11 декабря 2010

ჩააჩოჩეთ საწოლები... ოდნავ...

-ქათმის გრიპი რომ შეგხვდეს რა მაგარი იქნება...
-რატომ?
-წარმოიდგინე რა პოპულარული გახდები?! ყველა არხი შენზე ილაპარაკებს....
(ციკლიდან"მიზანი ამართლებს საშუალებებს")

უწინ, აპრობირებული მეთოდი იყო თუ გინდოდათ ვინმესთვის იმიჯის გაფუჭება მისთვის რაიმე არატრადიციული უნდა დაგებრალებინათ. ამასთან არავითრი მნიშვნელობა არ ჰქონდა რა იქნებოდა ეს არატრადიციული სექსულაური ორიენტაცია , წარმომავლობა თუ აღმსარებლობა.
ახლა, ვერ გეტყვით რატომ - შესაძლოა ღიპიანმა თამადებმა და ყოველ წამს ტრადიციებზე ლაყბობამ იმდენად ამოგვიყვანა ყელში ყველაფერი ტრადიციული, რომ ყველაფერი არატრადიციული მოდაში შემოვიდა.
ბლოგერებიც იმიტომ არიან კაი ტიპები და უიმე ძალიან საყვარლები არატრადიციული მედია რომ ჰქვიათ. ჰქვიათ რა პრინციპში არქმევენ....
ჰოდა რადგანაც არადრატიციული მოდურად იქცა, მოდას ხომ არ ჩამოვრჩებითო..
და თუ ადრე აბრალებედნენ, ახლა იბრალებენ.. და მთელი ხილული თუ უხილავი სამაყროს წინაშე თავისუფლად coming out*-დებიან.


მერნობა ამ შემთვევაში (..."და ჩემს შემდგომსა მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუდვილდესო"-ს მოტივებზე) ჯაბა ქარსელაძემ იკისრა და საზოგადოებას სიმართლე ითქვას ერთი მდარე ხარისხის კლიპი წარუდგინა თუმცა უფრო დიდი სიმართლე რომ ითქვას ამ მდარე ხარისხის კლიპს ლაივმოტივად ცისფერი ფერიც სასიამოვნოდ გასდევდა... თან ისიც დასძინა ყველა თავისი გარყვნილებისდა მიხედვით გაიგებსო.

არადა, რაც მე აქამდე აზროვნება და გონივრული განსჯის უნარი მეგონა, ნუ იტყვით და გარყვნილება ყოფილა თურმე. მოკლედ ყველა მეტნაკლებად განვითარებული და გარყვნილი ადამიანი მიხვდა, რისი თქმაც სურდა ამ კლიპით ჯაბას.
თხა თხაზე ნაკლები მგლის იყოსო და ყველა აქტიური, პასიური თუ ლატენტური გეი ერთიანად დაქამინქაუთდა. მათ შორის ისეთებიც: აი ლატენტური კი მეგონა, მაგრამ მაგაზე მთლად მაგას როგორ ვიფიქრებდიო... ისე ამდენნი თუ იყვნენ მე პირადად არ ვიცოდი, ან საიდან მეცოდინებოდა ერთი გეი პარადი ვერ გვაღირსეს თბილისში.

მაგრამ ადამიანი ადამიანია და არ აქვს მნიშვნელობა ქალი იზიდავს კაცი თუ ზღარბი, მაგრამ მე მეორე მხარე მიშლის საფიქარალს....
პატარა ხელი რომ წაგიცდეს და სადმე მიპოსტო "უი გაიგეთ ჯაბა ქარსელაძე გეი ყოფილაო" ყელში გეცემა ნახევარი საქართველო... რა შენი საქმეა მერე რას იყურები სხვის საწოლში, ჩვენ აქ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და შენი ბნელი აზროვნებით ევროკავშირისკენ მიმვალ გზას რად გვინგრევო? " ... ისე თუ მართლა მაგაზე ყოფილა დამოკიდებული ჩენი ევროკავშირში მიღების საკითხო ვაი ჩვენს პატრონსაც და ევროკავშირისაც.
უცნაური ფენომენია მეტადრე...
გამოიტანენ თავის სწოლს, შუა გზაში ჩადგამენ, თან ისე ნორმალურად გავლის საშუალება რომ არ მოგეცემა და ოდნავ ფეხი თუ წამოგეკრა: რასაა რომ სხვის საწოლში იყურები, შენსას მიხედეო....


ასე რომ ბატონებო... ძალიან გთხოვთ.... ჩააჩოჩეთ ოდნავ თქვენი საწოლები...

*coming out - ღიად გაცხადება საკუთარი ორიენტაციის მამათმავლის მიერ სიტყვით, საქმით ან სხვა რაიმე ქმედებით, ტელევიზიის, ბლოგის, ფესიბუქის ან სხვა რამ უმსგავსო მანქანების საშუალებით. (საბა)

10 комментариев:

  1. ჩემი შეყვარებულიც გეი აღმოჩნდა სხვათაშორის :))

    ОтветитьУдалить
  2. an na: სამაგიეროდ, ჩემი მექალთანე აღმოჩნდა..

    ნუ, არც ერთი ვარგა, რა დასამალია, ანა.. :)))

    ОтветитьУдалить
  3. თქვენი ნაცნობი რომაა ერთი, ლიშთოთა, ეგეც პედერასტია? თუ პროსტო პედერასტები ევასება?

    ОтветитьУдалить
  4. ანა, იმას რომ ჯერ ხმამაღლა არ განიცადებია? )) აგერ ბლოგერნი თავზე იმხობენ ქვეყანას საკუთარი :თავისუფალი" ურთიერთობებისა და საწოლების აფიშირებით ))

    ОтветитьУдалить
  5. აბა? აბა? :>:>
    მეც ჩამაჭყიტეთ, რაა

    ОтветитьУдалить
  6. bravo!!!
    vixalise am postze da sruliad getanxmebi. ar maqvs aranairi agresia geiebze, kide arc imatze zgarbiroevasebat:D
    magram amis afishireba arc ise sasiamovnoa, da arc piradi urtiertobebis yvirilia mgoni kargi.

    martlac yvelam tavis sacols mixedos da nu aidzuleben adamianebs chaixedon mat sacolebshi :D (uf ra aburduli racxa davcere )

    ОтветитьУдалить
  7. ანნა :)
    რა მოხდა მერე მთავარია კარგი ადამიანი იყოს და ორიენტაციას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს?!

    ვასასი სად გადაეყრები ხოლმე შენ ეგეთებს?

    თიკო :) მე გავიგე რისი თქმაც გინდოდა :))

    ОтветитьУдалить
  8. daanebet jabas tavi :D (ogond martla)
    moaklda simware da sisxarte shens postebs tu mechveneba?! :dabneuli:

    ОтветитьУдалить
  9. რა ვიცი, ჰექს, კუთხეში გადავეყარე.. :))

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)