23 декабря 2010

კიდევ ერთი საჯარო მიმართვა, ანუ გაგიკვირდებათ და ვაზროვნებთ

edit: "შენ იცი რომ პირველი არ ხარ." - ბმვ-ს მეორადი ავტომობილების რეკლამა. არ ყოფილა მხოლოდ საქართველოში. არადა რა უსინდისოდ გვტენიდნენ სკანდალურ კრეატივად.


"-მაკოცე და გაპატიებ
-კარგი, :* და მეუღლე არ იეჭვიანებს?
-წავიშლი მერე პომადის კვალს, ვინ უყურებს მაინც ამ შოუს?!"

(ნიკა ქავთარაძისა და ინგა გრიგოლიას დიალოგი "ნ შოუ"-ში 2004-2005 წწ. დამოუკიდებელი საქართველო. )

საბჭოეთს ვერ მოვესწარი, თუმცა სადღაც წავიკითხე, რომ საბჭოთა დროს დაწერილი კომპოზიციები ნუ იტყვით და უცხოური ოპერებიდან ყოფილა გადმოწერილი, ამის გამო ორ ცნობილი საბჭოელ კომპოზიტორს შორის ასეთი დიალოგი გამართულა:

" - მერედა რომ მიხვდნენ?
- რომ მიხვდენენ, როგორც მინიმუმ მოსმენილი უნდა ჰქონდეთ ეს ოპერები"
(საბჭოთა კავშირი 1922-1991 წწ)

და რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში (თუნდაც დამოუკიდებელ საქართველოში) იქ სადღაც სათავეში, საფუძვლიანად ჩამოეძინათ, თან იმდენად ჩამოეძინათ, რომ ბევრი რამე გამოტოვეს, მაგალითად ის თუ როგორ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, როგორ მოვყევით მის ნანგრევებში, როგორ წამოვიმართეთ ფეხზე და როგორ ამაყად ჩავდეგით ევროპაში შემსვლელთა რიგში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ამ რიგში ვდგავართ, (და სხვაგვარადაც არ გვძალგვიძს) ჩვენთან მაინც ბევრი რამე შეიცვალა, მაგალითად თუნდაც ის რომ, უკვე გავიგეთ რას ნიშნავს და რა სარგებლობა მოაქვს ინტერნეტს, ფეისბუქს, იუთუბს და მამალსაც კი :)

მოკლედ იმ ვიღაცას, სადღაც საფუძვლიანად ჩაძინებულს , ბევრი რამე გამოეპარა, ალბათ სწორდ ამიტომაც არის, რომ აქ თითქმის ყვეკლაფერს თითქმის ერთი განწყობით აკეთებენ - "მიდი ბიჭო გაუშვი, ვინ რას გაიგებსო..."

თორემ, აბა მაშ რატომ არის რომ ჩვენი ძალიან ბევრი გადაცემა, ჟურნალი, სტატია, კლიპი, წიგნი და თქვენ წარმოიდგინეთ ბლოგიც კი იმ მოსწავალის ნამოქმედარს მაგონებს, რომელსაც სკოლაში ლექსის დაწერა დაავალეს, მას კი ტვინის და ხელის განძრევა დაეზარა და გალაქტიონის ლექსი დააკოპ-ფეისტა, ხელიც ისე ამაყად მოაწერა ჩემიაო, არც აჰკანკალებია, ნეტა ვის ეცოდინება ჩემს კლასში ვინ იყო გალაქტიონიო?!

ზოგი კი (უფრო ამბიციურნი) იმ სტუდენტს მაგონებს რეფერატის დასაწყისში რომ დაწერა "ჩემი აზრით" მერე კი არისტოტელეს, პლატონის, კანტის მოსაზრებანი ისე უნამუსოდ "არახუნა" , თითქოს მათ ფიქრში თმა გასთეთრებოდა. თუ ენა წაგიცდა ოდნავ, აქეთ მოგდებს შარს და ვინ იცის ეგებ ისიც დაამტკიცოს პლატონამდე, არისტოტელემდე, კანტამდე რომ აქვს იგივე ნაფიქრი...

მოკლედ პლაგიატიზმი სილიკონს ჰგავს, ყველამ იცის ცუდი რომ არის მაგრამ მოდურია, მარტივია და რაც მთავარია, როგორც ერთს, ისე მეორეს ცოცხალი თავით არ აღიარებენ, თუნდაც იმავე სილიკონიანი ტუჩებით.


P.s. მე კი რატომღაც იმ მასწავლებლის როლში ყოფნა არ მინდა თავისი მოსწავლის მიერ "დაწერილ" გალაქტიონის ლექსს სიამაყით რომ ისმენს და ვერაფრით მიმხვდარა რატომ მოსწონს ასე..

ასე რომ ბატონებო, განსხვავებით იმ ნათელი და კარგი დროისგან საბჭოთა კავშირი რომ ერქვა, ჩენ უკვე ვხედავთ, გვესმის, და თქვენ წარმოიდგინეთ ვაზროვნებთ კიდე.

სწორედ ამიტომ, სანამ რამის დაკოპირებას და გაშვებას გადაწყვეტთ ლოზუნგით "ვის ეცოდინება ახლა ეს" გაითვალისწინეთ, რომ არსებობს იუთუბი, რომელიც ყველაზე უნიჭო ვიდეოებსაც კი ინახავს, არსებობს ყოვლისმცოდნე გუგლი და არსებობს ფეისბუქი, რომელიც ისე სწრაფად მოსდებს მთელ ქვეყანას თქვენი პლაგიატიზმის ამბავს კარგი ჭორიკანა ქალი მეზობელთან გადასვლასაც კი ვერ მოასწრებს იმ დროში.


ადრეც ვწერდი: "თუთიყუში მხოლოდ მოლაპარაკე არ არის… არსებობენ მწერალი თუთიყუშებიც. " - ემილ კროტკი


8 комментариев:

  1. მე გავაკეთე Copy, მერე Paste "მოკლედ პლაგიატიზმი სილიკონს ჰგავს, ყველამ იცის ცუდი რომ არის მაგრამ მოდურია" :) მომეწონა შედარება :D :)

    ОтветитьУдалить
  2. იმედის დილის პრომო? ))))))))

    ОтветитьУдалить
  3. hexedzvirfaso, kargaxania yvela sheegua, rom qartvelebi axalsa da gansakutrebuls arafers vaktebt,chveni mediisa tu shoubiznesis yvela kreatiuli idea, evropuli tu amerikuli analogebis unicho gadamgerebaa! amitom asetiebi da sxva marvalni ar unda gagvikvirdes, mit ufro ar unda agvshfotdet, maswavlebeli chveni rolia, romelic mkacrma rejisorma mogvca da ar shegvicvlis :)
    agata

    ОтветитьУдалить
  4. უი, ჰექსე ^_^ სხვისი აზრიო და... შენი პოსტი ერთ–ერთ უნივერსიტეტში (კერძო ტავართქილაზე,ლოტკინზე) ერთ–ერთმა პირველ კურსელმა თავისად გაასაღა :))

    ОтветитьУдалить
  5. სიყვარულოვნა

    ვაიმეეე.
    რომელი პოსტი იყო და რომელი პირველ კურსელი, მოიყვანეთ მანახეთ. :)
    ჟმოტი კი არ ვარ ჩემი პოსტები შვილებივით მიყვარს და ეგ პირველ კურსელი იქნება ზუსტად მერე რომ გადმოდგება და საავტორო უფლებებზე დაგიწყებს ჭკუის სწავლებას. :)

    ОтветитьУдалить
  6. არ ვიცი ჰექსე, მგონი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთსო... ჩემი მეგორის ჯგუფელია და იმან მითხრა, აღშფოთებულ–შეშფოთებული მირეკავს და ჰექსე როა იმის პოსტი ერთმა თავისად გაასაღაო.
    ჰკითხა მერე, და ცემი დაწერილია, დიდი ხნის წინ დავწერეო... და არარაფერი ვუთხარი არ შევარცხვინეო :))

    ОтветитьУдалить
  7. ჰმ, არადა როგორ მიყვარდა ეგ პოსტი :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)