მიხატული და დაზეპირებულ-ნაძალადევი ჩანს. მე მაგალიტად მადლობა უნდა ვუთხრა ხოლმე. მაგრამ მართლა მადლობას ვეუბნები, რომ გვიძლებენ. :)
ჰექსუს, მომსახურება და არა მომსახურეობა... :/
ОтветитьУдалитьროგორ მოგიტევო ეს შეცდომა?
:))
ავერსში უკვე დიდი ხანია აღარ შევდივარ, მხოლოდ იმიტომ მათი უაზროდ გაზეპირებული სტანდარტი რომ მაღიზიანებს.
ОтветитьУдалитьავერსიიიიიიიიი, როგორ მეზიზღებაააააააა
არადა თუ დიდი თანხის საყიდლები მაქვს მიწევს მანდ ყიდვა უნიქარდზე ქულების დაგროვების მიზნით :(
და მტელი ქსელიდან ერთადერთ აფთიაქში დავდივარ მხოლოდ სადაც ასე თუ ისე არ უბერავენ :
გოგონამ ძალიან ლამაზი ხარო რომ მითხრა პრინციპში ძალიან კი მომეწონა, მაგრამ ახლა ერთი კვირა იმას ვფიქრობ - სტანდარტებში ხომ არ ეწერა მეთქი ასე?
ОтветитьУдалитьმერე გამომეტყველებაზე ვერ შეატყვეეეეე?
მაგრამ შენ ალალად გეტყოდა დამიჯერე
თაა
ОтветитьУдалитьმერე გამომეტყველებაზე ვერ შეატყვეეეეე?
გამომეტყველება კი ჰოქნდა ალალი, მაგრამ რა ვიცი, იქნებ პროფესიონალი იყო :)
დიკაში მოხდა ეგ ამბავი და ერთი ამ შაბათ-კვირასაც უნდა გავიარო. დავტესტო სტანდარტი იყო თუ არა :)))
სტანრდატულ სიტყვებს ვინ ჩივის, თუ მომსახურება არ არის ნორმალური.
ОтветитьУдалитьგიშინ MissPoem მაღაზია რომაა ტანსაცმლის, პეკინზე, კონსულტანტი გოგო ისე მოგვემსახურა მე და ჩემს დაქალს, რომ პირი ღია დაგვრჩა: გულწრფელი ღიმილი, გულწრფელი "გიხდება", ეძებდა კონკრეტულად ჩვენს მოთხოვნებზე მორგებულ მაისურებს და არ გვტენიდა რამე სხვას. მოკლედ, ცხოვრებაში მგონი პირველად მივიღე ასეთი ხარიხსიანი და თბილი, მეგობრული მომსახურება.
სტანდარტები კი, ნუ რას იზამ, მოთხოვნა აქვს კომპანიას ასეთი "ჯანმრთელობა გისურვოს" სულ რომ სძულდე.
აქვე თაა-ს ვუპასუხებ, უნიქარდის ქულები ჯი-პი-სის აფთიაქშიც შეგიძლია დააგროვო, შეიძლება იცი კიდევაც. ბავშვისთისაც უფრო კარგი არჩევანია მანდ კვების, ნუ ჩემი დაკვირვებით.
ОтветитьУдалить