18 декабря 2010

თეთრი პერანგი შავი მანჟეტებით, ანუ ქალიშვილობას ვინ ჩივის და...

- " გაიდუნდღლა ამ საროჩკის მანჟეტები, არადა რამდენი ვიწვალე დღეს ამის დაუთოვებაზე" - სინანულით უყურებს დაკუჭულ, შავფერნარევ მანჟეტებს.

(მე რომ დიზაინერი ვყოფილიყავი, თეთრ პერანგებს შავი საყელოთი და მანჟეტებით შევქმნიდი. თუმცა დიზაინერები რატომღაც მაინც ისინი ხდებიან, ვისაც არასდროს უჭუჭყიანდებათ მანჟეტები. )

- " მოიყვანე ცოლი და დაგხვდება მზად " - გამოსძახეს გვერდითა ოთახიდან.
(ყველა სენის სამკურნალო წამალს პანაცეა რად ქვია ნეტავ?! აშკარად "მოიყვანე ცოლი" უფრო მოუხდებოდა.. )
თუმცა ხმა იქითა ოთახიდან მალევე მიხვდა, რაღც მთლად კარგი ვერ ურჩია და დაამატა:
-" არა, არ გინდა ცოლი მერე ენას შემოგიბრუნებს..."

- " ენას ვინ ჩივის, მთავარია ხელი არ შემომიბრუნოს" - პასუხობს ადრესატი.

-" მახსოვს " -იწყებს მესამე -" კომუნისტების პერიოდში განქორწინებისას წყვილებს ვეკითხებოდით განქორწინების მიზეზს და მერე ამის საერთო სტატისტიკა დგებოდა და ერთმა თქვა - ქალიშვილობას ვინ ჩივის, არ მაქვს პრობლემა, მთავარია აქეთ არ გადმომდოს რამეო ...
80-იანი წლები იყო მაშინ.."

4 комментария:

  1. მგონი აქ გასასწორებელია
    ქალიშვილობას ვინ ჩივის, არ მაქვს პრობლემა, მთავარია აქეთ რა გადმომდოს რამეო ...
    სწორე იქნებოდა
    ქალიშვილობას ვინ ჩივის, არ მაქვს პრობლემა, მთავარია აქეთ არ გადმომდოს რამეო ...

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)